![]() |
shot by Tommy Ton |
ვფიქრობდი, `ცოცხალ არსებებში` ასეთი უნიკალური შეგრძნებები მხოლოდ ადამიანს შეიძლებოდა ჰქონოდა, თუმცა ახლახან აღმოვაჩინე, რომ Samsung Galaxy 4-საც შეუძლია მსგავსი რაღაც განიცადოს. მას ფენომენალური ეკრანი აქვს, რომელიც ალბათ ზოგიერთს ტაბლეტის ყიდვასაც გადააფიქრებინებს. მთავარი ისაა, რომ 5 დიუმიან ეკრანზე ინტერნეტში გვერდების გადაფურცვლა მზერით, ანუ შეხების გარეშეა შესაძლებელი. რევოლუციური ტექნოლოგიის წყალობით, სმარტფონი შეგიძლია მართო შეხების გარეშე. მაგალითად, ვიდეო თავისით დაპაუზდება, თუ მას მზერას მოვაშორებთ, მაჯის მოძრაობის გაანალიზების შემდეგ კი თავად შეუძლია გადაფურცლოს ინტერნეტში გვერდი. კიდევ ერთი ბონუსი: მას სურათიდან არასასურველი ობიექტების წაშლაც შეუძლია.
ბოლო დროს ყველასგან მესმის, რა ლამაზია iPhone 5 შავი დიზაინით, მაგრამ ჩემი აზრით, გალაქსი გაცილებით ლამაზია. რაც შეეხება ანდროიდის ოპერაციულ სისტემას, ის ყოველთვის იყო ყველაზე sexy და ანდროიდის სმარტფონებს შორის დღეს ყველაზე sexy ნამდვილად გალაქსი s4-ია, 13 მეგაპიქსელიანი კამერით, თხელი და მსუბუქი სხეულით და მძლავრი პროცესორით.
ულამაზესი ეკრანი აქვს და კიდევ უფრო საინტერესო უკანა ნაწილი, თუმცა თეთრიც ძალიან მომწონს - so stylish
ჩემი შემდეგი სმარტფონი ❤