Tuesday, May 10, 2011

რადიოაქტიური ხელოვნების კვირა

ფსიქოდელია, შორეული აღმოსავლეთი და მინიმალ ტექ-ჰაუსის რიტმები... ბოლო დღეებმა  საკმაოდ საინტერესოდ ჩაიარა. იაპონიაში არ ვყოფილვარ და არც მაქვს ამის სურვილი, მიუხედავად იმისა, რომ რადიოაქტიური ნიშანი ჩემთვის წმინდა სიმბოლოა (მელომანები მიხვდებიან რატომაც). უბრალოდ კარგი მუსიკით „დავსხივდი“, 3d-ში მომავალი საუკუნის ჩაცმულობა ვნახე და ორიგამით შთაგონებული ახლა ამ პოსტს ვწერ, საკმაოდ დამღლელი თბილისის მოდის კვირეულის შემდეგ. 

Alexander Maxwell
ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ჩემზე მუსიკამ მოახდინა (მუსიკის სიყვარული ჩემში ყოველთვის გადაწონის მოდისადმი ინტერესს, ეს გენეტიკურია). ჩვენებების  გასაფორმებლად მოწვეული იყო ალექსანდრ  მაქსველი და მისი ჯგუფი MODE-F. ალექსი გავიცანი, ძალიან კარგი ტიპია, თავისი „კამანდა“ - ნანო დე კლოზელი და ლორან ბალოც გამაცნო. მუსიკოსები არიან, „ხმის ინჟინრები“, რომლებიც მოდის ჩვენებებისთვის ექსკლუზიურად ქმნიან ან მიქსავენ მუსიკას, ლინკს თუ გაყვებით, ნახავთ რომ გერლენისა და დიორის სახლებისთვის მუშაობენ და მართლა მაგრები არიან თავიანთ საქმეში. სამწუხაროდ მუსიკას ვერ გასმენინებთ, ალექსმა საიდუმლო ფასვორდი მომცა და მკაცრად გამაფრთხილა, რომ ის მხოლოდ ჩემთვის იყო განკუთვნილი.  მასთან ბევრი ვისაუბრე, ამაზე დაწვრილებით მოგვიანებით დავწერ ტაბულასთვის. 

რაც შეეხება მოდას, ჩვენებები შერატონში გაიმართა და ეს კარგი არჩევანი იყო პოდიუმების მოწყობის მხრივ. შემოდგომა-ზამთრის კოლექციების დიდი ნაწილი არაადეკვატური გამოდგა - სულ შიფონის მსუბუქი კაბები და მოშიშვლებული მხრები. თუმცა ყველა დიზაინერი საქმეს ასე არასერიოზულად არ უდგება. მაგალითად, ძალიან კარგი ნამუშევრები ჰქონდათ დანიაში მცხოვრებ ქართველ დიზაინერს გიორგი შაღაშვილს, ატელიე ექსპერიმენტს... შაღაშვილის ჩვენების არცერთი ფოტო არ მაქვს, რადგან ჩვენება საღამოს 11 საათის შემდეგ დაიწყო და მანამდე ჩემი ციფრულის ელემენტი მოკვდა :/ ეფექტური იყო დათუნა სულიკაშვილის აეროპორტში გამართული ჩვენება. ალექსი ძალიან დიდი შთაბეჭდილების ქვეშ იყო, აეროპორტის ფოტოებიც წინასწარ მანახა, დაგვპატიჟა კიდეც მე და ირაკლი ბლუიშვილი (ტაბულას ფოტოგრაფი), მე წაგიყვანთო, არ იცოდა რომ აკრედიტაცია იქაც გვქონდა. მოკლედ, ძალიან სასიამოვნო და ნიჭიერი ადამიანია, შეყვარებული ვარ და ეს სულ ცოტა მომავალი ერთი-ორი კვირა გაგრძელდება, ამიტანეთ ))

რა იყო დასამახსოვრებელი:
ატელიე ექსპერიმენტის მინიმალისტური, შორეული აღმოსავლეთით შთაგონებული სტილი:

თამუნა ბოჩიკაშვილის 3d-ში დანახული ფუტურისტული ფსიქოდელია:

ანა მიმინოშვილის ძალიან ელეგანტური, 50-იანების ესთეტიკა:

სხვა რა მოვყვე, უკეთ გავიცანი ძალიან კარგი ადამიანები _ თაა და 'პიეტრო' (პაატა საბელაშვილი). ვიცინე ანაქრონისტულ კოლექციებზე. ვიხალისე მედიაზე (ბექსთეიჯში შევესწარი ასეთ შემთხვევას, გიორგი შაღაშვილს რომელიღაც ტელევიზია ინტერვიუს ართმევდა და კითხვა იყო ასეთი: როგორია თქვენი თვალით დანახული ქალი ამ ზამთარში? როგორიც ახლა, ჩვენებაზე ნახეთო, იყო გიორგის პასუხი :))) კიდევ ერთხელ ვიხალისე „ნაღებ საზოგადოებაზე“, ანუ პუბლიკაზე, რომელიც ტაშს მოდელებს უკრავს და ჩვენებებზე ბრავოს ყვირის,  მოკლედ გროტესკია. ჩემს უფრო სერიოზულ რევიუს თბილისის მოდის კვირეულზე წაიკითხავთ აქ. ახლა წავედი, Lamb-ის ახალი ალბომი მაქვს მოსასმენი და როგორც იქნა, მოვიცალე ამისთვის. Lamb ხო გახსოვთ, ჩვენი ლუ, ერთხელ მეც კი მომიძღვნა სიმღერა :)

5 comments:

  1. კიდევ ერთხელ ვიხალისე „ნაღებ საზოგადოებაზე“, ანუ პუბლიკაზე, რომელიც ტაშს მოდელებს უკრავს და ჩვენებებზე ბრავოს ყვირის, მოკლედ გროტესკია.

    saxelevs ro yvirodnen :D
    ujas

    sulikashvilze rato ver gnaxe :(

    ReplyDelete
  2. რა კარგი დრო გიტარებია! აბა რაა ესე უნდა იღადავო, მაგათზე ნერვების მოშლა 100 ლეტ რა! ;დდ

    ReplyDelete
  3. თაა, :დდ სად მნახავდი, ვერ მოვედი, tv-ში ვნახე. 8-ზე ვიყავი ქებურიაზე :(

    როდე, რა მაქვს მე ნერვების მოსაშლელი :დ

    ReplyDelete
  4. სულიკაშვილი მაინტერესებს, მიმინოშვილი მომეწონა ფოტოებიდან..
    ნაღები საზოგადოებაზე კი იხალისებდი ბევრს :)))

    ReplyDelete
  5. სადმე დადებენ ალბათ მთლიან ჩვენებას და დაგილინკავ ნინ :)

    ReplyDelete