ხოდა სანამ მოწიფული შევიქნები, მანამდე გადავწყვიტე აქ მოვიწყო სახურავი.
კარლსონი გულზე გაგიჟდება, თუ გაიგო, რა მურაბები მაქვს აქ, მაღლა

წითელი რომ არის, ჟოლოსი, ყველაზე გემრიელია, პურთან, ორცხობილასთან, კრუასანებთან თუ მარტო - სულ ერთია.
კარგად მესმის, კონსპირაცია აუცილებელი საქმეა, მაგრამ სინათლის გარეშე ღამე მე აქ გამჩერებელი არ ვარ. იმედია მეზობელი სახლებიდან შუქს ვერავინ შეამჩნევს :/

და რაც მთავარია - ბალიში! საღამოს რომ ჩამოჯდები, ყალიონს გააბოლებ და ვარსკვლავების ყურებას დაიწყებ, ზურგის ატკიება დიდი ვერაფერი საქმეა

სტუმრობას თუ დააპირებთ, ყავის სუნს გამოყევით, ხურჯინებით ვინახავ სახურავზე.

თქვენც დაგალევინებთ, ოღონდ დილაუთენია ნუ დამადგებით თავზე, ისიც მეყოფა, ვიღაც ნევრასთენიკი ქალის ღრიალი რომ მაღვიძებს ხოლმე ქვედა სართულიდან. მე მაგას კარტოფილის ღვეზელები უნდა ავწაპნო