Would you be so kind not to speak until the concert is over? ვინ არიან ესენი. ან ხმას მაინც დაუწიეთ. ლარი ქორიელს ველაპარაკები.
ველაპარაკები რა. ის გახარებული გვეუბნება, you Tbilisi people have got a rhytm-ო. ტაშს ხო არ დავუკრავ, ამიტომ თავს ვუქნევ. ხელები ისეც დაკავებული მაქვს, ეს ესაა ბარში როზე დამისხეს. ისეთია, მოგანდომებს საერთოდ ვერ ერკვეოდე ღვინოებში, ერთი ბეწოთიც კი - ბუკეტი გაურკვეველია, დომინანტი ნოტებიდან მხოლოდ სინთეტიკური ვარდი იგრძნობა, ყველანაირი კენკრის თუ ციტრუსის გარეშე.
სამაგიეროდ, ლარის მუსიკა, როგორც ჯონ ვურდემანი იტყოდა, მზეა, სითბო. მაგრები არიან ეს ბებერი იანკები. ჩემი ყურები მხოლოდ future jazz-ისთვის მეგონა იყო შექმნილი, ახლა კიდევ ერთ რამეს ვხვდები, ყველანაირი საუნდი, რომელსაც ასეთი სიყვარულით გადმოგცემენ, ასეთი ბედნიერი და განათებული სახეებით, მთელი სხეულით, ლამაზია ყველანაირი სტილის ჩარჩოების მიუხედავად. Screw style! And u are reading the blog of style seeker :D
არადა, ნიკა ესებუა (ჩემი თანამშრომელია ტაბულაში, კინოზე რომ წერს ხოლმე, ის) როგორ თანამიგრძნობს, რომ ჯაზ ფესტივალზე ყოფნა დამავალეს. რა თქმა უნდა, ნიკა უსაზღვროდ კეთილია, მაგრამ, ეს ავტომატურად ისეც გამოუვიდოდა, რომ წარმოიდგენდა საკუთარ თავს ჩემს ადგილზე. ჩვენ ხო ინდით, პანკ როკით, ელექტრონიკით ვარსებობთ.
ლარი, შე ბებერო. რაო, რას ამბობ? თუ რამეს აკეთებ, აი, ასე, ენდორფინებით დამუხტულმა უნდა აკეთო, ისე ფასი არ აქვსო? აჰა. მაშინ ჯობია ეს როზე სადმე ფეხებთან დავიდგა. რათ მინდა ალკოჰოლი ასეთი მუსიკისგან ემოციის მისაღებად? ამ ადგილას, ივენთ ჰოლში, ორი დღის წინაც ძალიან სიგიჟე იყო. მაშინ სკამები არ იდგა და ჩვენ ფეხზე მდგარები ვცეკვავდით სონი ემორის ძალიან ენერგიულ, ძალიან რიტმულ ჯაზზე.
მაგრამ სონის მუსიკა ცარიელი სექსი იყო. ეს კიდევ, ლარის რიტმები - სიყვარულია. ძლივს არ ვისწავლე ამ ორი რაღაცის ერთმანეთისგან გარჩევა.
ორშაბათს ესებუას ყურები უნდა გამოვუჭედო, სანამ ჩემი მაგიდიდან მორიგი კრუასანის აწაპვნას მოახერხებდეს.
ნიკა ესებუა
ReplyDeleteრა კარგი ბლოგერი იყო, აფსუს :(
ჰოდა, ისა კიდე - პირველ კონცერტზე უნდა დაგეწერა.
ReplyDeleteვრედნობაა ეს! :(
ნიკა ბლოგერი იყო? :))) არ ვიცოდი. ტაბულაში შემოქმედებითად ისე ვიხარჯებით, ბლოგი გვავიწყდება, ხო ხედავ თვეში ერთხელ დავიწყე პოსტვა :დდ
ReplyDeleteპირველზე დავწერ. ტაბულაში :დდდ
ReplyDeleteჰო, რასაც სიყვარულით გადმოგცემენ და არა მოვალეობის გამო, გემოვნებას დაგავიწყებს :) სიამოვნებით დავესწრებოდი ფესტივალს...
ReplyDeleteდა ნუ წერ რა თვეში ერთხელ. ახლა ორი პოსტი რომ დამხვდა წასაკითხი, გამიხარდა :))
ki nika blogeri iko da vetanxmebi lords
ReplyDeletesakmaod kargi da saintereso
ქეთი, ჰო, მართლა ეგრეა :)
ReplyDelete<3 გამიხარდა. ისე ცოტა თავისუფალი დრო მრჩება, ბლოგს რომ დავუთმო და არა სხვა რაღაცას ასეთი სტიმული მჭირდება ხოლმე ^^
თაა,
რა უცნაურია. ადრე ვკითხე ნიკს ბლოგი ხო არ გაქვს მეთქი და არაო. ალბათ გააუქმა :|
ნინა , გამონახე ხოლმე დრო :*
ReplyDelete