რა შეიძლება უცებ, დაფიქრების გარეშე მოგივიდეს თავში დიდი ბრიტანეთის ხსენებაზე? კელტები, ბარბერის მოდის სახლი, ანა ბოლეინი, 5 o`clock, სთოუნჰენჯი, საზღვაო იმპერია, ლედ ზეპელინი, პურიტანები, გაი რიჩის ფილმები, მუდმივი წვიმა... ეს არ ნიშნავს აუცილებლად იმას, რომ ჩამოთვლილიდან ყველაფერი ძალიან მოგწონს. თავიდან გახსენდება ის, რაც ყველაზე ცნობილია, ტვინი კი ხშირად საუკეთესოს ბოლოსთვის ინახავს ხოლმე. მე არ მიყვარს წვიმა, თუმცა დიდი თაყვანისმცემელი ვარ "ბრისტოლ საუნდის", ალექსანდრ მაკქუინის, ჯეისონ სტეისემის, შოტლანდიური კილტის...
რა შეიძლება უცებ, დაფიქრების გარეშე მოგივიდეს თავში ბრიტანული სტილის შესახებ? კუბოკრული ქსოვილი, მოხუცი, კეთილი ბარბერის სახლი, ქეით მოსი, ვივიენ ვესთვუდის პანკი... მთლიანობაში კი, მაინც სადა და თავშეკავებული სტილი, ზედმეტი ექსტრავაგანტურობის გარეშე (ნუ ვისაუბრებთ ჯონ გალიანოზე, რადგან ეს განსაკუთრებული ფენომენია არა ბრიტანეთის, არამედ მსოფლიოს მასშტაბით). სტელა მაკარტნი კოლექციებს ყოველთვის ნეიტრალურ ფერებში შექმნის, რადგან ინგლისში, უბრალოდ ამინდია ასეთი - უმზეობა სიმშვიდისთვის განგაწყობს. ბარბერი ვერ შეელევა მილიტარის, ყველაზე რომანტიკულ სილუეტშიც კი ის ერთ ბეწო სამხედრო განწყობას შეინარჩუნებს, რადგან ბრიტანეთი - ეს ძლევამოსილი იმპერიაა, ყოველთვის მზადყოფნაში თავისი ძალაუფლების დასაცავად.
ბრიტანულ სტილში ყველაზე მეტად ამ ფაქტორს ვაფასებ - ავთენტურობის განცდას. სტილის შეგრძნება აქ ისეთი მძაფრია, მოდური ტენდენციები ვერაფერს აკლებს. მე რასაც დავამატებდი, ცოტა მზის სხივია, ფრანგული მოხდენილობა, სამხრეთული მგრძნობიარობა. არა, მე არაფერს დავამატებდი, ბრიტანელებს უკვე ჰყავთ ასეთი ადამიანი, რომლის სტილიც ნაციონალურ ელემენტებსა და იმ სამხრეთულ სხივს აერთიანებს, ემილი დიდონატოს ღიმილში რომ იგრძნობა. ეს ადამიანი ალექსა ჩანგია, ინგლისელი it-girl ჰემფშირიდან. ამასთან, ეს ეპითეტი მხოლოდ მისი იმიჯის ნაწილია, სინამდვილეში ალექსასთან პოპულარობა და ხალხის სიყვარული დამსახურებულად მოვიდა.
ალექსა ჩანგი 1983 წელს დაიბადა ანგლო-ჩინელი გრაფიკული დიზაინერისა და ინგლისელი დიასახლისის ოჯახში. თავისი წარმოშობის გავლენითაა, რომ გარეგნობაში აქვს რაღაც, ინგლისური იერსახისთვის ეგზოტიკური, თუმცა ჩინურს ერთბაშად ვერც მის მომწვანო-მონაცრისფრო თვალებში აღმოაჩენთ და ვერც უჩვეულოდ ნათელ კანის ფერში. შარმი ფრანგული აქვს, სტილი - არაინგლისურად დახვეწილი. ყოველთვის აღტაცება მეუფლება, როდესაც მის ტუალეტს ვაკვირდები, რომელიც, ერთი შეხედვით, ძალიან უბრალოა, ლაკონური, მაგრამ მაინც ძალიან გემოვნებიანი. ალექსას ნიჭი აქვს ასეთი - იცვამს უკანასკნელი მოდის მიხედვით, ოღონდ ისე, რომ მინიშნებაც არ რჩება fashion victim-ის გემოვნებაზე. შესაძლოა ეს იმის დამსახურებაა, რომ მოდურ ნივთებს ვინტაჟს უხამებს. მის ჩაცმულობაში ერთგვარი დაუდევრობის მარცვალსაც დაიჭერთ, რაც ალექსას სტილს მეტ მიმზიდველობას ანიჭებს. იგივე შეიძლება ითქვას მაკიაჟზეც: ტენიანი ამინდის გამო ბრიტანელები ისეც არ იკლავენ თავს ვარცხნილობაზე ზრუნვით და ალექსაც მუდამ დაუდევრად დავარცხნილი თმით დადის, თითქმის არ ხმარობს მაკიაჟს და მაინც გაცილებით სასიამოვნოდ გამოიყურება, ვიდრე დავარცხნილ-გლამურული ვიქტორია ბექჰემი.
მშობლიური ბრიტანეთი ალექსას დამსახურებულად აფასებს - ის ყველას უყვარს, მის სტილს ბაძავენ, გასულ წელს ჟურნალ ვოგის ბრიტანულმა გამოცემამ წლის ყველაზე კარგად ჩაცმულ ადამიანადაც კი დაასახელა.
თუ ფოტოებიდან დელიკატური, ნაზი გარეგნობის ქალბატონი გვიყურებს, ეკრანიდან სურათი ცოტათი იცვლება. საქმე უკვე ნამდვილ ინგლისელ გოგოსთან გვაქვს, ჭეშმარიტი ბრიტანული აქცენტით და ამერიკული ტემპერამენტით. მისი შოუ ამერიკულ MTV-ზე, It`s on with Alexa Chung, ისეთი ხალისიანი განწყობის მატარებელი იყო, რომ ნამდვილად გული დამწყდა, როდესაც გააუქმეს. Gonzo with Alexa Chung უკვე აღარც ისეთი საინტერესოა.
სამაგიეროდ, მისი სამოდელო კარიერა სულ უფრო საინტერესო შტრიხებს იძენს. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან ამ ბიზნესში მოღვაწეობა გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე ტელევიზიაში. ის ჯერ კიდევ მოზარდი იყო, როდესაც იღებდნენ ჟურნალებისთვის CosmoGIRL! და Elle Girl. ნამდვილი წარმატება, როგორი პარადოქსიც არ უნდა იყოს, მაშინ ეწვია, როდესაც მოდელის კარიერამ მეორე პლანზე გადაინაცვლა და აქტიური მუშაობა დაიწყო ტელევიზიაში და ყოველკვირეული სვეტის წერა ისეთი გაზეთისთვის, როგორიცაა The Independent. თავად განსაჯეთ, 2008 წელს ვივიენ ვესტვუდის ჩვენებაში გამოჩნდა, 2009 წელს გახდა DKNY Jeans - ის ახალი სახე, იმავე წელს აღმოჩნდა ბრიტანული Harper`s Bazaar - ის და 2010-ში ვოგის გარეკანებზე. 2010 წლის თებერვალში ალექსა ვოგის საიტის რუბრიკაში Today I`m wearing ვიხილეთ, რომელიც, როგორც წესი, სტილის კანონმდებლებს ერთი თვის განმავლობაში მასპინძლობს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტია ისიც, რომ 2009 წელს ცნობილმა ინგლისურმა ბრენდმა Mulberry ალექსას სახელობის ჩანთა გამოუშვა, რომელიც მაშინვე გახდა პოპულარული ცნობილ ადამიანებს შორისაც კი და ნამდვილ გაყიდვების ჰიტად იქცა.
ვოგის საიტის რუბრიკამ ალექსას გარდერობში ძრომიალის საშუალება მომცა. თუ ყურადღებით დააკვირდებით მთელი თვის განმავლობაში ალექსას ყოველდღიურ ტუალეტს, იოლად აღმოაჩენთ იმ მთავარ შტრიხებს, რომელიც მის სტილს ქმნის. პირველი და მთავარი, რაც თვალში მომხვდა, ეს არის ფრანგული შანელის სინთეზი ხანდახან ძალიან "საყოველდღიურო" ნივთებთანაც კი, მაგალითად ტოპშოპის ჯინსებთან ან ნახატებიან პერანგთან. არ ვიცი, მისი მობილურიდან გაგზავნილი ფოტოების ბრალია თუ იმ სეზონზე პოპულარული მამაკაცური სტილის, მაგრამ თებერვლის ფოტოსესია არც ისე შთამბეჭდავად გამოიყურება. ალექსა ჩანგის სავიზიტო სტილი - ეს არის ვინტაჟი, ბოტილიონები მაღალ ქუსლზე და რაც მთავარია, კონტრასტები ჩაცმულობაში (მაგ. დიდი ზომის უფორმო პიჯაკი ქალურ, მსუბუქი ქსოვილის კაბებთან, მკაცრი სტილის, უბრალო სვიტერი ყვავილებიან ქვედაკაბასთან). სწორედ ეს კონტრასტები ამტკიცებს შემდეგს: ბრიტანელების სტილი არც ისე კონსერვატული და ერთფეროვანია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. სტილი კი, მოგეხსენებათ, ისაა, რაშიც ადამიანის ბუნება შესანიშნავად აისახება.
24 საათში წავიკითხე ეს და ძალიან მომეწონა :)
ReplyDeleteძალიან მიხარია თეო, მადლობა :)
ReplyDeleteucnauri gogoa aleqsa
ReplyDeletesxva momowns ase chacmuli
me ver tu ar vicvam/chavicvamdi ase
aseti individualistebi kide ese shoridan mxiblaven :))
ჰო ნინ, მეც მგონია ხოლმე რომ მე თუ ჩავიცვამ ასე, ტანსაცმელი თავისთვის იქნება, მე კი ჩემთვის
ReplyDeleteასეთებისგან სტილი არ უნდა მოიპარო, უფრო ალბათ სტილის მიმართ დამოკიდებულება, კრეატიული და გაბედული და საკუთარ ინდივიდუალიზმს შეუთავსო)
აი, ორივე ნინას აზრს ვიზიარებ - სხვებზე მომწონს ინდივიდუალური სტილი, მე კი მგონია რომ საოცრად უხერხულად ვიგრძნობ ასე ჩაცმული თავს და შესაბამისად, არც არავის მოეწონება, მე თუ არაკომფორტულად ვიქნები.
ReplyDeleteპ.ს ერთ-ერთ ფოტოზე რა ლამაზი ქვედაბოლო აცვია, მწვანე ფერებში <3
- კელტები
ReplyDeleteბრიტანეთთან კი. დიდი ბრიტანეთთან არა. :)
- ბარბერის მოდის სახლი
არა
- ანა ბოლეინი
ეს ვინ ოხერია?
- 5 o`clock
შეიძლება
- სთოუნჰენჯი
არა
- საზღვაო იმპერია
შეიძლება
- ლედ ზეპელინი
ნამდვილად
- პურიტანები
არა
- გაი რიჩის ფილმები
მადონას ქმარი რომ იყო?
- მუდმივი წვიმა
ნისლი უფრო.
ვივიენ ვესთვუდი.
ბითლზი.
ჩეშირელი კატა.
სიმპათიური გოგო ჩანს... თიუმცა აი იმ სურათზე (ჩანთით) დურაკულად გამოიყურება, იმჰო...
24 საათი ფერადია?
(აუ არ დამჭიპოთ, სერიოზულად ვკითხულობ)
Natalia
ReplyDeleteმეც მინდა ეგ ქვედაკაბა :)
Lord Vader
ჰო, ეგ ჩემი ასოციაციებია, სხვების ალბათ ცოტა განსხვავებული იქნება )
24 საათი მთლიანად ფერადი არაა, თუმცა ჩემი გვერდი ფერადია :)
დიდი ბრიტანეთი ჩემთვის ასოცირდება ჩაისთან და ჯეინ ოსტინთან. ამას დაუმატე ოდნავ clumsy მისტერ დარსი და I am perfectly happy :)
ReplyDeleteმე ასეთი ტიპის გოგოები არ მომწონს და ვერც ტანსაცმელს ვხედავ მათ ტანზე :/ თვალები საერთოდ არ უჩანთ, ან თუ უჩანთ, დაბინდული და შიმშილისგან ისეთი გადაღლილი, რომ ჯობდა, სულ არ გამოეჩინათ, you know what I'm saying.
სოფი,
ReplyDeleteპირიქით სიგამხდრისგან უზარმაზარი თვალები უჩანთ ხოლმე :))) მაგრამ ალექსას ძალიან თბილი გამოხედვა აქვს :)
შენ როგორ არ გიყვარს მოდელები :)) მაგრამ მოდელებშიც არიან მონროს და ბერიმორის ფსიქოლოგიის ხალხი, მაგალითად ნატალია ვოდიანოვა, უსაყვარლესია, სულ იცინის და ბედნიერებას ასხივებს თვალებიდანაც და საერთოდ : ))
ვოდიანოვა????? ტიტუ...
ReplyDeleteეხა იტყვი რომ საყვარელი არ არის და შეგაჩვენებ :D
ReplyDeleteუი
ReplyDeleteისე მონრო ნატალიასთან შედარებით დეიდაა :) ხასიათითაც ))
მე დრიუს მარადიულ ღიმილზე გამახსენდა :)))
ძალიან ძნელია ამ გოგოს სახეზე ჩინური წარმომავლობა ამოიკითხო :) თბილი ღიმილი აქვს მართლა.
ReplyDeleteმე მიყვარს ინდივიდუალისტები და გეთანხმები – მათგან სტილი არ უნდა მოიპარო, ეს მათია :)
საერთოდ, ყველგან და ყველაფერში ვაფასებ ინდივიდუალურობის გამოჩენას :)
ქეთი, ჰო, ახლა ვიჭერ რაღაც აზიურს, მაგრამ გვარი რომ არ ვიცოდე, ვერაფერს მივხვდებოდი )
ReplyDeleteდიდი ბრიტანეთი = ბითლზი :D
ReplyDeleteმერე სხვები
:))))
ReplyDeleteვაიმეეეეეეეეე!!! :ლავ: :ლავ:
ReplyDeleteShakespeare
The Beatles
Coldplay
Radiohead
Take That
Michael Caine
Jud Low
Kate Beckinsale
Queen
ინგლისური ინგლისური
:love: :love: :love:
ხოდა არ მომწონს, მე ასე თოჯინასავით გადიდებული თვალები :/
ReplyDeleteვოდიანოვა ნამდვილად საყვარელია, გეთანხმები.
ფსიქოლოგიური მომენტია, რომ არ იცოდე, ჩინური გენები აქვს, ვერაფერს შეამჩნევდი და ახლა ცდილობ, იპოვო რამე აზიური.
ჩეშირელი კატა. :) ვეთამხმები ლორდს
ReplyDeleteძალიან მომწონს ამ გოგოს სტილი
მაგრამ მე ვერ მოვიხდენდი ალბათ :(