ამბობენ, რომ ყველაზე შთამბეჭდავი მოსაწვევები მოდის ჩვენებებისთვის პრადას და ჟივანშის აქვთ, ხოლო ყველაზე პომპეზურ შოუს, ტრადიციულად, შანელის სახლი აწყობს. დარწმუნებით მხოლოდ მაშინ შეგვეძლება ამის მტკიცება, თუ რომელიმე მათგანი კოლექციის ჩვენებაზე მიგვიწვევს. სულ სხვაა გარეტ პიუ – მის შოუზე დასასწრებად მოსაწვევი სრულიად არ გვჭირდება. რეჟისორის, რუთ ჰოგბენის დამსახურებით, პიუს მუქ, აეროდინამიკურ და პოსტაპოკალიპტურ სამყაროში შესვლა იოლია. დიდი ეკრანის და მყუდრო გარემოს წყალობით გარეტის ახალ კოლექციაში თავად ვხდებით შოუს მონაწილეები. დამატებითი ბონუსი: შეხვედრის ადგილისა და დროის შერჩევა თვითონვე შეგვიძლია. ასეა – ოცდამეერთე საუკუნეში პოდიუმთან ახლოს ყოფნა, დიზაინის ესთეტიკასთან საზიარებლად, საჭიროა არაა.
თუმცა, აუდიტორიასთან ურთიერთობისთვის ინოვაციურ ტექნოლოგიებს ყველა დიზაინერი არ იყენებს. ამიტომ, დღესაც, როცა საქმე მოდის ჩვენების მოწყობას ეხება, ადგილი ერთ-ერთ უმთავრეს წინაპირობას ქმნის იმისთვის, თუ როგორ მიიღებს მაყურებელი კოლექციას. ცუდად მოწყობილი პოდიუმი, ურიგო განათება და ძალიან კარგი ნამუშევარიც კი, შესაძლოა, მაყურებლის ყურადღების მიღმა დარჩეს. პოდიუმის ფაქტორი კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს საქართველოს პირობებში. ჩვენთან შოურუმების მოწყობა ყოველთვის არ ხერხდება. საზოგადოებას ხანდახან მხოლოდ ჩვენების დროს ეძლევა ახალი კოლექციების დათვალიერებისა და შეფასების საშუალება.
რთულია, გამოიცნო, რა შთაბეჭდილებებს იღებდნენ მოდის ჩვენების სტუმრები რამდენიმე ათეული წლის წინ, როცა მას ჯერ მუსიკაც არ გასდევდა ფონად და მოდელები პოდიუმზე ნომრებით ხელში გამოდიოდნენ. მაშინ, ალბათ, ჯერ კიდევ ფიქრობდნენ, რომ ჩვენებაში ერთადერთი მთავარი რამ სამოსია. დღეს კი დიზაინერებს კარგად ესმით – სამოსის წარმოსადგენად სწორი გარემოს შერჩევა მისი აღქმის ძირითადი წინაპირობაა. მაგალითად, დათუნა სულიკაშვილის ჩვენებებზე მიღებული ემოცია მხოლოდ აძლიერებს მისი ახალი კოლექციის მიმართ არსებულ ინტერესს. გასულ წელს თბილისის აეროპორტის რკინიგზის სადგურზე მოწყობილი პოდიუმით დიზაინერმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ შემოქმედებითად არამხოლოდ სამოსის შექმნას უდგება. სამწუხაროა, რომ ქართველი დიზაინერების დიდი ნაწილი ამ მიდგომას არ იზიარებს და შოუს მოწყობაზე მინიმალურ ფანტაზიას იყენებს.
სწორედ მოდის ჩვენებაა მულტიმილიარდიანი ინდუსტრიის მამოძრავებელი ძალა, პოდიუმი კი ათვლის წერტილი, რომლიდანაც უზარმაზარ აუდიტორიასთან კავშირის დამყარება იწყება. დღეს რთულია იმის წარმოდგენაც კი, რომ მოდის ჩვენებას მხოლოდ საუკუნის ისტორია აქვს – 1903 წელს ნიუ იორკში Ehrlich Brothers-ის მაღაზიაში მოწყობილი შოუს შემდეგ, ის ნელ-ნელა ხდებოდა მეინსტრიმი. 1911 წელს პოლ პუარეს ჩვენებამ კარგი შთაბეჭდილება მოახდინა. ხოლო 20-იანებიდან კოლექციის ფართო საზოგადოებისთვის წარდგენამ თეატრალური დატვირთვაც მიიღო. იქამდე, კარგა ხნის განმავლობაში, ეს პროცესი საკმაოდ მოსაწყენი იყო – პარიზის სალონები, სტუმრების მცირე რაოდენობა, რამდენიმე დამხმარე ქალი, რომლებიც მათ ახალ მოდელებს უჩვენებდნენ...
90-იანებიდან დიზაინერებმა ახალ სივრცეებზე, პოდიუმის განსხვავებულ გარემოში მოწყობაზე დაიწყეს ფიქრი. ექსპერიმენტებს ექსცესის გარეშე არ ჩაუვლია. „ჩვენ გვიყვარს მოდა, მაგრამ არ გვინდა სიკვდილი” – ასეთი იყო რეაქცია მაიკლ კორსის ჩვენებაზე, როდესაც სხვენში მოწყობილ პოდიუმზე მოდელს ჭერიდან ჩამოვარდნილი ბათქაში მოხვდა თავში, რამდენიმე მწერალს კი ფეხებთან დაუვარდა, რის შემდეგაც დანარჩენმა საზოგადოებამ გასაქცევს დაუწყო ძებნა. დღეს მსგავსი რამ თითქმის არ ხდება, არც გენერატორი ითიშება ნახევარი საათით და სტუმრებს სიგარეტის სანთებელებით ხელში სიბნელეში ჯდომას არ აიძულებს. თუმცა 21-ე საუკუნეში ახალმა პრობლემამ იჩინა თავი. მართალია, უსაფრთხოება დაცულია, მაგრამ ჩვეულებრივი, შენობაში მოწყობილი პოდიუმი უკვე, ცოტა არ იყოს, ძველმოდურ და მოსაწყენ ადგილად გადაიქცა.
ალბათ სწორედ ამიტომ იყო, რომ Target-ის მაღაზიების ქსელმა 2005 წელს ნიუ იორკში, როკფელერის ცენტრის ცხრასართულიანი შენობის კედელზე ვერტიკალური შოუ მოაწყო. ახალი კოლექციიდან სამოსი აკრობატებმა წარმოადგინეს. გასულ წელს ეს იდეა თბილისის მოდის კვირეულზეც წარმატებით განხორციელდა, როცა შერატონ მეტეხი პალასის სახურავიდან მოდელები კედელზე დაეშვნენ და ასე მოახდინეს სამოსის დემონსტრირება. მართალია, ასეთი ექსტრემალური შოუს პირობებში ყველაზე ბოლოს სწორედ კოსტიუმებს ამჩნევენ ხოლმე, მაგრამ მსგავსი იდეები ჩვენებას მხიარულ და ორიგინალურ მუხტს აძლევს.
ბოლო ხანებში, უცხოელი დიზაინერები სულ უფრო ნაკლებად ცდილობენ, ჩვენებები გრან პალეს მსგავს ადგილებში გამართონ. პიერ კარდენი პოდიუმს შუა უდაბნოში აწყობს და ამით კლიშეების დამსხვრევას ცდილობს. კლიშეებს რაც შეეხება, ის ყველაზე ნაკლებად ალბათ შანელის მოდის სახლში უყვართ – მათი მოდელები ხან აუზთან წარმოადგენენ კოლექციას, ხანაც პირდაპირ თვითმფრინავის ტრაპიდან იწყებენ დეფილეს. ახალგაზრდა დიზაინერები კი ყველა შესაძლო ადგილზე ახდენენ ავანგარდული იდეების რეალიზებას – ეკლესიაში, ქუჩაში, მეტროს ვაგონში, მდინარის ხიდზე... წყალქვეშა „დეფილეს” მოწყობა აუზებსა და აკვარიუმებში ორიგინალურობის კულმინაცია იქნებოდა, რომ არა კარლ ლაგერფელდის უშრეტი ფანტაზია – 2008 წელს მან Fendi-ის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენებისას პოდიუმი ღია ცის ქვეშ, პირდაპირ ჩინეთის დიდ კედელზე მოაწყო. დიზაინერებისა და ღონისძიების მენეჯერთა დაუღალავი მცდელობის მიუხედავად, ალბათ ძალიან რთულია, პოდიუმი იმაზე უფრო საინტერესო ადგილად იქცეს, ვიდრე ახლაა. უკვე ყველაფერი ვნახეთ – თეატრალიზებული წარმოდგენებიდან დაწყებული, მეტროს ვაგონამდე. უფრო მეტიც, ინტერნეტის როლის ზრდასთან ერთად, ცოცხალი ჩვენებების მოწყობა თავის ხიბლს სულ უფრო კარგავს. ის, რასაც გარეტ პიუ აკეთებს ვიდეოინსტალაციებით, შესაძლოა, პოდიუმის ევოლუციის დასასრულიც იყოს. თუმცა ნეგატიური, ამაში, შესაძლოა, არც არაფერია. კიბერსივრცეში მოდა ხომ უფრო დემოკრატიული ხდება.
პირველ ფოტოში სულ ქალები რომ სხედან :)))
ReplyDeleteთან პალტოებში და ქურქებში ყველა :)))
Deleteკაცო და ვიქტორიას სიქრეთის გიჟური შოუები?
ReplyDeleteვიქტორია სიქრეთის შოუ საერთოდ განსაკუთრებული ფენომენია, მოდელების და მომღერლების შოუა და არა დიზაინერის იმჰო :)
Deleteვიქტორიას სიქრეთი რატომ არ ახსენე მართლა??? :(((
ReplyDeleteროგორც ტრადიციულად, ძალიან კარგი პოსტი იყო.
დათუნას ჩვენების ნახვა მომინდა.
აქ არაფერ შუაში არ იყო ვიქტორია) კორსის და ლაგერფელდის შოუ სხვა რაღაცაა და ვიქტორია სხვა
Deletehttp://www.youtube.com/watch?v=UX9PafXtlqo
ეს გასულ წელს, აეროპორტის რკინიგზაზე გააკეთა დათომ, მაგრამ საშინელი ვიდეოა. იქ რომ ხარ, სულ იმუხტები, მუსიკაც კარგი იყო, Mode-f-ის, ამ ბიჭებზე ადრე დავწერე
ოოო, არ არის სხვა. ისიც ჩვენება და შოუა. .
Deleteვნახავ დათოს ჩვენებას, ძალიან მაინტერესებს.
ამბობენ ვიქტორია სიქრეთი ვიქტორია სირაძის საყვარელი ბრენდი იყოო. მხოლოდ მაგათ თეთრეულს იცვამდა.
ReplyDeleteდა ისა, რა სიჩუმეა აქა? ბლოგი განისვენებს თუ ბლოგერი?
ბლოგერი :დდ
Deleteმერე შემომლაწუნებელი არვინა ყამს? :)
ReplyDeleteმოიცა, ჯერ ფრონცკობაშია. :დ
Deleteif u know what I mean.
ისე მე ვარ შემომლაწუნებელი. :დდ
what the hell do u want? ვიღაცებს შეუძლიათ შვებულებაში ყოფნა და ნინას არა? :))))
ReplyDelete3-თვიანი შვებულება რა დეკრეტში ხარ? :)
Deleteმარა, დაისვენე, გენაცვალე, დაისვენე. უფრო კაია ეგ.
ერთი ქეთის ბლოგი დამრჩება ბლოგსფოთზე წასაკითხი და ეგაა. :)
მე დიდი ხანია, აღარ ვარ ბლოგსპოტზე. :))
Deleteჰოდა ვინცაა იმ ქეთიზე ვამბობ. :)
Deleteლოგიკურად, ასე უნდა იყოს. :)
:)))))))))))))))))))))))))))
ReplyDelete