რა ხდება, როცა გბეზრდება ჰიპი, გრანჟი, ლონდონი, ფუტურისტული ფანტაზიებით ცხოვრება, პანკური ცხოვრების თუ ჩაცმის სტილი, მოსკოვი, მანჰეტენი, კოკა-კოლა, კონსერვანტები, არაფრისმთქმელი მინიმალიზმი, ბირკინის ჩანთები ყველგან, კიტჩი, ბოლო საუკუნის მრავალფეროვანი, მაგრამ მაინც ტექნოგენური კულტურა?
ალბათ ის, რომ წყვეტ ახლის ძიებას და უკან, შორეულ საუკუნეებში იხედები, სადაც ასეთი სიმყუდროვე, მისტიკურობა და სილამაზეა. ალბათ ასე უფრო ადვილია დაინახო ის, რაც რთული იქნებოდა აღსაქმელად იმ დროში მცხოვრები ადამიანებისათვის. დაინახო, რა იშვიათია კონტრ-კულტურების თანაარსებობა ისე, რომ არ მოხდეს მათი ერთმანეთში არევა, ერთიმეორეზე გავლენის მოხდენა და ზოგიერთ შემთხვევაში ჰარმონიული სინთეზის წარმოქმნაც კი.
ასე მოიქცა კარლ ლაგერფელდი. მან გაურკვეველი მანქანებით შორს, წარსულ დროში გადანაცვლება მოახერხა. ამაში ყველაზე კარგი ისაა, რომ ლაგერფელდს არამხოლოდ ასეთი უცნაური მოგზაურობა შეუძლია არამედ ისიც, რომ მისგან მიღებული შთაბეჭდილებები მთელ მსოფლიოს გაუზიაროს. ამას კი, ეს დიზაინერი იმგვარად აკეთებს, რომ იჯერებ, თითქოს შენც მასთან ერთად იმოგზაურე კარგად ნაცნობ, მაგრამ საკმაოდ დავიწყებულ დროსა და იმპერიაში.
ასეთი განცდა მართლაც გიჩნდება, როდესაც შანელის სახლის ახალ, Metier d'Arts შოუს ადევნებ თვალს. ეს ლაგერფელდის წინა საშემოდგომო (ე.წ. pre-fall) კოლექციაა, სახელად "პარიზი-ბიზანტია". "პარიზი-მოსკოვისა" და "პარიზი-შანხაის" შემდეგ დიზაინერმა გადაწყვიტა მომდევნო კოლექცია არა უბრალოდ ერთი ქალაქისთვის, არამედ მთელი იმპერიისთვის მიეძღვნა. ბიზანტია არ არსებობს კონსტანტინოპოლის გარეშე. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ლაგერფელდი ჯიუტად უარყოფს აზიური მოტივების გავლენას და კოლექციის თემა მთლიანად ბიზანტიურია, მისი შოუს ჩვენების დროს არ იგრძნობოდა მხოლოდ ბერძნული ხასიათი. დამსწრეები მასში ტრადიციულ თურქულ დეტალებსაც აღმოაჩენდნენ - დაჭდეულ ოქროს, სალონის მოხატულ ინტერიერს, აზიური სტილის მაკიაჟს, ფერებს...
კოლექციის ჩვენებამ პომპეზურ (ამ სიტყვის არატრადიციული გაგებით) გარემოში ჩაიარა. მას არ ესწრებოდა ათასობით კაცი, რადგან დიზაინერმა მხოლოდ ძალიან ახლო მეგობრები (ინეს დე ლა ფრესანჟი, ვანესა პარადი, კლემანს პოეზი, დიანა კრიუგერი, ანა მუგლალისი) და კრიტიკოსები დაპატიჟა. შოუ პარიზში, კამბონის ქუჩის 31 ნომერში გაიმართა, სწორედ იქ, სადაც თავის დროზე კოკო შანელი მუშაობდა. სალონში ალაგ-ალაგ დადგმული მოზაიკიანი შუშის პატარა მაგიდები, მიმოფანტული ოქროსფერი ბალიშები, ხალიჩები პოდიუმზე ნაწილობრივ ქმნიდა აზიური საჩაიეს ატმოსფეროს.
როგორც თავად კარლ ლაგერფელდი აღნიშნავს, ამ კოლექციაში მთავარი მოზაიკის თემაა. იმისათვის, რომ პარიზი და ბიზანტია ერთმანეთთან დაეკავშირებინა, დიზაინერმა იტალიაში რავენას ეკლესიები მოინახულა. ასე იპოვა მან თავისი შთაგონების წყაროც - დედოფალი თეოდორა, რომელიც მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანადაც კი აღიარა. ლაგერფელდი ამბობს, რომ თეოდორასა და კოკოს ბევრი აქვთ საერთო: "თეოდორა ცირკის მსახიობი იყო და იმპერიის დედოფალი გახდა, ისევე როგორც კოკო, რომელიც მომღერლიდან მოდის დედოფლად იქცა". ამიტომ, ეს კოლექცია, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანწილად ფრანგულ-ბიზანტიურიცაა. შანელის დახვეწილი სტილი, მისი ფორმები იოლი ამოსაცნობია თანამედროვე სამყაროსთვის ესოდენ ეგზოტიკურ სამოსში.
ოქროსფერი ძაფით შეკერილი სამოსი, ქვებით მორთული ატლასი, ქსოვილში შექმნილი მოზაიკა, მდიდრული ფერები უკვე აკეთებს მთავარ აქცენტს იმაზე, თუ ვისთვისაა შექმნილი ეს კოლექცია. ყველაზე მთავარი აქ, მაინც, ულამაზესი ბიჟუტერიაა, რომელიც ძევლ ბიზანტიურ სტილს ქმნის - წელამდე ჩამოსული ყელსაბამები, დიდი ზომის სამაჯურები... და რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს კოლექციის უმნიშვნელოვანესი მხარე - ეს ხომ Metier d'Arts -ის ხელნაკეთი ხელოვნებაა, მოდის სამყაროს სიამაყე, რომელიც მის შესაძლებლობებს მთლიანად, მთელი თავისი დიდებულებით წარმოაჩენს.
ცნობილია, რომ უკვე ათი წელი მაინც იქნება, რაც შანელის სახლი თავის გარშემო იკრებს პატარა სახელოსნოებს, რომელთა პროფილიც ხელით მუშაობაა. შედეგად, ბიზანტიურ კოლექციაზე მუშაობდნენ ისინი, ვინც საუკეთესოა თავის საქმეში - ლესაჟის ქარგვის სკოლა და სახელოსნო, მასაროს ფეხსაცმლის ატელიე, რომლის კლიენტები გასულ საუკუნეში მარლენ დიტრიხი და უინძორის ჰერცოგინია იყვნენ. მეზონ მიშელმა თავისთვის განკუთვნილ აქსესუარებზე იზრუნა... მათი დახმარებით, "პარიზი-ბიზანტია" არა მხოლოდ ის კოლექციაა, რომელიც თავისი სილამაზით გხიბლავს, არამედ ხელოვნების ნიმუშთა ერთობლიობაც, სადაც თითოეულ დეტალზე საათები და დღეებია დახარჯული, ყველა მათგანი კი სკრუპულოზურადაა მოფიქრებული და შესრულებული.
ბოლოს უნდა აღინიშნოს, რომ ლაგერფელდის ბიზანტიური შთაბეჭდილებები მხოლოდ მოდის მიდი-სეზონურ კოლექციაში არ ასახულა. მან ისინი წიგნშიც გადმოსცა, რომელშიც ფოტოები ოქროს პერგამენტზეა დატანილი. წიგნი პიტერ ფილიპსის, შანელის კრეატიული დირექტორის მიერაა გაკეთებული. ის არის ასევე მაკიაჟის პალიტრის Lumieres Byzantines შემქმნელი, სპეციალურად "პარიზი-ბიზანტიის" კოლექციისთვის. პალიტრა ძალიან შეზღუდული რაოდენობით, სულ ათას ხუთასი ცალი დამზადდა.
სიამოვნებით დავესწრებოდი ამ ჩვენებებს, მომეწონა <3 ალბატ ყველას უნდა გვქონდეს კარადაში ასე ხელთქმნილი თითო სამოსი :)
ReplyDeleteმეც მომწონს <3 ეს ის შემთხვევაა, როცა მოდა ხელოვნების სფეროს ნაწილი ხდება :)
ReplyDeleteსიამოვნებით ვატარებდი ამ მოზაიკებიან ზედატანებს ჯინსთან, ყოველდღიურად. რა ცუდია რომ chanel cheap and chic ან რაღაც ასეთი არ არსებობს :))))
ამ კოლექციის ნახვის მერე მთელი დღე დამდევდა საოცარი განწყობა. მოვიხიბლე. ძალიან ლამაზია ორნამენტები და მათი ფერები :)
ReplyDeleteძალიან მომეწონა.
ReplyDeleteნინ მამაკაცის სამოსსაც მოვკარი თვალი და უკეთ სად შემიძლია დავათვალიერო კოლექცია? :)
ქეთი, ეს კოლექცია ჯერ კიდევ თვეების წინ ვნახე და შენ წარმოიდგინა, განწყობა აქამდე მომყვა <3
ReplyDeleteროდე, ვაი ლინკის ჩაგდება დამავიწყდა :)
http://www.fashionologie.com/Runway-Backstage-Photos-Chanel-Pre-Fall-2011-Paris-Byzance-Collection-12471936
მგონი აქ ყველაფერია.
რამდენი ხანია არ დამიპოსტავს და ახლა მივხვდი, როგორ მომენატრეთ აქ <3
მადლობა :))
ReplyDeleteხოო, მონატრებაც იცის! :))
როგორ მომწონსს!!! ჩემი სტამბოლში ვიზიზტის საპატივცემულოდ შეიქმნა ეს კოლექცია! :დდდ
ReplyDeleteჰო ირუშ კარლთან ჩატში შემთხვევით ვახსენე ჩვენი ტრიპის შესახებ და იდეა „მოიპარა" :დ
ReplyDeleteკოლექციაც მომეწონა, სტატიაც და კარლი მაკვირვებს, ასაკის მიუხედავად ამხელა ფანტაზია, შრომისუნარიანობა და კრეატიული ხასიათი რომ აქვს.
ReplyDeleteგმადლობთ :) სამწუხაროდ, მთელ კრეატიულობას კარლი ასეთი კოლექციებისთვის ინახავს, პრეტ-ა-პორტე კი ერთი დიდი მოწყენილობაა ხოლმე.. :/
ReplyDeletera silamazea!
ReplyDeleteბირკინის ჩანთები ყველგან,
ReplyDelete:D ;D :D :D
სწორედ იქ, სადაც თავის დროზე კოკო შანელი მუშაობდა.
So sweet
Zalian sweet post iko
აქ რომ გადაიტანო კაბაზე წმინდა გიორგის ან ივერიის ღვთისმშობლის ხატები...
ReplyDeleteმაგრამ მოსკოვი რატომ უნდა მოგენატროს? :)
თუნდაც ლაგერფელფდი იყო.
რამდენი ხანია არ დამიპოსტავს
ReplyDeleteჩვენ ეს ვერც შევამჩნიეთ :ევილსმაილ:
ხატები )) მოზაიკა ლამაზია :) რუსეთი კიდევ, რატომ არ უნდა მოგენატროს? პოსტ-სოვიეტი მაინც არ იყო :))) რუსული ტენდენციები ზამთრის მოდაში საინტერესოა
ReplyDeleteრას შევამჩნევ, მიგდებული მაქვს ბლოგი :|
პოსტ-სოვიეტო რომ ვარ მაგიტომაც არ მენატრება ზუსტად :)
ReplyDeleteრუსეთი არა, მაგრამ პირველი არხის მულტიკებზე და ავტომატის გლიასეზე ჭკუა მეკეტებოდა და დღემდე მენატრება :))))
ReplyDelete