Tuesday, October 12, 2010

წერილი ციხესიმაგრიდან, ანუ როგორ შემიყვარდა

როცა სექტემბრის ერთ თბილ დღეს მახომ დამირეკა და მითხრა, ხვალ კისისხევში შუხმანის ღვინოების პრეზენტაციაზე მიდიხარო, უნდა გამოვტყდე, ამ კომპანიის შესახებ არც ისე ბევრი ვიცოდი. უფრო ზუსტად რომ ვთქვა, სახელის გარდა არც არაფერი ვიცოდი. 

საღამოს ინტერნეტის დახმარებით ყველაფერი გავარკვიე, კერძოდ ის, რომ გერმანელმა ბურკჰარდ შუხმანმა საქმიანი ვიზიტის დროს ქართული ღვინო და მისი დაყენების ტრადიცია აღმოაჩინა და იმდენად მოიხიბლა, რომ კახეთის სამ სოფელში ვენახები იყიდა და ქართული ღვინის წარმოება დაიწყო. 

წვეულებები მიყვარს, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ის მიხაროდა, რომ კახეთს კიდევ ერთხელ ვნახავდი. ამ მხარეში მხოლოდ ერთხელ ვიყავი ნამყოფი, 2009 წელს. მაშინ GRDP-ში სტაჟიორად ვმუშაობდი და სამი ადამიანი თელავში აგროტურიზმის გამოფენაზე გაგვიშვეს. დათო თამარაშვილი წარმოშობით კახელია და მე და დათას (ჩემს ჯგუფელს და თანასტაჟიორს) დაუვიწყარი ექსკურსია მოგვიწყო წინანდალში, მანამდე კი თელავის გარეუბანში ისეთ მაგარ ხინკალზე დაგვპატიჟა, იმის გემო არასოდეს რომ არ დამავიწყდება. ამიტომ, რა გასაკვირია, რომ კისისხევში უკვე ძალიან დადებითად დამუხტული ჩავედი.


კომპანიის საქმიანობის დეტალებზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ, თუ დაინტერესდით, შეგიძლიათ გადახვიდეთ აქ: http://24saati.ge/index.php/category/style/wine/2010-10-10/10261.html. ამ პოსტის წერა კი იმიტომ დავიწყე, რომ ჩემი აღტაცების გაზიარება მინდოდა კისისხევის შატოსთან დაკავშირებით. კისისხევი პატარა სოფელია თელავთან ძალიან ახლოს, შატო კი შუხმანის ციხესიმაგრე, რომელიც მარნის, რესტორნისა და სასტუმროს კომპლექსია. ჩემი აზრით, ეს ყველაზე მშვიდი და მომხიბვლელი ადგილია მთელ აღმოსავლეთ მხარეში, თუ ჭავჭავაძის სახლს არ ჩავთვლით. ისეთია, შიგ გამაგრება რომ მოგინდება, მითუმეტეს იქ ისეთი ღვინო ინახება, არც მოიწყენ ადამიანი :)) მომავალში მემუარების ან ფილოსოფიური თხზულებების დაწერას თუ დავაპირებ, ასეთ ადგილას წავალ, საიდანაც კავკასიონის მთების ხედი იშლება და სრული სიწყნარეა. მიუხედავად იმისა, რომ ის დღე შატოში საკმაოდ ხმაურიანი იყო (ჯერ მიშა მოვიდა და ტრადიციულად, ხმამაღალი ნოტა შემოიტანა საზოგადოებაში, მერე ბენდი არ გაჩერებულა მთელი საღამო, ისე თავდაუზოგავად უკრავდა ჯაზურ კომპოზიციებს), ხომ გიგრძვნიათ, კედლებს რომ აქვს გამჯდარი ძაალიან სუფთა სიჩუმე.. ეს აურა ბოლომდე ვერაფერმა დაარღვია.

ამ წვეულებიდან აუცილებლად დამამახსოვრდება ვინოტერა ქისი 2006, პირველი თეთრი მშრალი ღვინო, რომელმაც ნინა გორეცკის მოწონება დაიმსახურა : ))) საკმაოდ რთული ტექნოლოგიითაა დამზადებული, ანუ ჯერ ფოლადის კასრშია დაძველებული, მერე ქვევრში, ბოლოს კი მუხის კასრში. ისეთი კეთილშობილი ღვინოა, მუქი ქარვისფერი, pure elegance თუ შეიძლება თხევადი იყოს, მაშინ ეს ვინოტერას თეთრი ღვინოა. ბუკეტი მწიფე ატამს, გარგრის ჩირსა და ფიჭვის ნაზ ტონებს აერთიანებს. ცალცალკე ვერცერთის გემოს ვერ იგრძნობ, ალბათ ამიტომაა ეს ღვინო ასეთი შესანიშნავი. Wine Expo Georgia 09-ს გამარჯვებული ყოფილა, მე კი ყველა ჯილდოს ვაძლევ თეთრი მშრალი ღვინის კატეგორიაში. ვფიქრობ, ბურკჰარდს არცთუ უსაფუძვლოდ მიაჩნია, რომ საქართველოში საუკეთესო მეღვინე ჰყავს. ეს კაცი გოგი დაქიშვილია, შუხმანის მთავარი მეღვინე-ტექნოლოგი. წამოსვლის წინ გამანდო, ახალ ღვინოს ვამზადებ, საფერავის, მერლოს და კაბერნე სოვინიონის ბლენდს, ახლა აკაციის კასრებში ვაძველებთ და წლის ბოლოს წარვუდგენთ საზოგადოებასო. უკვე ხომ ძალიან საინტერესოდ ჟღერს? იმედი მაქვს, დაქიშვილის ახალი ქმნილება წინამორბედებივით წარმატებული და გემრიელი იქნება.



13 comments:

  1. mm
    siamovnebit davagemovnebdi
    magram erti isaa, rom didad ar miyvars xolme, roca gvinos sxva aromatebi aqvs, xilis, kenkris da a,sh :)

    ReplyDelete
  2. ნებისმიერი ღვინო იღებს კასრის, ხილის, ხეების, ან ყვავილების გემოს, მაგრამ ვინოტერაში ცალკე ეს გემოები არ გარბის, მთლიანი, ჰარმონიული ბუკეტია :) ამიტომ შემიყვარდა :))

    ReplyDelete
  3. რა ლამაზია წინანდალი...:)

    ცალკე კომპონენტების ჩამოთვლა როგორ მოქმედებს ხოლმე ჩემზე. დაყნოსვა მინდება :) ატამი, გარგარი, ფიჭვი და ეს ყველაფერი ღვინოში. აკაციის კასრებიც..

    ერთხელ რაღაც ფილმს ვუყურებდი საფრანგეთის ვენახებზე. იქ თქვეს, რომ ვაზებთან სპეციალურად აშენებდნენ რაღაც ყვავილს, რომ ყურძენს მისი არომატი ჰქონოდა :)

    ReplyDelete
  4. აჰა, მეც :))
    სუნამოსთან და ღვინოსთან ამ მხრივ ერთნაირი დამოკიდებულება მაქვს :)

    ReplyDelete
  5. ი, შუხმანის ღვინო ვიცოდი. ჯერ კიდევ შორეულ 2008 წელს.

    გამიხარდა, თუ ისიამოვნე :**

    ReplyDelete
  6. და საერთოდ...
    შუხმანი და ღვინოები იქით იყოს და ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ბლოგერი ხარ.
    შენი მხატვრული წერის სტილი ისე მომწონს. პლუს, არასოდეს ხარ ერთ სფეროში ჩაკეტილი და ნუ მოკლედ.

    ReplyDelete
  7. ქეით
    მარტო დადებით ემოციას კი არ მაძლევ, სტიმულსაც :) Love u too :*

    ReplyDelete
  8. ოოო, მე კი არა შენ.
    არადა აქამდე რატომ არ შემოვდიოდი აქ :მო:

    ReplyDelete
  9. აქამდე არ არსებობდა :D :2kiss:

    ReplyDelete
  10. ამ ბლოგს უნდა ერქვას ბიბამუსი

    ReplyDelete