Saturday, July 10, 2010

გრაფიტი - პარტიზანული ხელოვნება

„ურბანული სტილი, ანუ ცოტა რამ თვითგამოხატვის ხელოვნების შესახებ“ ციკლიდან
გრაფიტი, ანუ ქუჩის მხატვრობა, რომელიც ბოლო პერიოდში ხელოვნების ცალკე მიმართულებად გადაიქცა, ურბანიზმის ყველაზე საინტერესო სუბკულტურაა. გრაფიტი ვიღაცისთვის შეიძლება ვანდალიზმი იყოს, ვიღაცისთვის კი - ხელოვნება, რომელიც მუზეუმში გამოფენის ღირსია.
პრინციპში, გააჩნია ნიმუშს და მის ესთეტიკურ თუ იდეურ ღირებულებას. ნიჭიერ რაიტერებს შორის ყველაზე თვალსაჩინოა რობერტ ბენქსი. ან რობინ ბენქსი. მისი სახელი, ისევე როგორ წარმოშობა, ზუსტად არავინ იცის. ვარაუდობენ, რომ ბრისტოლიდან უნდა იყოს. ჟურნალისტებს ტყუილებით მუდამ თავბრუს ახვევს. დანამდვილებით ისაა ცნობილი, რომ ხატვა 90-იანებში დაიწყო. მის შემოქმედებაში ყოველთვის "ანტი" გზავნილებია - ანტიმილიტარისტული, ანტიმეშჩანური, ანტიკაპიტალისტური, ანტიაპოკალიფსური. როდესაც ჰკითხეს, რატომ ხატავდა, უპასუხა: "თავიდან სამყაროს გადარჩენა მინდოდა. ახლა უკვე აღარ ვარ დარწმუნებული, რომ მომწონს ეს სამყარო". მისი ნახატებს შორის ყველაზე ცნობილია პალესტინის, გუანტანამოს, ზოოპარკის თემაზე შექმნილი ნამუშევრები.


2007 წელს მას ბრიტანეთის ყველაზე ნიჭიერი ხელოვანის ჯილდო მიანიჭეს, თუმცა ის მის მისაღებად არ გამოცხადდა. როგორც ჩანს, ბრიტანეთშიც კი, თავისუფალი აზრის გამოხატვა ინკოგნიტოდ გაცილებით მოსახერხებელია.

http://en.wikipedia.org/wiki/Banksy




34 comments:

  1. მაგარია ძალიან. მე და ჩემი ძმაც ვჩალიჩობდით ადრე იპოდრომზე ;)
    მაგარი პულივიზატორები გვაქვს ;)

    ReplyDelete
  2. ვაუ ))) რა დახატეთ?

    ReplyDelete
  3. ძირითადად ჩემი ძმა გრაფიტობს, მე არ ვარ აზრზე. იმან კარგად იცის. უფრო სიტყვებს წერს სხვადასხვა გაფორმებით ;))

    ReplyDelete
  4. მიყვარს გრაფიტი.
    სუ მინდოდა ამის სწავლა და გაკეთება მარა აბა სადაა კაი ცხოვრება?
    :)

    ReplyDelete
  5. როდრიგო

    მერე თქვენ არ გაჯარიმებენ? :დ

    saba
    :) კი არ მიფიქრია არასდროს, სად ასწავლიან ასეთ რამეებს )

    ReplyDelete
  6. ვაიმე იმედია პატრული არ კითხულობს ბლოგებს:D
    არა ეხლა იშვიათად...
    თან იპოდრომზე ის ყველა შენობა დაანგრიეს, სადაც გრაფიტები იყო :((

    ReplyDelete
  7. ჰაჰაა შსს-ში მალე გაჩნდება ბლოგთა დაზვერვის სამმართველო ან რამე მსგავსი

    თუ არ არის უვკე გაჩენილი :დ

    აბა სად წავიდა გრაფიტიანი იპოდრომის შენობები?:D:D

    ReplyDelete
  8. აჰმ :D

    სად და მტვრად და აგურებად იქცა და ნაგავში სადმე :(

    ReplyDelete
  9. ჰო მაგრამ შენ მაგის ჭეშმარიტი მიზეზი არ იცი :დ

    ReplyDelete
  10. კარგი ბლოგი ყოფილა.
    თან თემატურად მემსგავსება. :)

    სამწუხაროა, აქამდე რომ არ ვიცოდი და კიდევ უფრო სამწუხაროა რომ საძულველ პლატფორმაზე სძევს.

    ReplyDelete
  11. Lord Vader

    მეც დღეს აღმოვაჩინე შენი ))

    რა საძულველ პლატფორმაზე? :D

    ReplyDelete
  12. რას ჰგავს ეს დადებითი სტატია?!
    მეზიზღება, მეზიზღება, გულით მეზიზღება.
    იმედი მაქვს, საქართველოში არასდროს აიტაცებენ. პარტიზანული კი არა, უზრდელი ხალხის ხელოვნებაა, რომში ლამის ყველა უძველეს შენობას რაღაც აქვს მიტხაპნილი. მატარებელით მგზავრობისას ხშირ შემთხვევაში ფანჯრიდან ვერ იყურები, რადგან მინები გრაფიტითაა დაფარული. გინდ ნაგავი დაგიყრია და გინდ მოგიგრაფიტებია,
    ერთადერთი, რასაც უხდებოდა გრაფიტი, ბერლინის კედელს.

    ReplyDelete
  13. pinkibu

    საქართველოში დიდი ხნის ატაცებულია, ყველაფერი გადაჯღაბნილია, ოღონდ უნიჭოდ
    ეს სტატია არ არის გრაფიტის ატაცებაზე, ეს არის ნიჭიერად გამოხატულ ექსპრესიაზე. გრაფიტი ზოგადად მაგარია მეთქი არ ვამბობ

    შენ რომში შეიძლება უზრდელი ხალხის ხელოვნება ნახე, ბენქსი და მისნაირები უზრდელები კი არა, გენიოსები არიან და საზოგადოების დამყაყებას ებრძვიან
    დაჟე ბრისტოლის მერს მისი ნახატების წაშლა უნდოდა და მოქალაქეებმა არ დაანებეს

    მოკლედ ჯერ უნდა გაეცნო კონკრეტული ადამიანის შემოქმედებას და მერე შეაფასო

    ReplyDelete
  14. არ ვიცი გრაფიტი როდის შევა მუზეუმში, მაგრამ რობინმა თუ ეგრე გააგრძელა ხატვა, მაშინ მუზეუმი ნამდვილად გამოვა ქუჩაში. :) კარგად გრაფიტობს ბენქსი, მომეწონა, მის ნამუშევრებს არც ესთეტიკური და არც იდეური ღირებულება არ აკლია.

    ReplyDelete
  15. ჯორჯ პაიკი

    მითუმეტეს, რომ ბენქსის ნამუშევრები იყო უკვე ბრისტოლის, ლონდონის მუზეუმებში და მეტროპოლიტენშიც კი : ))

    ეხა ლუვრის ისტორიაც გამახსენდა, თავისი მონა ლიზა რომ დაკიდა და ფრანგები რომ დაიშოკნენ :D:D

    ეს ხულიგანი ჩემი გმირია ))

    ReplyDelete
  16. pinkibu
    ეგრეც ნი იტყვი. რაც არ მესმის მე იამზე არასდროს ვლაპარაკობ.
    სანამ არ გავგიგებ.
    :)



    ხოდა ძალიან ბერვი გალერეაა რათქმა უდნა საზღვარგარეთ სადა ეწყობა გრაფიტის გამოფენები. სპეციალურად იქვე იხატება.

    ReplyDelete
  17. მომწონს გრაფიტი... საერთოდ გემოვნებიანი და საინტერესო ყველაფერი კარგია

    ReplyDelete
  18. ნინა კარგი ბლოგი გაქ და ასე გააგრძელე. წარმატებებს გისურვებ.
    და ესეთ საინტერესო რამეებზე წერე და შენი ერთგული მკითხველი ვიქქნეი. სუ სუ სუ!

    ReplyDelete
  19. Michael
    yep :)

    CGSaba
    დიდი მადლობა, მიხარია რომ მოგწონს :)
    შენი ჭუჭყიანი ბლოგიც საინტერესოდ გამოიყურება, ხვალ გესტუმრები ))

    ReplyDelete
  20. ვეღარ მესტუმრები
    წავშალე რიგი მიზეზების გამო
    ზემოდან იყო ზეწოლა

    ReplyDelete
  21. ფეისბუკზეც მიდევს, მაგრამ აქაც უნდა იყოს. :)
    ძალიან მაგარია: http://vimeo.com/13085676

    ReplyDelete
  22. ბლოგსპოტზე. :)
    არ მიყვარს ბლოგსპოტი. ძალიან რიდერ-ანფრენდლი პლატფორმაა. კომენტარსაც ვერ დაწერ გემრიელად. :(

    აი, სულ სხვაა ვორდპრესი. :)

    ReplyDelete
  23. sul minda, rom chventanac gavrceldes da
    shemtxvevit quchashi gadfaveyaro originalur ragaceebs xolme :))

    ReplyDelete
  24. Lord Vader
    იგივეა ვორდპრესი ბლოგსპოტელებისთვის, ფოტო არ ჩანს და ა.შ
    ბლოგი იყოს კარგი და კომენტარის წერაში ეგეთი რამეები ხელს არ მიშლის : )

    babisa
    მაგარი იქნება
    მთავარია ვანდალიზმში არ გადავიდეს და ეს ორიგინალური რამეები სიონის და ზოგადად ისტორიული შენობების კედლებზე არ აღმოვაჩინოთ
    რა ვიცი, უცნაური ხალხი ვართ ქართველები )

    ReplyDelete
  25. ფოტო როგორ არ ჩანს. გრავატარი აიღე და ფოტოც გამოჩნდება და ყველაფერი ნებისმიერ ვორდპრესულ ბლოგზე. :)

    ზაზა ბურჭულაძე საუკეთესო ქართველი მწერალია დღეს.
    http://wp.me/sBTza-epilogue
    ნუ ვინც წაკითხული მაქვს იმათ შორის ყოველ შემთხვევაში.

    P.S.
    აკა მორჩილაძე წაკითხული მაქვს

    P.P.S.
    ეს სხვა ბლოგზე დატოვებულ კომენტარზე გპასუხობ :)

    ReplyDelete
  26. Lord Vader
    ეს გრავატარი არ ვიცოდი, გაიხარე )

    ლიტერატურული რჩევისთვისაც დიდი მადლობა : )
    აი მე არ მაქვს წაკითხული მორჩილაძის წიგნები))წერის მანერა ისე არ მომწონს ვერ ვკითხულობ )

    ReplyDelete
  27. ამ კაცის წიგნები მქონდა სადღაც გადანახული, ძალიან მაგარია ))) სტენსილი ისე ჩვენთანაც არ არის ცუდ დღეში, რამოდენიმე ნიჭიერი ადამიანი ალამაზებს თბილისს )))

    ReplyDelete
  28. ihugrobots
    გიორგი, რომელზე ამბობ, მორჩილაძეზე თუ ბურჭულაძეზე?

    ReplyDelete
  29. Banksy-ის წიგნებზე ვამბობდი )))

    ReplyDelete
  30. ihugrobots
    lol : ))) პოსტი რაზე იყო დამავიწყდა ))

    ReplyDelete
  31. ეს პოსტი როგორ გამომრჩა? )))))

    ისა და...
    ყველაზე არასკანდალური ფოტოები რატომ შეგირჩევია? ))))

    ReplyDelete
  32. უჰ, როდინდელი პოსტია ))
    ალბათ იმიტომ, რომ სკანდალურობის კრიტერიუმით არ შემირჩევია )))

    ReplyDelete