Wednesday, September 15, 2010

Without a mask

Who am I? როცა About Me-ს გრაფაში რაღაცების ჩაწერა გადავწყვიტე, კითხვის რიტორიკულობამ დამაბნია.




ამდენი ხანია ვპოსტავ, მკითხველისთვის კი მაინც ანონიმად ვრჩები. როცა ბლოგს ვქმნიდი, არც მიფიქრია, რომ ჩემი ცხოვრების ინტიმურ დეტალებზე უნდა მესაუბრა, მაგრამ ის მაინც ზედმეტად ჟურნალისტური გამოვიდა - ძირითადად ჩემს სტატიებს ვდებ. რადგან მეც მაქვს სურვილი, ის ბლოგერები ვიკითხო, ვის პიროვნებაზეც რაღაც წარმოდგენა მაქვს, მაშინ ჩემზეც მოგიყვებით რამეს. თუ ფრედერიკ ბეგბედერი ამდენ რომანს თავის თავზე წერს და ხალხი კითხულობს, ალბათ ერთი პოსტი ჩემზე არც ისეთი რთული წასაკითხი იქნება. :)
                                                              
მე და ფრედერიკს საერთო მართლა გვაქვს.  ორივე პოლიტიკურ მეცნიერებებს ვსწავლობდით და ეს განათლება არაფერში გამოგვდგომია (ჯერჯერობით მაინც). სამაგიეროდ, წერა დავიწყეთ :D აქ გავჩერდები, რადგან ფრედი ფრანგული ლიტერატურის გავლენიანი ფიგურაა, მე კი მხოლოდ ორი გვერდი მაქვს 24 საათის „Weekend“-ში. წერა ღვინოზე მალხაზ ხარბედიასთან დავიწყე „მარანში“ (მკითხველებმა იცით, რომ ჩემი საყვარელი წერილები ბლოგზეც გადმომაქვს ხოლმე). 

რაც შეეხება ჩემს საავტორო გვერდს, ის სტილის შესახებაა. ვწერ ყველაფერზე, რასაც შეიძლება სტილი ჰქონდეს - მუსიკაზე, მოდაზე, ფილმებზე, წიგნებზე, მოკლედ, ყველაფერზე, რასაც ინდივიდუალიზმი თუ არა, ხასიათი მაინც გააჩნია. ამის გამო გახდა ჩემი ბლოგი „სტილის მაძიებლის ბლოგი“. სამსახურებრივი ფაქტორი არაფერ შუაშია, მართლა ვიღებ სიამოვნებას - ხასიათების ძიების პროცესს ხშირად იმ ტენდენციებამდე მიყავხარ, რაც მართავს მსოფლიო განწყობას, ხან პირიქითაც, განწყობა მართავს ხელოვნებას. საკმარისია დააკვირდე მილიტარისტულ პალტოებს, რომანტიზმისადმი უიმედო ნოსტალგიას პოდიუმებზე თუ რომანებში, კინემატოგრაფში დამკვიდრებულ აპათიას, უნისექს არომატებზე კლებად მოთხოვნას, მუსიკის ტექნოსადმი დამორჩილების პროცესს - იღებ მაგიურ სინთეზს, რასაც დღევანდელი სამყაროს ევოლუციის დაშიფრულ ინფორმაციამდე მიყავხარ. 

ამ დაშიფრულ ინფორმაციას ათიოდე წლის შემდეგ ჩემს ფილოსოფიურ ესსეებში მოგაწვდით :დ  

მანამ კი, სანამ არტურ შოპენჰაუერი გავხდებოდე, ვარ:

ფრედივით ჰედონისტი და ნიჰილისტი. გულის სიღრმეში, ალბათ, რომანტიკოსიც. ოღონდ სიღრმეში. 

მიყვარს: მთები, კლიმტის და კანდინსკის მხატვრობა, ძილი, სპონტანურობა, საფრანგეთი, მწვანე ფერი, ესპრესო. ვუსმენ ბევრნაირ მუსიკას, მიყვარს - ელექტრონული, კლასიკა და ალტერნატიული როკი. 

არ მიყვარს: დოგმები, კამპარი, ვალენტინოს მოდის სახლი, ხალხი, ვინც არ მაძინებს და მერე მაღვიძებს - ანუ ჩემი მეზობლები, ბაროკოს ეპოქის ხელოვნება.

და მაინც, რა თვითიდენტიფიკაცია მეტაკა ამ სიცივეში? დილით რომ გავიღვიძე, მარტო ის მინდოდა ჩემს ოთახში ვაშლის ნამცხვარი და ალუბლის წვენი მომემარაგებინა, პლედში გავხვეულიყავი და მაწანწალა რასმუსის ამბები მეკითხა. მერე შემთხვევით გავიგე, რომ თურმე ნინა გორეცკი მეტალს უსმენს. ერთ კვირით ადრე - რომ პიარშიკი ვარ. საიდან ვრცელდება ასეთ უხამსი ჭორები, მხოლოდ ყოვლისშემძლე ოდინმა უწყის - მე მინდოდა ჩემი პორტრეტის საკუთარი ვერსია შემომეთავაზებინა, სანამ კიდევ შეეცადნენ ხალხისთვის ტვინის არევას :d



24 comments:

  1. ახალი შტრიხები, ახალი თემები, ახალი სიმაღლეებისკენ სვლა. მიხარია ნინა, მართლა. :)

    P. S. "ნიუხი" ნამდვილად მაქვს! შესანიშნავი ბლოგერი და ჟურნალისტი ნინა გორეცკი! :)

    ReplyDelete
  2. მე მსიამოვნებს შენი ბლოგის კითხვა და შენ რაც გინდა ის იყავი :)

    ReplyDelete
  3. ლაშა,
    მეც მიხარია ასეთი შეფასება, მართლა :)

    ქეით,
    დიდი მადლობა :jump: :*

    ReplyDelete
  4. vaneltinos modis saxli ratom ar mogwons neta :)
    miyvars gulaxdili postebi da gulaxdili avtopostebi :D

    ReplyDelete
  5. ket_eva_n
    ვალენტინოს ქალი ზედმეტად სკრუპულოზურია (სხვა სიტყვა ვერ მოვიფიქრე), ამიტომ მოსაწყენი და ფანტაზიას და სპონტანურობას მოკლებული(ჩემთვის). ზუსტად ისეთია, როგორიც არ მინდა ვიყო )

    ReplyDelete
  6. მე ვამაყობ, რომ ეს ბლოგი პირველმა მე აღმოვაჩინე და მევე დავაკომენტარე [ერმონია არ ით[ლება, იცოდა იმას;დ]

    ჰოდა ნამდვილად ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ბლოგია. გისურვებ წარმატებებს და გემოვნებიან მკითხველს! :)))

    ReplyDelete
  7. ჰაჰა :))) გაიხარე როდე, ჩემო კარგო :)

    ReplyDelete
  8. :***
    წარმატებები.

    ReplyDelete
  9. საკუთარი თავის ძალიან საინტერესო წარმოჩენაა.

    ReplyDelete
  10. შენ და ფრედერიკი კიდევ ერთი რამით განსხვავდებით - მას არ ყავს ისეთი კარგი მკითხველი, როგორიც...


    აი, კანდინსკიო... ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი.
    ასე რომ ბლოგი მთლად სრულ წარმოდგენას, ალბათ არ იძლევა.
    ნეტა ჩემი ბლოგიდან თუ ჩანს ჩემი საყვარელი მხატვარი...

    ReplyDelete
  11. Kate
    მადლობა :*

    Michael
    გაიხარე მიშა : )

    Lord Vader
    :))) :*

    რა არის კანდინსკისთან დაკავშირებით წარმოუდგენელი?
    მითხარი ვინ არის შენი და გეტყვი ბლოგს ეტყობა თუ არა : ))

    ReplyDelete
  12. ნინა, მე ყველა პოსტის ქვემოთ ვიგულისხმები კომენტარებში, თან რაღაც გულწიკებით და კოშმარებით. იცოდე! :D

    ReplyDelete
  13. ძაალიან ორიგინალური და საინტერესო about me -იყო, respect!!!
    მგონი ჟურნალისტობა ჯობია პოლიტიკურ მეცნიერებებს :)))
    კლიმტი, კანდინსკი, მწვანე ფერი, მუსიკა, ბეგბედერი მეც ძააალიან მიყვარს :)

    ReplyDelete
  14. Liksi
    ჰო მე და შენ ასევე ბევრი საერთო გვაქვს. ფრედის ღირსეული კონკურენტი ხარ ლიკ :D :hug:

    ReplyDelete
  15. ნინა მშვენიერი ხარ!!!

    ზანგი :)

    ReplyDelete
  16. ვაა ზანგი :)) thank u very much :)

    ReplyDelete
  17. sayvareli xar shen :)))))
    da politikur mecnierebas mec vswavlobdi mogvianebit :))

    ReplyDelete
  18. ბაბისა :* მე ბაკალავრიატი, მაგისტრატურა სულ მაგას ვსწავლობდი O_o

    ReplyDelete
  19. საერთო ვიპოვე შენთან, განსაკუთრებით: მთები, სიმწვანე, ალტერნატიული როკი, კლიმტი; დოგმების არსიყვარული :)

    ReplyDelete
  20. არ ვიცი, შეიძლება ცოტა სხვა თემაა მაგრამ რამდენიმე კვირის წინ წიგნების მაღაზიაში ვიყავი და როგორც მჩვევია ხოლმე შემთხვევითი წიგნი ამოვარჩიე და გადავშალე(ფილოსოფიის სექციიდან), ერთ-ერთი წინადადება დაახლოებით შემდეგ რამეს ამბობდა: "თუ ადამიანმა ჩაიდინა დანაშაული 20 წლის ასაკში, მაგრამ არ დაუჭერიათ და ეს საქმე მხოლოდ 50 წლის შემდეგ გამოიძიეს და გაასამართლეს, ნიშნავს თუ არა ეს იმას რომ იგივე ადამიანი გაასამართლეს, თუ ორი სხვადასხვა პიროვნება?"

    ReplyDelete
  21. დათო, გააჩნია შემთხვევას :) თუ ის ადამიანი 50 წლის მერეც განვითარების იმავე დონეზე დარჩა, ესე იგი სწორედ ის პიროვნება გაასამართლეს. არიან ეგეთებიც, თან ბლომად ))
    ისე, 50 წლის წინ ჩადენილი დანაშაულისთვის გასამართლება არ შეიძლება )) დანაშაულის ხანდაზმულობის პრინციპი მოქმედებს ))) :ჩინოვნიკისსმაილი: :D

    ReplyDelete
  22. ხო ვხვდები რასაც ამბობ, მაგრამ მგონია რომ ადამიანი მაინც იცვლება, ის ხომ მდინარესაავითაა, ზოგი მდინარე უფრო სწრაფად მიედინება, ზოგი უფრო ნელა, მაგრამ მაინც მიედინება :)ხანდაზმულობის ვადას რაც შეეხება, გააჩნია რომელ ქვეყანაში და რა სიმძიმე აქვს ჩადენილი, მეორე მსოფლიო ომის დამნაშავეებს დღემდე დასდევენ :ყოფილიიურისტისსმაილი:

    ReplyDelete
  23. მეორე მსოფლიო ომზე არ ვიცი და ჩვენთან, როგორც მახსოვს, 25 წელია მძიმე დანაშაულის ვარგისიანობის ვადა :დ ჩვენი ჰუმანური კანონმდებლები მგონი იმ მაღაზიაში დადიან, შენ სადაც შეიარე :))))

    ReplyDelete