Friday, June 18, 2010

ყველაფერი იყიდება: სიყვარული, ხელოვნება, პლანეტა დედამიწა, თქვენ, მე...


მინდა ცოტა რამ "99 ფრანკი"-ს ეკრანიზაციაზეც მოვყვე მათთვის, ვისაც ეს ფილმი ნანახი არ აქვს. ის ახალი არ არის, ეკრანებზე 2007 წელს გამოვიდა. ვფიქრობ, რომ ფილმი არის შესანიშნავი და არგუმენტებიც მაქვს ამის დასასაბუთებლად. ჯერ ერთი, იშვიათია, რომ ეკრანიზაციამ იმედი არ გაგვიცრუოს - წიგნი გაცილებით უკეთესია ხოლმე. ამ შემთხვევაში ფილმი წიგნს არ ჩამოუვარდება. მეორე და მთავარი - იან კუნენმა (ფილმის რეჟისორი) ზუსტად დაინახა და გადმოსცა ის, რაც წიგნში ყველაზე მნიშვნელოვანია - თვითირონია და პიროვნების ღირებულებების კრიზისი.
მთავარი სიუჟეტი, რა თქმა უნდა, ორიგინალურობით არ გამოირჩევა - ის, რომ რეკლამას დიდი გავლენა აქვს მომხმარებლის არჩევანზე და ამის გამო ხშირად უსარგებლო ნივთებს ვყიდულობთ, ახალი თემა არ არის. როგორც წიგნის, ასევე ფილმის მნიშვნელოვანი ღირსება მთავარი გმირის ანტიკონფორმიზმსა და ამბოხშია. ოქტავ პარანგო, რომელიც რეკლამის გენიოსია, შეუბრალებლად ახვევს თავს მასას თავის იდეებს, განსაზღვრავს მის სურვილებს მომავალი სეზონისთვის, აწყობს ორგიებს, იცვლის ქალებს... უცებ კი ფასეულობები ეცვლება - უყვარდება სოფი, ამასთან ხვდება, რომ "ყველაფერი წარმავალია და ყველაფერი იყიდება. ადამიანიც ერთი ჩვეულებრივი პროდუქტია ვარგისიანობის გარკვეული ვადით." ოქტავი ხვდება, რომ არ მოსწონს სამყარო, სადაც კაცობრიობამ სამომხმარებლო პროდუქციით ღმერთის შეცვლა მოინდომა, აღარ იღებს სიამოვნებას ადამიანების ზომბირებით და მერე ამ ზომბების გვერდით ცხოვრებით და იწყება... როგორ შეცვლის ოქტავი თავის ცხოვრებას, არ მოვყვები, მირჩევნია თავად უყუროთ ამ სახალისო ანტიუტოპიის დასასრულს, ისე კი, აღვნიშნავ, რომ ფილმი მსუბუქი და საინტერესო სანახავია. ეპიზოდებში თავად ფრედიც ჩნდება, მთავარ როლს კი არაჩვეულებრივად თამაშობს ჟან დიუჟარდენი. ვერც კი წარმომიდგენია, უკეთ ვინ შეიძლებოდა მორგებოდა ცინიკოსი პარიზელი დენდის ტიპაჟს.
მოკლედ, თუ ფილმი ჯერ ნანახი არ გაქვთ, ამ უიკენდზე ჩაუჯექით. ეს არ არის არც ჰოლივუდური მელოდრამა, არც მძიმე და ინტელექტუალური ევროპული კინოს შედევრი - უბრალოდ კარგი ფრანგული ფილმია, იუმორით, საინტერესო ეპიზოდებით, ბეგბედერისეული ხულიგნური სულით, გემოვნებიანი გროტესკით და საკმაოდ კარგი გამოხმაურებებით.
შეგიძიათ გადმოწეროთ აქედან: http://gol.ge/index.php?cat=movies&details=4197&order=1.1&search=99%20francs
Trailer:


18 comments:

  1. კარგი ფილმია ნანახი მაქვს :)

    ReplyDelete
  2. arc ise didi xnis cin vnaxe es filmi da shemiyvarda :)

    ReplyDelete
  3. უი ეს ფილმი მეც მაქვს ნანახი და მომეწონა;))
    აი თურმე ვინ ყოფილა ავტორი;)

    ReplyDelete
  4. ფილმის ლინკი დაიდოს!

    ReplyDelete
  5. pinkibu,

    http://gol.ge/index.php?cat=movies&details=4197&order=1.1&search=99%20francs

    :))

    ReplyDelete
  6. მადლობა, ნინავ! :დ

    ReplyDelete
  7. არაფერს, პინკიბუვ :) მადლობა, აღარც მახსოვდა, ლინკი და ტრეილერი რომ უნდა დამედო :))

    ReplyDelete
  8. რამდენიმე დღის წინ ვნახე, მერამდენედ უკვე აღარ მახსოვს. როცა ცუდ ხასიათზე ვარ, ვუყურებ. ძალიან გეხმარება სხვათაშორის :დ

    ReplyDelete
  9. კი ნან, უმხიარულესი ფილმია ჩემთვისაც :)) ფილმს კი არა, როგორც კლიპს, ისე აღვიქვამ :)

    უამრავჯერ მაქვს ნანახი, თუნდაც ცალკეული ეპიზოდები ♥

    ReplyDelete
  10. ამ ფილმში ყველაზე თვითირონიული და მაგარია დასასრული. რომ მოვფრინავს და თან რო სარეკლამო პონტია. ბოლომე რომ ვერ გაიგებ კარგად დამთავრდა თუ ცუდად. საერთოდ ისეთი ფილმია აი გოიმობის ზღვარზე როა ცოტაც და მაგარი ბანძი რო უნდა გაიჩითოს, მარა რო ინარჩუნებს ბოლომდე ამ რაღაც ზღვარს და მაგიტომ არის ტონკი. ფრანგულ ფილმებში ეგ ხშირად არის ისე.

    ReplyDelete
  11. მიყვარს ეს ფილმი <3 წიგნის წაკითხვას ვერ მოვაბი თავი...

    ReplyDelete
  12. ირა,

    მართალი ხარ. ზედმეტად ინტელექტუალურად რომ იყოს გადაღებული, არც ივარგებს, გემოვნებიანი პაპსა - ფრედის ხელწერაა ზოგადად :)

    liksi,

    მაინცდამაინც ეს წიგნი არ მაქვს, თორემ გათხოვებდი ლიკ :/

    ReplyDelete
  13. Damn. როგორ მიყვარდა ეს ფილმი ერთ დროს, 2008 წელს ბლოგერობა რომ დავიწყე, ჩემი ერთერთი პირველი პოსტი იყო ამ ფილმზე. წიგნი არ წამიკითხავს, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ოქტავს ჟან დუჟარდანზე კარგად ვერავინ ითამაშებდა, ბეგბედერის გარდა ალბათ ;) Like your blog a lot.

    ReplyDelete
  14. Sophie Golden

    ბეგბედერის კადრები ფილმში ხო მაგარია? :)

    მეც მომწონს შენი :)

    ReplyDelete
  15. წიგნის შემდეგ ძალიან მეშინოდა,ფილმს იმედი არ გაეცრუებინა,მაგრამ ძალიან მომეწონა :)წიგნს მეტად მგონი აღარ დავუბრუნდები,აი,ფილმი კი უკვე რამდენჯერმე ვნახე.

    ReplyDelete
  16. მეც. წიგნი მხოლოდ ერთხელ მაქვს წაკითხული. თუმცა ნათხოვარი მქონდა, სახლში რომ იდოს შეიძლებოდა ხანდახან აბაზანაში შემეყოლებინა ხოლმე : )

    ReplyDelete
  17. chemi ert-erti sayvareli filmia)

    ReplyDelete