მაღაზიაში შესვლის შემდეგ თავი უკვე ბრიტანეთში ვიგრძენით. Burberry Prorsum-ის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია, რომელსაც ნამდვილად შეიძლება ერთ-ერთი საუკეთესო უწოდო, ამისთვის ყველანაირ პირობას ქმნის. ქრისტოფერ ბეილის დამსახურებით, ეს სამოსი უმზეო ამინდშიც ნათელი განწყობის გარანტია იქნება. მეტალის ელვარება და მხიარული ფერები სეზონზე ბრენდის მთავარ ლაიტმოტივად იქცა.
ბრენდის ტრენჩები ყოველთვის განსაკუთრებული თემა იყო. ღია ჟოლოსფერი ტრენჩი, ის, რომელიც ჩვენებაზე ქეით ქინგს ეცვა, მართლა ძალიან უხდებოდა სალომე ღვინიაშვილს. ძალიან ლამაზი ტრენჩი ეცვა რუსკა მაყაშვილსაც. საღამოს ბევრი ცნობილი ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის თაკო ჩხეიძე, ანუკი არეშიძე, ნატუკა ქარქაშაძე, ეკა ხოფერია, ქეთი ბოჭორიშვილი და სხვები...
Burberry-ის მაღაზია თბილისში ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში გაიხსნა, ეს ოფიციალური მიღება გახლდათ. ბრიტანული მაღაზია ბრენდის გლობალური კონცეფციის პროექტს ასახავს, რომელსაც ბეილი ავითარებს და ყველგან ბრიტანულ მასალებს იყენებს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაღაზია ასე ორგანულად ერწყმის თავისუფლების მოედანს, თუმცა ყველაზე cool მაინც ის არის, რომ ასეთი მდიდარი ისტორიის, luxe კლასის ბრენდის მაღაზია ახლა უკვე ჩვენს ქვეყანაშიცაა :-)
Me at Burberry:
ეს კი ფოტოები განწყობისთვის გაზაფხულის კოლექციიდან:
my fav: მინი-კლატჩი
source: www.style.com |
და ფერები :) ასეთი ლამაზი მწვანე მხოლოდ Burberry-სთან შეიძლება ნახოთ:
source: www.style.com |
source:www.style.com |
source: www.style.com |
ნინა :*
ReplyDeleteტრენჩი, რომელიც მაყაშვილს აცვია, მომწონს და კიდევ მწვანე – მწვანეს ტონებიდან ყველაზე მეტად რომ მიყვარს, ის არის :)