ფროიდი ამბობდა, რომ სიყვარული ირაციონალურია და მას სულიერი საწყისი არ გააჩნია. ამ ლოგიკით მან დაასკვნა, რომ სიყვარულის სუბსტანცია სექსია. ჩემი სიყვარული რაციონალურზე რაციონალურია და არც სექსუალურ საწყისთან აქვს რამე საერთო (მგონი).
ის, ვის გამოც ჭკუას ვკარგავ, სუნთქვა მეკვრის, ტვინში დოპამინის დონე იმატებს, ვიღვიძებ ეიფორიულ ექსტაზში და ჰორმონალური აფეთქებები მჭირს, ჰქვია: Mr. Summer. მისი სახელი დღემდე ვერ დავადგინე, რაც დიდად არ მანაღვლებს, იმიტომ, რომ როგორც იმ ფილმშია, 'Last tango in Paris': 'We don't need names here! სამაგიეროდ, წარმოშობა დავადგინე:
He is Indian! He is Mr. Indian Summer!
მაშ ასე, ბატონო ფროიდ, მიყვარს იმიტომ, რომ:
1. წელიწადის ამ დროს წიგნები ყველაზე კარგად იკითხება. იმდენად კარგად, რომ ტვინში სიამოვნების ცენტრი აქტიურდება და ყოველ დღე ფურცლის შრიალის ახალ დოზას გთხოვს. წასაკითხ სიაში უკვე არის სარტრის ნოველების კრებული, ფილიპ დელერმის მოთხრობები, ვიქტორ პელევინის Generation «П». (წინააღმდეგი არ ვიქნები, თუ სიის გაგრძელებაში დამეხმარებით :)
2. ვიცი, აღმოსავლეთში ჩაის ზაფხულშიც რა სიხშირით სვამენ, მაგრამ მე მაისის შემდეგ დროის ათვლას ვიწყებ როდის აგრილდება, რომ ეს სიამოვნებით გავაკეთო. ჩემს ცხოვრებაში ბრუნდება: Greenfield Creamy Rooibos, Twinings Jasmine Green Tea, Lipton Vanilla Caramel Truffle
3. ის მაძლევს კარგ მიზეზს, რომ ახალი პარფიუმი შევიძინო. ზაფხულის მსუბუქი არომატები ცივი ამინდისთვის აღარ გამოდგება, ასე რომ ჩემი საყვარელი Dior Addict eau Fraiche დროებით უჯრაში გადაინაცვლებს. მისი სეზონური კონკურენტი შანელის სახლია: Allure (რომელიც ახლახანს დეიდაჩემმა მაჩუქა და უკვე ყურებამდე შემიყვარდა. ვიცი, რომ ცოტა ძვირფასი სუნამოა ყოველდღიური ხმარებისთვის, მაგრამ ყველაფერი აქვს რაც მიყვარს: ატამი, ჟასმინი, ვანილი, ვარდი - და კლიშეებს ყურადღებას არ მივაქცევ) და Coco Mademoiselle (რომელიც ჯერ ჩემს კოლექციაში არ არის, 9 წელი ზედ არ ვუყურებდი და უცებ აღმოვაჩინე, რომ მინდა ჩემი ნაწილი გახდეს).
და მაინც, ვერც შანელი და ვერც დიორი ჩემი შეყვარებულის პარფიუმთან ახლოსაც ვერ მოვა. სახელს ვერ ვიხსენებ, რაღაც ისეთია, შემწვარი წაბლის და მწვანე მანდარინების ნარევის სურნელის მსგავსი. :love:
4. იდეალური არავინაა და ჩემს სიყვარულსაც აქვს ნაკლი - მის გამო სინათლე იკლებს, რაც ადამიანებში ოსენნაია ხანდრას იწვევს (ქართულად მგონი სეზონურ აპათიას ეძახიან). სამაგიეროდ, ამის კომპენსირება შეიძლება რაც შეიძლება ბრჭყვიალა ნივთების შეძენით. უკვე მაქვს მოციმციმე ბისერებით გაწყობილი დონა კარანის ჯემპრი, მინდა H&M-ის შორტები
5. წინდები. წინდები. ბევრი წინდა. წინდამ. წინდას, წინდის... ნინა გრძელი, მოკლე, ფერადი, ბაფთიანი, ნინა ყველანაირწინდა
6. ის განდომებს გამოეწყო, როგორც million dollar baby, ამისთვის შესაფერის წასასვლელ ადგილს ყოველთვის იპოვი. ბარებსა და კლუბებში ცხოვრება თავიდან დაიწყო და ცარიელი დაწესებულების ზღურბლზე არავინ გეტყვის: „მობრძანდით, დღეს შესანიშნავი კარაოკე გვაქვს“ : )) Let's party again!
you're like Indian summer in the middle of winter
ReplyDeletehard candy with a surprise center...
Oh.. Who was that?? : ))
ReplyDeleteშემოდგომასავით ბარაქიანი პოსტია ნინა. :)
ReplyDeleteაი ჩემი შემოდგომა და Indian Summer. ვივალდის ამ მე-8 სავიოლინე კონცერტს საერთოდ არ ჰქვია "შემოდგომა", მაგრამ იგი ყველაზე მეტად მეშემოდგომება, თვით მის "შემოდგომაზე" მეტად. :) http://www.youtube.com/watch?v=i5vicJ7Vqk4
და კიდევ ერიკ რომერის "შემოდგომის ზღაპარი", ერთ-ერთი საუკეთესო ფრანგული ფილმი, რაც კი ოდესმე მინახავს თავისი ფერებით, ფრანგული სოფლის პეიზაჟებით, ღვინის სურნელით, ვენახებით, რომანტიკით... :)
სამერ გირლს? მე მისტერ ვინთერ მიყვარს, ოღონდ ნაკლებად ყინვიანი;)
ReplyDeleteწასაკითხი წიგნების სიის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება(რა კარგია!) რავიცი, რა გირჩიო, აგოტა კრისტოფის "საერთო რვეული", კუნდერას "გამოსათხოვარი ვალსი" რაიმონ კენოს "ქალი არ უნდა გაანებივრო" თუ რამე სხვა... მთლად ბევრი წიგნი ვერ წავიკითხე ამ ზაფხულს, სამაგიეროდ წინ შემოდგომაა. :)
ReplyDeleteლაშა,
ReplyDeleteვერ დავაყენე საშველი ამ ფილმის ნახვას :/
მუსიკას რაც შეეხება, მე უფრო ლისტი მახსენდება სიცივეში, შეიძლება შუმანიც, მოკლედ რამე უფრო lento con espressione :d
როდე,
რატო ჩემი ინდიან სამერიც გრილია, ანუ ნაკლებად ყინვიანი შუა შემოდგომა :)
Anonymous
ReplyDeleteაი გამოსათხოვარი ვალსი მქონდა დიუმადან გამოტანილი და ისე დავაბრუნე, ვერ მოვიცალე წასაკითხად : )) ანუ კარგია? ტოტალიტარიზმზე და კომუნიზმზე ხო არ არის?
mmmmmmmmmmmmmmm...
ReplyDeleteერთი ამოსუნთქვით წავიკითხე..
ზუსტად ამ პოსტის განწყობაზე ვიყავი..
მმმმმმმ.. კიდევ ერთხელ.. მმმმ...
უკანასკნელი ტანგო პარიზში ერთ-ერთი უსაყვარლესი ფილმია, პარიზის მეტროს ლაბირინთები მენატრება, შარშან შემოდგომის სულ ბოლო დღეებში რომ ვიყავი, სენას ის სანაპიროები და კიდე, შემოდგომამშვიდობისა, კარგი პოსტი იყო, მე შემოდგომაზე დაბადებული ნასტასია ვარ :)
ReplyDeleteქეთი,
ReplyDeleteმე კიდევ თვეზე მეტხანს მექნება ეს განწყობა ♥
ნასტასია,
Un bon automne à toi aussi :)
ტანგოში მეტროს სცენები :D
რა მაგარი იქნებოდა, შემოდგომაზე რომ მქონდეს დაბდღე. წვეულებას მოვაწყობდი სადმე ბაღში, ხეების ქვეშ : )
ნორმალურია კი, მაგრამ მეორედ გამოტანა რამდენად ღირს არ ვიცი. ცოტაოდენი კომუნისტური ელემენტები ურევია.
ReplyDeleteცოტაოდენი აუტანელ სიმსუბუქეშიც ურევია, მაგრამ კარგია. მთავარია ძირითადი თემა ეგ არ იყოს, დამღლელია )
ReplyDeleteბიძია-ბაბუა კი ამბობდა სიყვარული ვერტიკალურია და თანც ბრუნვადიო.
ReplyDeleteმე კიდევ მთის გმინვას ვკითხულობდი და დავამთავრე. თუ გადა-ვკითხულობდი.
მგონი, ყოველ წელს ვკითხულობ მაგ წიგნს. :)
მთები კი მიყვარს და ეგ წიგნი არ გამიგია. ვისია? :)
ReplyDeleteაჰა... :)
ReplyDeleteეგრე გინდა, ჰომეროსით რო მემარიაჟებოდი.
მთებზე არის და არ არის. სიმბოლოა.
ReplyDeletehttp://www.amazon.com/Sound-Mountain-Yasunari-Kawabata/dp/0679762647
ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი წიგნია.
ჰაჰაა :)))
ReplyDeleteშენ გინდა თქვა, რომ ეს წიგნი ჩვენთან იშოვება?
უშოვებელი რა სჭირს?
ReplyDeleteქართულად არის თუ არა თარგმნილი, არ ვიცი, მაგრამ რუსულად დიდი ხნის წინ თარგმნეს და რამდენჯერმე გამოიცა.
გარდა მაგისა - http://wp.me/pBTza-17U ესაა ჩემი უნივერსალური პასუხი წიგნების იშოვება არ იშოვებაზე :):)
რა უნდა წამეკითხა შემოდგომით ამ პოსტზე კარგი :)
ReplyDeletemariefille :) :*
ReplyDeletera kargi blogi vipove:)
ReplyDeleteმე კიდე შანელს, შევეცადე, მარამ,ვერაფერი გავუგე
ReplyDeleteმერე დედას ვაჩუქე :)
მოვა მაისი :))
ბაბისა, რომელ შანელზე ამბობ?
ReplyDelete