Saturday, August 28, 2010

ლურსმანა, ჩემი უნიფორმისტი...

იცი, როგორ გადაიყვანო ყირაზე ჟანდარმები, რომლებსაც გული არ აქვთ? ბანანის ქერქი უნდა შეუგდო ფეხებში.

ისიც ხო იცი, რომ არსებობენ ტანკები, რომლებსაც, სასტიკი ჟანდარმებისგან განსხვავებით, ეს ორგანო გაააჩნიათ. ამდენი თუ გახსოვს, ისიც გემახსოვრება, რომ ბიძიები დაგრეხილი ულვაშებით ბოროტი სულები არიან, მეგობრის გამო დაღვრილ ცრემლებს ძალიან მწარე გემო აქვთ და თუ ასფალტზე დააფრქვევ, ბრილიანტებად იქცევიან იმისთვის, რომ მერე ის მეგობარი შენს კვალს გამოჰყვეს.



თუ არ იცი და თავს არც ათი წლის ადამიანად გრძნობ, მაშინ ვერც ვერასდროს გაიგებ. იმიტომ, რომ ამისთანა რამეების გაგება დიდებისთვის არ შეიძლება. მაგათ უკვე იციან ჟანდარმი ვინ არის, რატომ დადის ხალხი ლომბარდში და კიდევ ის, რომ პროკურორებისთვის სულ ერთია, ვინ ჩაჯდება ციხეში, ოღონდ გასასამართლებელი იყოს ვინმე. ეე...მართალია, დიდებს რაღაცები არ ახსოვთ, მაგალითად ის, რომ ყველა ბავშვს უნდა იყოს ლამაზი, ან კიდევ ის, რომ მანქანები სიცოცხლის გასანადგურებლად კი არა, იმისთვის უნდა შევქმნათ, რომ ხალხს სარგებლობა მოუტანონ. მაგრამ მაგის გასახსენებლად ეს წიგნი აღარ გამოდგება. აქამდე თუ ვერ გაიგეს, გამოსავალი ერთია - პომიდორი ესროლო თავში. მოფარებულიდან ჯობია, სახეს კარგად ვერ გაარჩევენ და დასჯასაც გადაურჩები. სანამ თვალებიდან პომიდორს მოიშორებენ და პატრულს მოძებნიან, სამშვიდობოზე კი არა, იმის იქით იქნები



ისეც, ეს ინსპექტორები თავიანთი ცხვირების იქით მაინც ვერაფერს ხედავენ..


კარგი ჰო, ასეთი ძუნწიც კი არ ვარ :)

კიდევ ერთი ოქროს გულიანი ბიჭის პოსტი ლურსმანაზე :)  http://nextdreamhacker.blogspot.com/2010/03/blog-post_03.html

18 comments:

  1. ჰაჰა... ლურსმანა... ისტორიული პერსონაჟი... მახსოვს რომ ვკითხულობდი, მეორე კლასში ვიყავი...

    ReplyDelete
  2. სანამ მაგას დაწერდი, მე ხომ უკვე ვიცოდი. ხომ მიდასტურებ? :)

    ReplyDelete
  3. Michael
    მეც მეორე კლასში წავიკითხე : ))

    Lord Vader
    გიდასტურებ. ნუ ესვრით პომიდორს ამ კაცს ))

    ReplyDelete
  4. უი ლურსმანა როგორ მიყვარდა და კიდე დონდლო, დაუიდეგარა და ვიღაცა ;დდდ

    ReplyDelete
  5. :)))
    მეც მქონდა პოსტი ლურსმანზე ;დ

    ReplyDelete
  6. undone
    ჰელლო როდე
    დაუდეგარა სახლში მქონდა და არ წამიკითხავს, გოგოს ინტუიციით ვგრძნობდი, ბიჭური ამბავი იქნება მეთქი, არ ვიცი მართლა ეგრეა თუ არა :)

    Agasfer
    ეგ როგორ გამომეპარა :/ გუგლშიც კი ვეძებდი ქართულად, ფოტოები რომ მჭირდებოდა )))
    მერე dreamhacker-მა მომცა ბევრი.
    თუ მოგინდეთ ვინმეს მითხარით : )

    ReplyDelete
  7. მე ბიჭი ვიყავი დაუდეგარას რომ ვკითხულობდი?დონდლო მაგარი იყო სულ რაღაცას რომ ეწებებოდა :( შენ გააქრე ის წიგნი სახლიდან და ახლა იტყუები არ წამიკითხავსო :)

    ReplyDelete
  8. Annie
    აბა მე როგორ გავაქრობდი, გადაშლილიც არ მაქვს ეგ წიგნი :(

    ReplyDelete
  9. Nina Gorecki
    თან მარტო მეორე კლასში კი არ წავიკითხე და გავწყვიტე ურთიერთობა ლურსმანასთან
    მერე მახსოვს როგორ იტანჯებოდა მაგის კითხვით ჩემი მამიდაშვილი, მერე ჩემი და და ა.შ... :)) ჩემზე უმცროსები :)))

    ReplyDelete
  10. Michael
    იტანჯებოდა :დ
    ზეთი რომ უთავდებოდათ და გვოზდიკა დაჟანგებას იწყებდა, ეგ ძალიან დამთრგუნველი იყო. ამდენი უსამართლობა და სიღარიბე ძაან რთული ასაღქმელია ბავშვის ნაზი ფსიქიკისთვის. თან ჩვენ 90-იანებში ვკითხულობდით, როცა თავადაც არ გვილხინდა და ეგ რომ სადმე მანჰეტენზე ფუფუნებაში გაზრდილ ბავშვს წააკითხო, ალბათ ხარაკირის გაიკეთებს :D:D

    ReplyDelete
  11. ჰელოო ნინა!! ჰო ალბათ ;))

    პ.ს.
    მომწონს ახალი დიზაინი ;)) ქუულ.

    ReplyDelete
  12. პომიდვრის სროლა შეიძლება.
    მე და ბლოგერ ანდონას გვიყვარს პომიდვრების, ფორთოხლების და გოგრის ჩირის სროლა.
    http://wp.me/pXQxp-qo

    ყოველ შემთხვევაში, სანამ როდრიგო სანტორო ერქვა, უყვარდა და ახლა რაც ანდონა გახდა, არ ვიცი, რა ხასიათზეა. :)

    ReplyDelete
  13. მე არ მინდა ეგეთი დღესასწაული :დ

    ეგ ბლოგიც შენია?

    ReplyDelete
  14. ძალიანაც რომ მოგინდეს, მაინც არ იქნება.

    ერთ ბლოგში არ ეტეოდა, რამდენმეში სულ არ იყო...

    ReplyDelete
  15. საყვარელი ლურსმანა და საყვარელი პოსტი :)

    ReplyDelete
  16. ლურსმანა :) გული ამიჩუყდა. ძალიან მიყვარდა თავის დროზე :)

    ReplyDelete
  17. hehe
    lursmana sayvarelia
    da didebma bevri ram ar ician da ar minda vtqva rom "ar vicit" :)))

    ReplyDelete