Friday, April 19, 2013

დანიშნულების ადგილი - Burberry. თბილისი

როდესაც ბრიტანეთზე ფიქრს იწყებ, ორი ასოციაცია ხშირად ყველაზე ძლიერია - წვიმით გაჟღენთილი ჰაერი და Burberry-ის check-pattern. თბილისში აპრილის ერთ-ერთ საღამოს ჰაერში ბრიტანეთის სურნელი ტრიალებდა - ცნობილმა ბრენდმა Burberry პირველი მაღაზიის გახსნას სპეციალური მიღება მიუძღვნა და ამინდიც სწორედ ისეთი იყო, ღრუბლიანი, წვიმისთვის მომზადებული და ლონდონური.

მაღაზიაში შესვლის შემდეგ თავი უკვე ბრიტანეთში ვიგრძენით. Burberry Prorsum-ის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია, რომელსაც ნამდვილად შეიძლება ერთ-ერთი საუკეთესო უწოდო, ამისთვის ყველანაირ პირობას ქმნის. ქრისტოფერ ბეილის დამსახურებით, ეს სამოსი უმზეო ამინდშიც ნათელი განწყობის გარანტია იქნება. მეტალის ელვარება და მხიარული ფერები სეზონზე ბრენდის მთავარ ლაიტმოტივად იქცა.

ბრენდის ტრენჩები ყოველთვის განსაკუთრებული თემა იყო. ღია ჟოლოსფერი ტრენჩი, ის, რომელიც ჩვენებაზე ქეით ქინგს ეცვა, მართლა ძალიან უხდებოდა სალომე ღვინიაშვილს. ძალიან ლამაზი ტრენჩი ეცვა რუსკა მაყაშვილსაც. საღამოს ბევრი ცნობილი ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის თაკო ჩხეიძე, ანუკი არეშიძე, ნატუკა ქარქაშაძე, ეკა ხოფერია, ქეთი ბოჭორიშვილი და სხვები...



საღამოს მუსიკალურად ინგლისიდან სპეციალურად ჩამოყვანილი დიჯეი Matthew Whitehouse, Burberry Acoustic აფორმებდა.

Burberry-ის მაღაზია თბილისში ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში გაიხსნა, ეს  ოფიციალური მიღება გახლდათ. ბრიტანული მაღაზია ბრენდის გლობალური კონცეფციის პროექტს ასახავს, რომელსაც ბეილი ავითარებს და ყველგან ბრიტანულ მასალებს იყენებს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაღაზია ასე ორგანულად ერწყმის თავისუფლების მოედანს, თუმცა ყველაზე cool მაინც ის არის, რომ ასეთი მდიდარი ისტორიის, luxe კლასის ბრენდის მაღაზია ახლა უკვე ჩვენს ქვეყანაშიცაა :-)

Me at Burberry:


ეს კი ფოტოები განწყობისთვის გაზაფხულის კოლექციიდან:

my fav: მინი-კლატჩი

source: www.style.com

და ფერები  :) ასეთი ლამაზი მწვანე მხოლოდ Burberry-სთან შეიძლება ნახოთ:

source: www.style.com

source:www.style.com

source: www.style.com

1 comment:

  1. ნინა :*
    ტრენჩი, რომელიც მაყაშვილს აცვია, მომწონს და კიდევ მწვანე – მწვანეს ტონებიდან ყველაზე მეტად რომ მიყვარს, ის არის :)

    ReplyDelete