Wednesday, July 21, 2010

Nina Zero Zero

იმიტომ, რომ euro-სთან ამას საერთო არაფერი აქვს. ან რატომ არა, აქვს. დასვენების დღეებს აზიაში გავატარებ, ამიტომ სწორედაც რომ euro zero. Zero me too.

ჩემოდანში ვდებ ტაბულა რაზას დიდ ფურცელს, ყველანაირ მუსიკას, იმიტომ რომ წინასწარ არასოდეს ვიცი, რისი მოსმენა მომინდება. თუმცა ჩილაუთი სეზონის მასთ ჰევია, რადგან პლაჟზე სხვას არც არაფერს ვუსმენ. ტანსაცმელი ყველაზე თხელი, მსუბუქი, casual. არომათერაპიისთვის - Salvatore Ferragamo 'Incanto Shine', Gucci 'Flora', Parfums Intimes Silk Mandarin Santal. კიდევ რა მიმაქვს...ბევრი საცურაო კოსტიუმი. და არანაირი წიგნი ბესთსელერები, დავიღალე ამ საყვარელი კომპაქტური ნოველების კითხვით. ამ ზაფხულს მხოლოდ სქელტანიანი მტვრიანი წიგნები, ბერძნული ტრაგედიები და სკანდინავიური ეპოსი :)

ვტოვებ: ფრანგულის სახელმძღვანელოებს, ჩემს საყვარელ ლოგინს და Ane Brun 'The Fall' (aka 'let me fall to the ground'). თუ მოუსმენ, გაგახსენდება რა ძლიერია მიწაზე დაშვების ანუ გრავიტაციის ძალა, თუ ეკზიუპერის წიგნის გმირი არ ხარ.  Sapienti sat...

ამ მზეს, ტიფლისის საშინელ მზესაც გიტოვებთ, ზუსტად ვიცი, იქ უკეთესი დამხვდება, სადაც მივდივარ : )

...cause I function better with the sun in my eyes


Massive Attack - N..Euro Zero Zero

13 comments:

  1. აბა შენ იცი, წიგნის მტვერი, სველი ქვიშა (ან ქვები) და განსაკუთრებული მზის სხივები არ მოგკლებოდეს. :)

    ამ ბოლო დროს მეც ანკარა წყაროსავით მენატრება ხოლმე "მტვრიანი" წიგნები.

    ReplyDelete
  2. ჯორჯ პაიკი

    პირობას ვდებ, არ მოვიკლებ :)
    ესე იგი ერთად ვისუნთქავთ 'მტვერს' ამ ზაფხულს ))

    'see' you and Hanna soon :)

    ReplyDelete
  3. სად ვიყავი აქამდე, რომ ეს ბლოგი არ ვიცოდი. ძალიან მომეწონა აქაურობა და უნდა დავამატო-ვიკითხო ხოლმე.

    დასვენებას რაც შეეხება, ვფიქრობ რა წავიღო იტალიაში და ჯერ აზრზე ვერ მოვდივარ.

    კარგი ბლოგია ძალიან.

    (არადა შენი ნიკი იმდენჯერ შემხვდა სხვათა კომენტარებში)
    და ეს სიმღერა არ ვიცოდი. საერთოდ ეს ჯგუფი მუდამ მაოცებს ხოლმე.

    ReplyDelete
  4. არ მიყვარს აზია.
    და როგორც ვისოცკი მღეროდა я это никогда не полюблю.

    ReplyDelete
  5. ზოგადად აზია არც მე, მხოლოდ ახლო აღმოსავლეთი. როგორც მე ვიტყოდი, я это никогда не разлюблю .))

    ReplyDelete
  6. ახლო აღმოსაცლეთი ხომ კიდო უარესი :)

    სულ ახლახანს შევესწარი დაკა-დაკას თურქეთი აზიაა თუ ევროპა.
    საქართველოში მეგონა თავი.

    ReplyDelete
  7. რაას ამბობ, მუცლის ცეკვა, ირანული პოეზია, პერსეპოლისი, შირაზი, ბედუინები, ზოროასტრიზმი, კონსტანტინოპოლი...ძალიან მაგარია.

    თურქებს ნამდვილად ყველაზე ნაკლები ხიბლი აქვთ, იმიტომ რომ ევროპელობას ცდილობენ და ამ უაზრო სინთეზის გამო უსახურები გახდნენ იმჰო

    ReplyDelete
  8. თურქეთზე და მუცლის ცეკვაზე არაფერს ვამბობ.
    დანარჩენები ნამდვილად არ მიზიდავს...
    :)

    ReplyDelete
  9. mec wamiyvane ra..ashkarad karg adgilas midixar :D

    ReplyDelete
  10. ket_eva_n
    წამოდი :)) ოღონდ ეს მარშრუტი შემოდგომაზე ან გაზაფხულზე იგეგმება, ანუ მიდი-სეზონებზე, ახლა იქ საშინლად ცხელა : ) აგვისტოში აზიის პროგრამა ჯასთ საქართველო და თურქეთის ჩრდილოეთში რომელიმე კურორტია

    ReplyDelete
  11. ჰეჰე )) სამი დღე ვიყავი დასასვენებლად (:D) და მეც ძველი, სკელტანიანი და მტვრიანი წიგნი გადმოვიღე. ჩემი ბავშვობის უსაყვარლესი "მოთხრობები ცხოველებზე" <3 ვისიამოვნე :)

    ReplyDelete
  12. Agasfer
    ნოსტალგია მაგარი რამეა :)
    გასულ კვირას წიგნებს რომ ვფურცლავდი, უცებ მორის ჯერალდის და ლუიზა პოინდექსტერის სახელები მომხვდა თვალში. მოკლედ, კინაღამ უთავო მხედარი წავიკითხე ამხელა გოგომ, ისე გამიხარდა :))

    ReplyDelete
  13. ვაიმე როგორ მომეწონა Euro Zero Zero...
    მეც function better with the sun in my eyes :))

    ReplyDelete