Saturday, May 26, 2012

Tbilisi Fashion Week fall 2012

გასულ წელს გოდფრი დინიმ მითხრა, მოდის კვირეულების გარეშე ცხოვრება არც ისე საინტერესო იქნებოდაო. მართლა არის ამ მოვლენაში რაღაც ისეთი, მე ვიტყოდი - magic, როცა ჩვენებიდან ჩვენებამდე უსაქმურობისგან შოურუმში ტრიალებ, ნაცნობ სახეებს ეძებ, ფოტოებს იღებ, მაგრამ მაინც მარტო ერთ რაღაცაზე ფიქრობ - როგორი იქნება შემდეგი კოლექცია. ეს კონდიცია რთული ასახსნელია. თუ მთელი წლის განმავლობაში შენი დღე დიზაინის სიახლეების კითხვით იწყება და საერთოდაც, ამ სფეროთი ცხოვრობ, ამ რამდენიმე დღის განმავლობაში ეს პერმანენტული მოლოდინის შეგრძნება მაინც განსხვავებულია.

გასული წლებისგან განსხვავებით, ვნახეთ არა ოცდაათამდე, არამედ 8-9 კოლექცია - იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს მოდის კვირეული არ ჩატარდა და თბილისის კვირეულზეც ბევრმა დიზაინერმა კოლექცია არ აჩვენა. ეს ცოტა გულდასაწყვეტია - როცა რაღაც პერიოდის განმავლობაში ჩნდებიან შენთვის ფავორიტი დიზაინერები, ელოდები ახალ ნამუშევრებს, მაგრამ სტაბილურად ყველა სეზონზე მათი ჩვენება არ ხდება. 

წელსაც სიამოვნებით ვნახავდი გიორგი ქებურიას, გიორგი ამირეჯიბის, ნინო ჩუბინიშვილის კოლექციებს. ნინომ რამდენიმე თვის წინ მითხრა, რომ მოდის კვირეულმა ჩვენში მხოლოდ გასართობი ივენთის დანიშნულება შეიძინა. ვფიქრობ, მოდის სფეროს განვითარებისთვის კარგი ინფრასტრუქტურის გარდა სწორედ ესაა საჭირო - საზოგადოების სწორი დამოკიდებულება, ინტერესი თვითონ მოდის სფეროს და არა ივენთის მიმართ.

რადგან ვიცი, რა სირთულეებს აწყდება დიზაინერი საქართველოში (მარტო ფინანსებს და მასალას არ ვგულისხმობ, ნიკუშა გრიგორიანმა მომიყვა, როგორ გაუფუჭეს თითქმის მთელი კოლექცია მკერავებმა წინა კვირეულზე), კრიტიკის სურვილი ნაკლებად მაქვს. მხოლოდ ის მინდა, რომ კოლექციებში მეტად დავინახო რეალური განწყობები, რეალური შთაგონების წყარო. ჩვენს სივრცეში ძალიან საინტერესო რაღაცები ხდება და თუ ეს მოდაში აისახება, გაცილებით საინტერესო იქნება, ვიდრე, ვთქვათ, იაპონურ-აზიური თემატიკა, რომელიც ხშირადაა ჩვენი დიზაინერების ინსპირაცია. კიდევ ერთხელ გამახსენდა, გასულ შემოდგომაზე ვოგის რედაქტორმა, ნორა ბალდენვეგმა რაც მითხრა - ავთენტურობა თქვენი ძირითადი კოზირი შეიძლება იყოს, აქ რომ ჩამოვდივარ, მინდა ვნახო რაღაც ორიგინალური, მაგალითად, დაკავშირებული თქვენს ისტორიასთან, რასაც სხვაგან ვერ ვნახავო.

კვირეული ბუდა ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. ბეტონის სივრცე ძალიან საინტერესოა, აუცილებლად მოვაწყობდი აქ ტექნო მუსიკის ივენთებს, ასეთ რაღაცებს რომ ვაკეთებდე.



ვიცი, რომ ცუდი ფოტოგრაფი ვარ, მაგრამ რაღაცებს მაინც გაგიზიარებთ -  იმას, რაც მომეწონა და რაც ქენონმა შეძლო დაეფიქსირებინა. btw მუდმივ კითხვაზე, რომელი ჯობია, ქენონი თუ ნიკონი, პასუხი ალბათ არის - ნიკონი :)

EKA BALANCHIVADZE




 მოდელი ცისფერ კაბაში ვის გაგონებთ? :)


მე ევა გრინს :)
..........................................................

AKA NANITASHVILI
აკა ნანიტაშვილმა ტრადიციას არ უღალატა - კოლექციაში ისევ აქვს მაისურები ფოტოს პრინტით. გასული სეზონისგან განსხვავებით, რეტრო განწყობა ნაკლებადაა, თუმცა მე ძალიან მომწონდა თვლების ჩარჩოში ჩასმული ფოტოები. ეს კოლექცია ძალიან  ფერადი და საზაფხულო გამოვიდა


LELA ELOSHVILI
ინფორმალის ყოფილმა წევრმა, ლელა ელოშვილმა საკუთარი კოლექცია გვაჩვენა. ესეც  საზაფხულო კოლექციაა ძალიან ლამაზ ფერებში, ზუსტად პასუხობს candy pastel-ის აქტუალურ ტენდენციას





....................................................
GEORGE SHAGHASHVILI
როგორც ყოველთვის, „ძალიან შავი“ კოლექციით წარსდგა პუბლიკის წინაშე. არის ორი რამ, რაც ყოველთვის მომწონდა გიორგის ჩვენებებზე - ის, რომ აქ სქესი თითქმის არ არსებობს, რაც ძალიან სექსუალურია. აქტუალურიც, რა თქმა უნდა. და მეორე, ჩვენებაზე მუსიკა ყოველთვის ძალიან ორგანულია და შეუძლია, კოლექციის ხასიათი გადმოგცეს.
ზოგადად, შაღაშვილს ბევრი სხვა ღირსება გააჩნია - თუნდაც ის, რომ კაცების ჩაცმულობაზეც ზრუნავს. 


His woman is so COOL!

.........................................................

BIBI BAKHTADZE

ფოტო: LIG Studio
ეს დიზაინერი გერმანიაში მოღვაწეობს, პირველად მქონდა მისი კოლექციის ნახვის შესაძლებლობა. 

ძალიან მომწონს კაბა ქვედა ფოტოზე - princess chic. ჩემი ბოლო სტატიაც ზუსტად ამ თემაზეა. როგორც ჩანს, ამ სეზონზე დიზაინერებმა გადაწყვიტეს, ისეთი კაბები შექმნან, როგორებზეც ყველა გოგონა ბავშვობაში ოცნებობს. გავიხსენოთ თუნდაც Valentino-ს SS 2012 კოლექცია.



კვირეული დათუნა სულიკაშვილის ჩვენებამ დაასრულა, რომელსაც, სამწუხაროდ, ვერ დავესწარი. კოლექციის ნახვის გარეშეც, ეს დიზაინერი კომპლიმენტებს იმსახურებს , რადგან შოუსთვის ყოველთვის ალტერნატიულ სივრცეს ეძებს - გასულ წელს ჩვენება აეროპორტის რკინიგზის რელსებზე მოაწყო, ახლა კი ტელევიზიის პავილიონში. მომწონს ეს მიდგომა, very Lagerfeld. იმედი მაქვს, მალე ქართველი გარეტ პიუც გამოჩნდება და რამე digital age-ის შესაფერისს შემოგვთავაზებს.

სანამ ალექსანდრე ბაგრატიონი სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რატომ არაა ბევრი თეთრი ნივთიერება ჩვენი მოდის კვირეულის შემადგენელი ნაწილი, მე უფრო მოკრძალებულ სურვილს დავწერ - მინდა, მომავალ სეზონზე გაზაფხულის კოლექციები ვნახო, პალტოების და ჩექმების გარეშე. უხერხულია, როცა ვოგის მწერალი გეკითხება, რატომ არის ზამთრის კვირეულზე ამდენი შიფონის კაბა და სანდლები, როცა ქვეყანაში ზამთარში მკაცრი კლიმატია და პასუხად შენ ცდილობ, გაიხსენო სტატია, რომელიც The Guardian-ში გლობალურ დათბობაზე წაიკითხე...

6 comments:

  1. Daan momewona!!!
    Very nice review:)

    ReplyDelete
  2. ძალიან კარგი მომიხილვაა! შაღაშვილის კოლექციიდან გოგოს ჩაცმულობა მეც მომეწონა, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებია ასეთ სიშავეს გავურბი :)
    ქენონი თუ ნიკონი :) კარგი ფოტოებია, ნინა, პირველი ყვითელკაბიანიც შენი გადაღებულია? რაღაცნაირ განწყობას ქმნის, მომწონს..

    ჩვენი დიზაინერები ზამთარს ალბათ რიოში ატარებენ და მუშაობის დროს წელიწადის დროები ერევათ :)

    ReplyDelete
  3. thanks :) სიშავე არც მე მიყვარს, მაგრამ შაღაშვილისთვის ძალიან ორგანულია ეს ფერი)

    ფოტოები ჩემი გადაღებულია, ბიბის ფოტოს გარდა, ლიგ სტუდიოს ლოგო რომ ადევს. იმდენ რაღაცას ვერ ვაფიქსირებ, რასაც თვალით ვიჭერ :| რა მაგარია რომ ფოტოები მოგეწონა :)

    ReplyDelete
  4. ძალიან კარგებია! :)

    ReplyDelete
  5. ძალიან კარგი მიმოხილვაა. ყოჩაღ.

    His woman is so COOL! - ხო, მეც ეს მომეწონა.

    ReplyDelete