Friday, July 9, 2010

მითხარი რა გაცვია და გეტყვი, ვინ ხარ

,,ურბანული სტილი, ანუ ცოტა რამ თვითგამოხატვის შესახებ“ ციკლიდან
თვითგამოხატვის ინსტრუმენტებს შორის პირველი და ყველაზე გავრცელებული, ალბათ, მაინც მოდაა. მისი შექმნა, მართალია, წამყვანი დიზაინერების პრეროგატივაა, მაგრამ მსოფლიო ტენდენციების მიუხედავად, ყოველი ჩვენგანი მაინც თავად ირჩევს საკუთარი ჩაცმულობის სტილს, ფორმას, ფერებს.
Streetstyle - ეს მხოლოდ ჩაცმულობა არაა. ის დასავლური კულტურის ორგანული ნაწილია და მჭიდროდაა კავშირში მუსიკალურ მიმდინარეობებთან, სპორტის არატრადიციულ სახეობებსა და ახალგაზრდულ სოციალურ-პოლიტიკურ მოძრაობებთან. სწორედ ასეთი მნიშვნელოვანი ფაქტორები, მსოფლიო მოდის ტენდენციებთან ერთად, განაპირობებს ჩაცმულობის მანერას. ამიტომ, პიროვნებაზე მისი სამოსი ბევრს ამბობს - თუ გაცვია პანკ სტილში, დიდი ალბათობაა, რომ იზიარებ პანკურ ფილოსოფიას.


ყველაზე აშკარა და თვალშისაცემი, როდესაც უცხოურ ქუჩის მოდის საიტებსა და ბლოგებს ათვალიერებ, ფერთა მოულოდნელი, თამამი და უმეტეს შემთხვევაში ჰარმონიული შეთანხმებაა. გოგონა კოპენჰაგენის ქუჩაში, ვარდისფერი ფეხსაცმლით, ნარინჯისფერ ქვედაკაბასა და ზურმუხტისფერ მოსაცმელში, უბრალოდ, თვალისმომჭრელია, თუმცა რთულია ეს ჩაცმულობა წარმოიდგინო თბილისური შენობების ფონზე. ეს ალბათ ერთნაირად უკავშირდება როგორც კონსერვატიულობის, ისე სოციალური განწყობის პრობლემას.
ბრჭყვიალა ფეხსაცმელი, რომელიც პარიზელ ბეტტის ყოველდღიურად აცვია, მიანიშნებს მის სურვილზე, გამოიყურებოდეს ლამაზად და განსხვავებულად. ჩვენთან მსგავსი აქსესუარის შეძენას აზრი არ აქვს, რადგან ღამის კლუბშიც ვერ გამოიყენებ. ისე კი, დღესდღეობით, როგორც ამერიკელების, ისე ევროპელებისთვის უმრავლესობის ფავორიტი ფესხაცმელი კედებია. განსაკუთრებით მამაკაცების, რომლებიც მათ რესპექტაბელურ კოსტიუმებზე იცვამენ და საკმაოდ ელეგანტურადაც ატარებენ.
ძირითადი მიმართულებები ევროპელების ჩაცმულობაში - ესაა ვინტაჟი, პანკი, ბრიტ-პოპი, ბოჰემური სტილი. პოპულარული დეტალები: შლაპები, ვიწრო ჯინსები, მაისურები oversize, გრძელი კაბები ყვავილების პრინტით ჰიპურ სტილში. პარიზში კვლავ ვერ ელევიან ბერეტებს, როგორც ნაციონალურ სიამაყეს, ასევე ცდილობენ, უარი თქვან მყვირალა ფერებზე და ამით ხაზი გაუსვან დახვეწილ სტილს. ნიუ-იორკში, კოსმოპოლიტურობის გამო, რთულია გამოჰყო ერთი დომინანტი სტილი - მათთვის მთავარი ფაქტორი კომფორტულობა და სოციალური პოზიციაა.
ტყავის ქურთუკებით ამბოხის დემონსტრირება უსახურობისა და სტანდარტიზაციის წინააღმდეგ წარსულს 30 წლის წინ ჩაბარდა. Grunge - რომელიც უკვე მეინსტრიმად იქცა, დღეს დასავლური პროტესტის გამოხატვის ყველაზე პოპულარული სტილია. კუბოკრული პრინტი, დახეული თუ გაცვეთილი ტანსაცმელი საუკეთესო საშუალებაა გამოხატო ის, რომ უარყოფ ტრენდებს და საერთოდ, ცხოვრებას ცინიკურად უყურებ. ეს ალბათ დასავლეთში გაბატონებული ნიჰილიზმის ყველაზე წარმატებული look-ია ისტორიაში.
დასავლური ფილოსოფიის ანალიზი შეგიძლიათ გააგრძელოთ ქუჩის მოდის შემდეგ საიტებზე: http://street-peeper.com/, http://copenhagenstreestyle.dk/, http://facehunter.blogs-pot.com/

                                        

                       
ეს ბიჭი ნატურალია, ნაცნობი გოგოს შეყვარებულია : ))))) ოღონდ პარიზელი) ეს იმისთვის, ჩემი მეგობრების მწვანე შარვლებს რომ აღარ გააყოლოთ თვალი : ))

14 comments:

  1. ჩვენთან კი ვინმემ მწვანე შარვალი რომ ჩაიცვას მაშინვე დასცინიან. :)
    ერთი ის ვერ გავიგე, ჩაჩაჩული შარვალი რას გამოხატავს.

    ReplyDelete
  2. მე მაქვს ერთი კუბოკრული მწვანე შარვალი და ისე მიყვარს.!
    მაგრამ ისეთი მზერაა ხოლმე, მაგრამ კარგა ხანია დავიკიდე ეგ:D
    ;))
    იმას რამ სისქე შარფი აქ!

    ჯორჯ
    ეგ ხაზს უსვამს რომ რეპს უსმენს ;) მეც მომწონს ესეთი სტილი, ოღონდ უფრო ნორმალური და არა რაღაც სოფლურად რო აცვიათ.

    ReplyDelete
  3. ჯორჯ პაიკი

    ჩაჩაჩული ბიჭებზე - ჰიპ ჰოპ კულტურის მიმართ სიმპატიას
    გოგოს შაროვარებს თუ გულისხმობ, მუხლებამდე ჩასულ აფგანებს, ეგ აღმოსავლური ტენდენციების ბრალია

    როდრიგო
    ეგ შარფი ზედმეტად ბოჰემურ სტილს უსვამს ხაზს ))
    მაგარია მწვანე შარვალი და ზოგადად ფერი. ჩემი გარდერობის 60% მწვანეა)

    ReplyDelete
  4. ჰეჰ, მწვანე ჩემი საყავრელი ფერია :D ;))

    ReplyDelete
  5. ოხ, ეს რეპერები. :)
    მგონი ცუდად დავსვი კითხვა. ეგ კი ვიცი რასაც გამოხატავს ჩაჩაჩული შარვალი, მაგრამ რატომ გამოხატავს მაგას ეგ ვერ გავიგე. :) ალბათ, როგორც შარფი გამოხატავს ბოჰემურობას, ისევე გამოხატავს ჩაჩაჩული შარვალი ჰიპჰოპურობას. მოკლედ, როგორც არის.

    ReplyDelete
  6. აა :D ამ ლოგიკით, მე ვერასოდეს ვხვდებოდი, რატომ გამოხატავდა ჰიპების დასაბანი სხეულები მშვიდობას და თავისუფლებას :D:D

    ReplyDelete
  7. ჩაჩაჩული შარვალი წამოვიდა ამერკის ციხეებიდან და ეხლა მღებულია როგორ ჰიპ ჰოპ ის მიდევრობას.
    ციხეებში როგორც იცით არ შიეძლება რკინა და მსგავსი ნივთები. ამრეკულ ციხეებში უმეტეს წილად უწევდა თავისი არა ზომის ჩაცმა რის გამოც შარვალი სუ დაბლა ქონდათ და უმეტეს წიალდ ხელით ეჭირად ასოსთან აწეული.

    ნუ მე ეს ვიცი. ხოდა კიდე დაახლოებით 12 წლიდან მაცვია დიდი და ფართხუნა ტანსაცმელი. ნუ ამას ქუჩის სიყვარულს, ზანგების და რაც მთავარია ჩემი თავის გამო ვიცმევ. გამხდარი ვარ და უბრალოდ სხვა თანსაცმელს ვერანაირად ვერ ვეჩვევი.
    ძალიან ბერვი ბერვი გაოცებული სახე მიყურებს ხოლმე მაგრამ რა ვქნა? იმის გამო რო არ მიყურონ "ლაკის ტუფლებს" და ტრაკში ამოწერილ შარვალს ვერ ჩავიცვვამ.

    თან ბოლო ხანებში თმა გავიზარდე და წვერსად არ ვიპარსავ, ულვაშები მაქ და ნიკაპზე მაქ გრძელი. ხოდა ამაზე რამისაა მცემონ ხოლმე მარა ეგრე სადაა ძმაო?
    :)

    ReplyDelete
  8. სასტიკად მიყვარს ბრჭყვიალა რაღაცები: ტანსაცმელშიც და მაკიაჟშიც. ხოდა ჩაცმულობას რაც შეეხება: ჩემს შეყვარებულს აცვია თითქმის ყოველთვის დახეული და ძველი ტანსაცმელი. ძალიან არ უყვარს ახალი რაღაცები, ცვეთს ხოლმე და მერე ისე იცვამს. ძალიან უხდება <3 ხო კიდე გრძელი თმა აქვს და წვერები, ხალხი იესოს ამსგავსებს. ერთხელ ერთმა კაცმა მისი დანახვისას პირჯვარიც კი გადაიწერა :))))

    ReplyDelete
  9. saba
    ეგ ყველაზე მაგარია, გეცვას ის რა მოგწონს და არ გაინტერესებდეს სხვები რას იფიქრებენ : ) მე ხანდახან ვერ ვახერხებ ხოლმე

    DreaMar
    სად იცვამ ბრჭყვიალა ტანსაცმელს? მეც ძალიან მომწონს, მაგრამ იშვიათად, ღამით თუ გავდივარ სადმე მაშინ ვიცვამ ))

    ReplyDelete
  10. აი მე სულ ვამბობ,რომ ტანსაცმლით გატაცება უბრალოდ "ჭინჭების ხამობა" არაა,როგორც ჩემი მეგობრები ამბობენ ხოლმე. ჩემთვის ეს მთელი ფილოსოფიაა,თვითგამოხატვის ყველაზე მარტივი და ლამაზი საშუალებაა :)

    ReplyDelete
  11. ვერაფრით ვისწავლე შარფის ტარება :(

    ReplyDelete
  12. mariefille
    <3

    tamaRa
    რატომ, არ გიყვარს? თუ გიყვარს და ჯასთ ვერ ატარებ, ნეტში მთელი შრომებია დაწერილი როგორ ატარო, ამასწინათ ერთი 30 მეთოდი იყო ჩამოთვლილი, თავბრუ დამეხვა :))

    ReplyDelete
  13. მიყვარს და ვერ ვირგებ თუ ვერ ვირგებ და ამიტომ არ მიყვარს.... მოკლედ, ვერ ვგუობ, რა:):):) დედაჩემი კიდევ ტვინს მიჭამს, ქალს შარფის ტარების კულტურა უნდა ჰქონდესო :)

    ReplyDelete
  14. აა ეგ სხვა საქმეა : )) შარფის გაკეთება მინიმუმ ოცნაირად შეიძლება. არ არსებობს საშენო ვარიანტები ვერ ნახო) და თუ ვერ ნახავ, ნუ გაიკეთებ, რა პრობლემაა)
    http://www.chicagoreader.com/TheBlog/archives/2010/01/05/how-to-tie-a-scarf

    ReplyDelete