Thursday, December 9, 2010

პარფიუმერული მანია - საბოლოო დიაგნოზი?


პარფიუმერულ მაღაზიაში შევიარე. ისე, უბრალოდ. სუნამოს შეძენას არ ვაპირებდი, მაგრამ ვერსაჩეს ახალმა სუნამომ ოდნავ დამაფიქრა. მერე გამახსენდა, რომ მსგავსი სურნელით უკვე მქონდა გუჩის Flora და ჩემში პრაგმატულმა მყიდველმა გაიღვიძა. ასე დავტოვე მაღაზია, ჩემი კოლექცია კი ახალი სუნამოს გარეშე.
ორიოდე დღით ადრე, როდესაც მეგობარი ჩემი ტუალეტის მაგიდაზე სუნამოებს იკვლევდა, სხვათა შორის განაცხადა: "ქალს ბევრი სუნამო უნდა ჰქონდეს". ეს არც ფაქტის კონსტატაცია იყო და არც შენიშვნა, რადგან ჩემი სუნამოების კოლექცია არც ძალიან პატარაა (დაახლოებით ოცამდე არომატს ითვლის) და არც პარფიუმის მანიაკის შესაფერისი. მაშინ დავფიქრდი - რატომ უნდა ჰქონდეს ქალს ბევრი სუნამო? თუ ეს აქსიომაა, ვრცელდება თუ არა ის მამაკაცებზეც?
ჩემს ნაცნობებში არიან ადამიანები, სუნამოს სრულიად რომ არ ხმარობენ. მათთვის ეს თემა არააქტუალურია. არსებობენ ისეთებიც, რომლებსაც არომატების მრავალფეროვნება სიცოცხლეს უმწარებთ. ასეთი იყო მარჩელო მასტროიანი, რომელიც კატრინ დენევს უჩიოდა სუნამოების მეტისმეტად ხშირი ცვლის გამო. ჩემს ვირტუალურ ნაცნობებში ისეთებიც მოიძებნებიან, რომელთა სუნამოების კოლექცია რამდენიმე ასეულ ერთეულს მოიცავს. ცხადია, ყველა ეს ადამიანი უმცირესობის წარმომადგენელია. უმრავლესობას კი, სტატისტიკის მიხედვით, ხუთი-ექვსი პარფიუმი მაინც აქვს, რომლებსაც სისტემატურად ხმარობს განწყობის, სიტუაციისა და ამინდის შესაბამისად.
ამ საქმის ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ სხვადასხვა ცხოვრებისეული სიტუაციის გამო ყველა ჩვენგანი ათიოდე სუნამოს უნდა ფლობდეს. მართლაც, შეიძლება იყო სპორტული ადამიანი, მაგრამ მხოლოდ პუმას არომატით ვერ შემოიფარგლები, რადგან აუცილებლად მოგიწევს წახვიდე საქმიან შეხვედრაზე, პაემანზე, საღამოს გამართულ კულტურულ ღონისძიებაზე. ერთი სუნამო ამდენ ამოცანას თავს ნამდვილად ვერ გაართმევს, თუმცა ზოგიერთს რამდენიმე ფუნქციის შეთავსებაც მშვენივრად შეუძლია. დღევანდელ წერილში სწორედ ასეთ არომატებზე მინდა გესაუბროთ, უფრო მეტი ინტერესისთვის კი სულ ახალი, 2010 წლის სუნამოები შევარჩიე.
თუმცა სანამ მიმოხილვაზე გადავიდოდე, იმ შედეგებზე მინდა მოგიყვეთ, რომლებიც ზემოთ დასმულ კითხვაზე პასუხის ძიებამ მოიტანა. რამდენი სუნამო სჭირდება ადამიანს სრული ბედნიერებისთვის? ეს თემა განვიხილე პირად ბლოგზე, ვესტუმრე სხვადასხვა ფორუმებს, გადავათვალიერე სხვათა ნააზრევიც. ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენი სტატია ყოფილა დაწერილი ამ თემაზე. თუმცა, თვალის პირველივე შევლებისას მსგავსი სათაური უკვე სკეპტიკურად განგაწყობს. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ბედნიერებისთვის აუცილებელი ატრიბუტების რაოდენობა ყველა ჩვენგანისთვის ინდივიდუალურია. მეორეც, ბედნიერების განცდა შეძენილი სუნამოების რიცხვის შესაბამისად რომ იზრდებოდეს, ანტიდეპრესანტების მწარმოებლები გაკოტრდებოდნენ, ყველა ჩვენგანი კი ფლაკონების დასადებად რამდენიმე ზედმეტ თაროს შეიძენდა.

ანალიზისა და ვარიანტების მინიმუმამდე შემცირების შედეგად დაახლოებით გამოვთვალე ის ციფრი, რომლის გადაჭარბება გამოარჩევს პარფიუმის მანიაკს მათგან, ვისაც სუნამოს მიმართ უტილიტარული დამოკიდებულება აქვს. მოდით, დავითვალოთ. პირველი არის არომატი, რომელსაც ყოველდღიურად ხმარობ, მოგწონს, არ გაწუხებს, ნებისმიერ სიტუაციას კარგად ერგება, მოკლედ, უნივერსალურია. ასეთი პირადად მე ორი აღმომაჩნდა: გერლენის Idylle გრილი ამინდისთვის და ფერაგამოს Incanto Shine მზიანისთვის. ორივეს სასიამოვნო არომატი აქვს, რთულია ვინმეს გაღიზიანება და თავის ტკივილი გამოიწვიოს, ამ თვისებების გამო არის, რომ ორივე ამ კატეგორიაში მოხვდა. მეორე, საქმიანი შეხვედრებისა და ოფისისთვის - ასევე არ უნდა აღიზიანებდეს, არ იყოს მკვეთრი, მაგრამ პირველთან შედარებით უფრო მკაცრი და სოლიდური ხასიათი ჰქონდეს, მაგალითად, როგორიცაა ბარბერის კლასიკური სუნამოები. მესამე, რომანტიკული შეხვედრებისთვის, ცოტათი ტკბილი, ნაზი, ან პირიქით, გამომწვევი სურნელი, აღმოსავლური ნოტებით, რომელთა არჩევანი ძალიან დიდია. ასეთ შემთხვევებში თავში გერლენის, ჟივანშის, დიორის სახელები მომდის. მათ მოჰყვება მეოთხე, სადღესასწაულო სუნამოების კატეგორია, რომლებსაც განსაკუთრებულ შემთხვევებში დაისხამ, ასევე შესამჩნევი, თუმცა სექსუალური ხასიათის გარეშე. მეხუთე, კომფორტული სურნელი, რომელიც შინ უიკენდის გასატარებლად კარგ კომპანიონად იქცევა და ბოლოს, მეექვსე, სუნამო, რომელიც უბრალოდ, შენია, არ საჭიროებს სიტუაციებთან და ნიღბებთან მორგებას და მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის ყიდულობ.
რას ვიზამთ, თუ ამ ანალიზმა მანიაკის კატეგორიაში გამიყვანა. თავის გასამართლებლად ვიტყვი, რომ ნამდვილი გრძნობა მხოლოდ ერთეულებთან მაკავშირებს. ამასთან, არც ისეა საქმე, როგორც ზემოთ აღვწერე... ჯერ მხოლოდ საქმიანი სიტუაცია ძალიან ბევრნაირი არსებობს. არ შეიძლება პროექტი წარადგინო იმავე სურნელით, რომლითაც ოფისში დოკუმენტებს მოაწესრიგებ, ან სამსახურში გასაუბრებაზე მიხვალ. ახლა პაემნები... მოკლედ, მანიაკის სტატუსზე თანახმა არ ვარ, თუმცა ვაღიარებ, რომ არომატების ნაკლები რაოდენობითაც შეიძლება ცხოვრება, თუ ბევრის ნაცვლად რამდენიმე, მაგრამ მდიდარი ხასიათის სუნამოს შევიძენთ. საინტერესო მასში ისაა, რომ არ არის ცალსახად ერთი ტიპის და ერთი შემთხვევისთვის შექმნილი. როგორც წესი, ასეთი სუნამოები ბევრი ინგრედიენტისა და სამი საფეხურის ნოტებისგან შედგება და სურნელს ეტაპობრივად იცვლის, საბოლოოდ კი კანზე მთლიანი ბუკეტიდან საუკეთესო ინგრედიენტები რჩება. ეს არის ერთ-ერთი საზომი, რომელიც კეთილშობილ არომატებს იაფფასიანი (არ ვგულისხმობ აუცილებლად ღირებულებას კუპიურებში), მარტივი სურნელისგან განასხვავებს. ეს კრიტერიუმი ამ წლის სუნამოებიდან მხოლოდ ერთეულებმა დააკმაყოფილეს:
Givenchy
ეს სახელი იოლად დავწერე, მაგრამ რომელ სუნამოზე ვისაუბრო, ამის გადაწყვეტა ძალიან მიჭირს. ბოლო წლების განმავლობაში ჟივანშიმ ისეთი დაუვიწყარი და საინტერესო არომატები შექმნა, როგორებიცაა: Ange ou demon, Ange ou demon Le Secret, Eaudemoiselle, Play Intense - როგორც კაცისთვის, ასევე ქალისთვის. ბოლო ორი ამ წლის ქმნილებაა და ორივე არაჩვეულებრივია. Eaudemoiselle მისმა შემქმნელმა ცხვირმა, ფრანსუა დემაშიმ ასე აღწერა: "წარმოსახვითი ვარდი ნამიან დილას". ეს არის ძალიან სასიამოვნო არომატი, რომელშიც მანდარინი და იტალიური ლიმონი ვარდისა და ამბრის თბილ სურნელს შესანიშნავად აბალანსებს, რის შედეგადაც ვიღებთ ძალიან დახვეწილ და თბილ კომპოზიციას. აქ არ არის ვანილი, მაგრამ ორიოდე დღის შემდეგ შარფზე აუცილებლად დარჩება მსგავსი სურნელი, რომელიც გურმანულ შეგრძნებებს გააღვიძებს. ალბათ მიხვდით, რომ არომატი უცებ არ ქრება და არაჩვეულებრივად მდგრადია. გამოდგება როგორც რომანტიკული შეხვედრებისთვის, ასევე ყოველდღიურობისთვისაც, თითქმის ყველანაირ ამინდში, ძალიან ცივის გარდა.
რაც შეეხება Play-ს, მისი პირველი ვერსია ორივე სქესისთვის, მე ვიტყოდი, საშუალო დონის ნამუშევარია. სამაგიეროდ Play For Her Intense ძალიან შთამბეჭდავი გამოვიდა. ეს არის მართლაც ინტენსიური, გამომწვევი, თამამი სურნელი ვულგარულობის გარეშე. არომატი ატმის, აფრიკული ფორთოხლის ყვავილისა და ვარდისფერი წიწაკის სუნით იხსნება, ამას მოჰყვება მაგნოლია, ბოლოს კი წიწაკის და სანდლის ხის ძალიან ჰარმონიულ სურნელს ტოვებს. რაც შეეხება პაჩულის, ის საბაზისო ნოტაა, რომელიც ჩემმა ძალიან მგრძნობიარე ცხვირმაც კი ვერ აღმოაჩინა. მოკლედ, მდიდარი, ძალიან უცხო არომატია, ტკბილი და ამავე დროს მშრალიც, რის გამოც სხვა მსგავსი პარფიუმებისგან განსხვავებით, თავის ტკივილს არ იწვევს. ის ძალიან კარგად ათბობს ცივ ამინდში და შესანიშნავად მოერგება ნებისმიერ სიტუაციას, ოფისის გარდა.
Voyage`d’Hermes  by Hermes
Hermes-ის სახლის ამბიცია იყო, ეთამაშა პარადოქსებზე, შეექმნა აბსტრაქტული ხელოვნების ნიმუში, რომელსაც არ ექნებოდა რაიმე კონკრეტული სურნელი, იქნებოდა ცოცხალი და მაინც კომფორტული, თბილი და ენერგიული, ქალური და მამაკაცური.
ჯანსაღი ამბიცია შესანიშნავია. იმიტომ, რომ განხორციელებადია, რისი მშვენიერი მაგალითიცაა Voyage d’Hermes. არომატი ციტრუსის და კოჭას ნოტებით იხსნება, რამდენიმე წუთში ბერგამოტიანი ჩაის სურნელში გადადის, საბოლოოდ კი კედრის, ამბრის და თეთრი მუშკის ძალიან ბუნებრივ და მიმზიდველ შლეიფს ტოვებს. ძალიან საინტერესო არომატია, ერთდროულად მსუბუქიც და მძიმეც, თან ისეთი ბუნებრივი, რომ უნისექსზე გაცილებით მეტია. ეს არის სურნელი სქესის, ჩარჩოების გარეშე. ვფიქრობ, ნებისმიერი სეზონის და შემთხვევის შესაფერისია, დღესასწაულების გარდა. ერთადერთი, რაც ამ არომატის ნაკლად შეიძლება მივიჩნიოთ, სუსტი მდგრადობაა, თუმცა ის, რაც ერთის კანიდან რამდენიმე საათში ორთქლდება, შეიძლება სხვისაზე შხაპის მორიგ მიღებამდე დარჩეს. ამიტომ გამოსავალი ერთია - გამოსცადო მანამდე, სანამ შეძენას გადაწყვეტდე.
Gucci by Gucci Sport Pour Homme
მამაკაცის ახალი სუნამოა - ახალგაზრდული, ენერგიული, არომატული... სპორტული ხასიათის სუნამოები ჰგავს ხოლმე ერთმანეთს და გუჩის სახლიც არ გვპირდება რევოლუციურ სურნელს, თუმცა მასში არის რაღაც ისეთი, განსხვავებული, რაც ენერგიულობასთან ერთად, სიმშვიდის შეგრძნებასაც გმატებს. პირველ წუთებში ძალიან მაცოცხლებელი, გრილი სურნელი მანდარინისა და გრეიპფრუტის დამსახურებაა. სწორედ ზედა ნოტებით, ის ჰგავს სხვა უამრავ სპორტული ტიპის სუნამოს, თუმცა მალე ეს ციტრუსოვანი სურნელი უცნაურად რბილდება, როდესაც გულში არსებული ინგრედიენტები იხსნება. ეს არის ილის, ღვიის კენკრისა და ტკბილი ლეღვის არომატი. საბოლოოდ, მერქანი და ამბრეტის მარცვლები სურნელს მშვენივრად აბალანსებს. ამის დამსახურებით ეს სუნამო ძალიან ადვილი სატარებელია - ციტრუსი ილის და მერქნის სიმძიმეს ანეიტრალებს, დანარჩენი ინგრედიენტები კი მას არომატულს ხდის. უდაოდ თბილი ამინდის სურნელია, თუმცა სატრენაჟორო დარბაზის გარდა კიდევ უამრავი ადგილისთვისაა შესაფერისი. შემიძლია გუჩის არომატით მამაკაცი წარმოვიდგინო უიკენდზე ბუნებაში, საყიდლებზე, კაფეში მეგობრებთან, სამუშაო დღეებში ოფისში, მოკლედ, ყველგან, გარდა საზეიმო შემთხვევებისა.
ჰო, მართლა, არომატების აუცილებელ რაოდენობაზე მსჯელობის დროს ერთი გამომრჩა - სუნამო, რომელიც შეიძლება სადღესასწაულო სიტუაციის შესაფერისი არ არის, მაგრამ თვითონ ქმნის ასეთს ექსკლუზიურად შენთვის. როგორც ერთი ცნობილი ფრანგი ამბობს: "ყველაზე საუკეთესო ის დღესასწაულებია, რომლებიც ჩვენს შიგნით ხდება".

37 comments:

  1. ra surnelovani postia :))
    exla vapireb rame axali aromatis shezenas..givenchisadmi ketilganwyobili var, es -Eaudemoiselle - ar vici. unda vnaxo aba.. :)

    ReplyDelete
  2. რამხელა რაღაც დავწერე და არ დაიპოსტა:( ვერ გავუგე ბლოგსპოტს ვერაფერი. წარმატებები ნინა

    ReplyDelete
  3. ჟივენშის Eaudemoiselle ვფიქრობ, რომ ძალიან მომეწონება.

    ისეთ ადამიანებზე რომ წერდი, სუნამოს საერთოდ არ ხმარობენო, ფილმი გამახსენდა - ეშმაკი ატარებს პრადას. თუ გახსოვს, ის ეპიზოდი, მერილ სტრიპის გმირი რომ ქამრებს არჩევს და ენ ჰეთევეის გაეცინება, ისინი ხომ ერთი და იგივე ფერისააო. ამ დროს მერილ სტრიპი ძალიან კარგად ეუბნება - შენ ტანსაცმელს და ჩაცმას ზერელედ უდგები და ნებისმიერს იცვამ, რაც ხელთ მოგხვდება და გგონია, რომ ამით უფრო სერიოზული ჩანხარ, სინამდვილეში კი სწორედ ეგ ტანსაცმელი, თავის დროზე ამ ოთახში იქნა არჩეული, რომ შენამდე მოეღწიაო.
    ამით იმის თქმა მინდა რომ, წარმოიდგინე რამდენი ენერგიაა ჩადებული თითოეული სუნამოს შექმნაზე, რამდენი რამე შეიძლება გააკეთო მხოლოდ და მხოლოდ სუნამოთი - საკუთარი თავი ინდივიდუალურად წარმოაჩინო, თავი უფრო ბედნიერად იგრძნო და ა.შ როგორც არ უნდა მგრძნობიარე ყნოსვის აპარატი გქონდეს, ერთი სუნამო მაინც იარსებებს ამქვეყნად, რომელიც მოგიხდება ადამიანს :)

    ReplyDelete
  4. ამ წუთას 5 სუნამო მაქვს:
    Bulgari - Aqva
    Yves Saint Laurent - La Nuit De L'Homme
    Chanel - Allure Sport
    Dior - Homme
    Givenchy - Homme Neo
    ბევრია თუ ცოტაა? :)

    ReplyDelete
  5. babisa
    ჰო არომათერაპიის ხასიათზეა ჩემი ბლოგი :)) ოდემუაზელი პირველი ნახევარი საათი შეიძლება ზედმეტად mature მოგეჩვენოს. ელეგანტურია, მაგრამ არც ამ დონეზე, დრო უნდა მისცე რომ მთლიანად გაიხსნას :)

    shorena
    უი :/ მადლობა :*

    Natalia
    კი ეგ ეპიზოდი კარგად მახსოვს და სულ მახსენდება, როცა მოდის მიმართ აგდებული დამოკიდებულების მქონე ადამიანებს ვხვდები :))

    ჰო, ნამდვილად „შენი“ სუნამოს პოვნა რთული საქმეა, მაგრამ შესაძლებელი, მე ასეთი ორი მქონია უკვე :) თან ძიების პროცესი რა სასიამოვნოა :))

    Dv0rsky
    :)) ქართველ კაცებს ამდენი იშვიათად აქვთ ხოლმე, ამიტომ ვფიქრობ საშუალოზე მეტია :))
    სენ ლორანი და შანელი ძალიან კარგი არჩევანია, პირველი განსაკუთრებით, ძალიან ბუნებრივი და მამაკაცური სურნელია <3

    ReplyDelete
  6. მე 10 მაქვს.
    ზოგი ძველია. ზოგი ახალი. ზოგი ძალიან ძველი (მაგალითად Joop!) ზოგი თბილი, ზოგი გრილი, ზოგი ოდნავ რომ იგრძნობა, ზოგი საკმაოდ მკვეთრი (Dunhill, DKNY Red). :) ზოგი ჩემი ნაყიდია, ზოგი ნაჩუქარი. ზოგი ჯერ თითქმის სავსეა, ზოგი კი თითქმის უკვე დაცლილი. ზოგი ძვირია ზოგი კი იაფი. (Yves Rocher მგალითად). :)
    ზოგი იმ ფირმების მაქვს, რომლის ტანსაცმელიც მაქვს (Brooks Brothers, CK და DKNY). ზოგი კი ისეთია, რომლის სხვა პროდუქციას პარფიუმის გარდა ვერასდროს ვიყიდი (Porsche) :)

    განსაკუთრებით მომწონს Versache და Moschino Uomo?
    ყველაზე უცნაურია Ambre, რომელიც 3-ჯერ მაინც ხსნის არომატს... წესით ასეც უნდა იყოს, მაგრამ რეალობაში იშვიათობაა.

    არ მაქვს Lacoste, რაც ძალიან საწყენია. :(

    ახლა რაც შეეხება სუნის ქრობას.
    ეს ილუზიაა. სინამდვილეში პარფიუმის არომტი 6-7 საათი რჩება და თუ მას დასხმიდან ნახევარი საათის შემდეგ ვერ გრძნობთ - ეს იმის ნიშანია, რომ ეს "თქვენი" არომატია. ამიტომაც ეჩვევა ცხვირი და აღარ აღიზიანებს. :)
    ეს კი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სხვებიც ვერ გრძნობენ. :)

    ReplyDelete
  7. შემოვიხედე და მაშინვე მოვმყუდროვდი :) სუნამოები მაინტერესებს და კიდევ ის – შენ რას წერ მათზე :)

    განსაკუთრებით ბოლო აბზაცზე მინდა დათანხმება. რაღაცას გავამხელ :) ხანდახან ჩემს სუნამოს რომ ვისხამ, ერთი სიტყვა მახსენდება სულ, არაქართული – ალეგრია. ალბათ ეს არის ჩემი დღესასწაული :)

    ეს ახალი სუნამოები ჯერ არცერთი არ ვიცი, ვნახავ აბა..

    ReplyDelete
  8. ქეთი
    :*
    ისიც უნდა გამიმხილო ეგ რა სუნამოა :)))

    ReplyDelete
  9. ვერსაჩეს 2007 წლის Versace :))

    ReplyDelete
  10. აჰა ესე იგი მსუბუქი ყვავილოვანი არომატები მოგწონს :) აღარ მახსოვს სურნელი, უნდა გავსინჯო კიდევ ერთხელ

    მე ეს „ალეგრია“ ვერსაჩეს ბრაით ქრისთალზე მემართებოდა, ბროწეულის და იუზუს კომბინაციაზე ოპტიმიზმის საშინელი შეტევა მემართება :)))

    ReplyDelete
  11. ესე იგი ფეიქია.
    ნაღდი 15 წუთში არ უნდა გაქრეს. თუ არადა უნდა მიხვიდა და ტავზე გადაამტვრიო. 200 ლარს რომ გადაიხდი და უხარისხო ინგრედიენტები შეგრჩება რა უნდა ქნა სხვა?
    ან სურდოს ამბავია. :)
    ან შურიანი ტიპები არიან და არ გეუბნებიან რა კარგი რამე გასხიაო, ვითომ ვერ გრძნობენ.

    მაგრამ შეიძლება ის პირველი არომატი ქრება - ეს ასეც უნდა იყოს და ამ დროს იხსნება მეორე არომატი. მაგრამ პირველი ყველაზე მძაფრია, ამიტომ ნაკლებად იგრძნობა მეორე. საამაგიეროდ - მეორე უფრო მდგრადია. საუკეთესო შემთხვევაში კი ბოლოს მესამეც იხსნება.
    ამბრე ბალდასარინია.

    მე ჰოგარი მაქვს ივ როშესი. ცუდი არაა. თბილი ზამთრის არომატია. უბრალოდ ერთი ფენა აქვს მარტო. მაგრამ საკმაოდ მდგრადი. ძვირიც არაა.
    საერთოდ საპარს გელს, ავთერშეივს და ა.შ. ვყიდულობ როშეს. ეს ყველაფერი ძალიან ხარისხიანია. პარფიუმი მაგათთვის მაინც არაა ძირითადი ბიზნესი.

    ReplyDelete
  12. არა მე ვიგულისხმე რომ ზოგადად სუნს ცხვირი დიდხანს არ აღიქვამს. სადმე რომ დადგე ქუჩაში სადაც კანალიზაციის სუნია, მაქსიმუმ ნახევარი საათის მერე შეეჩვევი :D

    ისე, არ გქონია, 200 ლარიანი სუნამო დაგისხამს და მაჯაზე 2-3 საათის შემდეგ უკვალოდ აორთქლებულა? უ მენია - Elle by YSL

    ივ როშეზე აქაც დავწერ რომ აბაზანის რაღაცები ძალიან მაგარი აქვთ - შხაპის გელები, აბაზანის ბურთები, ტანის ლოსიონებიც.. ახლა მაქვს ინდური ბამბის ყვავილის არომატით, ისეთი მაგარია, სასიამოვნო სისუფთავის სუნი აქვს

    აი სახის კრემი ძალიან არ მომეწონა

    სუნამოებს კი ვნახავ ამ დღეებში, ტესტერები თუ ექნებათ)

    ReplyDelete
  13. ჰოდა, მეც მაგას ვამბობ - ცხვირი ეჩვევა თორემ ის კი არ ორთქლდება.
    მაგრამ მყრალ სუნს ეგრე იოლად ვერ ეჩვევი. მთლად კანალიზაცია არა, მაგრამ გამოცდილი მაქვს :) აი ტიპებს დეზადორანტი რაა რომ არ იციან.. ხდება ხოლმე და ნახევარი საათი არ მყოფნის მისაჩვევად :)

    მამაკაცის პარფიუმი 200 ლარი იშვიათად ღირს :)

    არადა კრემები მაგათი მთავარი ფიშკაა.
    მამაკაცის - ძალიან კარგია. ნივეებს, ჟილეტებს ჯობია. უფრო სწრაფად ხსნის იმ გაღიზიანებას რასაც პარსვა იწვევს. და არ აცხიმოვნებს კანს.

    ReplyDelete
  14. ჰო, ასეთი არომატები მომწონს ძირითადად :))

    ReplyDelete
  15. Lord,

    ქალის პარფიუმიც იშვიათად ღირს 200 გელ თუ თბილისში არ ყიდულობ :))

    ReplyDelete
  16. პარფიუმი ერთადერთია, რასაც "რეალურ" მაღაზიაში ვყიდულობ. მიყვარს ეგ პროცესი.
    ონლაინში ის კაიფი არაა.
    ერთადერთი BB შევუკვეთე ონლაინ - უბრალოდ აქ არ არის.

    ქალისა მაინც უფრო ძვირი ღირს.
    ასე რომ მამაკაცები დაჩაგრულები ვართ. :(

    ReplyDelete
  17. როცა განსხვავება ფასში 30 ლარს აღემატება, კაიფის დათმობა პრობლემა არაა : ))
    ხანდახან ნეტში ნახევარ ფასად არის, არ გირჩევნია მორჩენილ თანხაში მეორე სუნამო იყიდო?)

    ReplyDelete
  18. ეგ კი, მაგრამ ჯერ უნდა წახვიდე ისი პარიში, დაყნოსო იქ ახალი კოლექციები, დაიმახსოვრო რა მოგეწონა და შეუკვეთო ონლაინ...
    რთული სქემაა.
    თან რომ მოგეწონება რაღაც და არ ყიდულობ ეგრევე - ეგ ნერვებს აფუჭებს :) და ხასიათსაც :)
    ან ტესტერებს უნდა სდიო. მაგას კი როგორც ვიცი ყველა მაღაზია არ აგზავნის უფასოდ... ახლა მაგას სდიე კიდე.

    ReplyDelete
  19. ჩემი თავის ტკივილი – სუნამოების არჩევა
    მაგრამ ესტეს სუნამო მაინც ყოველთვის მაქვს ხოლმე

    ReplyDelete
  20. და კიდე ქლოის ახალი სუნამოს ტესტერები დაგვირიგეს მოდის კვირეულზე
    რაღაცნაირია, ვერ გავიგე მომწონს თუ არა
    ხან მომწონს ხან მაღიზიანებს, ცოტა მძაფრია

    ReplyDelete
  21. ოჰ ნინა
    ნეტა გქონდეს შენი სახელოსნო
    არომატს შემიქმნიდი
    ამ ავარჩევდით უკეთესად :)

    ReplyDelete
  22. Lord,
    მე იმწუთას მაინც არ ვყიდულობ, არომატის განვითარებას ვაკვირდები ხოლმე. კიდევ არის ხოლმე რომ უუჰ ძაან მოგეწონება და მერე ხვდები საშენო არ არის )
    ისეც გააჩნია რა
    ლუტეცია ფერაგამოს 15 ლარამდე უმატებს და გამოწერა უაზრობაა
    სამაგიეროდ clinique-ის 12$ დამატენიანებელი 50 ლარი ღირს, საქმე არ მაქვს ეგენი გავამდიდრო კიდე :))

    Taa
    ესტეს რომელი?
    ქლოეს 2008 წლის სუნამოზე ამბობ, ისი პარიმ რომ წელს ჩამოიტანა? ბოთლზე ვგიჟდები. სურნელი ვარდის საპონს და მეიქაფის სუნს მაგონებს,ამიტომ არ მომწონს. soapy სუნები არ მომწონს საერთოდ და აქ კიდევ ლილიაა გულში :/

    ნინაჩკააა :))
    ნეტა მქონდეს :) ბაბისას ექსკლუზიურ სურნელს შევქმნიდით
    უკვე ვიცი დაახლოებით, დელიკატური და თბილი სურნელი იქნება :) და კიდევ მეორე, გურმანული არომატების ტიპიდან, შოკოლადი რომ მოგინდება და რომ დაისხამ :D:D

    ReplyDelete
  23. სა შემიძლია მე მაგდენი ლოდინი... ბოლო-ბოლო 3/4 გურული სისხლი მაქვს. ეგრე ხომ ნერვოზი დამემართება. :)
    მივედი, ვნახე, შევიძინე - ესაა ჩემი კრედო. :)
    მადლობა ღმერთს, ჩემი ბანკი მუდამ ჩემთანაა :)

    ReplyDelete
  24. თაა,
    შენი (და ჩემი) საყვარელი დონას პარფიუმიც რომ პრაქტიკულად ყველა საკმაოდ მძაფრია? :)

    ReplyDelete
  25. ნინ ხო ალბათ ეგ
    ბოთლი არ ვიცი როგორი აქვს ტესტერები დაგვირიგეს

    ვადერ ერთადერთი სუნამო აქვს ჩვენს საყვარელ დონას რომელიც უუუგრილესია
    ისეთი გრილია რო "სვეჟესტ"ის განსახიერება ვარ ხოლმე და სხვათა შორის ბევრი ამჩნევს

    ReplyDelete
  26. Le Blog de Betty

    შევნიშნე შენს ბლოგროლში
    მიყვარს ეგ ბლოგი, ხშირად ვკითხულობ ხოლმე :)

    ReplyDelete
  27. ვერ ვიტან ეგეთ წესებს: უნდა ქონდეს.. რას ნიშნავს უნდა ქონდეს? თუ ერთი არომატი მიყვარს რა ვქნა? მე მაგალითად ვგიჟდები ნაომი ქემბელის ქის–ქისზე და მაინც ახალი სუნამო ვიყიდო რომ კარგი ტიპი მერქვას? :))

    ReplyDelete
  28. taa

    ძალიან მომწონს http://www.sundaypaper.com/Portals/0/2008/021708/HS-chloe-perfume.jpg
    ბეტი მეც ძალიან მიყვარს :)) ოღონდ მეჩვენება რომ ამ ბოლო სეზონზე რაღაც ერთფეროვანი გახდა :/

    ket_eva_n
    არა რა თქმა უნდა, ვინ გვიმოწმებს ტუალეტის მაგიდას? :)) თუ იპოვე შენი არომატი და თან თვლი, რომ ყველა სიტუაციას ერგება, лови!
    მთავარი ალბათ ისაა, რომ არ გწყინდებოდეს. მე პირადად ჩემზე ყოველდღე ერთი და იგივე არომატი მბეზრდება

    ReplyDelete
  29. შენ რომ გწყინდება, ეს ერთია და სხვებსაც წყინდებათ.
    ეგ იგივეა ყოველ დღე ერთი და იგივე ტანსაცმლით იარო.

    ისე კი, 6 ოპტიმალური რაოდენობაა. სამი უფრო გრილი და სამი უფრო თბილი.

    ReplyDelete
  30. sachemo posti da chmenairi adamianebi vipoveee.sunamo chemi susti certiliaaaa.amjamad vxmarob D&G ,,rose the one,,,ise 20 mde sunamo maqvs da xasiatis mixedvit vxmarob mat:*

    ReplyDelete
  31. Rose the one - გაზაფხული ბოთლში ) ვარდის არომატები დიდად არ მიყვარს, თუნდაც ახალი, სენ ლორანის ავიღოთ, მაგრამ დოლჩესი კარგია) ლიჩი უხდება <3 თუმცა გრეიპფრუტის სიმწარეს ოდნავ მოვაკლებდი )

    ReplyDelete
  32. arc mee magram D&G ragac gamorcheuliaaa da dzalian shemiyvardaa.ragac unda gkitxot iqneb damexmaroot.tbilisis verc ert magaziashi ver vipove VICTORIA SECRET-IS BODY SPREY-EBI da xom ar icit sad sheidzleba mati shedzena saqartveloshi?

    ReplyDelete
  33. :) ვიქტორიას სილამაზის პროდუქტები ჩემი სისუსტეა, მაგრამ აქ ვერ ვშოულობ, არც გამიგია სადმე იყიდებოდეს. ახლა free shipping + სეილი აქვთ, შეგიძლიათ საიტზე შეუკვეთოთ
    სიქრეთის სპრეის არომატი მდგრადია? სულ წერენ რომ არა, ამიტომ მე ლოსიონებს ვყიდულობ ხოლმე)

    ReplyDelete
  34. samwuxarod online shoping-it arasdros ar misargeblia da ver vriskav daxmarebis gareshe gamoweras arada ramdeni xania mindaaaa:(( saitze yoveldge shevdivar da nervebmoshlili gamovdivar rom ver vaxerxeb gamoweras:(

    ReplyDelete
  35. ძალიან მარტივია მასტერქარდი ან ვიზა კლასიკი თუ გაქვს ) თქვენი ბანკი უპასუხებს ნებისმიერ კითხვას მის გამოყენებასთან დაკავშირებით
    გადამზიდი კომპანიის საიტზე დარეგისტრირდები, იმათ მისამართს მიუთითებ და სულ ესაა. ისე ვიქტორია ისეც აგზავნის მგონი საქართველოში, ფოსტით

    ReplyDelete
  36. kii procredit bankis visa klasiki maqvs.am dgeebshi vapireb,mgoni gamomivaa.tu movabi tavi magari iqnebaaa.madlobt chemo kargo yuradgebistviiis:*

    ReplyDelete
  37. რას ამბობ :)) აქაც შეიხედე zere.ge

    ReplyDelete