წელს თბილისური შემოდგომა უჩვეულოდ მზიანი გამოდგა. ადამიანები კი მაინც უფრო პირქუშები გახდნენ, ვიდრე ერთი-ორი თვის წინ, მეგობარ ბლოგებზეც დროდადრო შეიმჩნევა სერატონინის დეფიციტი და „წვიმიანი“ დღეები. იცით, რატომ არის შემოდგომა წლის სხვა დროებთან შედარებით მოსაწყენი? რომ დავფიქრდი, მივხვდი, წლის ამ დროს ხომ არაფერს აღნიშნავენ, შესაბამისად სადღესასწაულო განწყობაც არავის აქვს და დადის ყველა ასე, ცხვირჩამოშვებული.
დღესასწაულის მოწყობის იდეა დაგვიანებით მომივიდა თავში. შემოდგომა თითქმის გასულია, შობაც მაინც რაღაც შორს ჩანს, ამიტომ დიდხანს ვფიქრობდი, რისი აღნიშვნა შეიძლებოდა და... winter nights, იგივე Vetrnætr, ძველი წარმართული დღესასწაულია სკანდინავიაში, რომელსაც დღესაც აღნიშნავენ ნეოპაგანები შემოდგომის დასასრულს. ამ დროს მოსავლის აღებას ზეიმობენ, ღმერთებს და ელფებს მადლობას ეუბნებიან და სთხოვენ, რომ შემდეგი წელი უფრო ბარაქიანი მოვიდეს.
დღესასწაული მოკრძალებული გამოვიდა. უფრო ალბათ იმიტომ, რომ ჩემი მეგობრები ნეოპაგანები არ არიან და ოდინი და ელფები არავის გახსენებია. მე, ჩემმა ალტერ ეგომ, ასმა და ფიურერმა ცოტა დავლიეთ, ვიმხიარულეთ ისეთ უცნაურ თემებზე, როგორიცაა შამილი, კავკასიური ტელევიზია და დაბოლილი ჩებურაშკა და ასე გავაცილეთ თითქმის უკვე გასული შემოდგომა. მე კი, მარტო დარჩენილმა ჭიქა თეთრ ღვინოსთან და საყვარელ ლეპტოპთან ერთად, გადავწყვიტე წელს აღებულ მოსავალს გადავხედო, რომ რიტუალს სრულყოფილი სახე მივცე.
ეე...მგონი ყველაზე საინტერესო, რაც წელს მოხდა, ჩემთვის უცხო სფეროში მუშაობის დაწყებაა, რამაც ბევრი კარგი და საინტერესო ადამიანის გაცნობის საშუალება მომცა, მაგალითად თომ ქანავანის, ელეგანტური და თბილი ბრიტანელის, რომელმაც ღვინოზე ჩემი წარმოდგენა შეცვალა, იზაბელ ლეჟერონის - ყველაზე შრომისმოყვარე და გულღია ფრანგის, ვინც კი დღემდე მინახავს. ყველაზე მაგარი კი იცით რა იყო, როცა ჩემი რედაქტორისგან გავიგე, რომ ჩემს საავტორო გვერდს სტილის შესახებ მუდმივი მკითხველი ჰყოლია, მათ შორის თინეიჯერებიც, რომლებიც თურმე ელოდებიან ხოლმე ჩემს ახალ სტატიებს. არც მეგონა, რომ 24 საათს ასეთი პატარა ასაკის მკითხველებიც ჰყავდა, ჰოდა მართლა ძაან გამიხარდა მაშინ, ბავშვივით.
ამ ამბავმა მოიტანა ისიც, რომ დღეს ბლოგი მაქვს, წლის ერთ-ერთი მთავარი „შენაძენი“, რომელსაც ბონუსად საყვარელი ხალხი, მათი განწყობები და ამბები მოჰყვა. ამ წელმა მაჩუქა ახალი „სკანდინავიური“ ოთახიც, როგორც ჩემი მეგობარი ეძახის სისადავის გამო. სხვას რას შეიძენდა ჩემნაირი გზააბნეული ადამიანი... შვედურის სწავლა დავიწყე და ანბანს ვერ გავცდი. მაგას ვინ ჩივის, ნეტა ფრანგული მასწავლა წესიერად. ჰოდა, პარალელურად ბევრი რამე დავკარგე კიდეც, პირველ რიგში ორი ძალიან ახლობელი ადამიანი, ინფანტილიზმი, ყვითელი ქოლგა, ტოპშოპის ზოლიანი მაისური, დაუოკებელი ვნება კაპუჩინოს მიმართ და ფორთისჰედის ფოლდერი. ეს ბოლო როგორ დავკარგე, მაინც ვერ გავიგე, თუმცა ძალიანაც კარგი, რომ გაქრა, რადგან ბეტ გიბონსმა თავი უკვე მაგრად მომაბეზრა.
სიცივეში კიდევ მოსაწყენი არაფერია, მთავარია, Don't give a damn! ადვილზე ადვილია, მთავარია თოვლი მოვიდეს, ნამდვილი, ფანტელებიანი, ღუნღულა. სწორედაც რომ ღუნღულა, ფიფქი ცივი ხომ მხოლოდ ჰაერშია, ენაზე კი სულ წამებში თბება და შენი ნაწილი ხდება. ასე რომ, ზამთრის ღამეების მხიარულად გასატარებლად დაგვჭირდება: პეპის დიდი ზომის ფეხსაცმელები (ეგეთებში თბილი წინდებიანი ფეხები ეტევა), ხულიგნური განწყობა და თოვლი. ნამდვილი თოვლი.
სიცივეში კიდევ მოსაწყენი არაფერია, მთავარია, Don't give a damn! ადვილზე ადვილია, მთავარია თოვლი მოვიდეს, ნამდვილი, ფანტელებიანი, ღუნღულა. სწორედაც რომ ღუნღულა, ფიფქი ცივი ხომ მხოლოდ ჰაერშია, ენაზე კი სულ წამებში თბება და შენი ნაწილი ხდება. ასე რომ, ზამთრის ღამეების მხიარულად გასატარებლად დაგვჭირდება: პეპის დიდი ზომის ფეხსაცმელები (ეგეთებში თბილი წინდებიანი ფეხები ეტევა), ხულიგნური განწყობა და თოვლი. ნამდვილი თოვლი.
კაპუჩინო სხვათაშორის მეც ძალიან მიყვარდა, მაგრამ ახლა აღარ ვსვამ რატომღაც. ჩაი და მხოლოდ ჩაი :)
ReplyDeleteრა კარგი პოსტია, ისეთი, თოვლის მოსვლას ჩემნაირ თოვლის არამოყვარულსაც რომ მოანდომებს. უცებ ვიფიქრე, "ის ხომ თბილია..."
ReplyDeleteდარწმუნებული ვარ, შენს სვეტს ბევრი მკითხველი ჰყავს და ასეც გაგრძელდება, შენი ბლოგი კი წელს აღმოჩენილ ბლოგებს შორის ჩემს განსაკუთრებულ "შენაძენად" შემიძლია ჩავთვალო. :)
დათო,
ReplyDeleteარა მე ყავა ძალიან მიყვარს(ლატე და ამერიკანო განსაკუთრებით), მარტო კაპუჩინო ავითვალწუნე :)))
ქეთი,
:)) რა საყვარელი ხარ :))
დიდი მადლობა, გაიხარე :)
რას ქვია არ აღნიშნავენ???
ReplyDeleteხვალინდელი 24 საათი ნახე და მიხვდები, რომ აღსაღნიშნი შემოდგომაზეც გვაქვს. :)
ბლოგი რატომ დაიწყე და ვისი იდეა იყო, ეგ ვიცი ;) და კაი ხანი რომ იპრანჭებოდი - მეო ჟურნალისტი ვარ და ბლოგერებს თავს ვერ გავუყადრებო, ეგეც.
ჰოდა ეს ნეოპაგანი რაღა ჯანდაბაა?
ამ ბლოგზე აღარ შემოვალ. გაუნათლებელ იდიოტად ვგრძნობ თავს. :(
:)
ლოოოლ
ReplyDeleteრა საზიზღარი ხარ :))) აბა სად ვთქვი მე ეგეთი რამეები? ის კი არა, ჟურნალისტად ვმუშაობ მეთქი ვამბობ, ჟურნალისტი ვარ მეთქი ამის თქმა ხშირად მეუხერხულება)
ვერ ვთარგმნე. ახალი წარმართი უკეთესად ჟღერს აბა? ჰოდა, ნეოპაგანი. :დ
გიორგობაზე კიდევ მე ვერ ვმხიარულობ )
მე შენ თავს არ გაგიყადრებ. რადიო 105 :D
ჰო. უკვე ვიცი. ვიკიპედიას ვკითხე. :)
ReplyDeleteგიორგობა კი არა - ვარდების რევოლუციის წლისთავი!
ვაიმე. რევოლუციის წლისთავი
ReplyDelete:O
ეს ბოლო ფოტო ისეთია, რომ თოვლი მომანდომა ამ თოვლმოძულე ქალს :D არა, ვაჭარბებ. თოვლი არ მძულს, პირიქით, მიყვარს კიდეც. უბრალოდ თანმხლები პრობლემები არ მიყვარს - ყინულზე ფეხის სრიალი, ბიჭები რომლებიც გუნდებს ესვრიან განურჩევლად ყველას.. თორემ თოვლი ისე მიყვარს, ღამის განათებაზე რომ ბრწყინავს და გარშემო რაღაცნაირი სიჩუმეა..
ReplyDeleteნეტავ მალე მოთოვოს, აი გულით მომინდა :)
აჰა, მივხვდი რაც არის საჭირო კარგად წერისათვის: თეთრი ღვინო, ლეპტოპი და ნინა გორეცკი. :)
ReplyDeleteნატალია,
ReplyDeleteდა კიდევ თოვლის სურნელიც ხო მაგარია, ლოყებზე და თმაზე რომ გრჩება, თუნდაც გუნდა არ მოგხვედროდეს :)) უჰ, ძალიან მინდა
ბიჭები კიდევ მარტო გუნდებს ხო არ ისვრიან, რომ მოსრიალდები, ადგომაში მოგეხმარებიან და ასე :)))
ჯორჯ,
რა კომპლიმენტი იყო :) გავვარდისფერდი :)))
:*
რაღაც მყუდრო და სევდიანი იყო ამ ყველაფრის წაკითხვა
ReplyDeleteმე მიყვარს თოვლი, მე მიყვარს პეტა, მე მიყვარს ეს ბლოგი!!!
ReplyDeleteმიუხედავად იმისა, რომ ძალიან ჩლუნგი ცხვირი მაქვს და არომატებიდან მხოლოდ ყავისა და ვანილის სუნს ვცნობ:)
ეჰ, სკანდინავია როგორ გამომრჩა:(
ReplyDeleteთოვლი მომინდა :) ოღონდ არა თბილისური
ReplyDeletepinkibu
ReplyDelete:)
tamaRa
:))) პეტაც იცი? )
სამაგიეროდ გურმანი ცხვირი გქონია ))))
Michael
ეჰ თბილისურზეც არ ვიტყოდი უარს
ოღონდ ჯერ არ მინდა, ახალი წლის წინა დღეებში თუ მოვა, უფრო მაგრად გამიხარდება :)
შენს პოსტებს ნელ–ნელა ვკითხულობ, რომ ყოველდღე მეყოს :) მიხარია, რომ ბლოგი გაქვს. პირველად, მგონი, ზუსტად იზაბელთან ინტერვიუ რომ გქონდა, მაშინ "გაგიცანი" და გამიხარდა; მანამდე მეგონა, საქართველოში მარტო მე ვუყურებდი მის გადაცემებს :)))
ReplyDeleteსოფი
ReplyDelete:*:*:*