შეფასება: 4/5
ისინი ქმნიან მუსიკას, რომელიც ადრე არავის მოუსმენია - ინდის, პანკის, ბლუზის, როკ ენ როლისა და გარაჟის როკის არაჩვეულებრივ სინთეზს. ამ დროს კი ყველა The White Stripes-ის მიმბაძველობას აბრალებს. მათ მინიმალისტურ სტილზე ხანდახან ისე საუბრობენ, თითქოს ის პრიმიტიული იყოს, ჯეიმი ჰინსის მუსიკალურ ნიჭზე მეტად კი მისი და ქეით მოსის ურთიერთობის პიკანტური დეტალები აინტერესებთ. ამის მიუხედავად, The Kills-ისთვის კომპლექსები აქამდე არავის შეუმჩნევია. მისი მეორე წევრი, ელისონ მოსჰარტი ახალ მუსიკალურ ჯგუფ The Dead Weather-ში ჯეკ უაიტთან, The White Stripes-ის ყოფილ წევრთან ერთადაც კი მღერის.
მოსჰარტის და უაიტის ტანდემი წარმატებული რომ იქნებოდა, ალბათ ცოტას თუ ეპარებოდა ეჭვი. და მაინც, ის ქიმიური რეაქცია, რომელიც ჯეიმი ჰინსსა და ელისონს შორის მუსიკალური ურთიერთქმედების დროს წარმოიშობა, განუმეორებელია. ამის დასამტკიცებლად The Kills-ის ძველი შემოქმედებაც გამოდგება და ახალი ალბომიც, Blood Pressures, რომელმაც კრიტიკოსებისა და მსმენელის მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასებები მიიღო. ერთნი თვლიან, რომ ის ამ დუეტის ყველაზე დახვეწილი ალბომია, სხვები ამბობენ, რომ ჯგუფი არასოდეს ყოფილა ასეთი მოსაწყენი და მან ის პოსტპანკური მუხტი დაკარგა, რომელიც წინა ორ ალბომში ასე კარგად იგრძნობოდა.
სიმართლე ისაა, რომ Blood Pressures-ში ყველაფერია, რაც ჯგუფის სავიზიტო ბარათად მიიჩნევა - რაფინირებული პანკ-ბლუზი, გოთიკური სიმძიმე, გარაჟის ხმაურიანი ატმოსფერო, მინიმალისტური როკი. ელექტროპოპის და რეტროს მიმართულება ალბომს ზედმეტ ეკლექტურობას ანიჭებს. ვფიქრობ, The Kills-ის მთავარი ღირსება ისაა, რომ დრამ-მანქანით, გიტარით, სექსუალური დაძაბულობით შეუძლია ძალიან სახასიათო მუსიკის შექმნა, რომელიც სწორედ მინიმალიზმის დამსახურებით გამახსოვრდება. ბითლზისთვის დამახასიათებელი მელოდიურობა და რომანტიკული ბალადები ჰინსს და მოსჰარტს, უბრალოდ, ინდივიდუალურობას აკარგვინებს. თუმცა, ამ მრავალფეროვანი ალბომით დუეტი დიდ ნიჭსა და განვითარების სერიოზულ შესაძლებლობებს უსვამს ხაზს.
Nail In My Coffin:
Wild Charms:
© ტაბულა, №55
ჩემთვის მუსიკა მიმართულებებად არ იყოფა
ReplyDeleteჩემთვის საყვარელ სიმღერებად და საყვარელ კომპოზიციებად იყოფა
არც მომღერლებს და ბენდებს ვცნობ :დ
და მიუხედავად იმისა რომ მოდაშია ჯაზის სიყვარული – არ მიყვარს, ვერ ვუსმენ – ძალიან ერთიორი კომპოზიციის გამო
პრინციპში ჩემთვისაც ასეა
ReplyDeleteიმიტომ რომ კარგი მუსიკა ერთ მიმართულებაში არასოდეს ჯდება და ცუდს ვცდილობ არ მოვუსმინო)) თუმცა ბენდებს ვცნობ და მერე როგორ :))
ჯაზი მოდაში თუ იყო ჩვენთან არ ვიცოდი, მე უფრო ალტ-ჯაზს ვუსმენ
კიიი, მოდაშია
ReplyDeleteრას უსმენო რო გკითხავენ ჯაზსო თუ ეტყვი მაგარი როჟა ხარ : :დ
ლოლ ეტყობა ყველაზე რთულ მიმდინარეობად ეჩვენებათ ჯაზი :))
ReplyDeleteსუფთა The White Stripes–ია.
ReplyDeleteმიყვარს შენი ასეთი ვნებიან მუსიკალური პოსტები. განსხვავებულად წერ ხოლმე.
thanks :* ra aris gogo white stripes :D
ReplyDeleteინგლისურენოვანი სახელები - ახალი ტრენდია ამ ბლოგზე?
ReplyDelete'დედ ვეზერი' უნდა ვწერო? რას გულისხმობ?
ReplyDeleteეგ არის და :დდდ
ReplyDeleteამ ალბომში მართლაც იგრძნობა რაღაც 'კომპლექსები' მაგრამ კილსი სთრაიფსი მაინც არ არის :)
ReplyDeletehttp://www.youtube.com/watch?v=1vQY0wR8BZs