Monday, July 19, 2010

The Season's Most Adult Film


რატომ არის most adult არ ვიცი, არ მკითხოთ. ამაზე სექტემბერში ვისაუბრებთ, როცა ფილმს კინოთეატრებში გაუშვებენ. რებეკა ჰოლმა, რომელიც ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს, მას ძველმოდური უწოდა, რადგან აქ ბევრი სროლები, ძალადობა და რომანტიკაა. თუმცა ფილმი ბენ აფლეკის გადაღებულია და არ ვიცი, რამდენად კარგი რეჟისორია, რადგან მისი წინა ფილმი Gone Baby Gone არ მაქვს ნანახი. აბა რატომ მინდა ამ ფილმის ნახვა? იმიტომ, რომ ქასთი მომწონს(რებეკა ჰოლი, ჯონ ჰემი, ბლეიქ ლაივლი, ბენ აფლეკი, კრის კუპერი.) და კიდევ უფრო მეტად W Magazine ფოტოსესია.















მადლობა ფოტოგრაფ ნათანიელ გოლდბერგს კარგი ნამუშევრისთვის. ჯონისა და რებეკას ინტერვიუს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ: იმედს ვიტოვებ, რომ სექტემბერში აფლეკის შექების სურვილიც გამიჩნდება. მოკლედ, ბენ, 17 სექტემბრამდე...

10 comments:

  1. ვაა...
    მეც დამაინტერესა.

    ReplyDelete
  2. თან რებეკა ვიკი, კრისტინას მერე მომეწონასავით.

    ReplyDelete
  3. Kate
    ჰო მეც ალენის ფილმიდან ვიცი და მომწონს )

    ReplyDelete
  4. და ამ სურათებზე ძალიან მომეწონა.

    ReplyDelete
  5. ალენი გენიოსია და მაგასთან ქვაც თამაშობს.

    ReplyDelete
  6. ლოლ. მაშინ სკარლეტ იოჰანსონი ქვაც არ ყოფილა :D:D

    ძალიან მაინტერესებს კარლას და ალენის ტანდემიდან რა გამოვა, საკმაოდ საინტერესო ქალია და ვნახოთ...

    ReplyDelete
  7. რას ერჩი იოჰანსონს?
    კოენებთანაც კარგია.

    ReplyDelete
  8. კოენებმა სად ათამაშეს? ვერ ვიხსენებ
    ისე ასე მგონია ყველგან ერთნაირად თამაშობს, როგორც მსახიობი ბეზ იზიუმინკი ჩემთვის

    ReplyDelete
  9. კოენებმა ათამაშეს ჩემს საყვარელ კოენების ფილმში - ადამიანი, რომელიც იქ არ იყო.
    მთავარ როლში ბილი ბობ თორნთონია. არ გინახავს?
    ძალიან მაგარი ფილმია. იოჰანონს მნიშვნელოვანი როლი აქვს, მაგრამ პატარა.
    http://www.jagrisi.com/cgi-bin/item.cgi?iid=dbb94aff3b3f5daa

    ReplyDelete
  10. არ ვიცოდი, ვნახავ თრილერის ხასიათზე რომ ვიქნები : )

    ReplyDelete