"დღეს, როცა ერთი თითი მოდის პულსზე გაქვს მიდებული, მეორე საჭიროა კომპიუტერის მაუსზე გედოს და კითხულობდე (წერდე) უახლეს ბლოგებს," - ამბობს მოდის ჟურნალისტი, ქარენ ქეი. უკანასკნელში ის, ბუნებრივია, ე.წ. "ფეშენ" ბლოგებს გულისხმობს. ქეი აბსოლუტურად მართალია - დღესდღეობით მათ მართლაც უზარმაზარი გავლენა აქვთ მოდის ინდუსტრიაზე.
ბლოგები მოდის შესახებ ახალი ფენომენია - ისინი მხოლოდ 2002 წელს გაჩნდა ბლოგოსფეროში. თავიდან საკუთარ ვებ-გვერდზე მოდის შესახებ წერა ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანების ჰობის ნაყოფი გახლდათ. დღეს სიტუაცია ამ მხრივ მკვეთრად შეიცვალა. ბლოგი მოდაზე - ეს ახალი მედია ბიზნესია, ძალიან გავლენიანი და შემოსავლიანი. ამიტომ უცხოეთში ბლოგერობა დამოუკიდებელი, საკმაოდ წარმატებული პროფესიაა. თავად განსაჯეთ, ამ ტიპის წარმატებული საიტების წლიური შემოსავალი რამდენიმე ასეული ათასი დოლარია, ასეთი ანაზღაურებით კი მოდის სფეროში დასაქმებული უამრავი ადამიანი ნამდვილად ვერ დაიტრაბახებს. აღსანიშნავია, რომ ბლოგერების შრომა ასეთ მაღალ შეფასებას დამსახურებულად იღებს, რადგან მათი საქმიანობა სცილდება ჰობის ჩარჩოებს და მოდის პრესის ნაწილი ხდება. სწორედ ამიტომ იყო, რომ ისეთმა დიდმა კომპანიებმა, როგორიცაა GAP და H&M, მოდის ბლოგებზე სარეკლამო ბანერები შეიძინეს. ბევრი დიზაინერის სახლი სარგებლობს ამ ტიპის საიტების სარეკლამო მომსახურებით. ამასთან, ბოლო წლებში გავლენიან ბლოგერებს სისტემატურად ეპატიჟებიან მაღალი დონის ჩვენებებზე დასასწრებად, რადგან მათი მიმოხილვა გაყიდვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
დღეს ინტერნეტ სივრცეში რამდენიმე ასეული ბლოგი არსებობს მოდის შესახებ. მათი დიდი ნაწილი ძირითადად შოპინგზეა ორიენტირებული. არსებობს ასევე ბლოგები, რომელიც მთლიანად ქუჩის მოდას ეძღვნება. ყველაზე საინტერესო ამ ტიპის საიტებს შორის კი ისინია, რომელთა ავტორებიც აქტუალური მოდური ტენდენციების ინდივიდუალურ, ახლებურ ხედვას გვთავაზობენ და ზოგჯერ თავად ახდენენ გავლენას ცნობილი დიზაინერების მომავალ კოლექციებზე.
რამდენიმე ასეულ ბლოგში ცოტა რთულია აღმოაჩინო ნამდვილად კარგი, რომლის კითხვაშიც დროს დაკარგულად არ ჩათვლი. ვინაიდან მე მათი ხშირი და საკმაოდ დიდი ხნის სტუმარი ვარ, ერთ რამეს ზუსტად მივხვდი - კოლექციების და პროდუქტის დასათვალიერებლად არის vogue.com, ამისთვის სარეკლამო პოსტების კითხვა არ არის საჭირო. არსებობს ძალიან პოპულარული ბლოგი Manolo`s Shoe Blog, რომლის კითხვაც, სტილის განვითარების თვალსაზრისით, არანაირ სარგებელს არ იძლევა, რადგან უბრალოდ ახალი პროდუქტის გამოფენის ადგილს წარმოადგენს. სხვა საქმეა საავტორო ბლოგები ინდივიდუალური სტილით, რომელიც, როგორც შანელმა თქვა, მუდმივია, წარმავალი მოდისგან განსხვავებით. (ვიცი, რომ წერილებში შანელის ციტატებს ხშირად ვიყენებ, თუმცა, აბა, რა ჩემი ბრალია, რომ ამ ქალის გამონათქვამები ყოველთვის დროული და შესაფერისია, როცა მოდაზე საუბრობ.) აქედან გამომდინარე, დღეს მინდა მოგიყვეთ ჩემი აზრით ყველაზე საინტერესო საავტორო ბლოგების შესახებ, სადაც სიახლეების გაცნობის გარდა, უამრავ იდეას აღმოაჩენთ არა უბრალოდ თქვენი გარდერობის შესავსებად, არამედ საკუთარი სტილის გასამდიდრებლადაც.
ეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, რეიტინგული და უნდა ვაღიარო, პირადად ჩემი ფავორიტი ბლოგია მოდის შესახებ. მისი ავტორი ილუსტრატორი ქალია, რომელმაც ბლოგი იმისთვის შექმნა, რომ მკითხველთან უფრო ახლო კონტაქტი ჰქონოდა. თავიდან ცოტას მოდაზე წერდა, ცოტას - თავის შთაბეჭდილებებზე. შემდეგ პარიზის ქუჩებში ლამაზად ჩაცმული ადამიანების ფოტოგრაფირება დაიწყო. ბლოგზე ასევე შეხვდებით საინტერესო რეპორტაჟებს მოდის კვირეულებისა და სხვადასხვა ღონისძიებების შესახებ. ზოგადად კი, აქ ყოველთვის შეიძლება შთაგონების წყაროს მიაგნო და თანაც მოდის სფეროს სიახლეებს არ ჩამორჩე. ბოლო წერილებიდან ძალიან საინტერესო იყო ავტორის მონათხრობი ქეით მოსთან მუშაობის შესახებ. Garance Dore-ს მთავარი აღმოჩენა - ქეით მოსი ჩვეულებრივი ქალია!
იგივე სკოტ შუმანი, ე.წ. "ინსაიდერი"-ა მოდის სამყაროში (მუშაობდა ვალენტინოსთან, ჟან პოლ გოტიესა და ჰელმუტ ლანგთან, მარკეტინგის სფეროში). უწინდელ საქმიანობას თავი ფოტოგრაფიის სიყვარულის გამო დაანება. მიზნად არ ჰქონია კონკრეტულად მოდის ფოტოგრაფი გამხდარიყო, ეს ასე ბუნებრივად გამოვიდა.
ტიპური "ფეშენ" ფოტოგრაფი არც არის, უბრალოდ მისი კამერა აფიქსირებს იმას, რაც გემოვნებიანია და ლამაზი. მისი ნამუშევრები ძირითადად ნიუ იორკის სტილს ასახავს, თუმცა ეს ელეგანტური მოხუცი ველოსიპედზე, რომელსაც ფოტოზე ხედავთ, მილანშია გადაღებული.
სკოტ შუმანი Time Magazine-მა იმ ას ადამიანს შორის დაასახელა, ვისაც ყველაზე დიდი გავლენა აქვს დიზაინის სფეროზე.
ბეტტი ოტიე ერთი პარიზელი გოგოა, რომლის სტილს არამხოლოდ საფრანგეთში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც უამრავი ადამიანი ბაძავს. მას უნიკალური ნიჭი აქვს - შეუძლია გამოეწყოს Topshop - ისა და ASOS - ის მარკის ტანსაცმელში და გამოიყურებოდეს ისე, თითქოს ამაში მილიონები ჰქონოდეს გადახდილი. ამაში გასაკვირი არაფერია, ფრანგებს ხომ ეხერხებათ უბრალო ნივთების შეხამებით არაჩვეულებრივი შედეგის მიღება. ის, რაც ოტიეს თანამემამულეებისგან გამოარჩევს, სითამამე და ექსპერიმენტების სიყვარულია. იგი არასოდეს ექცევა რომელიმე ერთი სტილის ჩარჩოში, იცვამს განწყობის გავლენით, რომელიც ყოველთვის ნამდვილად ძალიან გადამდებია.
ერთ-ერთ ინტერვიუში ბეტტიმ თავისი საყვარელი ბლოგი დაასახელა - thecherryblossomgirl.com. მისი ავტორი, ალიქსი, ასევე საფრანგეთიდანაა და მისი მოდური დღიურის კითხვა მართლაც ერთი დიდი სიამოვნებაა. გირჩევთ, აუცილებლად დაამატოთ აუცილებლად წასაკითხი ბლოგების სიაში.
ლატვიელი მოდელის, ელზა შტირნენის ძალიან საინტერესო გვერდია. მახსოვს, აქ პირველად რომ მოვხვდი, თვალს ვეღარ ვწყვეტდი და ერთმანეთის მიყოლებით ვნახულობდი უამრავ პოსტს. ელზა ბევრ რამეზე წერს: მოდის სფეროს კულუარულ ამბებზე, ლატვიელების სტილზე, ჩვენებებზე. თუმცა ყველაზე საინტერესო, ანუ ის, რის გამოც ამ ბლოგს სისტემატურად უნდა ესტუმრო, მოდური კოლაჟებია, მისივე შემოქმედების ნაყოფი. ეს არ არის უბრალოდ ფოტოშოპის ნახელავი, უმთავრესი, რაც ამ კოლაჟებს სანახაობრივად საინტერესოს ხდის, კარგი გემოვნებაა, რაც შტირნენს უდავოდ არ აკლია.
საავტორო ბლოგები, რომლებიც მამაკაცის მოდას ეძღვნება, შედარებით ნაკლებია და არც ისეთი გავლენიანი, როგორც მდედრობითი სქესის საიტები (თუ sartorialist-ს არ ჩავთვლით), თუმცა რამდენიმე კარგ დღიურს მაინც მივაგენი. ასეთია ახალგაზრდული www.katelovesme.net, ესპანურენოვანი www.mensencia.com, აქტუალური მოდისადმი მიძღვნილი www.gentlemanscorner.com, მრავალფეროვანი www.theurbangent.com და კრეატიული www.stylesalvage.blogspot.com. უკანასკნელი, Style Salvage, ორი მეგობრის დღიურია, რომლებიც წერენ იმაზე, თუ როგორ (არ) უნდა ჩაიცვას კაცმა. აქ შეხვდებით ძალიან საინტერესო კომენტარებს მოდაზე, ინტერვიუებს სხვადასხვა დიზაინერთან და ილუსტრირებულ ტენდენციებს.
thecherryblossomgirl-ს შემთხვევით გადავაწყდი ადრე, მერე მივყევი სხვებსაც, გაავათვალიერე, მაგრამ მუდმივად საკითხავად არ მაქვს მსგავსი ბლოგები ხოლმე..
ReplyDeleteრაკარგია ასეულობით ათასი მხოლოდ ბლოგიდან.. ჰაჰ :))))
ამ თემაზე შემიძლია დავწერო მოკლე კომენტარი, ვრცელი კომენტარი ან ცალკე კროს-პოსტი ჩემს ბლოგზე.
ReplyDeleteმაგრამ, რამდენადაც ქინდლი დიდ დროს ითხოვს და იძულებული ვარ ეს დრო რაღაცას (მათ შორის საკუთარ ბლოგს) მოვაკლო, ძალიან მოკლედ დავწერ:
ქრის ჰოგანი : http://offthecuffdc.com
და ბევრი სხვაც. თუნდაც
http://a-man-fashion.blogspot.com/
sartorialist-ის თავზეც გავიარე. :)
babisa
ReplyDeleteმუდმივად საკითხავად არცაა საჭირო, თუ სამსახური არ გთხოვს ან თავგადაკულული ფეშენისტა არ ხარ )) საქმისთვის რომ არ მჭირდებოდეს, სისტემატურად მარტო ბეტტისთან და გარანსთან შევიდოდი ))
Lord Vader
ლორდ ვერ მიმიხვდი რა ტიპის ბლოგებზე დავწერე )
ჰოგანი და განსაკუთრებით მეორე ბლოგი არის ძირითადად ფეშენ ნიუსების და მიმოხილვების კატეგორიიდან. ასეთი რაღაცებისთვის კი უამრავი ჟურნალის საიტი ვიცი, მაინცდამაინც ბლოგი რომ არ ვეძებო
მე ავირჩიე ისეთები, სადაც წინა პლანზე საკუთარი კრეატივი იყო, სადაც თავის ინდივიდუალურ სტილს გიჩვენებენ ან რამე ტიპის შემოქმედებას
რა კარგია მე აი, მამაკაცის მოდაზე დაწერილი ბლოგები ჩავიმატე რიდერში ;)
ReplyDeleteბეტი მომეწონა :)
ReplyDeleteსხვებს თვალი შევავლე, მერე გადავათვალიერებ
რა კარგია, რომ დაწერე მათზე, ხანდახან მინდება ასეთი რამეების თვალიერება და კითხვა :)
ბეტტი, მისი ბლოგი და მისი საყვარელი ბლოგი მომეწონა <3 :)
ReplyDeleteundone
ReplyDeletekatelovesme.net ისეთია, მეც მინდება წაკითხვა :))
Keti
DreaMar
ბეტტი მაგარია, იდეებს ვპარავ ხოლმე ჩემი ჩაცმულობისთვის ))
ჰა-ჰა...
ReplyDeleteაი, ნახე ჩემს ბლოგში გოგოს ქინდლი უჭირავს, შენსაზე - წიგნი, მაგრამ თუ დააკვირდები ეგ შენი გოგო წიგნით უბრალოდ მარიაჟობს და ჩემი გოგო მართლა გატაცებით კითხულობს.
ქინდლი-წიგნი
1:0
ფრეიაც გატაცებით კითხულობდა, სანამ აპარატის ჩხაკუნი შეუშლიდა ხელს :/ ვერ ხედავ რა წარბშეკრული იყურება
ReplyDeleteქინდლი-წიგნი
1:1
Freya is sexier when simulating :P :D
Simulation is bad for your health.
ReplyDeleteI don't simulate :D
ReplyDeleteFreya Beha Erichsen ))
მაგარი ბლოგია
ReplyDeleteმართლაც მაგარი საიტი გაქვთ ამერიკელები ხართ?
ReplyDeleteგაიგე ეხლა სკოტ შუმანის ბლოგი მოსწონთ თუ ჩემი :))))
ReplyDeleteშუმანი ამერიკელია :)