ანტრეში ვსხედვართ და ნაყინს მივირთმევთ. ანა და იენსი (მისი ვიკინგი მიჯნური) რამდენიმე დღის წინ ჩამოფრინდნენ კოპენჰაგენიდან, თუმცა დღეს პირველად ვნახეთ ერთმანეთი. ანა ჩემი მდედრობითი სქესის ალტერ ეგოა. მის გარდა კიდევ მყავს რამდენიმე ძალიან ახლო მეგობარი, მაგრამ ალტერ ეგო - ეტო დრუგოე. ალტერი - ეს სინქრონია: ერთდროული მუსიკალური განწყობების, გასტრონომიული სურვილების, ბევრნაირი, ყველანაირი სინქრონი. ყველაზე მაგარი, რაც ალტერის ყოლაში იგულისხმება, ზედმეტი კითხვების არარსებობაა და ერთნაირი მანიაკალური გატაცებები.
ველოდები, ანტრეს კალორიული ნაყინისგან ცუდად როდის გახდება, რომ წესიერად დამელაპარაკოს, მაგრამ თავი ყოჩაღად უჭირავს, როგორც ყოველთვის. ამაში ვერ დავემსგავსეთ ერთმანეთს - ანას ყოველთვის შეეძლო ორჯერ მეტი ჩემზე ოთხჯერ სწრაფად აეთვისებინა ლექციებს შორის შესვენებებზე. ამის შემდეგ იწყებდა ჩემს ლოდინს (ან ფიქრს იმაზე, კიდევ რის შესანსვლას მოასწრებდა, სანამ მე ტრაპეზით ნელა ვტკბებოდი) და მერე ერთად ვაგვიანებდით ხოლმე ლექციაზე.
მომიყევით რა ეხა რამე, - ხვეწნაზე გადავდივარ მე. ანა კოვზს პირიდან სწრაფად იღებს (ხელიდან არ უშვებს) და სანამ იენსი რამის თქმას მოიფიქრებდეს, აღელვებული ხმით მეუბნება: „იცი, იქ ქუსლებიანი ფეხსაცმელი არავის აცვია“. აღელვებული იმიტომ კი არა, რომ პირველად მიყვება ამ „საოცარ“ ამბავს, არა, უბრალოდ წლების მერეც ასე მომიყვება,როგორ უარყოფენ მაღალ ქუსლს არანორმალური დანიელები, იმიტომ, რომ ეს - სიგიჟეა. მე ვმხიარულდები და იენსს ვეკითხები, რატომ არ აცვიათ-მეთქი. როგორ არ აცვიათ, - თავს იმართლებს ჰერრ კიურე, - აცვიათ, როცა ამის მიზეზი არსებობს.
არგუმენტია, ცა ქუხილს დაიწყებს :d მე ვგიჟდები ჩემს ცისფერ ბალეტკებსა და წითელ კედებზე, მაგრამ მიზეზები იმისთვის, რომ ვიყო high heel-hiker, გაცილებით მეტია. უფრო სწორად, ის საერთოდ არ არის საჭირო. Gold may be cold, diamonds may be dead.. And yes, a Limousine is a car, don't pretend, feel what's real. ყველამ ვიცით, რომ რეალური აქ ფეხსაცმელია, რომელსაც შარლიზი ბოლომდე იტოვებს და არა დიორის სურნელი, რომელიც ეკრანებიდან არ გადმოდის :D
When I slip into high heels now,
I can feel the transformation.
I see my outfit go from “blah” to “ ta-da!”
I sense my butt lifting and my hips
slimming. I can feel the confidence in
my shoulders and the sway in my steps.
I notice the difference in how I’m
perceived . . . [s]he means business.
But in knowing what high heels can do
for me,
I also understand why they can’t.
And the moment I kick them off,
I still feel just as tall.”
C'est ça que J'Adore - The Heels!
P.S. პოსტი ეძღვნება ანა წივწივაძე-კიურეს, ასევე შესაბამისად მის ალტერ ეგოს და კიდევ ყველა გოგოს, ვინც დიორის ფილმის ყურებასა და რეიჩელის პოეზიის კითხვაში დრო დაკარგა.
მე მიყვარს ქუსლები
ReplyDeleteრომ მიხდება (ვფიქირობ ასეა) :)
რომ უბრალოდ, ისინი არსებობს.
მათ ჩასაცმელად მიზეზის გამონახვა რა საჭიროა? განწყობაც საკმარისია :)
მე ბათინკებიან, კედებიან და ბალატკიანთა კასტიდან ვარ და ქრონიკულად სკანდინავიაში წასვლაზე ვოცნებობ :)
ReplyDeleteხოოდა, როგროც ჩანს, ჩემი ქვეცნობიერი გრძნობს, სანამ ოცნებას იწყებს, რომ უქუსლოადამიანებიან ქვეყანაში კარგად ვიქნები :)
კი, არადა, ქუსლები იშვიათად და სხვის ფეხზე კარგია :)
აცვიათ, როგორ არ აცვიათ.
ReplyDeleteუბრალოდ დანიელები და ნორვეგიელები ყველაზე მაღალი ხალხია მსოფლიოში და ქალის საშუალო სიმაღლე იქ 175 სანტიმეტრია, ამათ კიდე შპილკებზე დადგომა უნდათ?
მე უფრო საკვირველ ამბავს გეტყვი - დანიელი ქალები ულამაზოები არიან. ნორვეგიელები ძალიან ლამაზები არიან, შვედებიც... ეგ კი არა ფინელებიც კი დანიელებზე უკეთესები არიან.
მე ამან უფრო გამაკვირვა.
Keti
ReplyDeleteაჰა :) მიზეზი უფრო იმისთვისაა საჭირო, რომ არ ჩაიცვა: პიკნიკი, პახოდი, ბადმინტონი.. ))
ნასტასია
ააა სკანდინავიაში წასვლაზე ნიბელუნგების ხანიდან ვოცნებობ :))):ფრეია: :დ
Lord Vader
ამ ლოგიკით მეც არ უნდა ვატარო, 170სმ-ზე მაღალი მეც ვარ :(( :)
დანიელ ქალებზე ანამაც მითხრა, რომ შეუხედავები არიან, თუმცა იენსის დას ვიცნობ და ძალიან მომხიბვლელი გოგოა )
შენ მით უმეტეს.
ReplyDeleteქართველ ბიჭებს ძალიან არ უყვართ გოგო ზემოდან რომ დაყურებს. :)
მაღალ ქუსლებზე როცა ვდგავარ, მგონია, რომ სარკიდან სხვა ქალი მიყურებს და ქუჩაშიც რომ მივდივარ, ზოგჯერ დაფიქრება მჭირდება იმის გასახსენებლად, რომელი "მე" ვარ ამჟამად... სერიოზულად, რატომ ხდება ასე, თქვენც ასეთი შეგრძნებები თუ მარტო მე მჭირს "ქუსლიანი" ощущения =))
ReplyDeleteLord Vader
ReplyDeleteჩემი ქუსლების მიმართ სიყვარული იმას შევწირო, რომ ვიღაცას ბავშვობაში ჭიქა რძის დალევა არ უნდოდა? არასოდეს! :D:D:D
Sophie Golden
ვაი მეც გამჩენია ასეთი შეგრძნება, ანუ გააჩნია ქუსლსაც, ფეხსაცმლის ფორმას და ა.შ. ქუსლი რომ ცალკე არსებობს და შენ სხვა ხარ, ვიცი რა არის)))
ეგ მემართება წვეტიანი ცხვირით და წვრილი შპილკით ე.წ. საქმიანი „ნაცრისფერი თაგვის“ stiletto რომ არის, იმაზე. მეზიზღება
აი ლუბუტენის, ლანვინის სტილის „მხიარული“ ქუსლები სხვა საქმეა :))) ta-da, I can fly :))))
მე მიყვარს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი. სხვებზე ოღონდ. ჩემზეც მომწონს, მაგრამ კომფორტს ვარჩევ:)
ReplyDeleterakargia alter-egos shegrzneba, roca vinmes ase axlos grnzob
ReplyDeleteantres nayini mominda :))
dioris es surneli saertod ar mizidavs.. reklama ki ze magaria :)
ReplyDeletesaintereso dakvirvebaa - mxolod fexsacmeli rcheba.. mmmmmmmmmmm
რა მაგარი იყო... მახსოვს თქვნი დაგვიანებები ლექციაზე:)) ანას მოკითხვა :*
ReplyDeleteქუსლებს რაც შეეხება 2-3 წელია საკმაოდ მივეჩვიე, მანამდე 5 სანტიმეტრიანი ქუსლიც კი ჩემთვის ევერესტივით იყო.
ლიკ :)) ჩვენ დაგვიანებებზე ლეგენდები დადის :D:D
ReplyDeleteგადავცემ აუცილებლად :)
ქუსლი ჰო, მაგრამ შენზე სპორტული ფეხსაცმელიც ძალიან მომწონს. და მწვანე ქურთუკი <3