Saturday, September 3, 2011

Empiricism in the bedroom

როცა აუზის ცარიელ ტერასაზე მზის აბაზანას იღებ, ოცნებობ ოქროსფერ ქვიშაზე და მოწყენილობისგან მეათასედ არეფრეშებ მეილს, ჰალუცინოგენურ განწყობას ვერ გაექცევი. ისღა დაგრჩენია მეათიათასედ მოუსმინო მასივის radiation ruling the nation-ს და იფიქრო რაც შეიძლება უცნაურ თემებზე. მაგალითად, დღეს ვცდილობდი პლატონის გამოქვაბული და სადომაზოხისტური სექსი ერთმანეთთან დამეკავშირებინა. გამომივიდა თუ არა, მიხვდებით. იმასაც, რომ ამ პოსტს დასხივებული ვწერ. უბრალოდ, შთაგონებული ვარ. შთაგონება კი აუზის გასახდელში მეწვია, როცა ერთმა გოგომ საკმაოდ სექსუალურ სხეულზე ამოიცვა... გახსოვთ ბრიჯიტ ჯონსის absolutely enormous granny panties?  (და ჰიუ გრანტის კომენტარი - კაკიე აგრომნიე ტრუსიკი :))) ) ამ გოგოს გვერდით უცებ ვიღაც რუსი დეიდა ბამბის სტრინგში შეუდარებლად მომხიბვლელად მომეჩვენა. სანამ ვუაიერიზმში დამადანაშაულებდეთ, იმაზე გადავალ, ჩემი ვიკინგი მეგობარი რომ მეუბნება ხოლმე - get to the point!


კუნდერა სადღაც წერდა: Nudity is the uniform of the other side. Nudity is the shroud. shroud-ს, საფარს გააჩნია. თუ ის შთამბეჭდავია, ბევრ რამეს, შეიძლება ყველაფერსაც გადაფარავს რაღაც მომენტში. მაგალითად, იმას, რომ ხანდახან ნამდვილი ალქაჯივით იქცევი. იმას, რომ არ გიხდება ბოტასები. იმას, რომ enfant terrible ხარ...

მაგრამ ამ საფარს ყველა თავისებურად ირჩევს. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ თეთრეულის, არომატის და მეგობრის არჩევა ის პროცესია, როცა შეგიძლია ტრენდს ყურადღება არ მიაქციო. მთავარია, შენ როდის გრძნობ თავს, როგორც ყველაზე სასურველი ადამიანი ამ გალაქტიკაში. მაგრამ ამ ბებოს საცვლიანმა გოგომ ძალიან დამაბნია. გადავწყვიტე, გამერკვია, როგორ ირჩევენ ადამიანები თეთრეულს და რაზე მეტყველებს ეს არჩევანი.

ძიების პროცესში წავიკითხე საკმაოდ კომპეტენტური ტონით დაწერილი „ზაუმნი“ „ნაშრომები“. თურმე ამაზე უამრავი აქსიომა არსებობს. სტანდარტულები ასეთია: ყველაზე კარგი თეთრეული wonderbra-ს აქვს, წითელი ყველაზე სექსუალურია, ლურჯი საკუთარ თავში დაურწმუნებელ ქალებს აცვიათ... ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ ბევრს მიაჩნია, ვიქტორია სიქრეთი „ლუქსი“  თავისი მოდელებითაა და არა ხარისხით. მე არცერთს ვეთანხმები.

მინუს ერთი აქსიომა: wonderbra საუკეთესოა, თუ თეთრეულით სხეულის ფორმის ხელოვნური ეფექტის შექმნას ცდილობ. ყველაზე ლამაზი კი, რა თქმა უნდა, ვიქტორია და ინტიმისიმია. მინუს ორი: ფერების თემა... ინდივიდუალურია. ინდივიდუალურ-ემპირიული გამოცდილებით კი, ვიქტორია სიქრეთის ამ საცვალში თავს ძალიან თავდაჯერებულად ვგრძნობ. 


მინუს სამი: ბრენდი და ღირებულება. შეიძლება, რალფ ლორანის პერანგი ერთ-ერთი ძვირადღირებული ნივთი იყოს ჩემს გარდერობში, მაგრამ კონკურენციას ვიქტორიას ბურგუნდიული ღვინისფერ გარტერს ვერასოდეს გაუწევს. Exquisite vs Gorgeous... და მერე რა, რომ მისი ფასი მხოლოდ 30$-ია, მე კი სეილზე სულაც ნახევარ ფასად შევიძინე <3


მინუს მეორე მითი (ისევ): ყვითელი და ვარდისფერი ფერები ბავშვებისთვის და მეოცნებე, ჩერჩეტი გოგოებისთვისაა. ფსიქოლოგები არ ითვალისწინებენ, რომ ბარბი - ეს უკვე არის ბარბი თავისი წარმოსახვითი ვარდისფერი სათვალით და ასეთი ფერის საცვალი უკვე აღარაფერში ჭირდება. სამაგიეროდ, თუ არც ისე რომანტიკული ხარ და არც ისე მეოცნებე, ვარდისფერი თეთრეული bubbly განწყობას ქმნის, რომელიც ისე, გლუმი-დუმი „სკანდინავიელს“ დეფოლთად არ გექნება. მაჩუქეთ რა ვარდისფერი ნივთები :დ


ეს ისეთი მითი ჩანს, როგორც ის, რომ არომატი მხოლოდ სამოსს უნდა შეურჩიო. წარმოიდგინეთ, რომ უცებ სარაფანს რაღაც გაუწყდა. ან ისეთი რაღაც გადაგასხეს, აუცილებლად რომ უნდა გაიხადო. მოკლედ, ხომ შეიძლება სამოსის გარეშე დარჩე ადამიანი. ამიტომ, თეთრეულისა და არომატების წყვილებზეც ისევე ღირს დაფიქრება, როგორც, ვთქვათ, ღვინისა და კერძის. აი, ინტენსიური ამბრის არომატები   უხდება მუქი ფერის, მაქმანებიან თეთრეულს.  ატმის თბილი, კომფორტული სურნელი პასტელის ფერებთან ქმნის კარგ წყვილს, მერქნის და ვანილის - წითელთან. ბოლო აღმოჩენა: Lancome - O de L'Orangerie-ს ჟასმინში არეული ფორთოხლის ყვავილის არომატი ძალიან ჰარმონიულად ეწყობა ცისფერს, ისევე როგორც ცისფერი - მზიან დღეებს და მარტინას (Martina Topley-Bird) ხმას.


one offtopic pic: it's not Victoria, it's Debenhams' Presence

და ბოლოს, აპრიორული ჭეშმარიტება: it IS sexy, when it is sexy backstage :D


ამ აქსიომების დევნამ და ფოტოების გადაღებამ ისე გამიტაცა, ის ბებოს საცვლიანი გოგო სულ გადამავიწყდა. მერე გამახსენდა, ვიღაც მილანელი ფსიქოლოგი რას წერდა: თეთრეულს ყველა ჩვენგანი ინსტინქტურ დონეზე ირჩევს ისე, რომ მასში მოსწონდეს საკუთარი თავი. ეს არჩევანი თავისუფალია და არ არის განპირობებული ისეთი სოციალური მომენტებით, როგორიცაა რაღაც სიტუაციის ადეკვატურად ჩაცმა - შიგნით რჩები ის, ვინც გინდა იყო სინამდვილეში. თქვენ ფიქრობთ, იმ გოგოს უნდა ბებიის ამპლუაში აღმოჩნდეს? მე კი ახლა ვფიქრობ, იქნებ მას სწორედ ასეთი თეთრეულის შეგრძნება ანიჭებს თავდაჯერებას და კომფორტის შეგრძნებას სამოსის ქვეშ, ან იქნებ თეთრეულზე ექსპერიმენტირებით რაღაც სიგიჟეებს აწყობს? 

ისეთი სიგიჟე მაინც არ იქნება, როგორც შაბათის ძალიან მაგარ დილას თბილისის მზის ქვეშ კოტრიალი და დახურულ აუზში ცურვა. 

19 comments:

  1. ნინა, გამიხარდა შენი დაბრუნება :)
    თან როგორი თემით! არც მე ვეთანხმები ამ სტერეოტიპებს და საერთოდ, არ მიყვარს სტერეოტიპები. ჰოდა, მთავარია თეთრეული (ეს სიტყვა არ მიყვარს ამ მნიშვნელობით) იყოს ლამაზი და ხარისხიანი, გიხდებოდეს და თავს კარგად გაგრძნობინებდეს...

    ReplyDelete
  2. არადა ყველაფერი შედარებითია. ანუ იმის თქმა მინდა, რომ შენი ზედმეტი კილოგრამები შენთვისაა გამაღიზიანებელი. თორემ შენზე ზედმეტ-კილოგრამიანს შენი შეშურდება და შემოგხედავს ამრეზით.

    თემას რაც შეეხება, მე რომში ინტიმისიმიში საცვლები შევიძინე. ძალიან კმაყოფილი ვარ. იდეაში ყვითელი და მწვანე არ იყოს და სხვა ფერებს ადვილად მივეჩვევი.

    ReplyDelete
  3. საინტერესო იყო )

    ReplyDelete
  4. ქეთი :*
    ხო და ლამაზიც სუბიექტური რაღაცაა :) სხვა სიტყვა რა შეიძლება იყოს?

    ქეით, ეს კილოგრამების თემა ელვისიდან გამოგყვა? :დ
    ინტიმისიმი <3 ყვითელი და მწვანე არც მე მქონია, რა უცნაურია

    ReplyDelete
  5. ვეცადე,წარმომედგინა როგორი იყო ეს ტრუსი და მერე როგორი იყო ეს გოგო ამ ტრუსში..
    მერე მეც ვიფიქრე, იქნებ აკვიატება აქვს ასეთი და ზოგჯერ სპეციალურად იცვამს ასე, ან პროტესტს უცხადებს თანამედროვე სტილს და რეტრო მოსწონს, ან სულაც არც არაფერი, ვერც ხვდება,რომ რამე განსხვავებული აცვია, "ამოიცვა" და სულ ეგ არის..მოკლედ ბევრი ვერსიაა
    რაც შეეხება მსგავს აქსიომებს, მე მათ არ ვეთანხმები,თითქმის არასდროს და თეთრეულსაც ჩვეულებრივ ვირჩევ, ფსიქოლოგების ნარკვევების გაუთალისწინებლად..

    ReplyDelete
  6. ხო, ელვისიდან :დდდდ

    ხო, ეგ ფერები არ მიყვარს.

    ReplyDelete
  7. მატერიალიზმი და ემპიროკრიტიციზმი გამახსენდა ამ სათაურზე. მაგარი წიგნია. ყველას გირჩევთ.

    და მაინც ლორ-ე-ნი :)
    :)
    გამარჯობა.

    ReplyDelete
  8. ნინ,
    http://thetoplistsite.files.wordpress.com/2008/09/highwaistedgrannypanty.gif
    მეტი საქმე არ მაქვს, ნარკვევების გათვალისწინებით ვიყიდო რამე :)) მაგრამ ხანდახან მოტივი ძალიან საინტერესოა ხოლმე :))

    ქეით,
    ვგიჟდები მწვანეზე მაგრამ მწვანე საცვალი მართლა არ მქონია )

    ლორდ,
    აუცილებლად წავიკითხავთ

    და ვითომ არ იცოდე, რომ ლაფსუსია და ვიცი როგორცაა სწორი :დ

    გამარჯობა.

    ReplyDelete
  9. ნინა დაბრუნდა! :*
    ძალიან სექსუალური საცვლეაბია და ვეთანხმები პოსტში გამოთქმულ აზრს :)

    აჰა, მამაკაცი მკითხველებიც მოვედით :დ :)

    ReplyDelete
  10. ისე როდრიგო გეხვეწები მითხარი პოსტში გამოთქმულ რომელ აზრს ეთანხმები :დდდ

    ReplyDelete
  11. როდე <3

    ჰმ ) იცოდე მართლა სექსუალურებსაც დავდებ :დდ

    ცოტა ხნის წინ უფრო სასაცილო ნიკნეიმით დაგინახე ვიღაცის ბლოგზე და ახლა ვერ ვიხსენებ რა გერქვა :დ ))

    ქეით, ალბათ ბოლოს :დდ

    ReplyDelete
  12. კატა, რომელს და სტერეოტიპების შესახებ ;) ქალმა ყველაფერი უნდა ჩაიცვას, რაც უხდება, ვოტ ;)

    ნინა ალბათ, "ლეღვის ნახარშზე" ამბობ ;დდ

    ReplyDelete
  13. uiui rogori bebiebis drois sacvali yofila :)))

    ReplyDelete
  14. როდე ლეღვის ნახარში :)))))

    ნინ, ხო აბა რატო ქვია granny panties :დდ ისე ბრიჯიტ ჯონსს მგონი მართლა უხდებოდა :)))

    ReplyDelete
  15. როდე - გასაგებლარია.


    ისე ბრიჯიტ ჯონსი მართლა რა საყვარელია მაგ საცვლით :დდდ

    ReplyDelete
  16. @Nina Gorecki
    ვითომ არ იცოდე, რომ ლაფსუსია და ვიცი როგორცაა სწორი

    შენ საკუთარ გვარს ვერ გამოთქვამ სწორად და რა ვიცი აბა...

    ReplyDelete
  17. ლორდ რა სასაცილო ხარ :**

    ReplyDelete
  18. lord :))))))))))

    სწორად რომ გამოვთქვა, მთელ თავის მნიშვნელობას დაკარგავს :)

    ReplyDelete