Wednesday, November 17, 2010

ორი, სამი, შვიდი... 830 ნიშანი


რიცხვი - აბსტრაქციაა. ის უხსოვარი დროის წინ გაჩნდა, როდესაც ადამიანი საგნების დათვლის აუცილებლობას მიხვდა.
სანამ რიცხვები მნიშვნელოვან მათემატიკურ მნიშვნელობას შეიძენდნენ, ადამიანი თვლას ყოველდღიურ ცხოვრებაში და ხელის თითებზე აწარმოებდა: ორი გამოქვაბული, სამი ხე, ხუთი ხარი...
მოგვიანებით, ხელის თითები ჩხირებმა შეცვალეს. დამწერლობის გაჩენის შემდეგ კი, ასოებმა რიცხვების მნიშვნელობაც შეიძინეს. თუმცა საკმაოდ დიდი დრო გავიდა, სანამ ადამიანმა შეძლო რიცხვის საგნებისგან განცალკევებულად აღქმა: უბრალოდ ოთხი, შვიდი...
ნამდვილად არ მაქვს განზრახული, ინდური წარმოშობის არაბულ ციფრებზე ისტორიის მოყოლით მოგაბეზროთ თავი. უბრალოდ, მინდა გაგახსენოთ, რომ ციფრებს არ აქვთ მხოლოდ დამთვლელი ფუნქცია.
თუ არ ვცდები, ამაზე სერიოზულად (ანუ მეცნიერულად) ფიქრი პირველად პითაგორამ დაიწყო. მას მიაჩნდა, რომ მათემატიკა სამყაროს ენაა. ძველმა ბერძენმა მეცნიერმა გადაწყვიტა, რომ ყველა ციფრს თავისი ეზოთერიკული მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა, შესაბამისად თავისი ენერგიაც. რა თქმა უნდა, შიში ცამეტი რიცხვის მიმართ უბრალოდ ცრურწმენაა. პითაგორასთან ციფრებს აბსოლუტურად განსხვავებული, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ და არც ცრურწმენებთან აქვთ რაიმე საერთო. შემთხვევითი არაა, რომ ეს დიდი მეცნიერი დღეს ნუმეროლოგიის მამადაა აღიარებული. მან ბევრი იმოგზაურა უძველესი კულტურის ქვეყნებში და საბოლოოდ ფილოსოფიური საზოგადოება დაარსა, რომლის აღმოჩენებმაც უდიდესი გავლენა მოახდინა შემდეგ თაობებზე.
პითაგორას თეორემები მეტნაკლებად ყველას გვახსოვს, მისი კვადრატის თეორია კი ცოტამ თუ იცის. არც არის გასაკვირი, რადგან ის, რაც თავის თავში ეზოთერიკას მოიაზრებს, მეცნიერულად არ მტკიცდება, ამიტომ თვლიან, რომ არაზუსტია და სკოლაშიც, შესაბამისად, არ გვასწავლიან.
რიცხვებზე წარმოდგენა ორი რაღაცის გამო შევიცვალე. პირველი, ალბათ უკვე მიხვდებოდით, პითაგორას კვადრატია, რომლის შედგენა საკმაოდ იოლი აღმოჩნდა. მოკლედ რომ გითხრათ, ამ თეორიის მიხედვით, ნებისმიერი სირთულის რიცხვი საბოლოოდ აუცილებლად დაიყვანება მარტივ ბაზისამდე, ერთიდან ცხრის ჩათვლით. ამ ციფრებიდან თითოეულს თავისი სიმბოლური დატვირთვა გააჩნია და განაპირობებს კონკრეტული ადამიანის ცხოვრების დადებით თუ უარყოფით მხარეებს. ეს ციფრები ჩვენი დაბადების თარიღიდან გამომდინარეობს, იწერება კვადრატში და საბოლოოდ მათი გაშიფვრა საშუალებას გვაძლევს, უკეთ განვსაზღვროთ ჩვენი შესაძლებლობები.
ამის გაკეთება დაინტერესების შემთხვევაში ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია, უბრალოდ ინტერნეტის საძიებო სისტემაში "პითაგორას კვადრატის" ჩაწერაა საჭირო. ჩემთვის აღმოჩენა იყო ის, რომ ჩვენს წელთაღრიცხვამდე უკეთ სცოდნიათ ჩემი პიროვნება, ვიდრე თავად მე მოცემულ მომენტში. თუ ფიქრობთ, რომ საკუთარ შესაძლებლობებზე ამომწურავ ინფორმაციას ფლობთ, უბრალოდ გააგრძელეთ წერილის კითხვა, ვინაიდან მსურს გიამბოთ ადამიანზე, რომელსაც ეზოთერიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს, თუმცა სჯერა, რომ რიცხვებს განსაკუთრებული დატვირთვა ენიჭებათ და ამ რწმენის ესთეტიკურ მატერიალიზებას ახდენს.
ეს არის ადამიანი, რომელმაც ტანსაცმლის ბრენდი, 830 Sign შექმნა. ბრენდი ახალია, იტალიური, ძალიან ახლობელი. კოლექციების თვალიერებისას ვერ შეხვდები სამოსს, რომლის საკუთარ თავზე წარმოდგენა გაგიჭირდება. ეს იყო ის მთავარი ფაქტორი, რომელმაც პირველივე წუთიდან დადებითად განმაწყო. ამასთან, ვფიქრობ, კარგი ფოტოგრაფისა და მოდელების შრომასაც არანაკლები წვლილი მიუძღვის იმაში, რომ ბრენდის თაყვანისმცემლების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.

"ცრუმორწმუნე იტალიელი კაცი, მამაჩემი, რომელიც დაიბადა 30 აგვისტოს (8/30), ცხოვრებაში ყველაფერს უყურებს, როგორც ნიშანს. მე, რომელიც დავიბადე 30 დეკემბერს, იმავესი მჯერა. ჩემს ოჯახში, ყველაფერი 8-ში ან 30-ში ხდება", - გვიამბობს დიზაინერი. როდესაც წამოიზარდა, უფრო ნათლად დაიწყო რიცხვებს შორის კორელაციის შემჩნევა. 2008 წლის 30 აგვისტოს მან თავის ბრენდს 830 Sign დაარქვა, მამის პატივისცემის ნიშნად და ასევე იმიტომ, რომ თავადაც დარწმუნებულია ნიშნების არსებობაში.
ძალიან მერიდება იმის თქმა, რომ ეს ბრენდი 30 ოქტომბერს აღმოვაჩინე. პირველ რიგში, იმიტომ, რომ აქამდე ვერ მოვახერხე ამის გაკეთება. უფრო კი იმიტომ, რომ ეს დამთხვევები თანდათან ზედმეტად მისტიკურ ხასიათს იძენს და დაუჯერებელი ხდება. ამიტომ პირობას ვდებ, სიტყვა აღარ დავძრა ციფრებზე და ნიშნებზე და მხოლოდ ბრენდის ესთეტიკურ მხარზე გესაუბროთ.
ელეგანტური, ახალგაზრდული, მოსახერხებელი, მყუდრო - ეს ის ეპითეტებია, რომლებიც ამ სამოსის ყურების დროს მოგდის თავში. მოდასთან ამას არცთუ ისე დიდი კავშირი აქვს. დიზაინერი არ განიცდის უკანასკნელი ტენდენციების გავლენას, შეიძლება ითქვას, უბრალოდ ყურადღებას არ აქცევს, ვინაიდან ფიქრობს, რომ "დღის ბოლოს მოდა უფერულდება, ნამდვილი სტილი კი მყარი და უცვლელი რჩება".
ბრენდის დევიზი ტრადიციებისა და ინდივიდუალიზმის ერთიანობაა. ამით დიზაინერი ცდილობს მინიშნების გაკეთებას ძველ დროზე, როდესაც სამოსი ხელით, დიდი ხნის განმავლობაში იქმნებოდა და წლებს უძლებდა. ამ მემკვიდრეობისა და ინოვაციური იდეების გაერთიანებით 830 Sign ცდილობს შექმნას სტილი, რომელიც არ იქნება მხოლოდ ერთი სეზონისთვის აქტუალური. ამის საშუალებას თავად ხარისხიც იძლევა, რომელიც, სამართლიანად უნდა აღინიშნოს, მაღალია.
"830 ნიშნის" მთავარი შთაგონების წყარო დამალული ელეგანტურობაა, რომლის აღმოჩენასაც მოგზაურობის დროს ცდილობს ჩვეულებრივ, ქუჩაში მოსიარულე ადამიანებში. ამას მაშინვე იგრძნობთ, როდესაც კოლექციების თვალიერებას დაიწყებთ. ცნობილი იტალიური სტილი, ანუ ის, რასაც დოლჩე გაბანა, ვერსაჩე და მსგავსი ბრენდები გვთავაზობენ, მის სამოსში არ იგრძნობა. აქ მეტი ბუნებრიობა და ბოჰემაა, ნაკლები თვალშისაცემი სექსუალურობა და გამომწვევი ფორმები. ალბათ სწორედ ესაა, რაც მათ სტილს ასე მიმზიდველს ხდის.

  
                         
                 
                    
                    

                 
              
შემოდგომა-ზამთრის კოლექციისთვის შთაგონება იტალიაში, ვერონას ქუჩებში სიარულის დროს მოვიდა. საუბარია რომეოსა და ჯულიეტას სიყვარულზე, ზამთრის ლურჯ ღამეებზე, ვერონას მთვარეზე, ძველ რომაულ შენობებზე. მე ვფიქრობ, ეს რომანტიკული სული გასული ზამთრის ნამუშევრებში უფრო იგრძნობოდა, მეტ ფერადოვნებას, სინაზეს აერთიანებდა. წლევანდელი სარეკლამო კამპანია შავ-თეთრია, რომელიც უფრო ზამთრის ცივი დღეებისთვის განაწყობს, ვიდრე რომანტიკისთვის. სამაგიეროდ, აქ უფრო საინტერესო სახეებს ვხვდებით, განწყობაში კი - მეტ ექსპრესიას. ეს არ არის ტანსაცმელი, რომელიც ჩაცმას გასწავლის, არამედ - უზრუნველობას, ოცნებას, დინამიურობას - იმას, რაც, ზოგადად ასე გვაკლია ხოლმე ცხოვრებაში და მითუმეტეს, ზამთრის ცივ დღეებში, როცა ერთადერთი რამ გინდა - ბუხართან ჯდომა. მე კი ამ სეზონისთვის 830 ნიშნის გრძელი, ნაქსოვი შარფი მინდა, ვიწრო ჯინსი და მატეო მარტარის ვარცხნილობის შესაფერისი განწყობა.  
         

































                                        
                

25 comments:

  1. 13-ში თითქმის ყოველთვის მიმართლებს :)
    დაკვირვებული ვარ იმიტომ, რომ რამდენიმე გამოცდა მქონდა ამ დღეს და კარგად დამთავრდა, ისედაც მშვენიერ ხასიათზე ვარ ხოლმე.
    ეს პითაგორას კვადრატი კი საინტერესო რამ იყო..

    ამას წინათ ვნახე ამ ბრენდის სახელი და ვფიქრობდი, ეს რა სახელია–მეთქი. აი, თურმე რა :)
    მომეწონა :)

    ReplyDelete
  2. მეეც )) 13 ნომერი ბილეთი გამოცდაზე შემხვდა, რაც ყველაზე მაგრად ვიცოდი ის ეწერა :)))

    პითაგორა გააკეთე?

    ReplyDelete
  3. ეხა შემოვა ლორდი და იტყვის, რა არის ამხელა შესავალიო :)))

    პითაგორას ამას ვერ ვაკადრებდი :))) წერილი ორნაწილიანია, შესავლების გარეშე

    ReplyDelete
  4. ამ ტესტის შესახებ მანამდეც ვიცოდი, მაგრამ ოდნავ შეცვლილი სახით. ეხლა გავაკეთე და ყველაზე მეტად იმან გამახარა, რომ ენერგო-ვამპირი არ ვარ :D

    ბრენდს რაც შეეხება, მგონი პირველად მესმის. ახლა უნდა გავეცნო უფრო კარგად :)

    ნინა, შენ ყოველთვის ახერხებ, სასიამოვნო შეუხამო სასარგებლოს :) ანუ, საინფორმაციო პოსტი ასე კარგად იკითხებოდეს, ბევრგან არ მინახავს :)

    ReplyDelete
  5. Natalia

    ასეთი თბილი ბლოგი გაქვს, ენერგო-ვამპირი როგორ იქნები :)))
    მეც ვიცოდი რაღაც თარიღების დაჯამებაზე, ოღონდ ასეთი დასასრულით: თქვენ ამოგივიდათ ციფრი 4, გადასარევი ადამიანი ყოფილხართ :D ბერძნული სკოლა მაინც სხვაა რა )
    http://www.830sign.com/
    დიდი მადლობა :)

    ReplyDelete
  6. შავ თეთრი ფოტოებით ვერაფერს ვიტყვი... გარდა იმისა, რომ ეგ გოგო მართლა მომეწონა.

    ისე, ციფრების "მაგიას" ხშირად იყენებენ. Cerutti 1881, ერერას 212, შანელის ნომერი 5... არის ამაში რაღაც შიზოიდური. :)

    კიდე ჩემს (ერთ-ერთ) უსაყვარლეს ბრენდს ძმებ ბრუქსებს ქონდა შედარებით იაფიანი ხაზი "346", მაგრამ მიხურეს ბოლოს.

    @Nina Gorecki
    ეგრეა, მაგრამ არაფერსაც არ ვიტყვი. :)

    ReplyDelete
  7. შიზოიდური :D

    ჰოო ეს არცთუ იაფი ბრენდია :/ ამ casual-ობის გათვალისწინებით, ალბათ ხარისხია ძალიან კარგი, თორემ...შავი სვიტერი 350 ევრო მაღალი ფასია ჯერ არც ისე ცნობილი მარკისთვის

    ReplyDelete
  8. http://fr.born.com/marchand-description/1288782982086929000/830%20sign
    გუშინ აღმოვაჩინე

    ReplyDelete
  9. ეგ გოგო დიანა იონელე - იტალიელი მოდელი ყოფილა.

    ფასი ძვირია. დიზაინერიც ძალიან ახალგაზრდაა. კი დიზელთან აქვს ნამუშავარი, მაგრამ ჯერ მაინც არ აქვს ის ბექგრაუნდი.
    თუმცა, იტალიაშია შეკერილი და არა მესამე ქვეყანაში.
    ამას უძახიან ამერიკაში ფრეფი-ს.

    ისე, ბრუქსების ქაშმირი დაახლოებით მსგავსი ფასი ღირს, მაგრამ დოლარებში. :) ლაკოსტთანაც იგივეა დაახლოებით. რავი. ვინ რას არჩევს. :) მე ორი მსგავსიდან მაინც ბრენდი მირჩევნია.

    ReplyDelete
  10. ისე, ქაშმირის ყიდვა საერთოდაც სისულელეა თუ ძაან ბევრი ფული არ გაქვს.
    ქაშმირი მაგრად გამოიყურება, მაგრამ ძალიან არამდგრადია და დიდხანს ვერ ძლებს.
    მერინოსის შალის ტანსაცმელი თითქმის ისევე მდიდრულად გამოიყურება და თან ბევრად გამძლეა.

    ქაშმირი უფრო სქელია და თბილი, მაგრამ ჩვენი ზამთრისთვის ეს არ არის მაინცადამაინც დიდი პრობლემა. ;)

    ReplyDelete
  11. დიანა მეც ძალიან მომწონს :) და მატეოსაც :) ფეისბუქზეც წერდა კინაღამ დამავიწყდა რა ლამაზი ხარო ))) როგორც ჩანს, გაქანებული სკლეროზი უნდა ჰქონდეს მარტარის ))))

    მერინოსი არ ვიცი, სადაურია?

    ReplyDelete
  12. სადაურსა სად წაიყვანო :)
    ყველგანაა. მგონი საქართველოშიც არის ან იყო ერთ დროს. მერონოსი ცხვრის ჯიშია ეგეთი.
    შალის პროდუქციას ყოველთვის აწერია რა მატყლია - თუ მარტო wool აწერია - ესე იგი ჩვეულებრივი ჯიშის ცხვრისაა, merino wool - მერინოსის და cashmere თხის.

    ReplyDelete
  13. ჰაჰა მე ვიფიქრე რამე ბრენდის სახელია-მეთქი :))))

    ReplyDelete
  14. ვაიმე უნისექსი და მათემატიკა - აი ეს მომიღებს მე ბოლოს. :მო:
    კიარადა :love: :love: :love: :love:

    რა გინდოდა, რას მერჩოდი. :(((
    რა მაგარი რაღაცეებია. ისევ აღფრთოვანებას მივეცი შენს ბლოგზე. უკვე მერამდენედ.

    ReplyDelete
  15. @Nina Gorecki
    ეგა ხართ, აი, ახალგაზრდა ბლოგერები...
    აბა მე სანამ ბლოგერობას დავიწყებდი 3 წელი ცხვარში ვიდექ.

    ReplyDelete
  16. Kate, ხო მაგარია? :)))
    :*

    Lord Vader
    აი ინთერნშიფი მესმის :))))

    ReplyDelete
  17. მაგარი არ ჰქვია ამას.
    ამას ჰქვია ძალიან მაგარი.

    ReplyDelete
  18. @Nina Gorecki
    დიახ.
    ყაზბეგის ნაკვალევზე.

    ReplyDelete
  19. ნინა, გავაკეთე და ზოგს დავეთანხმე და ზოგიც მომეწონა :) მაგალითად, სიბერემდე დაავადებები არ შეაწუხებსო :))

    ReplyDelete
  20. უი დაავადებებზე ჩემზეც ეგ გამოვიდა :))

    ReplyDelete
  21. მოვიტყუები, რომ ვთქვა, პოსტს რამე გავუგე–მეთქი :ლოლ: ყველა მოდელს ასეთი დაღლილი და გაფარჩაკებული სახე რატომ აქვს, ვერ ვხვდები, დააკვირდით სურათებს რა! :/

    პითაგორა არ ვიცი, მაგრამ რიცხვებს საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვთ.
    როცა ადამიანისადმი სიმპათიით ხარ განწყობილი, რასაც უნდა წერდეს, მაინც წაიკითხავ ;) :დ

    ReplyDelete
  22. სოფი

    ლოლ :))))

    მადლობა ჩემო კარგო) მეც ასევე) მატეო გაფარჩაკებული რატოა, ნახე რა მეოცნებე სახე აქვს :)

    ჩვენ ზურას ვამსგავსებ მაგრად, ალხანიშვილს :)))

    ReplyDelete
  23. ნინა, ე.ი. წინ დიდი დროა საგმირო საქმეებისთვის :))

    ReplyDelete
  24. შეიძლებოდა სხვაზე დამეტოვებინა კომენტარი, მაგრამ ეს ვერდის ბოლო პოსტია და ჯერ აქამდე ვარ,ისე კარგად და სასიამოვნოდ გავიდა დრო კითხვის პროცესში.
    ყველაფერი ისეთი კარგია,არ ვიცი რა გითხრა. წარმატებებს გისურვებ<3

    ReplyDelete
  25. შორენ
    დიდი მადლობა :))

    ReplyDelete