ქენ ევგინი ამბობს, რომ ინტერნეტი უდაბნოა. რომ მას უსაზღვრო შესაძლებლობები გააჩნია. თუ ეს ასეა, მაშინ ინტერნეტსა და ჩვენს ცხოვრებას შორისაც შეიძლება პარალელის გავლება. ცხოვრება, როგორც უდაბნო, რომელშიც ხანდახან შეცდომით ხედავ ოაზისებს და ხანდახან პოულობ კიდეც. სიმართლე გითხრათ, ფილოსოფიური აზრები ფხიზელ გონებაზე მაშინ უფრო მაწუხებდა, სტუდენტობას რომ ვიწყებდი, ახლა ამისთვის მინიმუმ 100 მლ ღვინო მჭირდება. უბრალოდ ჩემი გიჟური სიყვარულის ობიექტის, ოლივიე ზამის ვიდეო მომეწონა და მინდა გაგიზიაროთ:
Nowness-ზე აღნიშნეს, რომ შორთის გადასაღებად სტამბული შემთხვევით არ შეირჩა - ის ყველაზე ქაოტური ქალაქია მსოფლიოში. ამას რომ ვკითხულობდი, მივხვდი, რატომ მინდოდა ბოლო ხანებში იქ მოხვედრა. ეს მოუწესრიგებლობის და ანარქიულობის დეფიციტი დიდი ხანია მაქვს. რა თქმა უნდა, მიზეზი მხოლოდ ეს არ არის, დიდ როლს აქ ბაზილიკა ცისტერნა, ჩემი აზიურ-ბიზანტიური საწყისი და თურქული ტკბილეულობაც თამაშობს. ოღონდ ეგაა, ისლამურ სამყაროს ჩემს თვალში ერთი დიდი ნაკლი აქვს - აქ ღვინო ნაკლებად უყვართ.
ღვინის თემა ამეკვიატა, ალბათ იმიტომ, რომ მთელი წლის განმავლობაში რომ ველოდებოდი, ის დღე უჩემოდ ჩაივლის. (ვერაფერს ვიზამ, ერთი თვით ადრე ნაყიდი ბილეთების გადაცვლა რთული საქმეა.) ახალი ღვინის ფესტივალზე ვამბობ, რომელიც შაბათს, ეთნოგრაფიულში გაიმართება. ამას იმიტომ არ ვწერ, რომ ღვინის ჟურნალისტი ვარ. თუ ღვინო გიყვართ, ეს შეიძლება ყველაზე ნათელი, მხიარული, სურნელოვანი დღე გახდეს მთელი წლის განმავლობაში. ღვინის ბუკეტი ბალახში, მზის სხივების ქვეშ სულ სხვანაირად იხსნება, ასე შემიყვარდა გასულ წელს ერთ-ერთი ვარდისფერი ღვინო, რომლის გემოც შეუძლებელია დახურულ შენობაში გაიგო. მოკლედ, იმედია თქვენ წახვალთ და მერე შთაბეჭდილებებზე დაწერთ პირადულ, არააკადემიურ, აკაციის ყვავილით გაჟღენთილ პოსტებს. როგორც ვიცი, რამდენიმე ათეულობით საუკეთესო ღვინო იქნება წარმოდგენილი. ჩემი რჩევაა, ჯაყელების ბიოღვინო გასინჯოთ, თუ აქამდე არ დაგილევიათ. თაფლის და სხვადასხვა ყვავილების ნოტების კომპოზიციაა და სუფთა ჰაერზე საერთოდ ხელოვნების ნიმუში ხდება, ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი დეგუსტაციური მომენტი გახდა.
აბა ჰე, ბევრი დალიეთ და ნაკლები იფილოსოფოსეთ :დ
BEVR POSTS VELI STAMBULIT INSPIRIREBULS
ReplyDeleteAR MIGVATOVO
ის ყველაზე ქაოტური ქალაქია მსოფლიოში. ამას რომ ვკითხულობდი, მივხვდი, რატომ მინდოდა ბოლო ხანებში იქ მოხვედრა. ეს მოუწესრიგებლობის და ანარქიულობის დეფიციტი დიდი ხანია მაქვს
ReplyDeleteROGOR MINDA TQVENTAAAAAAAAAN
თურქებს ეგ არ ეხება.
ReplyDeleteღვინოს სვამენ და აწარმოებენ კიდეც... თუმცა, თურქული ღვინო მაინცადამაინც არ ვარგა.
ქალაქი კი მართლა ძალიან მაგარია.
და ხალხიც არაა ურიგო.
სად არის შენი სტამბულური პოსტებიიიიიიიიიიიი
ReplyDeleteლორდ, კაფეებში ღვინოს ისეთი ფასი ადევს, ამდენს მე თვეში არ ვხარჯავ ალკოჰოლზე :) ორი დღის წინ ლუდი მინდოდა როგორ და სულთანაჰმეტზე მარკეტში რომ ვიკითხე, გამყიდველმა ბიჭმა რძე შემომთავაზა დარცხვენილ-გამკიცხავი ღიმილით :დდ
ReplyDeleteხალხი <3
თაა, სადაა და აკლიმატიზაციის კრიზისს განიცდის :/
სტამბულში ხარ? რა მაგარია! ბოლო დროს რამდენიმე ბლოგერის შთაბეჭდილებები წავიკითხე და უფრო მომინდა წასვლა. ველოდები შენს პოსტს! ლამაზ დღეებს გისურვებ :)
ReplyDeleteფესტივალზე კი ვერ მივედი...
დიდი მადლობა ქეთი :* ჩამოვედი და დავწერ განწყობა და დრო რომ მექნება :)
ReplyDeleteძალიან კარგი იყოო, ღვინის კლუბში მითხრეს ) 7000 კაცამდე მისულა და მაინცდამაინც ვინმე მეზობელი ბლოგერი არ მოხვდა, ვინც გემრიელად დაწერდა ამაზე და მერე მე წავიკითხავდი :დ
ar vyofilvar
ReplyDeleteda axla ufro damwyda guli :)
შემდეგ წელსაც იქნება და წავალთ ნინ :)
ReplyDeleteრა უცნაურია, ახლა გამოჩნდა თაას პირველი ორი პოსტი :spy:
ჯიგრული პოსტი იყო.. ^^
ReplyDelete