Sunday, April 28, 2013

Tech in STYLE!

shot by Tommy Ton
It is so cool! როცა იცი, რომ ვიღაცას შენი განწყობის მართვა უბრალოდ, მზერით შეუძლია, შენი ქმედებები კი მისი სხეულის ენაზეა დამოკიდებული. გავიწყდება გაჩერებულ ტაქსში ჩაჯდომა, როცა გზის მეორე მხარიდან მის მზერას იჭერ და კიბეზე იდიოტივით ჩერდები, მხოლოდ იმიტომ, რომ ზემოდან, უბრალოდ, ის ჩამოდის.

ვფიქრობდი, `ცოცხალ არსებებში` ასეთი უნიკალური შეგრძნებები მხოლოდ ადამიანს შეიძლებოდა ჰქონოდა, თუმცა ახლახან აღმოვაჩინე, რომ Samsung Galaxy 4-საც შეუძლია მსგავსი რაღაც განიცადოს. მას ფენომენალური ეკრანი აქვს, რომელიც ალბათ ზოგიერთს ტაბლეტის ყიდვასაც გადააფიქრებინებს. მთავარი ისაა, რომ 5 დიუმიან ეკრანზე ინტერნეტში გვერდების გადაფურცვლა მზერით, ანუ შეხების გარეშეა შესაძლებელი. რევოლუციური ტექნოლოგიის წყალობით, სმარტფონი შეგიძლია მართო შეხების გარეშე. მაგალითად, ვიდეო თავისით დაპაუზდება, თუ მას მზერას მოვაშორებთ, მაჯის მოძრაობის გაანალიზების შემდეგ კი თავად შეუძლია გადაფურცლოს ინტერნეტში გვერდი. კიდევ ერთი ბონუსი: მას სურათიდან არასასურველი ობიექტების წაშლაც შეუძლია.

მობილური ტელეფონის მხოლოდ დიზაინით არჩევა ის სულელური ნაბიჯია, რომელსაც რამდენიმე დღეში აუცილებლად ინანებ. სამსუნგ გალაქსი 4 იგივეა, რაც მოდის სამყაროში ჟივანში - მონაცემებს ცალი თვალითაც თუ გადახედე, უკვე ზუსტად იცი, რომ მომხიბვლელი არა მხოლოდ დიზაინი აქვს, არამედ შესაძლებლობებიც.

ბოლო დროს ყველასგან მესმის, რა ლამაზია iPhone 5 შავი დიზაინით, მაგრამ ჩემი აზრით, გალაქსი გაცილებით ლამაზია. რაც შეეხება ანდროიდის ოპერაციულ სისტემას, ის ყოველთვის იყო ყველაზე sexy და ანდროიდის სმარტფონებს შორის  დღეს ყველაზე sexy ნამდვილად გალაქსი s4-ია, 13 მეგაპიქსელიანი კამერით, თხელი და მსუბუქი სხეულით და მძლავრი პროცესორით.


ულამაზესი ეკრანი აქვს და კიდევ უფრო საინტერესო უკანა ნაწილი, თუმცა თეთრიც ძალიან მომწონს - so stylish


საქართველოში გალაქსი s4 სულ რამდენიმე დღის წინ ჩამოიტანეს. როგორც გავიგე, საბურთალოს ქუჩაზე `ალტას` მაღაზიაში, მიუხედავად მაღალი ფასისა (1500 ლარი) სულ რამდენიმე ათეული ნიმუში აქვთ დარჩენილი, რაც გასაკვირი არ არის, რადგან ძალიან ჭკვიანისა და უზომოდ ლამაზის კომბინაცია ცხოვრებაში არც ისე ხშირად გვხვდება.

ჩემი შემდეგი სმარტფონი 


Friday, April 19, 2013

დანიშნულების ადგილი - Burberry. თბილისი

როდესაც ბრიტანეთზე ფიქრს იწყებ, ორი ასოციაცია ხშირად ყველაზე ძლიერია - წვიმით გაჟღენთილი ჰაერი და Burberry-ის check-pattern. თბილისში აპრილის ერთ-ერთ საღამოს ჰაერში ბრიტანეთის სურნელი ტრიალებდა - ცნობილმა ბრენდმა Burberry პირველი მაღაზიის გახსნას სპეციალური მიღება მიუძღვნა და ამინდიც სწორედ ისეთი იყო, ღრუბლიანი, წვიმისთვის მომზადებული და ლონდონური.

მაღაზიაში შესვლის შემდეგ თავი უკვე ბრიტანეთში ვიგრძენით. Burberry Prorsum-ის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია, რომელსაც ნამდვილად შეიძლება ერთ-ერთი საუკეთესო უწოდო, ამისთვის ყველანაირ პირობას ქმნის. ქრისტოფერ ბეილის დამსახურებით, ეს სამოსი უმზეო ამინდშიც ნათელი განწყობის გარანტია იქნება. მეტალის ელვარება და მხიარული ფერები სეზონზე ბრენდის მთავარ ლაიტმოტივად იქცა.

ბრენდის ტრენჩები ყოველთვის განსაკუთრებული თემა იყო. ღია ჟოლოსფერი ტრენჩი, ის, რომელიც ჩვენებაზე ქეით ქინგს ეცვა, მართლა ძალიან უხდებოდა სალომე ღვინიაშვილს. ძალიან ლამაზი ტრენჩი ეცვა რუსკა მაყაშვილსაც. საღამოს ბევრი ცნობილი ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის თაკო ჩხეიძე, ანუკი არეშიძე, ნატუკა ქარქაშაძე, ეკა ხოფერია, ქეთი ბოჭორიშვილი და სხვები...



საღამოს მუსიკალურად ინგლისიდან სპეციალურად ჩამოყვანილი დიჯეი Matthew Whitehouse, Burberry Acoustic აფორმებდა.

Burberry-ის მაღაზია თბილისში ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში გაიხსნა, ეს  ოფიციალური მიღება გახლდათ. ბრიტანული მაღაზია ბრენდის გლობალური კონცეფციის პროექტს ასახავს, რომელსაც ბეილი ავითარებს და ყველგან ბრიტანულ მასალებს იყენებს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაღაზია ასე ორგანულად ერწყმის თავისუფლების მოედანს, თუმცა ყველაზე cool მაინც ის არის, რომ ასეთი მდიდარი ისტორიის, luxe კლასის ბრენდის მაღაზია ახლა უკვე ჩვენს ქვეყანაშიცაა :-)

Me at Burberry:


ეს კი ფოტოები განწყობისთვის გაზაფხულის კოლექციიდან:

my fav: მინი-კლატჩი

source: www.style.com

და ფერები  :) ასეთი ლამაზი მწვანე მხოლოდ Burberry-სთან შეიძლება ნახოთ:

source: www.style.com

source:www.style.com

source: www.style.com

Sunday, February 17, 2013

ზადიგი, ანუ ბედისწერა


ზადიგს პარიზში შევხვდი. 
ერთი შეხედვით ცხადი იყო, რომ ყველას არ ჰგავდა. მზიან, საკმაოდ თბილ დღეს ტყავის ქურთუკი და პანკური სტილის ფეხსაცმელი ეცვა და რა თქმა უნდა, გრძელი შარფი ჰქონდა შემოხვეული, ისე, როგორც ნამდვილ პარიზელს შეეფერება. სწორედ ეს გამოარჩევდა ყველა იმ ლონდონელი, ამერიკელი თუ სკანდინავიელი ტიპებისგან, ვინც როკენროლს უსმენს და ამ სტილის მიბაძვით იცვამს.
მოგვიანებით გავარკვიე, რომ ზადიგი მისი ნამდვილი სახელი არ იყო. საკუთარ თავს ახლაც Zadig&Voltaire-ს უწოდებს. საინტერესო ჩაცმულობა აქვს, რომელიც ბოჰემის, გრანჟის, ანარქიის ხასიათზე გაყენებს. ისე კი, მის შესახებ წარმოდგენის შექმნა იმ შემთხვევაშიც იოლია, თუ გარეგნულად თვალითაც არასოდეს გინახავს. ამისთვის საკმარისია მის ფლეილისტს გადახედო:
Lilly Wood & The Prick
Poni Hoax
The Dodoz
Yuksek
Acid Washed
Mohini
Ellen Allien
The What's Her Name
Delphine Chaneac
The Ritch Kids
MGMT
Gossip
Mark Ronson
Lissy Trullie
Julian Casablancas

Zadig&Voltaire-ის მუსიკალური გემოვნება მისი განსაკუთრებული ნაწილია. კომპილაციები ბრენდის მაღაზიებში ცალკე იყიდება, მასში შესული მუსიკის შემოქმედებს კი ძირითადად ერთი საერთო თვისება აქვთ - როკენროლის სიყვარული. თუმცა, ზადიგის მუსიკის აღმოჩენისკენ მიმავალ გზაზე ჯერ ერინ უოსონს და პიტერ ლინდსტრომს გადავეყარე. მათი მონაწილეობით გაკეთებულმა ქარიზმატულმა და ძალიან დასამახსოვრებელი კამპანიებმა Zadig&Voltaire-ს კარგი პრეზენტაცია გაუკეთა. დღეს ეს ბრენდი ურბანულ chic-თან ასოცირდება. როგორც თავად მისი შექმნელი ამბობს, ეს სუფთა ჰაერის ჩასუნთქვას ჰგავს - რბილი ქიშმირისგან, ბამბისა და აბრეშუმისგან შეკერილი სამოსი, მშვიდი ფერები, უფრო მეტიც, ხელმისაწვდომი ფასები Zadig&Voltaire-ს განუმეორებელს ქმნის.