Monday, June 18, 2012

პრო­ექ­ტი პო­დი­უ­მი


ამ­ბო­ბენ, რომ ყვე­ლა­ზე შთამ­ბეჭ­და­ვი მო­საწ­ვე­ვე­ბი მო­დის ჩვე­ნე­ბე­ბის­თვის პრა­დას და ჟი­ვან­შის აქვთ, ხო­ლო ყვე­ლა­ზე პომ­პე­ზურ შო­უს, ტრა­დი­ცი­უ­ლად, შა­ნე­ლის სახ­ლი აწ­ყობს. დარ­წმუ­ნე­ბით მხო­ლოდ მა­შინ შეგ­ვეძ­ლე­ბა ამის მტკი­ცე­ბა, თუ რო­მე­ლი­მე მათ­გა­ნი კო­ლექ­ცი­ის ჩვე­ნე­ბა­ზე მიგ­ვიწ­ვევს. სულ სხვაა გა­რეტ პიუ – მის შო­უ­ზე და­სას­წრე­ბად მო­საწ­ვე­ვი სრუ­ლი­ად არ გვჭირ­დე­ბა. რე­ჟი­სო­რის, რუთ ჰოგ­ბე­ნის დამ­სა­ხუ­რე­ბით, პი­უს მუქ, აე­რო­დი­ნა­მი­კურ და პოს­ტა­პო­კა­ლიპ­ტურ სამ­ყა­რო­ში შეს­ვლა იო­ლია. დი­დი ეკ­რა­ნის და მყუდ­რო გა­რე­მოს წყა­ლო­ბით გა­რე­ტის ახალ კო­ლექ­ცი­ა­ში თა­ვად ვხდე­ბით შო­უს მო­ნა­წი­ლე­ე­ბი. და­მა­ტე­ბი­თი ბო­ნუ­სი: შეხ­ვედ­რის ად­გი­ლი­სა და დრო­ის შერ­ჩე­ვა თვი­თონ­ვე შეგ­ვიძ­ლია. ასეა – ოც­და­მე­ერ­თე სა­უ­კუ­ნე­ში პო­დი­უმ­თან ახ­ლოს ყოფ­ნა, დი­ზა­ი­ნის ეს­თე­ტი­კას­თან სა­ზი­ა­რებ­ლად, სა­ჭი­როა არაა. 


თუმ­ცა, აუ­დი­ტო­რი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის­თვის ინო­ვა­ცი­ურ ტექ­ნო­ლო­გი­ებს ყვე­ლა დი­ზა­ი­ნე­რი არ იყე­ნებს. ამი­ტომ, დღე­საც, რო­ცა საქ­მე მო­დის ჩვე­ნე­ბის მოწ­ყო­ბას ეხე­ბა, ად­გი­ლი ერთ-ერთ უმ­თავ­რეს წი­ნა­პი­რო­ბას ქმნის იმის­თვის, თუ რო­გორ მი­ი­ღებს მა­ყუ­რე­ბე­ლი კო­ლექ­ცი­ას. ცუ­დად მოწ­ყო­ბი­ლი პო­დი­უ­მი, ური­გო გა­ნა­თე­ბა და ძა­ლი­ან კარ­გი ნა­მუ­შე­ვა­რიც კი, შე­საძ­ლოა, მა­ყუ­რებ­ლის ყუ­რად­ღე­ბის მიღ­მა დარ­ჩეს. პო­დი­უ­მის ფაქ­ტო­რი კი­დევ უფ­რო დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას იძენს სა­ქარ­თვე­ლოს პი­რო­ბებ­ში. ჩვენ­თან შო­უ­რუ­მე­ბის მოწ­ყო­ბა ყო­ველ­თვის არ ხერ­ხდე­ბა. სა­ზო­გა­დო­ე­ბას ხან­და­ხან მხო­ლოდ ჩვე­ნე­ბის დროს ეძ­ლე­ვა ახა­ლი კო­ლექ­ცი­ე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სა და შე­ფა­სე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. 

რთუ­ლია, გა­მო­იც­ნო, რა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს იღებ­დნენ მო­დის ჩვე­ნე­ბის სტუმ­რე­ბი რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი წლის წინ, რო­ცა მას ჯერ მუ­სი­კაც არ გას­დევ­და ფო­ნად და მო­დე­ლე­ბი პო­დი­უმ­ზე ნომ­რე­ბით ხელ­ში გა­მო­დი­ოდ­ნენ. მა­შინ, ალ­ბათ, ჯერ კი­დევ ფიქ­რობ­დნენ, რომ ჩვე­ნე­ბა­ში ერ­თა­დერ­თი მთა­ვა­რი რამ სა­მო­სია. დღეს კი დი­ზა­ი­ნე­რებს კარ­გად ეს­მით – სა­მო­სის წარ­მო­სად­გე­ნად სწო­რი გა­რე­მოს შერ­ჩე­ვა მი­სი აღ­ქმის ძი­რი­თა­დი წი­ნა­პი­რო­ბაა. მა­გა­ლი­თად, და­თუ­ნა სუ­ლი­კაშ­ვი­ლის ჩვე­ნე­ბებ­ზე მი­ღე­ბუ­ლი ემო­ცია მხო­ლოდ აძ­ლი­ე­რებს მი­სი ახა­ლი კო­ლექ­ცი­ის მი­მართ არ­სე­ბულ ინ­ტე­რესს. გა­სულ წელს თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტის რკი­ნიგ­ზის სად­გურ­ზე მოწ­ყო­ბი­ლი პო­დი­უ­მით დი­ზა­ი­ნერ­მა კი­დევ ერ­თხელ და­ამ­ტკი­ცა, რომ შე­მოქ­მე­დე­ბი­თად არამ­ხო­ლოდ სა­მო­სის შექ­მნას უდ­გე­ბა. სამ­წუ­ხა­როა, რომ ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რე­ბის დი­დი ნა­წი­ლი ამ მიდ­გო­მას არ იზი­ა­რებს და შო­უს მოწ­ყო­ბა­ზე მი­ნი­მა­ლურ ფან­ტა­ზი­ას იყე­ნებს. 

სწო­რედ მო­დის ჩვე­ნე­ბაა მულ­ტი­მი­ლი­არ­დი­ა­ნი ინ­დუს­ტრი­ის მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი ძა­ლა, პო­დი­უ­მი კი ათ­ვლის წერ­ტი­ლი, რომ­ლი­და­ნაც უზარ­მა­ზარ აუ­დი­ტო­რი­ას­თან კავ­ში­რის დამ­ყა­რე­ბა იწ­ყე­ბა. დღეს რთუ­ლია იმის წარ­მოდ­გე­ნაც კი, რომ მო­დის ჩვე­ნე­ბას მხო­ლოდ სა­უ­კუ­ნის ის­ტო­რია აქვს – 1903 წელს ნიუ იორ­კში Ehrlich Brothers-ის მა­ღა­ზი­ა­ში მოწ­ყო­ბი­ლი შო­უს შემ­დეგ, ის ნელ-ნე­ლა ხდე­ბო­და მე­ინ­სტრი­მი. 1911 წელს პოლ პუ­ა­რეს ჩვე­ნე­ბამ კარ­გი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა. ხო­ლო 20-ია­ნე­ბი­დან კო­ლექ­ცი­ის ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის წარ­დგე­ნამ თე­ატ­რა­ლუ­რი დატ­ვირ­თვაც მი­ი­ღო. იქამ­დე, კარ­გა ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, ეს პრო­ცე­სი საკ­მა­ოდ მო­საწ­ყე­ნი იყო – პა­რი­ზის სა­ლო­ნე­ბი, სტუმ­რე­ბის მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბა, რამ­დე­ნი­მე დამ­ხმა­რე ქა­ლი, რომ­ლე­ბიც მათ ახალ მო­დე­ლებს უჩ­ვე­ნებ­დნენ... 

90-ია­ნე­ბი­დან დი­ზა­ი­ნე­რებ­მა ახალ სივ­რცე­ებ­ზე, პო­დი­უ­მის გან­სხვა­ვე­ბულ გა­რე­მო­ში მოწ­ყო­ბა­ზე და­იწ­ყეს ფიქ­რი. ექ­სპე­რი­მენ­ტებს ექ­სცე­სის გა­რე­შე არ ჩა­უვ­ლია. „ჩვენ გვიყ­ვარს მო­და, მაგ­რამ არ გვინ­და სიკ­ვდი­ლი” – ასე­თი იყო რე­აქ­ცია მა­იკლ კორ­სის ჩვე­ნე­ბა­ზე, რო­დე­საც სხვენ­ში მოწ­ყო­ბილ პო­დი­უმ­ზე მო­დელს ჭე­რი­დან ჩა­მო­ვარ­დნი­ლი ბათ­ქა­ში მოხ­ვდა თავ­ში, რამ­დე­ნი­მე მწე­რალს კი ფე­ხებ­თან და­უ­ვარ­და, რის შემ­დე­გაც და­ნარ­ჩენ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ გა­საქ­ცევს და­უწ­ყო ძებ­ნა. დღეს მსგავ­სი რამ თით­ქმის არ ხდე­ბა, არც გე­ნე­რა­ტო­რი ითი­შე­ბა ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თით და სტუმ­რებს სი­გა­რე­ტის სან­თე­ბე­ლე­ბით ხელ­ში სიბ­ნე­ლე­ში ჯდო­მას არ აი­ძუ­ლებს. თუმ­ცა 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში ახალ­მა პრობ­ლე­მამ იჩი­ნა თა­ვი. მარ­თა­ლია, უსაფ­რთხო­ე­ბა და­ცუ­ლია, მაგ­რამ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, შე­ნო­ბა­ში მოწ­ყო­ბი­ლი პო­დი­უ­მი უკ­ვე, ცო­ტა არ იყოს, ძველ­მო­დურ და მო­საწ­ყენ ად­გი­ლად გა­და­იქ­ცა. 

ალ­ბათ სწო­რედ ამი­ტომ იყო, რომ Target-ის მა­ღა­ზი­ე­ბის ქსელ­მა 2005 წელს ნიუ იორ­კში, როკ­ფე­ლე­რის ცენ­ტრის ცხრა­სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბის კე­დელ­ზე ვერ­ტი­კა­ლუ­რი შოუ მო­აწ­ყო. ახა­ლი კო­ლექ­ცი­ი­დან სა­მო­სი აკ­რო­ბა­ტებ­მა წარ­მო­ად­გი­ნეს. გა­სულ წელს ეს იდეა თბი­ლი­სის მო­დის კვი­რე­ულ­ზეც წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და, რო­ცა შე­რა­ტონ მე­ტე­ხი პა­ლა­სის სა­ხუ­რა­ვი­დან მო­დე­ლე­ბი კე­დელ­ზე და­ეშ­ვნენ და ასე მო­ახ­დი­ნეს სა­მო­სის დე­მონ­სტრი­რე­ბა. მარ­თა­ლია, ასე­თი ექ­სტრე­მა­ლუ­რი შო­უს პი­რო­ბებ­ში ყვე­ლა­ზე ბო­ლოს სწო­რედ კოს­ტი­უ­მებს ამ­ჩნე­ვენ ხოლ­მე, მაგ­რამ მსგავ­სი იდე­ე­ბი ჩვე­ნე­ბას მხი­ა­რულ და ორი­გი­ნა­ლურ მუხტს აძ­ლევს. 

ბო­ლო ხა­ნებ­ში, უც­ხო­ე­ლი დი­ზა­ი­ნე­რე­ბი სულ უფ­რო ნაკ­ლე­ბად ცდი­ლო­ბენ, ჩვე­ნე­ბე­ბი გრან პა­ლეს მსგავს ად­გი­ლებ­ში გა­მარ­თონ. პი­ერ კარ­დე­ნი პო­დი­უმს შუა უდაბ­ნო­ში აწ­ყობს და ამით კლი­შე­ე­ბის დამ­სხვრე­ვას ცდი­ლობს. კლი­შე­ებს რაც შე­ე­ხე­ბა, ის ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად ალ­ბათ შა­ნე­ლის მო­დის სახ­ლში უყ­ვართ – მა­თი მო­დე­ლე­ბი ხან აუზ­თან წარ­მო­ად­გე­ნენ კო­ლექ­ცი­ას, ხა­ნაც პირ­და­პირ თვით­მფრი­ნა­ვის ტრა­პი­დან იწ­ყე­ბენ დე­ფი­ლეს. ახალ­გაზ­რდა დი­ზა­ი­ნე­რე­ბი კი ყვე­ლა შე­საძ­ლო ად­გილ­ზე ახ­დე­ნენ ავან­გარ­დუ­ლი იდე­ე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბას – ეკ­ლე­სი­ა­ში, ქუ­ჩა­ში, მეტ­როს ვა­გონ­ში, მდი­ნა­რის ხიდ­ზე... წყალ­ქვე­შა „დე­ფი­ლეს” მოწ­ყო­ბა აუ­ზებ­სა და აკ­ვა­რი­უ­მებ­ში ორი­გი­ნა­ლუ­რო­ბის კულ­მი­ნა­ცია იქ­ნე­ბო­და, რომ არა კარლ ლა­გერ­ფელ­დის უშ­რე­ტი ფან­ტა­ზია – 2008 წელს მან Fendi-ის გა­ზაფ­ხუ­ლი-ზაფ­ხუ­ლის კო­ლექ­ცი­ის ჩვე­ნე­ბი­სას პო­დი­უ­მი ღია ცის ქვეშ, პირ­და­პირ ჩი­ნე­თის დიდ კე­დელ­ზე მო­აწ­ყო. დი­ზა­ი­ნე­რე­ბი­სა და ღო­ნის­ძი­ე­ბის მე­ნე­ჯერ­თა და­უ­ღა­ლა­ვი მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ალ­ბათ ძა­ლი­ან რთუ­ლია, პო­დი­უ­მი იმა­ზე უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო ად­გი­ლად იქ­ცეს, ვიდ­რე ახ­ლაა. უკ­ვე ყვე­ლა­ფე­რი ვნა­ხეთ – თე­ატ­რა­ლი­ზე­ბუ­ლი წარ­მოდ­გე­ნე­ბი­დან დაწ­ყე­ბუ­ლი, მეტ­როს ვა­გო­ნამ­დე. უფ­რო მე­ტიც, ინ­ტერ­ნე­ტის რო­ლის ზრდას­თან ერ­თად, ცოც­ხა­ლი ჩვე­ნე­ბე­ბის მოწ­ყო­ბა თა­ვის ხიბლს სულ უფ­რო კარ­გავს. ის, რა­საც გა­რეტ პიუ აკე­თებს ვი­დე­ო­ინ­სტა­ლა­ცი­ე­ბით, შე­საძ­ლოა, პო­დი­უ­მის ევო­ლუ­ცი­ის და­სას­რუ­ლიც იყოს. თუმ­ცა ნე­გა­ტი­უ­რი, ამა­ში, შე­საძ­ლოა, არც არა­ფე­რია. კი­ბერ­სივ­რცე­ში მო­და ხომ უფ­რო დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ხდე­ბა.

16 comments:

  1. პირველ ფოტოში სულ ქალები რომ სხედან :)))

    ReplyDelete
    Replies
    1. თან პალტოებში და ქურქებში ყველა :)))

      Delete
  2. კაცო და ვიქტორიას სიქრეთის გიჟური შოუები?

    ReplyDelete
    Replies
    1. ვიქტორია სიქრეთის შოუ საერთოდ განსაკუთრებული ფენომენია, მოდელების და მომღერლების შოუა და არა დიზაინერის იმჰო :)

      Delete
  3. ვიქტორიას სიქრეთი რატომ არ ახსენე მართლა??? :(((

    როგორც ტრადიციულად, ძალიან კარგი პოსტი იყო.

    დათუნას ჩვენების ნახვა მომინდა.

    ReplyDelete
    Replies
    1. აქ არაფერ შუაში არ იყო ვიქტორია) კორსის და ლაგერფელდის შოუ სხვა რაღაცაა და ვიქტორია სხვა

      http://www.youtube.com/watch?v=UX9PafXtlqo
      ეს გასულ წელს, აეროპორტის რკინიგზაზე გააკეთა დათომ, მაგრამ საშინელი ვიდეოა. იქ რომ ხარ, სულ იმუხტები, მუსიკაც კარგი იყო, Mode-f-ის, ამ ბიჭებზე ადრე დავწერე

      Delete
    2. ოოო, არ არის სხვა. ისიც ჩვენება და შოუა. .

      ვნახავ დათოს ჩვენებას, ძალიან მაინტერესებს.

      Delete
  4. ამბობენ ვიქტორია სიქრეთი ვიქტორია სირაძის საყვარელი ბრენდი იყოო. მხოლოდ მაგათ თეთრეულს იცვამდა.

    და ისა, რა სიჩუმეა აქა? ბლოგი განისვენებს თუ ბლოგერი?

    ReplyDelete
  5. მერე შემომლაწუნებელი არვინა ყამს? :)

    ReplyDelete
    Replies
    1. მოიცა, ჯერ ფრონცკობაშია. :დ
      if u know what I mean.
      ისე მე ვარ შემომლაწუნებელი. :დდ

      Delete
  6. what the hell do u want? ვიღაცებს შეუძლიათ შვებულებაში ყოფნა და ნინას არა? :))))

    ReplyDelete
    Replies
    1. 3-თვიანი შვებულება რა დეკრეტში ხარ? :)

      მარა, დაისვენე, გენაცვალე, დაისვენე. უფრო კაია ეგ.
      ერთი ქეთის ბლოგი დამრჩება ბლოგსფოთზე წასაკითხი და ეგაა. :)

      Delete
    2. მე დიდი ხანია, აღარ ვარ ბლოგსპოტზე. :))

      Delete
    3. ჰოდა ვინცაა იმ ქეთიზე ვამბობ. :)
      ლოგიკურად, ასე უნდა იყოს. :)

      Delete