Thursday, September 29, 2011

სწრაფი მოდა სწრაფი რეაქციის მოლოდინში



ჩვენს სა­უ­კუ­ნე­ში პრო­დუქ­ტის ერ­თი სიტ­ყვით და­ხა­სი­ა­თე­ბა რომ შეიძლებოდეს, ბევრს ასო­ცი­ა­ცი­ა “სწრაფთან” გაუჩნდებოდა. თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ა­ნე­ბის ჰი­პერ­ტრო­ფი­რე­ბულ­მა მოთხოვნილებამ, დრო დაზოგონ, სწრა­ფი კვე­ბის რესტორნები, ჩქა­რი ინტერნეტი, ტრან­სპორ­ტი ყვე­ლა­ზე მოთ­ხოვ­ნა­დი გახადა. რო­ცა შეგიძლია, გქონ­დეს ყვე­ლა­ფე­რი დღეს, არ და­იც­დი ხვა­ლამ­დე – ასე­თი­ა იდეა, რო­მე­ლიც თა­ნა­მედ­რო­ვე ცხოვ­რე­ბის მთა­ვარ მაქ­სი­მად იქცა. ამან კი გავ­ლე­ნა ყველაფერზე, მათ შორის, მო­დის ინ­დუს­ტრი­ა­ზეც მოახდინა.


ის, რაც ახ­ლა­ხან მი­ლა­ნის მო­დის კვი­რე­ულ­ზე ვიხილეთ, მა­ღა­ზი­ებ­ში მხო­ლოდ ექ­ვსი თვის შემ­დეგ აღმოჩნდება. თუმ­ცა ეს არ არის მი­ზე­ზი იმისთვის, რომ სა­კუ­თარ თავს მო­დურ სა­მოს­ზე უა­რი ასე­თი ხან­გრძლი­ვი დრო­ით უთ­ხრათ – გა­მო­სა­ვა­ლი იო­ლად მო­ი­ძებ­ნე­ბა ზარას, ტოპშოპის, H&M-ის მა­ღა­ზი­ა­თა ქსელებში. მა­თი დი­ზა­ი­ნე­რე­ბი ხომ მომ­ხმა­რე­ბელს იმის ასლს ძა­ლი­ან მა­ლე სთა­ვა­ზო­ბენ (თა­ნაც შე­უ­და­რებ­ლად და­ბალ ფასში), რაც ცნო­ბილ­მა მო­დის სახ­ლებ­მა პო­დი­უმ­ზე წარმოადგინეს. მაგალითისთვის, და­ი­ან ფონ ფურ­სტენ­ბერ­გის დი­ზა­ი­ნის ნივ­თი Forever 21-ის მა­ღა­ზი­ა­ში რამ­დე­ნი­მე ათე­ულ (და არა ათას!) დო­ლა­რად შე­იძ­ლე­ბა ნახოთ. target corp. კი სულ რა­ღაც 35 დო­ლა­რად შე­მოგ­თა­ვა­ზებთ ჩანთას, რო­გო­რის ყიდ­ვაც პრო­ენ­ცა შუ­ლერ­თან ორი ათას დო­ლა­რამ­დე დაგიჯდებოდათ. ეს ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბის დარ­ღვე­ვას ჰგავს, თუმ­ცა სწრა­ფი მო­დის გამ­ყიდ­ვე­ლებს ეს ბრალ­დე­ბა დი­დად არ აღელვებთ. მთა­ვა­რი მომ­ხმა­რებ­ლის სურვილია, ეს უკა­ნას­კნე­ლი კი მას ბევ­რი მო­დუ­რი სა­მო­სის შე­ძე­ნას კარნახობს. ამის შე­თა­ვა­ზე­ბა სა­შუ­ა­ლოს­ტა­ტის­ტი­კუ­რი მყიდ­ვე­ლის­თვის მხო­ლოდ სწრა­ფი მო­დის შემ­ქმნე­ლებს შეუძლიათ.



ყვე­ლა­ფერს ჯერ კი­დევ გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 80­-ი­ა­ნებ­ში ჩა­ე­ყა­რა საფუძველი, რო­ცა შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში ე.წ. სწრა­ფი რე­აქ­ცი­ის (Quick Response – QR) მე­თოდ­ზე და­იწ­ყეს მუშაობა. 90­-ი­ა­ნე­ბის ბო­ლოს მან შე­საძ­ლე­ბე­ლი გა­ხა­და სა­ინ­ფორ­მა­ცი­ო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა პრო­დუქ­ტის სწრა­ფი წარ­მო­ე­ბი­სა და ბა­ზარ­ზე გატანისთვის. ზა­რას სა­ვაჭ­რო ქსე­ლი პირ­ვე­ლი იყო, რო­მელ­მაც ამ კონ­ცეფ­ცი­ის გა­მო­ყე­ნე­ბით მო­დის ინ­დუს­ტრი­ა­ში რე­ვო­ლუ­ცი­ა მოახდინა. ყო­ველ ორ კვი­რა­ში კო­ლექ­ცი­ე­ბის გა­ნახ­ლე­ბით სწრა­ფი მო­დის მწარ­მო­ებ­ლებ­მა მომ­ხმა­რებ­ლის ოც­ნე­ბა რე­ა­ლო­ბად აქ­ცი­ეს – შეს­თა­ვა­ზეს ია­ფი სამოსი, რო­მელ­შიც არ­სე­ბუ­ლი მო­დის ტენ­დენ­ცი­ე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად იყო წარმოდგენილი. ამგვარად, იყო მოდური, 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში წარ­მო­უდ­გენ­ლად ადვილია. ჩვენ­თან თით­ქოს ნაკლებად, მაგ­რამ თუ აქ არ არის ტოპ­შო­პის მაღაზია, სამაგიეროდ, ინ­ტერ­ნე­ტით სა­სურ­ველ ნივთს იო­ლად შეიძენ. სწრა­ფი მო­დის თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის ზრდას­თან ერ­თად კი, სულ უფ­რო რთუ­ლი ხდება, ტერ­მინ fashion victim-ს სწო­რი გან­საზ­ღვრე­ბა მოუძებნო. თუ ფრან­გუ­ლი რე­ვო­ლუ­ცი­ის ეპო­ქა­ში ასე უწო­დებ­დნენ ქალს, რო­მელ­საც ზამ­თარ­ში ში­ფო­ნის მო­დუ­რი კა­ბის ჩაც­მის გა­მო პნევ­მო­ნი­ა ემართებოდა, რა შე­იძ­ლე­ბა და­არ­ქვა ფენომენს, რო­მე­ლიც ყო­ველ­კვი­რა ახა­ლი იმი­ჯის შექ­მნა­სა და მხო­ლოდ უახ­ლე­სი ტენ­დენ­ცი­ე­ბის მი­ხედ­ვით შე­კე­რი­ლი ტან­საც­მლის ტა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს – მო­დის მსხვერპლი? თუ სწრა­ფი მო­დის მსხვერპლი? გეც­ვას მოდურად, არ არის ურიგო. არც ის უნ­და იყოს ცუდი, თუ პო­დი­უ­მის ძვი­რად­ღი­რე­ბუ­ლი მო­და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გახ­და და მა­სობ­რივ მომ­ხმა­რე­ბელს სა­შუ­ა­ლე­ბა მიეცა, ჩა­იც­ვას მო­დუ­რად ისე, რომ ამით სა­ბან­კო ან­გა­რიშს არ მი­ა­ყე­ნოს დი­დი ზიანი. თუმცა, ყო­ველ­კვი­რა ახა­ლი თე­მით რამ­დე­ნად შე­იძ­ლე­ბა სა­კუ­თა­რი სტი­ლი­სა და გე­მოვ­ნე­ბის დემონსტრირება, სა­და­ვო საკითხია. ეს არც არის მთავარი. სინამდვილეში, სწრა­ფი მო­დის შემ­ქმნე­ლებს იმა­ზე მე­ტი ზი­ა­ნის მო­ტა­ნა შეუძლიათ, ვიდ­რე ეს რო­მე­ლი­მე ინ­დი­ვი­დის სტი­ლის დე­ვალ­ვა­ცი­ა იქნებოდა. 2011 წლის გამოკვლევებით, ბრი­ტა­ნეთ­ში ყო­ველ წელს მდედ­რო­ბი­თი სქე­სის სა­შუ­ა­ლო მყიდ­ვე­ლი იძენს (და აგდებს) სამოსს, რომ­ლის წო­ნაც მი­სი სხე­უ­ლის ნა­ხე­ვარს უტოლდება, ეს კი ოთ­ხჯერ მე­ტი­ა 1980 წლის მონაცემებზე. ექ­სპერ­ტებს მიაჩნიათ, რომ ეს არა გაზ­რდი­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი კეთილდღეობის, არა­მედ სწრა­ფი მო­დის ინ­დუს­ტრი­ის დამსახურებაა. ამე­რი­კა­ში კი ყო­ველ­წლი­უ­რად ენი­თა­უ­წე­რე­ლი რა­ო­დე­ნო­ბის ტან­საც­მე­ლი ხვდე­ბა ნა­გავ­საყ­რელ­ზე იმის გამო, რომ ის ცუ­დად შე­კე­რი­ლი­ა ან მო­დი­დან გადასული. კვალს ისევ სწრა­ფი მო­დის მწარ­მო­ებ­ლებ­თან მივ­ყა­ვართ – მო­დურ იდე­ას­თან ერთად, ცუ­დი ხა­რის­ხის გამო, მა­თი სა­მო­სიც სწრა­ფად ძველდება. ალბათ, სწო­რედ ხა­რის­ხის ფაქ­ტო­რი­ა იმის მიზეზი, რომ ბო­ლო ხა­ნებ­ში სწრა­ფი მო­დის მწარ­მო­ებ­ლე­ბი უწინ­დელ მო­გე­ბას ვე­ღარ ნახულობენ. 2010 წლის ბო­ლოს შვე­დურ H&M-ში გა­ყიდ­ვე­ბის კა­ტას­ტრო­ფუ­ლი ვარ­დნა და­ფიქ­სირ­და – 11 პროცენტამდე, ბო­ლო დროს კი და­ბა­ლი ფა­სის კა­ტე­გო­რი­ის ბრენ­დე­ბის გა­ყიდ­ვე­ბი 21%-ით შემცირდა. ამის ფონზე, თან­და­თან იზ­რდე­ბა სა­შუ­ა­ლო ფა­სის კა­ტე­გო­რი­ის სა­მო­სი­სა (Urban Outfitters) და ეკობ­რენ­დე­ბის (Melissa, Fashion Conscience) პოპულარობა. ეკო­ლო­გი­უ­რი მო­და უკ­ვე სხვა თემაა, თუმ­ცა მჭიდ­რო კავ­შირ­ში გახ­ლავთ სწრა­ფი მო­დის მი­მართ გა­ჩე­ნილ პროტესტთან. და­სავ­ლეთ­ში მომ­ხმა­რე­ბელ­მა უკ­ვე და­იწ­ყო იმის გაცნობიერება, რომ ეს ინ­დუს­ტრი­ა რე­სურ­სე­ბის არა­გო­ნივ­რულ ხარ­ჯვა­ზე­ა პასუხისმგებელი. თუ ქსო­ვი­ლის უზარ­მა­ზარ და­ნა­ხარჯს ტრან­სპორ­ტი­რე­ბის ხარ­ჯებს დაუმატებ, ცხა­დი ხდება, თუ რა ზი­ა­ნი ად­გე­ბა პლა­ნე­ტას იაფ­ფა­სი­ა­ნი მე­ინ­სტრი­მის მხარ­და­ჭე­რის სანაცვლოდ. ამის წი­ნა­აღ­მდეგ გა­სულ წელს ლონ­დო­ნის მეც­ნი­ე­რე­ბის მუ­ზე­უმ­ში გა­მო­ფე­ნაც მო­ეწ­ყო – ნაგ­ვის მოდა: დი­ზა­ი­ნი ზედ­მე­ტი და­ნა­ხარ­ჯის გარეშე. ასევე, პა­რიზ­სა და ლონ­დონ­ში სულ უფ­რო ხში­რად იმარ­თე­ბა ე.წ. ეთი­კუ­რი მო­დის ჩვენებები. აქ­ცენ­ტი ნა­ტუ­რა­ლურ ქსო­ვი­ლებ­თან ერ­თად უკ­ვე ნახ­მა­რის გა­და­მუ­შა­ვე­ბა­სა და თა­ვი­დან გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე კეთდება. წლე­ულს აპრილში, ბა­ზარ­ზე პო­ზი­ცი­ე­ბის აღ­დგე­ნის მიზ­ნით H&M-მაც ახა­ლი კოლექცია, Conscious Collection გამოუშვა, ორ­გა­ნუ­ლი და გა­და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ქსოვილით. ეს არ­ცთუ ური­გო მა­გა­ლი­თი­ა სწრა­ფი მო­დის მწარ­მო­ე­ბე­ლი სხვა გიგანტებისთვის, რომ­ლე­ბის­თვი­საც უბ­რა­ლოდ მო­დუ­რი სა­მო­სის შექ­მნა პა­ნა­ცე­ა გახდა. გო­ნი­ე­რი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი იმ აზრს უფ­რო ემხრობიან, რომ ყვე­ლა­ზე ეთი­კუ­რი ის სამოსია, რო­მე­ლიც უკ­ვე არსებობს. ვინ­ტა­ჟის მა­ღა­ზი­ე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა ისევ ბრი­ტა­ნე­ლებს აქვთ სა­კუ­თარ თავ­ზე აღე­ბუ­ლი – ქე­ით მო­სი და ალექ­სა ჩან­გი თა­ვი­ან­თი ჩაც­მუ­ლო­ბით ხში­რად ამტკიცებენ, რომ ათ გირ­ვან­ქად შე­ძე­ნილ ვინ­ტა­ჟის პი­ჯაკ­ში გა­მოწ­ყო­ბი­ლიც შე­იძ­ლე­ბა მო­დის კა­ნონ­მდე­ბე­ლი იყო. მათ­გან განსხვავებით, კემ­ბრი­ჯის ჰერ­ცო­გი­ნი­ა ახ­ლა­ხან ზა­რას კა­ბა­ში ჩაც­მუ­ლი გამოჩნდა, რის შემ­დე­გაც ეს უკა­ნას­კნე­ლი დახ­ლე­ბი­დან ელ­ვის სის­წრა­ფით გაქრა. საინტერესოა, თუ ასე­თი შეძ­ლე­ბუ­ლი ხალ­ხიც უპი­რა­ტე­სო­ბას ვინ­ტაჟს და სწრა­ფი მო­დის პრო­დუქტს მიანიჭებს, რა მო­უ­ვა ლუქს კლა­სის ბრენდებს? სწრა­ფი მო­დის ინ­დუს­ტრი­ა ხომ სწო­რედ მა­თი იდე­ე­ბით არსებობს, ცნო­ბი­ლი მო­დის სახ­ლე­ბის გა­კოტ­რე­ბა კი, შესაბამისად, პირ­ვე­ლის ავ­ტო­მა­ტურ დაშ­ლას გამოიწვევს. ყვე­ლაფ­რის გათვალისწინებით, მო­დის თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს ის­ღა რჩებათ, ახა­ლი წე­სი გაითავისონ: „მე არც ისე მდი­და­რი ვარ და არც ისე სა­ხარ­ბი­ე­ლო ეკო­ლო­გი­ურ პი­რო­ბებ­ში ვცხოვრობ, რომ იაფ­ფა­სი­ა­ნი მო­დუ­რი სა­მო­სი შევიძინო”.

11 comments:

  1. Shesanishnavia :)

    visiamovne :)

    ReplyDelete
  2. რა გადაეკიდე ამ ფასთ ფეშენეს :)
    ეგე ლაპიდუსის მაღაზია გაიხსნა - მიბრძანდით და ისიამოვნეთ.
    ზარა არა ზაირა.

    გეფს სხვათა შორის, გაეზარდა გაყიდვებიც და მოგებაც.

    დიზაინს რაც შეეხება მგონი საკმაოდ სიმპოტნადაც ჩანს.
    რაც იყო იმას სჯობს - უფრო მინიმალისტურია და ზედმეტი მაიმუნობები აღარაა.

    ReplyDelete
  3. ისე კი მართალი ხარ შენ - დარჩი ბლოსპოტზე და არ გადმოხვიდე ვორდპრესზე.
    აქ მარგალიტივით ხარ და იქ კიდე იმდენი სუპერ-ბლოგია რომ უსახელო უფლისციხელივით ჩაიკარგები :)

    ReplyDelete
  4. :))))))))) როგორ მაკლდა შენი იუმორის გრძნობა ლევან :დდ

    მეც მომწონს ეს და ვერ გავიგე რას ერჩიან :|

    ReplyDelete
  5. სწორედ ამ დღეებში ვფიქრობდი, რა სწრაფად იცვლება მოდა. მსხვერპლობა ზოგადად ცუდი რამ არის, არანაირი კონტექსტით ვისურვებდი. ჰოდა მგონია, მთავარია შენი სტილი იპოვნო და საკუთარ გარდერობში ცვლილებების ტემპიც თავად საზღვრო ადამიანმა :)

    ReplyDelete
  6. გეთანხმები, მაგრამ ეს მაღაზიები საშუალო სტატისტიკური მომხმარებლისთვის მაინც დიდი ცდუნებაა, ჩემთვისაც. ამდენი ფული ყოველთვის გაქვს, სამოსი ლამაზია და მოდური, როგორ არ უნდა იყიდო :)
    აი ვერო მოდას, H&M, ტოპშოპის რამდენი მოსაცმელი მაქვს დაახლოებით ერთი სტილის. არ მჭირდება ამდენი, სამაგიეროდ იაფია და შემიძლია მქონდეს :)) ზლო :დ

    ReplyDelete
  7. ჰო, მგონი მომხმარებლის ცდუნებაზეა გათვლილი ეს ყველაფერი და არ მგონია, ფინანსურადაც მთლად წამგებიანი იყოს ასეთი სტრატეგია :)

    ReplyDelete
  8. რა წამგებიანი, უზარმაზარი ბიზნესია :)

    გახსოვს ლანვინზე და H&M-ზე რომ ვწერდი? H&M-ის მსგავსმა მონსტრებმა გააკოტრა luxury მოდის სახლები, ამიტომ არის მომგებიანი ასეთი თანამშრომლობა

    ReplyDelete
  9. ამაზე რეჯინა სპეკტორის ერთი ინტერვიუ გამახსენდა, რომ ადამიანები ბრენდების მონები ვართ და საშუალო კლასი კვდება. ვითომ ყველა თავის სტილს ეძებს და პოულობს კიდეც, მაგრამ საბოლოოს ყველას ისე აცვია, როგორც ბრიტანელ "ვინტაჟისტებს" ან დიდი ბრენდების ფრიკებს :/
    მე საშუალო კლასი ვარ, ამიტომ რომ არ მოვკვდე, წავალ ზარაში, ჰ&მ–ში და დავიკიდებ მთელ დიდ მოდის სახლებს. რა მნიშვნელობა აქვს, ყველა მაინც ჩინეთსა და ტაილანდში კერავს თავის პროდუქციას და მონა–მუშებს 1 დოლარს უხდის დღეში.

    ReplyDelete
  10. მნიშვნელობა მარტო სტილს არა, ხარისხს აქვს. სხვა შეგრძნებაა მანგოს პალტოს ქსოვილს რომ ეხები ხელით და სულ სხვა, როცა ის თუნდაც DKNY-ია

    ისე, ზარა მიყვარს :)

    ReplyDelete