Sunday, April 3, 2011

2019. Paris. Continue...

წინა ღამით ოდნავ ბევრი დავლიე. არა, საკმაოდ ბევრი. დილით რომ გავიღვიძე, თავი საშინლად მტკიოდა, მაგრამ თავს მაინც დიდებულად ვგრძნობდი. სპილოსძვლისფერი ქვედა საცვალი მეცვა, მბზინავი თვლებით გაწყობილი. საკმაოდ მხნედ ვიგრძენი თავი. ავდექი, ჭუჭყიანი ტანსაცმელი სარეცხ მანქანაში შევდე, ჩავრთე და იატაკის წმენდას შევუდექი. თავს ისე ვგრძნობდი, როგორც დედოფალი, რომელმაც თავისი სამეფოს წესრიგში მოყვანა გადაწყვიტა. მეცვა მბზინავი თვლებით გაწყობილი საცვალი.

ბობოქარმა ღამემ მაინც თავისი გაიტანა, იატაკზე წამოვწექი, თავზე ხალიჩა გადავიფარე და ჩავთვლიმე. დამესიზმრა, რომ 2019 წელი იყო, პარიზში, ჩემს ბინაში ვიყავი და მიუხედავად არაპარიზული ინტერიერისა, ირგვლივ სიმშვიდე და საოცრად კომფორტული გარემო იყო. შემდეგ კარზე ვიღაცამ დააკაკუნა. გავაღე და ჩემი ნათესავი დავინახე, კლერი, ღაწვებსა და შუბლზე ახალი, მოდური ლითონის ბურთები ჩაემონტაჟებინა და შესანიშნავად გამოიყურებოდა. შემდეგ ჩემი თავი დავინახე, მსგავსი აქსესუარებით სახეზე. კლერს დაჯდომა შევთავაზე, მე კი ყავის მოსამზადებლად სამზარეულოში გავედი.

ოდნავ გონს რომ მოვედი, ხელში ფინჯანი ყავის ნაცვლად წითელი ღვინით სავსე ბოკალი მეჭირა და მელიქიშვილზე სასტუმროში ხალხით სავსე პატარა დარბაზში ვიჯექი. ხალხი რაღაც ფილმს უყურებდა. უცებ მივხვდი, რომ მეც მათთან ერთად ვუყურე იმას, რაც მეგონა, რომ თავს გადამხდა. მე დაიან პერნეს ფილმების ფესტივალზე ვიყავი.




არც კი მახსოვს, მოგიყევით თუ არა, ვინ არის დაიან პერნე. იგი მოდის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი, შეიძლება ითქვას, საკულტო ბლოგერია, იყო დიზაინერიც, შემდეგ დაინტერესდა მოდის ჟურნალისტიკით. ცხოვრობს პარიზში. ყოველწლიურად ატარებს ფესტივალს A shaded view on fashion film (ASVOFF), რომელიც 2 აპრილის საღამოს თბილისში საქართველოს მოდის კვირეულის ფარგლებში გაიმართა.


დაიანი თავის ჩვეულ, მგლოვიარე ქალის ფორმაში. ვუთხარი, რომ მოდის ბლოგერი და კოლუმნისტი ვიყავი და ისიც დიდსულოვნად დამთანხმდა საუბარზე. საშინლად ხმამაღალი მუსიკა ისმოდა და ჩვენც ყურში ვუყვიროდით ერთმანეთს. ცოტა უცნაურად ვგრძნობდი თავს ასეთ დისტანციაზე ასეთ ლეგენდარულ და ჩემთვის მისაბაძ ადამიანთან. მითხრა, რომ მოდის ინდუსტრიის დემოკრატიზაციისთვის ინტერნეტი და ბლოგი მთავარი იარაღია. ისიც, რომ ძალიან არის მოხიბლული ქართული არქიტექტურით, კონკრეტულად კი თბილისური აივნებით. მათი ფოტოები უკვე ბლოგზეც დადო. სამახსოვროდ კი ეს ჩამიწერა ბლოკნოტში:


I will <3

გავაგრძელებ ასევე fashion არტჰაუსის ფილმების ყურებას. გული მწყდება, რომ აქამდე ამ სუბ-ჟანრით არასოდეს დავინტერესებულვარ. ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ფილმი ფესტივალიდან:


კიდევ ერთი:


ყველაზე მეტად რაც მომეწონა, სამწუხაროდ იუთუბზე ვერ ვპოულობ. შევეცდები ვნახო ტორენტებზე და მოგვიანებით გაჩვენოთ.

P.S. კარგი იქნებოდა, ფეის კონტროლის მსგავს დეტექტორს რომ გამოიგონებდნენ, რომელიც ზუსტად აჩვენებს, ადამიანს აინტერესებს ხელოვნება თუ უბრალოდ „სვეცკი“ ღონისძიების გაცდენა არ უნდა. საშინელებაა, როცა სუნთქვაშეკრული უყურებ ფილმს და ამ დროს ათი ადამიანის ჭორაობა მაინც გესმის, „ვატომ რა მანქანა იყიდა“ და „ისეთი დაბადების დღე გადაიხადა, რომ გაგიჟდები“ თემებზე... ტექსტიანი ფილმებიდან აზრი ვერ გამოვიტანე. 

11 comments:

  1. მოდას გლოვობს, ბლოგოსფეროს თუ თავისი გაჭირვებია?

    ReplyDelete
  2. :/ ადრეულ ასაკში დაქვრივდა.
    თვითონ ასე უპასუხა მსგავს კითხვას: "I wanted to fade into my designs, and black became my only palette."

    http://www.nytimes.com/2005/08/28/style/tmagazine/28atner.html?_r=1

    ფილმები არ მოგეწონა?

    ReplyDelete
  3. მეორე ჰიჩქოქს გავს.

    ReplyDelete
  4. ვა რა მაგარი ბლოგია. ძალიან მაგარი ფილმები იყო. ერვინ ოლაფი არ მოგეწონა?

    აბა ერთი ეს ბლოგი ნახე:
    http://omodamoda.blogspot.com/

    ReplyDelete
  5. ოლაფის რა იყო გამახსენე რა )

    ReplyDelete
  6. ოლაფის იყო ერთ ქალთან მეგობარი რომ მოდის სტუმრად და პირსინგის პონტში რკინა-კავეული რომ აქვთ სახეებსი გაყრილი და ყავის დასალევად რომ გადიან. რაღაც 50-იანების ამერიკის ანტურაჟით.

    ReplyDelete
  7. პოსტი თავიდან არ წაიკითხე? :)) პარიზი, 2019... :)) მხატვრულად აღვწერე ფილმი, მართლა პარიზი და კლერი კი არ დამსიზმრებია :))
    ვერ ვპოულობ იუთუბზე, რომ დავდო :/

    ReplyDelete
  8. ძალიან პოეტური და ისეთი...მმ... ჰაეროვან-ესთეტიკურია ეს ცისფერკაბიანი ფილმი.

    ReplyDelete
  9. კი, როგორ არ წავიკითხე. უბრალოდ რომ არ გქონდა ლინკი მაგიტომ გკითხე

    აგერ ბატონო: Le Dernier Cri

    http://www.youtube.com/watch?v=A5qAGDP4L7Y

    ეს ფოტოშუთი:
    http://www.erwinolaf.com/#/portfolio/le_dernier_cri/gallery/

    და ეს ორიგინალური შუთი New York Times Couture
    http://www.erwinolaf.com/#/commerce/fashion/new_york_times_couture,_2006/gallery/

    ვგიჟდები ამ კაცზე, დაათვალიერე საიტი erwinolaf.com
    პირადად ვიცნობ და ვმეგობრობ. ძალიან მაგარი ვინმეა. 2 ნამუშევარი მაქვს მისგან სახსოვრად და ძალიან ვამაყობ ამით :)

    ReplyDelete
  10. აუ რა საზიზღარი მუსიკა ადევს. გაანადგურა ამ შორთის ღირებულება :დ :/

    ReplyDelete