Thursday, September 9, 2010

And I Said Yeah? Nah, Oui!

ხვალ პარიზში მივდივარ.

დიდი ხნით კი არა, ერთი-ორი დღით, რომ სიტეს და პარიზული სახლების სახურავებს დავხედო. ამ სახურავებზე მეტად ფრედ ბეგბედერიც კი არ მყვარებია. ამ ბებერი ხულიგანის ნახვა კი არ მინდა. სად არის ახლა, თავის ქალაქში? თუ ჩაგიგდო ხელში, დაიწყებს რაღაცების როშვას. „მე მხოლოდ ის მინდა, რომ მუცელში პეპლები დაფრინავდნენ, როცა ვინმეზე ვფიქრობ“- განმიცხადა უკანასკნელი შეხვედრის დროს. კარგი ერთი, ფრედ. შენს წიგნებში სიყვარულს ისეთი პურიტანული გულგრილობით ეძლევიან ხოლმე, თითქოს მისი პერსონაჟები სექსი დიდ ქალაქში-ს გმირები იყვნენ. ბუდა ამბობდა, ჩვენ ის ვართ, რის შესახებაც გვიფიქრიაო - ისიც შენნაირი ცრუპენტელა იყო. ყოველ შემთხვევაში, იყო რომანტიკული, არ ნიშნავს იმას, რომ სიყვარულის რამე გაგეგებოდეს. ახლა ვუყურებ შენს დიდ ცხვირს და ზუსტად ვიცი, რასაც ვამბობ ამას წყალი არ გაუვა.


მოკლედ, პარიზს ორ დღეში დავტოვებ და ლიონისკენ გავუტევ. ორ დღეზე მეტ ხანს ამდენ აფრიკელს ლუდოვიკოს ქალაქში ჩემმა მტერმა უყურა. მოსიე კონსტრუქტორი ეიფელის აღმართული ჯართიც, კიჩის მოყვარულები მუდამ თან რომ დაათრევენ ჩანთებზე ჩამოკიდებულს თუ მაისურზე მიხატულს, ცუდად მეჩხირება თვალში. ლიონიდან უკან წამოვალ, ბურგუნდიაში. კოლა ბრონიონისთვის სიტყვა მაქვს მიცემული, შემოგივლი და ახალი სახლის აშენებაშიც დაგეხმარები-მეთქი. თანაც ახლა ხომ რთველია, ხელს წავაშველებ. მერე ერთად დავლევთ შავ პინოს და გავიხსენებთ, როგორ მოვხვდი საფრანგეთში, რატომ მივატოვე თბილისური ცხოვრება, ოჯახი, მეგობრები, დეპოზიტიდან მთელი ფული მოვხსენი და გალების ქვეყანაში გავუტიე. კოლა მეტყვის, მთლად დალაგებული ვერ ხარო. მე არაფერ შუაში ვარ, ეს გიჟური იდეა გასპარისგან მოდიოდა. თქვენ არ ვიცი, იცნობთ თუ არა - გასპარ ულიე ჩემი ძველი მეგობარია. ერთმანეთს რომ გადავეყარეთ, პატარა ბიჭი იყო და მარეს კვარტალში მონათესავე სულს სიყვარულს უხსნიდა, თუმცა მერე აღმოჩნდა, რომ იმ სულმა ფრანგული ძალიან ცუდად იცოდა. ნამდვილი ისტორიაა, გას ვან სენტიც დამემოწმება ამაში: http://www.youtube.com/watch?v=BCcDN8HifvA

უკანასკნელად კი ორიოდე კვირის წინ ვისაუბრეთ. მაშინ მითხრა, მარტინ სკორსეზეს გადავეყარე, შანელისთვის რაღაც შორთს იღებს და მეც ჩამითრია ამ ამბავშიო. ამ საუბრის მერე მივხვდი:
 I'm not going to be the person I am expected to be anymore.

ხოდა, ასე დაიწყო


უფრო სწორად ამ ფრაზით დამთავრდა ჩემი ძველი ცხოვრება. ახლა უკანასკნელად მივირთმევ ანტრეში გამომცხვარ კრუასანებს, ბარგს ვალაგებ და როლინგების She Said Yeah-ს ვუსმენ. So did I - I said Oui!

14 comments:

  1. რა გემრიელად დაგიწერია. :)

    ReplyDelete
  2. ნინა მაგარია ;) პარიზი მეც მინდა
    ბლოგი რა კარგად მოგიწყვია! ძალიან მომწონს ;)))

    ReplyDelete
  3. ბეგბედერი ♥
    ისეთი პოსტია, ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე და თან ძალიან ნასიამოვნები დავრჩი :)

    ReplyDelete
  4. პარიზიდან სახურავებიდან მოიწერე, არ დაგავიწყდეს. :)

    ReplyDelete
  5. ფრედიიი ♥♥♥♥♥
    ახლა გამახსენდა მას რომ დავუწერე პოსტი ჩემთან ♥

    მაგ ფილმს უნდა ვუყურო აუცილებლად. რამდენი ხანია ვაპირებ და ვერ ვაღირსე საკუთარ თავს.


    უი პარიზი??? კარგი დროის გატარებას გისურვებ. :)

    ReplyDelete
  6. თქვენც წამოდით, კოლამ გადმოგცათ ღვინო ყველას გვეყოფაო : ))

    ReplyDelete
  7. ნინააა რამდენი ხანია შენს ბლოგზე არ შემომიხედავს(shame on me)
    მართლა მიდიხარ პარიზში??? რა მაგარიააა!!!!! წარმომიდგენია რა ბედნიერი ხარ :)))

    ReplyDelete
  8. პარიზის სახურავები თორე, შენც ერთბაშად კარლსონს არ გადაეყარო. :)




    ისე კი, ერმონიას დასკვნას ვეთანხმები.

    ReplyDelete
  9. პარიზი, მერე ფრანგული რთველი... უჰ! :)
    ფრედსა და მუცელში მოფარფატე პეპლებზე აღარაფერს ვიტყვი. მართლა გემრიელი პოსტი იყო, მზეზე დატკრუცული ყურძენივით :)

    ReplyDelete
  10. Liksi
    Keti
    :)))

    Lord Vader
    კარლსონის სახურავი სულ არ მინდა, საკუთარიც მყოფნის http://sunlibrary.blogspot.com/p/roof.html

    ReplyDelete
  11. მე კიდევ გუშინ 5 წლის პარიზელი ბავში გავიცანი... მართალია ერთმანეთის არ გვესმოდა, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს...
    ისევე როგორც იმას, მართლა სად ხარ ახლა და ვისთან სვამ ღვინოს.
    მადლობა ასეთი კარგი პოსტისთვის, კარგი ღვინოსავით მესიამოვნა ;)

    ReplyDelete
  12. Sophie Golden
    თუ ინტუიცია არ მღალატობს და იმ ბავშვმა პური გთხოვა, ექნებოდა მნიშვნელობა :დ იმისთვის მაინც :))
    მადლობა შენ, რომ მე და კოლას ღვინოზე დაგვეწვიე ))

    ReplyDelete