Tuesday, June 29, 2010

Coffee Airways



მიყვარს მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო.

გაგიკვირდებათ და ამას ყოველდღე ვაკეთებ, თვალის გახელის მომენტიდან მორფეუსის სამფლობელოში დაბრუნებამდე. ყოველ დილით ჩემი მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო ყავის მოდუღების რიტუალით იწყება. ვიღაცამ შეიძლება არც დაიჯეროს, მაგრამ სრულიად რეალურია რამდენიმე წუთში ინდუსტრიალური პეიზაჟი, რომელიც ბევრი ჩვენგანის ფანჯრებიდან მოჩანს, აბსოლუტურად განსხვავებული და ეგზოტიკური ხედით შევცვალოთ. თუმცა, აქ დიდი სიფრთხილეა საჭირო, რადგან სულ მცირე დეტალის გამო, შესაძლოა იქ სულაც არ მოხვდე, სადაც გასეირნება გსურდა. მაგალითად, საკმარისია ყავის ფინჯანში დაუდევრობით ჩაგდებული შაქრის ნატეხი და ბედუინის კარვიდან პარიზის რომელიმე კაფეში აღმოჩნდები, რაც თავისთავად ცუდი სულაც არაა. მითუმეტეს თუ გალომანი ხარ და სული გძვრება, ისე გინდა გემო გაუგო პარიზულ ბოჰემურ ცხოვრებას. ყველაზე უკეთ ეს სენის მარცხენა სანაპიროს კაფეებშია შესაძლებელი, სადაც გასულ საუკუნეში ჟან სოლ პარტრს (როგორც ბორის ვიანი ეძახდა) უყვარდა სიარული. 
სხვათაშორის, ეგზისტენციალისტური მოძღვრების თანახმად, ადამიანური ყოფიერების ძირითად ფენომენებს წარმოადგენენ არა რაღაც გაურკვეველი იმპერატივები, არამედ ემოციები, რომლითაც ყველა პიროვნება ინდივიდუალურია. ყველაზე ძლიერ ემოციას  ჩემში სწორედ ის სასმელი იწვევს, რომელზეც თავიდან გესაუბრეთ. ვიცი, კოლა ბრონიონივით გამომივიდა, მაგრამ ნუ გაგეღიმებათ, ეს ემოცია გასტრონომიული სულაც არ არის, ის მსოფლიოში მოგზაურობის ყველაზე ინტიმურ წუთებს უკავშირდება.

9 comments:

  1. კარგია ყავა, მაგრამ მხოლოდ გამოფხიზლებისთვის ვიყნებ:D

    ReplyDelete
  2. მე არ მიკვირს. დეტალებს კი მართლა დიდი მნიშვნელობა აქვს. გაუმარჯოს არა გასტრონომიულ ემოციებს!

    ReplyDelete
  3. ჯორჯ პაიკი

    რა საინტერესოა, შენი მჟავე კიტრი რომ მივაყოლო ყავას, სად მომიწევს მოგზაურობა :D:D

    ReplyDelete
  4. აბა, სადაა ყავა?!
    ყავა სადაა?!

    ReplyDelete
  5. ანიჩკა, შენ საჯარო გამოსვლების კურსს ესწრებოდი? :spy: იმიტომ რომ მე შენი არ მახსოვს :0

    pinkibu, გამობრძანდი და მოგიდუღებ. ჩაიარა დედლაინმა..

    ReplyDelete
  6. გამოვბრძანდები

    ReplyDelete
  7. ყავა და მოგზაურობა არასდროს დამიკავშირებია,ვცდი იქნებ მაგ სახით მაინც ვიმოგზაურო :)

    ReplyDelete