Thursday, November 25, 2010

How many pirates...Did I say pirates?

გახსოვთ პეპი გრძელიწინდას დილემა - ნამდვილი ლედი ყოფილიყო თუ მეკობრე? პატარაობაში თავს ასეთი დილემებით არ ვიტენიდი. ლედიდ ყოფნა ყოველთვის უფრო მეტად მომწონდა. ეს პრივილეგიებს ნიშნავდა ბიჭებთან შედარებით, ამიტომ ახლა, დიდობაშიც ვერ ვხვდები, ფემინისტები სულ რატომ აფუჭებენ საქმეს უცნაური ინიციატივებით.

მეკობრეები და ყაჩაღები ბიჭები იყვნენ. ეს ასეც უნდა ყოფილიყო, რადგან უკეთესად გამოსდიოდათ მეკობრეობა. პირდაპირ ეზოდან გვიტაცებდნენ ხოლმე, რომ ტყვეებად ავეყვანეთ და მერე  დავერწმუნებინეთ, რომ მათი შეყვარებულები გავმხდარიყავით. ეს თამაში მაგრად მიყვარდა. ექვსი-შვიდი წლის ღლაპები, დილით რომ უზარმაზარი თეფშებით ფაფებს გვაჭმევდნენ და საღამოს საბანს გვიკეცავდნენ, უცებ ძალიან მაგარი პერსონები ვხდებოდით ხოლმე და ეს ძალიან ამაღელვებელი იყო. ყველაზე დიდი აზარტი მაინც იმას ჰქონდა, რომ მოტაცების მერე თავის დახსნის მიზნით უნდა გავპარულიყავი, ჩემი ყაჩაღი კიდევ ორ ნაბიჯზე მომდევდა, მაგრამ თავს არ მესხმოდა და თმით არ მიმათრევდა უკან. იმიტომ, რომ მე ლედი ვიყავი.

იყო ლედი, არ ნიშნავს იყო ანიკა, რომელსაც გული შეუღონდება ექსტრიმზე, სპონტანურ იდეებზე თვალები შიშით გაუფართოვდება და მოკლედ, სულ წესრიგზე იფიქრებს. პანკობა მაღალ ქუსლებზეც შეიძლება, იმიტომ რომ ეგ თავის მდგომარეობაა და არა დასაბანი თმის. ამ უკანასკნელს ვერასოდეს ვიტანდი. სამაგიეროდ ვგიჟდებოდი კაბების ცვლაზე, დეიდების კოსმეტიკის ჩანთებზე და... ნუ ხო, სუნამოებზე. ყველანაირი მომწონდა, რაც კი სუნამოს ბოთლში ესხა (დამშვიდდით, ჩემ დროს კრასნაია მოსკვა უკვე აღარ იყო). დიდი დრო გავიდა, სანამ არომატების გარჩევას ვისწავლიდი. უფრო დიდი, სანამ საკუთარ სურნელს ვიპოვიდი. (განვმარტავ, ეს ის არის, რომელთანაც თავს ყოველთვის კომფორტულად ვგრძნობ, ნებისმიერ ამინდში, სამოსში, ადგილზე. კიდევ უფრო რომ განვმარტო, ეს 1995 წლის ბარბერის სურნელია.)

ასეთის გარდა, კიდევ საჭიროა გქონდეს სხვებიც, რადგან ცხოვრებაში მრავალი სხვადასხვა სიტუაციის, გარემოს, ამინდის მოწმეები ვხდებით. ჩემს კოლექციაში ახლა დაახლოებით ოცამდე სურნელია და ყველას თავისი დანიშნულება აქვს. ამ კვირაში ჩემს სვეტში მინდოდა მესაუბრა, თუ რამდენი სუნამო სჭირდება ადამიანს თავი ბედნიერად რომ იგრძნოს, მაგრამ მერე დავფიქრდი, მე ხომ პარფიუმის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს და რას ფიქრობენ სხვები? რამდენნაირი არომატით ცხოვრობენ, ერთით, ათით, ოცით, იქნებ უფრო მეტით? თუ ერთით, როგორია ის სურნელი, რომელიც მუდმივ კომფორტს უქმნით და სხვისი ძიების სურვილი არ უჩნდებათ?


15 comments:

  1. აააუუუ მეც რატომ არ მეთამაშებოდნენ მაგ თამაშს??? :უსერ:

    კარგი პოსტია. ზუსტია და აი ისეთი. "ტონკი"

    ReplyDelete
  2. :)
    არ თამაშობდით? :მო:

    ReplyDelete
  3. CAROLINA HERRERA 212 <3 და GIVENCHY Irresisteble ჩემი სუნამოებია :)

    როგორც ყოველთვის ძალაინ კარგია <3

    ReplyDelete
  4. თეო, Givenchy 'Absolutely Irresistible' ჩემი ერთ-ერთი ფავორიტია 'განსაკუთრებული შემთხვევებისთვის' <3 მმმმ..

    ReplyDelete
  5. არც მე მითამაშია ეს თამაში :(

    დედა სუნამო არ მაქვს სახლში! არ ვხმარობ, ადრეც გითხარი. ალბათ, მოვა ეგ მომენტიც, ან მამრი რომ ვარ? + ქართველი ;დდ

    ReplyDelete
  6. როდე :)) ჰო მახსოვს, შენ პაკსონს თუ რაღაც ეგეთი სახელის სუნამოს ეძებდი))
    ალბათ ეგ მომენტი მოვა, როცა ზუსტად იმას ნახავ, რაც გჭირდება :)

    ReplyDelete
  7. მეც არ მითამაშია ეს თამაში :უსერ:

    და არც ჩემი სურნელი მაქვს ნაპოვნი :doubleuser:

    ReplyDelete
  8. ფოტოზე რომ კაბაა, ასეთი მინდოდა პატარას :)) მქონდა, მაგრამ ეს უფრო ფუშფუშაა :)

    კი, კი, პანკობა თავის მდგომარეობაა და არა დასაბანი თმის. მკლავს დასაბანი თმის დანახვა :(

    ჰოდა, სუნამოს რაც შეეხება. ბევრი სუნამო არასდროს მქონია. ახლა ვერსაჩე და მაქს მარა მაქვს. კიდევ სხვა, რამდენიმე განახევრებული ფლაკონიც, მაგრამ ისინი კარგა ხანია, არ დამისხამს. ეს ორი მომწონს და ამ ეტაპზე ახალს არ ვეძებ. სხვათა შორის, სუნამოს ხელახლა იშვიათად ვყიდულობდი ხოლმე, დამთავრების (ან განახევრების) მერე ახალს ვარჩევდი და ბოლო წლებში უფრო სტაბილური გავხდი :)

    ReplyDelete
  9. პ. ს. თუმცა ახალი სუნამოს შერჩევა ყოველთვის მიჭირდა :)

    ReplyDelete
  10. Natalia
    :/
    :))

    Kate
    ეხლაც არაა გვიან ;) :დ

    Keti
    სუნამო მგონი ერთადერთია, რისი შერჩევაც არ მიჭირს :))

    ReplyDelete
  11. 20 სუნამოა საჭირო მუდმივად! ბევრნაირი სურნელით, ზოგი ტკბილი უნდა იყოს, ზოგი ძალიან მძაფრი,ზოგი გრილი.

    მე ძალიან მიყვარს midnight poison, Dior მაგრამ ისეთი მძაფრია, რომ ზოგი გიჟდება ისე მოწონს, ზოგი ვერ იტანს.
    Givenchy's Organza. ნებისმიერ დროს შემიძლია დავისხა სადაც არ უნდა მივდიოდე.
    და ახლახანს აღმოვაჩინე და ძალიან მომეწონა Chanel, Chance.
    შენი ალტერ ეგო :D

    ReplyDelete
  12. ალტერ, წარმოდგენა არ მქონდა ჟივანშის ორგანზა თუ მოგწონდა
    შენ ძალიან გიხდება სენ ლორანის სინემა

    btw შანელის შანსის ბოლო ვერსია, tendre ძალიან მაგარია

    :*

    ReplyDelete
  13. ყოველთვის ვეჭვობდი, რომ პირატობა ქართველების მოგონილი იყო.

    ReplyDelete