Nessuno Interessante - საქართველოს მოდის კვირეულის პირველ დღეს ეს ყველაზე ლაკონური და ზედმეტად მკაცრი შეფასება იყო, რაც მოვისმინე. ავტორი ერთ-ერთი სტუმარი გახლდათ, რომელმაც ვიღაცას მობილურით საუბრისას აცნობა ჩვენების შემდეგ, რომ აქ „არაფერი იყო საინტერესო“. არ ვიცი, როგორი მოლოდინი ჰქონდა ამ ადამიანს, შესაძლოა ფიქრობდა, რომ ამ ჩვენებაში რაიმე ახალს აღმოაჩენდა ან რაიმე ამის მსგავსი.
ჰო, მართლა, გუშინ საქართველოს მოდის კვირეულის (შემოდგომა-ზამთარი 2011) პირველი დღე იყო, რომელიც ბასტიან დე ალმეიდას გამოფენამ გახსნა რუსთაველის თეატრში. ბასტიან დე ალმეიდა (Bastien de Almeida) ამერიკული ვინტაჟ ტანსაცმლის ცნობილი კოლექციონერია. აქვს ბუტიკი პარიზში, სადაც ტანსაცმლის გარდა, წიგნებს და ვიდეოებსაც შეხვდებით. დაიან პერნე თავის ბლოგზე წერდა, რომ ალმეიდა „საკმაოდ დენდია“, რაშიც უკვე აბსოლუტურად ვეთანხმები. სხვა სიტყვა მის დანახვაზე თავში არ მოგივა.
ჩვენებაში ჩანდა ის, რაც ასე ძალიან უყვარს ალმეიდას - ამერიკული ვინტაჟი. იმის თქმა, რომ აქ არაფერია საინტერესო, უსამართლობაა, ეს ნიშნავს, რომ ისტორია არ გაინტერესებს. თუმცა იყო არც ისე ლამაზი კაბებიც. იყო ძალიან, ძალიან ლამაზებიც. აქვე დავდებ რამდენიმე ფოტოს, რომ უკეთ იგრძნოთ განწყობა, რომელიც ძალიან საბედისწერო ქალის სახის, გასული საუკუნის ფუფუნების, ამერიკული გლამურის სინთეზმა შექმნა:
როგორც მიხვდით, ფოტოების გადასაღებად არც ისე კომფორტული პოზა მქონდა მიღებული. თავიდან, როცა ამდენი ხალხი დავინახე, ვიფიქრე, ძალიან გამიმართლა heel hiker რომ ვარ-მეთქი. მაგრამ როცა ჩემს წინ რამდენიმე თავი გაჩნდა და მივხვდი, ვერაფერსაც ვერ დავინახავდი, ცენტრში გავძვერი და პირდაპირ იატაკზე მოკალათებული ვუყურებდი ჩვენებას. ცალ ფეხზე მოკალათებული, რადგან ჩემს გვერდით კიდევ ათიოდე ფოტოგრაფი იჯდა. მოვისმინე ზოგიერთი მათგანის საინტერესო კომენტარებიც: „ეს რა არის, ასე ბებიაჩემი იცვამდა“, „რას ჰგავს, რეები აცვია“... სამწუხაროა, რომ მოდის ფოტოგრაფის პროფესია, ვისაც ეცოდინებოდა, რომ გამოფენა ვინტაჟის სტილში იყო, რომ არაფერი ვთქვათ ალმეიდაზე ან უბრალოდ, ასეთი სამოსის ჭეშმარიტ ღირებულებაზე, ასეთი არაპოპულარულია ჩვენში.
აქ, დაიანის ატვირთულ ვიდეოებში შეგიძლიათ ნახოთ რამდენიმე კაბა უფრო ახლოს და ასევე თავად ალმეიდა. ძალიან კარგი ტიპია, მგონი ყველაზე ეფექტური გამოსვლა სწორედ მისი იყო:
აი სულ ახლოდან. მაშინვე ნუ გამორთავთ, ინგლისურად საუბრობს: ))
ასე რომ, ნესსუნო ნონინტერესანტე : )) არაფერი საინტერესო, ზოგადად, შეიძლება ითქვას სტუმრების ჩაცმულობაზე. ამას, რა თქმა უნდა, პარიზის და ლონდონის მოდის კვირეულების street style-ის ფონზე ვამბობ. ამის მიუხედავად, რამდენიმე სტუმარში სტილიც აღმოვაჩინე და ფოტოებზეც დავაფიქსირე. თუმცა ამ თემაზე ცალკე პოსტს მოდის კვირეულის დასრულების შემდეგ დავწერ. მანამდე შეგიძლიათ უკეთ გაეცნოთ პირველი დღის მთავარ პერსონას: http://www.bastiendealmeida.com/
ასევე ნახოთ პერნეს გუშინდელი Shaded View on Tbilisi.
saintereso iko :)
ReplyDeletear davswrebivar da ver shevafaseb, magram fotoebma ver momxibla. sheizleba im kacis msgavsad metqva mec vinmestvis :)))
ReplyDeleteკივი, მადლობა )
ReplyDeleteნინო,
გოგო იყო) ძველი ჰოლივუდის გლამურია, შესაბამისი მუსიკის ფონზე მოაქვს განწყობა :)
აჰჰ რა უცნაურია წარმოსახვები, მე რომ კაცად წარმოვიდგინე, რატომღაც :)) ჰომ, ამიტომ ასე შეფასება მიჭირს. შესაძლოა ჩემთვისაც მოეტანა განწყობა :)
ReplyDeleteმის მიუხედავად, რამდენიმე სტუმარში სტილიც აღმოვაჩინე და ფოტოებზეც დავაფიქსირე. თუმცა ამ თემაზე ცალკე პოსტს მოდის კვირეულის დასრულების შემდეგ დავწერ.
ReplyDeleteau maintereseeeebs
moixedavad imisa rom me ar vaqcev xolme Cems chacmulobas didad kuradgebas
radgan mainc unda gadavigo da rac ufro komfortulad mecmeva miT ukeTesia chemtvis
sxvebis chacmulobas mainc vakvirdebi xolme :)
ნუ ჟურნალისტებს და ბლგოერებს გვაქვს „უფლება“ ჯინსით და კედებით მივიდეთ )) მაგრამ გუშინ ზედმეტად ბევრი დენიმი იყო )))
ReplyDeleteმე "ფარშევანგისნაირი" კაბა მომეწონა :)
ReplyDeleteძალიან მომეწონა ამ პოსტის შესავალი :) თქვენი აღწერა... კი წარმოდგენილი კოსტუმები საკმაოდ მომეწონა, თუმცა ახალი არაფერი არ იყო:) და ცოტა მოვიწყინე.. როგორც ვთქვი, ახალი არაფერი - ნუ კი ვინტაჟური კოსტუმები როგორ იქნება რაღაც ახლებური, მაგრამ.. თანაც იმდენი მოდელი გამოვიდა მეგონა არასდროს დამთავრდებოდა ეს ჩვენება. უკეთესს ველოდი.
ReplyDeleteმართალია, ჩვენთან სრულიად განსხვავებულ თემებზე ძირითადად ერთი და იგივე ადამიანები აკეთებენ ხოლმე რეპორტაჟებს :)
ReplyDeleteრა კარგია, რომ დაწერე – რაღაცნაირად live ჩართვასავით იყო :)
პ.ს. მელიების დანახვამ "მომკლა". ეს არასდროს მომეწონება :(
კიწი ვარ Ж))))
ReplyDeleteმარი,
ReplyDeleteგმადლობთ :)
პრინციპში მე რასაც ველოდი, ის ვნახე და ალბათ იმედის გაცრუების მომენტიც ამიტომ არ მქონდა. ვიცოდი რომ ეს იყო კოლექციონერის ჩვენება, რომელსაც ვერ მოთხოვ იმას, რომ ახლებურად დაგანახოს ვინტაჟური სამოსი
ქეთი,
არადა ეგ ქმნის ძველი ჰოლივუდის განწყობას :)) ძალიან chic არის ასეთ კაბებზე ))
კიწი,
მაპატიე, დავიმახსოვრებ :)
Nina Goreck,
ReplyDeleteმეც ვიცოდი რა სტილის ჩვენება იგეგმებოდა. BDA -სტილში კი არის პოდიუმის ხალხში მოწყობა, მაგრამ... არ იყო ისე სანახაობრივი. ალბათ უფრო ორგანიზების საკითხი იყო GFW-ს მხრიდან, თუმცა აი აქ კი არ ველოდი მეტს :)
მართალი ხარ, სანახაობრივი არ იყო :) ორგანიზება კი არა, „გალიანო“ უნდა ასეთ რაღაცებს :))
ReplyDeleteGFW-ში რას გულისხმობ? ორგანიზატორებს?
Nina Gorecki
ReplyDeleteდიახ:) მოგწონთ რუსთაველის თეატრი ჩვენებისთვის?
ჩვენებებისთვის საერთოდ
ReplyDeleteროცა პოდიუმი ხალხში არ ეწყობა, არა უშავს :)
ReplyDeleteკი, ქმნის, მაგრამ არ მომწონს, რადგან როცა ვხედავ, უკვე მელიებზე ვფიქრობ და არა ჰოლივუდზე :)
ReplyDelete"სამწუხაროა, რომ მოდის ფოტოგრაფის პროფესია, ვისაც ეცოდინებოდა, რომ გამოფენა ვინტაჟის სტილში იყო" - es ver gavige ) ragac sityva aklia
ReplyDeletebebos rac sheexeba, fotografma absoluturi simartle tqva )
denimis daweras jinsis dawera jobia )))
aravis agelvebs rogor zis fotografi, mtavaria rogor produkts dadebs. )
momewona rac bastianze giweria. dzalian gamartulad da kargad )
ai chemi ert-erti bastiani http://www.facebook.com/photo.php?fbid=1898106582005&set=a.1049241640912.2009465.1521866433&theater
mere ro movicli blogze davdeb rameebs da naxe tu mogindeba
ეს პროფესია არაპოპულარულია-მეთქი ჩვენში : ))
ReplyDeleteნაწილობრივ სიმართლე თქვა, ოღონდ ძაან აგდებული ტონით :))
ჯინსსაც ვწერ ხოლმე, ოღონდ რატო ჯობია? :))
ძააალიან მაგარი ფოტოა <3
ოკ )