ანტრეში ვსხედვართ და ნაყინს მივირთმევთ. ანა და იენსი (მისი ვიკინგი მიჯნური) რამდენიმე დღის წინ ჩამოფრინდნენ კოპენჰაგენიდან, თუმცა დღეს პირველად ვნახეთ ერთმანეთი. ანა ჩემი მდედრობითი სქესის ალტერ ეგოა. მის გარდა კიდევ მყავს რამდენიმე ძალიან ახლო მეგობარი, მაგრამ ალტერ ეგო - ეტო დრუგოე. ალტერი - ეს სინქრონია: ერთდროული მუსიკალური განწყობების, გასტრონომიული სურვილების, ბევრნაირი, ყველანაირი სინქრონი. ყველაზე მაგარი, რაც ალტერის ყოლაში იგულისხმება, ზედმეტი კითხვების არარსებობაა და ერთნაირი მანიაკალური გატაცებები.
ველოდები, ანტრეს კალორიული ნაყინისგან ცუდად როდის გახდება, რომ წესიერად დამელაპარაკოს, მაგრამ თავი ყოჩაღად უჭირავს, როგორც ყოველთვის. ამაში ვერ დავემსგავსეთ ერთმანეთს - ანას ყოველთვის შეეძლო ორჯერ მეტი ჩემზე ოთხჯერ სწრაფად აეთვისებინა ლექციებს შორის შესვენებებზე. ამის შემდეგ იწყებდა ჩემს ლოდინს (ან ფიქრს იმაზე, კიდევ რის შესანსვლას მოასწრებდა, სანამ მე ტრაპეზით ნელა ვტკბებოდი) და მერე ერთად ვაგვიანებდით ხოლმე ლექციაზე.
მომიყევით რა ეხა რამე, - ხვეწნაზე გადავდივარ მე. ანა კოვზს პირიდან სწრაფად იღებს (ხელიდან არ უშვებს) და სანამ იენსი რამის თქმას მოიფიქრებდეს, აღელვებული ხმით მეუბნება: „იცი, იქ ქუსლებიანი ფეხსაცმელი არავის აცვია“. აღელვებული იმიტომ კი არა, რომ პირველად მიყვება ამ „საოცარ“ ამბავს, არა, უბრალოდ წლების მერეც ასე მომიყვება,როგორ უარყოფენ მაღალ ქუსლს არანორმალური დანიელები, იმიტომ, რომ ეს - სიგიჟეა. მე ვმხიარულდები და იენსს ვეკითხები, რატომ არ აცვიათ-მეთქი. როგორ არ აცვიათ, - თავს იმართლებს ჰერრ კიურე, - აცვიათ, როცა ამის მიზეზი არსებობს.
არგუმენტია, ცა ქუხილს დაიწყებს :d მე ვგიჟდები ჩემს ცისფერ ბალეტკებსა და წითელ კედებზე, მაგრამ მიზეზები იმისთვის, რომ ვიყო high heel-hiker, გაცილებით მეტია. უფრო სწორად, ის საერთოდ არ არის საჭირო. Gold may be cold, diamonds may be dead.. And yes, a Limousine is a car, don't pretend, feel what's real. ყველამ ვიცით, რომ რეალური აქ ფეხსაცმელია, რომელსაც შარლიზი ბოლომდე იტოვებს და არა დიორის სურნელი, რომელიც ეკრანებიდან არ გადმოდის :D
When I slip into high heels now,
I can feel the transformation.
I see my outfit go from “blah” to “ ta-da!”
I sense my butt lifting and my hips
slimming. I can feel the confidence in
my shoulders and the sway in my steps.
I notice the difference in how I’m
perceived . . . [s]he means business.
But in knowing what high heels can do
for me,
I also understand why they can’t.
And the moment I kick them off,
I still feel just as tall.”
-Rachel Rosenblit in Elle US magazine (September 2010)
C'est ça que J'Adore - The Heels!
P.S. პოსტი ეძღვნება ანა წივწივაძე-კიურეს, ასევე შესაბამისად მის ალტერ ეგოს და კიდევ ყველა გოგოს, ვინც დიორის ფილმის ყურებასა და რეიჩელის პოეზიის კითხვაში დრო დაკარგა.