მოგეწონებოდათ, მოულოდნელად გასული საუკუნის ოციან წლებში რომ აღმოჩენილიყავით? აი, ასე, უბრალოდ, დროის მანქანების და მსგავსი წარმოუდგენელი მოწყობილობების გარეშე, გასულიყავით ქუჩაში და უეცრად ძველი ავტომობილების, არათანამედროვედ ჩაცმული ხალხის, ძველებურად მოწყობილი კაფეების სამყაროში მოხვედრილიყავით?
ხანდახან ადამიანებს გვეჩვენება, რომ არასწორ დროსა და ადგილზე დავიბადეთ და ვიწყებთ ხოლმე უმიზნო ოცნებას იმაზე, თუ სად, რომელ ეპოქაში ვიცხოვრებდით ბედნიერად. ამისთვის ოციანი წლები, განსაკუთრებით, თუ მხედველობაში ევროპას მივიღებთ, მართლაც მშვენიერი პერიოდი შეიძლებოდა ყოფილიყო. მოგვიანებით ჩრდილოეთი ამერიკის კონტინენტზეც ძალიან საინტერესო ხანა იწყება. ფიქრებით რენესანსის პერიოდსაც შეიძლება გადაწვდე, ან სულაც იფიქრო, რომ ანტიკური ხანის ფასეულობები შენთვის ყველაზე მისაღები იქნებოდა. ბოლოსდაბოლოს, ეპოქის ფასეულობებს რომ თავი გავანებოთ, წვიმის წყალი იქნებოდა ისეთი სუფთა, რომ ნიაღვარშიც სიამოვნებით ვირბენდით და არ ვიფიქრებდით მჟავებსა და გლობალურ დათბობაზე.
ისე კი, ვისაც წვიმაში სირბილი უნდა, ამას ისეც აკეთებს. მაგალითად, ჰოლივუდის სცენარისტი გილი, ვუდი ალენის ახალი ფილმის, "შუაღამე პარიზში"-ს მთავარი პერსონაჟი. სამაგიეროდ, გილს სულ სხვა ამბები აწუხებს - ილუზიები იმაზე, რომ "იქ უკეთესია, სადაც ჩვენ არ ვართ". ამიტომაა, რომ საფრაგეთის დედაქალაქში ჩასული, ყოველ შუაღამეს 20-იანი წლების პარიზში ხვდება, სადაც უამრავ საინტერესო პიროვნებას გაიცნობს: ჰემინგუეის, პიკასოს, ფიცჯერალდს, სალვადორ დალის...
მგონი, ალენის ფილმი ძალიან კარგი გამოვიდა. მსუბუქი, ძალიან მხიარული, დასამახსოვრებელი პერსონაჟებითა და ფრაზებით, რაც მთავარია, ზედმეტად ინტელექტუალური ფილმის პრეტენზიის გარეშე. მისი ყურების შემდეგ იგებ - ყველაზე კარგი და ნამდვილი ის დროა, რომელშიც ცხოვრობ, მის საინტერესოდ გასატარებლად კი გამოგონილი სიტუაციები თუ გმირები სულაც არაა საჭირო. თუმცა, ამდენ მაგარ ბიჭთან "შეხვედრის" შემდეგ ეს შეიძლება არც ისე იოლი იყოს - შენც გინდება სიურეალისტებთან გართობა, ჰერტრუდ სტაინთან სტუმრობა, ჰემინგუეისთან საერთო ენის გამონახვა, la belle epoque... მე კი, 20-იანების კოსტიუმებით მოხიბლული, ამ თემაზე ვფიქრობდი და უცებ მივხვდი, რომ ჩვენთვის სრულიად არაა აუცილებელი ვუდი ალენმა თავის გიჟურ ფილმებში გვათამაშოს, რომ სხვა პერიოდში ცხოვრების ილუზიის შექმნა შევძლოთ. ამისთვის არსებობს მოდა, რომელიც იოლად გადაგიყვანს სამოცდაათიანებში, სამოციანებში... და რა ხშირადაც არ უნდა დავაბრალოთ დიზაინერებს იდეების ნაკლებობა, ეს მაინც სახალისოა - იცხოვრო ილუზიების გარეშე, მაგრამ სხვა ეპოქის ტანსაცმელში გამოწყობილმა.
-Bon ton - ამ კრიტერიუმით ჩაცმა, რა თქმა უნდა, ისეც შეიძლება, რომ მოდური სულაც არ იყო. თუმცა, მოდის სამყაროში კარგი ტონის ცნება აქტუალურ ტენდენიებთან ასოცირდება ხოლმე. ამ სეზონზე ის საშუალებას გვაძლევს ვიმოგზაუროთ არა მხოლოდ სამოციანებში (ეს კი დიზაინერებმა შემოდგომაზე მთავარ მიზნად დაისახეს). სამოცდაათიანი წლების ფორმები უკვე ცოტა მობეზრებულია, ოციანები რთულია ახალ კოლექციებში აღმოაჩინო... საბოლოოდ, დროის მანქანა 40-იანებზე მოვმართე. ამაში კი მარნი, დონა კარანი, ჟან პოლ გოტიე, პრადა, მოსკინო, გუჩი დამეხმარნენ. ამ წლის ცივ სეზონზე მათ მოდაში დააბრუნეს გასული საუკუნის ორმოციანების ელეგანტური სტილი მარგალიტებით, ბეწვით, საშუალო სიგრძის, ფანქრის ფორმის კაბებით. ყველაზე სექსუალური ინტერპრეტაცია ორმოციანების სტილს დონა კარანმა მისცა, ყველაზე ელეგანტური - მოსკინომ და მარნიმ. ხანდახან მართლაც იქ უკეთესია, სადაც ჩვენ არ ვართ - ამ ათწლეულში მსგავსი დახვეწილი კაბები არავის შეუკერავს, რომ ისინი 5 o`clock-ზე გვეტარებინა.
ამინდის გაფუჭებასთან ერთად, მაინც ოდნავ წინ მოგვიწევს გადმონაცვლება - სამოციანებში. კრისტოფერ ბეილიმ ახალი კოლექციის შესაქმნელად შთაგონება 60-იანების ფოტოებში იპოვა და შედეგიც სახეზეა - რეტრო სტილის მოკლე ფერადი და კუბოკრული პალტოები ზამთრისთვის ნამდვილი ჰიტი გახდება.
-ძალიან იოლია იპოვო მუსიკა, რომელიც გასული ეპოქის განწყობას შექმნის. ეს, რა თქმა უნდა, თანამედროვე მუსიკასაც ეხება. ძველი ჯაზის, ფსიქოდელიის და ა.შ. ელემენტები ახალ ალბომებშიც ისეთი დოზითაა, მუსიკალურ არქივებში ძრომიალის სურვილს რომ დაგაკარგვინებს. მე კი ამასწინათ Goldie-ს ახალ ნამუშევარს - Fabriclive.58-ს ვუსმენდი, რომელიც ამ წლის ზაფხულში გამოვიდა. კლიფორდ პრაისის მიქსი ხმოვანებით ადრეულ 90-იანებს გაგახსენებთ, D’n’B-ის ძველ სკოლას ენერგიული, ქარიზმატული აურით, რომელიც დღევანდელ კლუბურ მუსიკას ასე ძალიან აკლია.

-შანელი N5 - ეს ის პარფიუმია, რომელიც არც მოდიდან გადადის არასდროს და ამჯერად, გილის მსგავსად, გასული საუკუნის 20-იანი წლების პარიზში გადაგვიყვანს. რადგან თავისი პოპულარობის წყალობით ის, გარკვეულწილად, პარფიუმერულ კიტჩად იქცა, შევეცადე ამ წერილისთვის ნაკლებად ცნობილი სუნამო მომეძებნა იმავე დეკადიდან. საბოლოოდ არჩევანი Lanvin - Arpege-ზე შევაჩერე. ნაკლებად ცნობილი არაა, მაგრამ must have პარფიუმების სიაში იშვიათად აღმოაჩენთ.
ლუკა ტურინი თავის წიგნში წერს, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო ქალის სუნამოა მამაკაცებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ეს არომატი ყვავილისაა, მასში მართლაც არის სიმძაფრე, რომელიც სატარებლად ძლიერი სქესისთვის უფრო იოლი და შესაფერისი იქნებოდა. ვერაფერს გააწყობ, ეს ოციანი წლების არომატია, რომელშიც იმ ეპოქის სულს და კიდევ, დიდი დოზით ალდეჰიდებს ნახავთ. ეს უკანასკნელი ყველა ნოტს ფარავს - ატამს, კამელიას, ჟასმინს, წარმოიდგინეთ, პაჩულისაც კი. მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში ლანვანმა ის ცოტათი შეცვალა, არპეჟი მაინც ზედმეტად კლასიკურ სურნელად რჩება. თუმცა, თუ ალდეჰიდები და ხელოვნური სურნელი ზედმეტად არ აღიზიანებს თქვენს ყნოსვას, მაშინ არპეჟი არცთუ ურიგო საშუალება იქნება არომატული მოგზაურობისთვის უკან, ელეგანტურ ოციანებში. მე, ალბათ, მაინც ნომერ ხუთს ავირჩევდი...
როგორ მინდა ამ ფილმის ნახვა და ჯერ წასვლა ვერ მოვახერხე...
ReplyDelete20-იანი წლების მოდა ყოველთვის მხიბლავდა, მოვიხდენდი კიდეც ასეთ სამოსს :) ადრე მინდოდა ამ პერიოდში ცხოვრება, ახლა მგონია, რომ ყველაზე საინტერესო ეპოქაში ვცხოვრობ, მხოლოდ რამდენიმე კვირით ვიმოგზაურებდი მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20-ს პირველი ნახევრის ევროპასა და ამერიკაში :)
ქეთი სახლში ნახე, სიცილის დროს მეტი თავისუფლება გექნება :))))
ReplyDeleteუცნაურია, მაგრამ ბოლო დროს ჩვენი ეპოქა მეც საინტერესოდ მეჩვენება :დ ადრე სულ სხვა პერიოდებში ცხოვრებაზე ვოცნებობდი ) ძირითადად რომის იმპერიის ხანაზე და მე-19 საუკუნეზე :)
ჰერტრუდ სტაინთან სტუმრობა - კი აბა. სრულ ჭკუაზე მყოფელს ეგ რად უნდა უნდოდეს? :)
ReplyDeleteთან ფიცჯერალდები და პიკასოებია ცოტა, თორე სთაინები - საცა არ გაიხედავ ყველგანაა.
არადა, ჩემი რეცენზია უფრო კარგი იყო.
ფორმას კარგავ. :)
ეგრე იცის ბეჭდურ მედიაში მუშაობამ. :)
ნუ ჰტს რომ გწამლავს, მაგაზე არაფერს ვამბობ.
ReplyDeleteშენი რეცენზია ბლოგპოსტი იყო, ეგრე ბეჭდურ მედიაში ვერ დავწერ, როგორც ჯაზ ფესტივალზე დავწერე :)))
ReplyDeleteშეეშვი ჩემ ჰტს-ს ://///
ReplyDeleteაღიარებ ესე იგი, რომ ბეჭდური მედია შენ შთაგონების ფრთებს გაჭრის და მიწაზე განარცხებს.
ReplyDeleteჩემი რეცენზია კი ბლოგპოსტი კი არა ვორდპოსტი იყო.
me momecona es kino
ReplyDeleteromantiuli iko ragacnairi
ჩვენ არ მოგვეწონა, ჩვენ გავგიჟდით ისე მოგვეწონა :დ
ReplyDeleteრომანტიკულიც იყო, გიჟურიც, იდიოტურიც, ეფემერულიც, მოკლედ, ალენის კინო იყო <3
ვერ მოვახერხე ამ ფილმის ნახვა და ალბათ, უნდა განვეწყო კიდეც, რომ ოუენ უილსონი სერიოზულად აღვიქვა, კაცი, რომელიც ჰემინგუეის ხვდება პარიზში.
ReplyDeleteშანელი #5 – ის "ხილია", რომლის მარადიულობას და სურნელს ვერ ვწვდები :/
კარგი ფილმია, უბრალოდ ზოგიერთ მომენტში მოვიწყინე. რაც შეეხება 20იან წლების პარიზს ჩემი აზრით ყველაზე შესაფერისი დრო და გარემო იყო ხელოვნებაზე შეყვარებული ადამიანებისთვის. Hemingway & Gellhorn ეს ფილმი არანაკლებ საინტერესოა, თან ნიკოლ კიდმანი თამაშობს.
ReplyDelete