Sunday, April 28, 2013

Tech in STYLE!

shot by Tommy Ton
It is so cool! როცა იცი, რომ ვიღაცას შენი განწყობის მართვა უბრალოდ, მზერით შეუძლია, შენი ქმედებები კი მისი სხეულის ენაზეა დამოკიდებული. გავიწყდება გაჩერებულ ტაქსში ჩაჯდომა, როცა გზის მეორე მხარიდან მის მზერას იჭერ და კიბეზე იდიოტივით ჩერდები, მხოლოდ იმიტომ, რომ ზემოდან, უბრალოდ, ის ჩამოდის.

ვფიქრობდი, `ცოცხალ არსებებში` ასეთი უნიკალური შეგრძნებები მხოლოდ ადამიანს შეიძლებოდა ჰქონოდა, თუმცა ახლახან აღმოვაჩინე, რომ Samsung Galaxy 4-საც შეუძლია მსგავსი რაღაც განიცადოს. მას ფენომენალური ეკრანი აქვს, რომელიც ალბათ ზოგიერთს ტაბლეტის ყიდვასაც გადააფიქრებინებს. მთავარი ისაა, რომ 5 დიუმიან ეკრანზე ინტერნეტში გვერდების გადაფურცვლა მზერით, ანუ შეხების გარეშეა შესაძლებელი. რევოლუციური ტექნოლოგიის წყალობით, სმარტფონი შეგიძლია მართო შეხების გარეშე. მაგალითად, ვიდეო თავისით დაპაუზდება, თუ მას მზერას მოვაშორებთ, მაჯის მოძრაობის გაანალიზების შემდეგ კი თავად შეუძლია გადაფურცლოს ინტერნეტში გვერდი. კიდევ ერთი ბონუსი: მას სურათიდან არასასურველი ობიექტების წაშლაც შეუძლია.

მობილური ტელეფონის მხოლოდ დიზაინით არჩევა ის სულელური ნაბიჯია, რომელსაც რამდენიმე დღეში აუცილებლად ინანებ. სამსუნგ გალაქსი 4 იგივეა, რაც მოდის სამყაროში ჟივანში - მონაცემებს ცალი თვალითაც თუ გადახედე, უკვე ზუსტად იცი, რომ მომხიბვლელი არა მხოლოდ დიზაინი აქვს, არამედ შესაძლებლობებიც.

ბოლო დროს ყველასგან მესმის, რა ლამაზია iPhone 5 შავი დიზაინით, მაგრამ ჩემი აზრით, გალაქსი გაცილებით ლამაზია. რაც შეეხება ანდროიდის ოპერაციულ სისტემას, ის ყოველთვის იყო ყველაზე sexy და ანდროიდის სმარტფონებს შორის  დღეს ყველაზე sexy ნამდვილად გალაქსი s4-ია, 13 მეგაპიქსელიანი კამერით, თხელი და მსუბუქი სხეულით და მძლავრი პროცესორით.


ულამაზესი ეკრანი აქვს და კიდევ უფრო საინტერესო უკანა ნაწილი, თუმცა თეთრიც ძალიან მომწონს - so stylish


საქართველოში გალაქსი s4 სულ რამდენიმე დღის წინ ჩამოიტანეს. როგორც გავიგე, საბურთალოს ქუჩაზე `ალტას` მაღაზიაში, მიუხედავად მაღალი ფასისა (1500 ლარი) სულ რამდენიმე ათეული ნიმუში აქვთ დარჩენილი, რაც გასაკვირი არ არის, რადგან ძალიან ჭკვიანისა და უზომოდ ლამაზის კომბინაცია ცხოვრებაში არც ისე ხშირად გვხვდება.

ჩემი შემდეგი სმარტფონი 


6 comments:

  1. Ha ha lamazi da chkvianuri design ki ara, pakazuxobaa imis mizezi, ramdenime ateuliga rom darcha :D

    Me iPhone yvelaze smart-ad mimachnia, lamazia, nazi da rogorc kargi xarisxis kashmir sviterma "icis", isic ise gadneba xelshi. Man, how I love it.

    Samsung galaxy s4 mini-dan gkitxulob axla da asoebis akrefa mtanjavs.

    ReplyDelete
    Replies
    1. P.S. Oops! S3 mini yofila, ukacravad :D

      Delete
    2. S3 mini-სა და galaxy s4-ს შორის უუზარმაზარი განსხვავებაა. ბოლო არის ამ წლის most anticipated სმარტფონი და ზოგადად, ყველაზე მაგარი ანდროიდი ბაზარზე. ტექნიკურ მონაცემებს და software-ს ვერც შეადარებ

      აიფონი კი კიტჩია :)))) გალაქსის ეკრანი გაცილებით დიდია და კაშკაშა, თუ ეკრანს შევადარებთ, აიფონი უფრო დაგტანჯავს :)) გალაქსი უფრო სწრაფია და მეხსიერების დამატება შეგიძლია. სხვა განსხვავებებიც არის: http://theweek.com/article/index/243390/5-ways-the-samsung-galaxy-s4-stunned-an-iphone-user

      პ.ს. რატომ იყიდეს ასე უცებ, მათი მოტივები არ ვიცი, მაგრამ თუ ეს რაციონალური არჩევანი იყო, აბსოლუტურად მესმის მათი. მხოლოდ დიზაინი არაფერ შუაშია, ტექნოლოგიის მხრივ გალაქსი ძალიან ინოვაციურია

      Delete
  2. მეც მომინდა ერთი შეხედვით რომ ესმის ყველაფერი, ისეთი სმარტფონი :))

    ReplyDelete
  3. გილოცავ ახალ შენაძენს :)

    ReplyDelete