Friday, April 8, 2011

Je l'aime

ჩემი შეყვარებული კლამსიდანაა. ძალიან მაგარი სახლი აქვს, ბოვრონის პირას, მასთან რომ ჩავდივართ, მდინარის ნაპირზე ვსხდებით ხოლმე და მის მეგობრებთან ერთად ვსვამთ კარგ ფრანგულ ღვინოს. ახლახანს ისე მოხდა, რომ ეს სახლი მეზობლებმა დაუწვეს. ფული ვერ იშოვა მუშების დასაქირავებლად და თავად დაიწყო მისი აღდგენა. ვეჩხუბებოდი, ჯერჯერობით გაანებე თავი, შენ როგორ შეძლებ მარტო სახლის აშენებას-მეთქი, მაგრამ რომ ააგდო ქვა და თავისი ბურგუნდიული თავი შეუშვირა, აზრი ვეღარ შევაცვლევინე. ხოდა, ერთ წვიმიან დღეს, სულელს ძელზე ფეხი დაუცდა და მიწაზე მოადინა ზღართანი. 

ახლა ისეთ დღეშია, ლოგინიდან ვერ დგება. მომწერა, არ ინერვიულო, სანამ ჩამოხვალ, წიგნების კითხვით შევიქცევ თავსო. პლუტარქეს კითხვა დაუწყია და აღფრთოვანებულია, მწერს, თვალს ვერ ვწყვეტ, მე კიდევ მეგონა ძველი ბერძნები მკვდრები იყვნენო. ერთი სული მაქვს, მალე ჩავიდე, მაგრად ჩავეხუტო და მერე ერთად წავიკითხოთ პლუტარქე. მომენატრა ჩემი კოლა, ჩემი შეყვარებული ბრონიონი, ლაზღანდარა, ლოთი-შფოთი, სულელი, განცხრომის მოყვარე და კეთილი კოლა. 

მარტო იმიტომ კი არ მიყვარს, რომ ამდენი რამ გვაქვს საერთო. კოლა ჩემთვის საფრანგეთის ცოცხალი სახეა, ჩემი მეორე შეყვარებულის, რომელსაც, კოლასგან განსხვავებით, არასოდეს ვღალატობ ხოლმე (ჯანდაბას, გამოიყენოს გუგლის თარგმანი, გულის სიღრმეში ხომ მაინც ეჭვობს, რომ გვერდზეც ვიყურები, არა?). 

რა ვქნა, ჩვენი სიყვარულის ისტორია უფრო ხანმოკლეა, ვიდრე ჩემი და საფრანგეთის. საფრანგეთი რომ შემიყვარდა, ბიჭები მაშინ სულ არ მიზიდავდნენ. ან იქნებ სულ ცოტათი. ერთი გოგო ფრანგულ სკოლაში დადიოდა და იმის გრამატიკის წიგნს ვთხოულობდი ხოლმე, თან ვთხოვდი, აეხსნა, რა როგორ იკითხებოდა. მაშინ ეკზიუპერი, დიუმა, ბალზაკი და ვოლტერიც კი სულ ზეპირად ვიცოდი. ის კი არა, ისეთ უცნაურ ნოველებსაც ვკითხულობდი საფრანგეთის ხათრით, როგორიცაა შატობრიანის „რენე“. გსმენიათ რამე შატობრიანის რენეზე? რაღაც ვერთერის ვნებების მსგავსია. არც არავის სმენია და ნუ მოიწყენთ, თუ ვერ გაიხსენეთ. ჰოდა, ის რენეც კი მიყვარდა. ისე არა, როგორც ჩემი კოლა, რა თქმა უნდა, მაგრამ ცოტათი მაინც.  

მიყვარს ჩემი კოლა, ვიანი მიყვარს თავისი პიანოქტეილით და სიურეალისტური ახირებებით, ლავანდის მინდვრები, კრუასანები საუზმეზე, ლორან გარნიეს très ფრანგული ტექნო... გერლენის  სურნელი, ბებერი ჟაკ ბრელი, ნორმანდიის კლდოვანი ნაპირები, Louise Attaque, როდენი და მისი ცხვირგატეხილი კაცი... კამიუ, საყვარელი კამიუ და მისი გაუცხოებული მერსო, რძიანი ყავა რომ უყვარდა... ახლა ჟაკ პრევერი და მისი „ფორთოხალი მაგიდაზე“, ან Noir Desir და მათი You can scream it, Lola, კი არა და you should, ისეთი მაგარი როა, მერე სოვინიონ ბლანს ისეთ გიჟ ფილმს რომ დააყოლებ, ბესონის რომ არის, აი ის, წვერიან კაცს რძე და ერთი ჩოლკიანი გოგო რომ უყვარდა, ოკ? and stop saying all the time ok, ok? 

P.S. კოლასი არ იყოს, ამ პოსტს მეც ჩემი სიამოვნებისთვის ვწერ. მას ბლოგი არ აქვს, საღამოს მოიდგამს ხოლმე ღვინის ბოთლს და რვეულებში წერს რაღაცებს. ტყუილად ხომ არ ვარ პაპაჩემის შვილიშვილი, რომელიც ისე არ დაიძინებდა, რომ ძილის წინ არ ჩაეწერა, რამდენი ბოთლი ღვინო დაელია და ამოენთხიაო, ხუმრობს ხოლმე. უბრალოდ უყვარს ხოლმე იმის დაწერა, რაც უფიქრია, დაუგროვებია. ისევე, როგორც მე. ამ პოსტს რომ ბევრი მკითხველი არ ეყოლება, ისეც ვიცი. დედაჩემის თაობა იტალიაზე გიჟდება, ჩემი - ბრიტანეთსა და ამერიკაზე. საფრანგეთი...გოგოებს მასზე შანელი ახსენდებათ, ბიჭებს ჰა ჰა ანატოლ ფრანსი, უფრო კი ფრანგული კოცნა და ასეთი რამეები. ჩვენთვის სულ ერთია, ჩემთვის და კოლასთვის. ერთსაც გადავკრავთ და დასაძინებლად გავეშურებით. À la France! et, bon, à la vie <3 

აი, ლოთი გიიომ კანეც ჩვენთანაა თავისი საქეიფო რომანტიკული სიმღერით „ნი გავარი ნიკამუ - Ne le dis à personne“. Yo! :D :D განსაკუთრებით იმაზე ვხალისობ, ის ქალი რომ გამოვარდება, გაჩუმდით თორემ პოლიციას გამოვუძახებო და ჟილ ლელუშიც, საყვარელი: „გავჩერდებით მადამ, ახლავე“. : ))

20 comments:

  1. აჰა, გავიხსენო საფრანგეთზე რეები მახსენდება? აი ამწამს რეებიც გამახსენდა"

    ჰიუგო, მელვილ პუპო, ოზონი, ფანი არდანი, ოდრი ტოტუ, ჟან–პირ ჟენე, კატრინ დენევი, ნატალი ბეი, იზაბელ ჰიუპერი, ბინოში, "2 დღე პარიზში", იოლანდა მონრო, სანდრინ ბონერი... ვსო შევჩერდები :*

    უი "რენე" მაზალობაა ;დ და კიდევ ზოლა. აი ზოლას პრინციპულად არაფერი მაქვს წაკითხული, ნეტა რას ვერჩი? მაგრამ ამოჩემებაა რაა ;დ

    ReplyDelete
  2. იოლანდა მონრო :დ სოფი გოლდენს რომ მოსვლოდა ეს ლაფსუსი, კიდე ჰო )))))
    ბიჭო, ამდენი ვინმე გაგახსენდა და რომენ როლანი არ გაგახსენდა ხო? :დ არავის უყვარს ჩემი ბრონიონი :/

    ReplyDelete
  3. აი ეგ მაიკლი ერთ დროს ყველაზე სიმპათიურ მამრად მიმაჩნდა :))))) როგორი ტკბობით ვუყურებდი ხოლმე.
    და გიიომიც ჩემი სიყვარულია
    და ეგ სიმრერა , აჰ <3

    ReplyDelete
  4. იოლანდა ფრანგი არაა? :(

    არ ვიცი მე რომენი ;დ :(

    უი გიიომი :*

    ReplyDelete
  5. ნინ მე ახლაც ასე მიმაჩნია)) ოღონდ კვებეკელია, მთლად ფრანგი არა :))

    როდე, მოროა მერე, შენ დაწერე მონრო :დ
    იოლანდა კი ჟღერს რაღაც ესპანურად, და მორო ფრანგულად. არ ვიცი)

    ReplyDelete
  6. როი დიუპუი :) ოჰ, ოჰ, ჩემი თინეიჯერი თანატოლების კერპი! ;)
    მეც მიყვარს საფრანგეთი, თან პატარაობიდან... სულ დიუმას ბრალია! "შანელი" კი სულ არ ვიცი, როგორია. ხომ ვთქვი უკვე, ჩლუნგი ცხვირი მაქვს :) :)

    ReplyDelete
  7. აუ რატო მეგონა რომ მარტო მე მიყვარდა (როი):)))))

    გოგო შანელის ჩანთებიც არ იცი? ჯაჭვზე, ორი C. კიჩიიი :დ

    ReplyDelete
  8. აღფრთოვანებულია, მწერს, თვალს ვერ ვწყვეტ, მე კიდევ მეგონა ძველი ბერძნები მკვდრები იყვნენო.
    კარგია

    როლანს, თუ არ ჩავთვლით საფრანგეთს 10 პირველ ასოციაციას დავწერ, პარიზი, ღვინო, ზღვა, ინგლისურად საუბრისას საყვარელი აქცენტი, დიუმა, ფართაობის და გართობის ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური უნარი, უელბეკი, დე გოლი, სიტროენი, ღვინის სუპი...

    ReplyDelete
  9. ნინა, ბოლო ორი პოსტი საოცრად კარგია, ისე ვისიამოვნე..

    კოლა ბრინიონი მახსოვდა მე, ანუ ბრონიონი კი არა, ბრინიონი :) ოდესღაც დავიწყე კითხვა და შევწყვიტე მერე, გაურკვეველი მიზეზების გამო. ამ პოსტის შემდეგ კი დიდი სიამოვნებით მივუბრუნდები, ჯერ სხვა რომანი მაქვს დასამთავრებელი :)

    ReplyDelete
  10. დათო, ღვინის სუპი რომელია? :/

    ნატალია, <3
    ჰო, ცოტა 'ლოთური' წიგნია, ბევრი ვერ კითხულობს ხოლმე :დდ

    ReplyDelete
  11. ოი ოი ;დ "ნ"

    ReplyDelete
  12. ფრანგულს სკოლაში ვსწავლობდი და იმხანად ყველაფერი ფრანგული მაღელვებდა :)

    ReplyDelete
  13. როდე, ხედავ რა შეუძლია ნ-ს? : )))

    ქეთი, არ ვიცოდი ფრანგული თუ იცოდი <3

    ReplyDelete
  14. :) და ყოველწლიურად უფრო და უფრო მავიწყდება, რადგან მივატოვე :(

    ReplyDelete
  15. ნინა, "შანელის" სურნელი არ ვიცი, თორემ ლოგო როგორ არა :) ლოგოები ბევრი მოდის სახლის ვიცი, მაგრამ რა ხეირი :)
    რას ამბობ, როიზე ჩემი ერთი კლასელი ისე სერიოზულად იყო შეყვარებული, რომ გზებს ეძებდა, სკოლის დამთავრების შემდეგ საზღვარგარეთ რომ წასულიყო... :)

    ReplyDelete
  16. ქეთი
    ამას მე ნუ მეუბნები :(((

    თამარა,
    ჰაჰა :))
    აა შენ სურნელზე თქვი. ეგეც კიჩია, შანელის შანსი იმდენ ქალს აქვს, აუცილებლად შემოგხვდებოდა სადმე, თუ ვერ იმახსოვრებ, ეგ სხვა საქმეა))

    ReplyDelete
  17. კი, ნინა, შეფუთვაც ბევრი რამის ვიცი, მაგრამ სუნის დამახსოვრება... აი, აი, არ მესმის, ეგ როგორ უნდა დავიმახსოვრო :)

    ReplyDelete
  18. რა უცნაურია, უამრავ რამეს ვიხსენებ მხოლოდ სუნით :)

    ReplyDelete
  19. "იოლანდა მონრო :დ სოფი გოლდენს რომ მოსვლოდა ეს ლაფსუსი, კიდე ჰო )))))"
    ;))))) ლოვ ით!

    როი დუპუის ფოტომ მთელი რომანტიკა გააუფერულა... :დ

    ReplyDelete
  20. :))
    როი ყველაზე დიდი კოლა ბრონიონია ბრონიონებს შორის :) თუ მაიკლთან იწვევს ასოციაციას და არა საკუთარ თავთან ჩემი ბრალი არ არის :დ

    ReplyDelete