Tuesday, October 19, 2010

ყველაფერი დედაჩემის შესახებ

დედაჩემი შვედია.

55 წლის წინ, ანუ 1955 წლის 22 მარტს სტოკჰოლმში დაიბადა. 

მასსავით ჩრდილოური გარეგნობა არ მაქვს, მაგრამ ტემპერამენტით და მისწრაფებებით ჩემზე სკანდინავიელი ბავშვი მთელს სკანდინავიაში არ ახსოვთ. ამიტომაც დამარქვა ფრეია. ისე კი, ბევრი საერთო გვაქვს. მაგალითად, ზოდიაქო და შესაბამისად, ხასიათიც. მე მისი დაბადების დღის მეორე დღეს გავჩნდი და იმ დღიდან ორ დღეს გადაბმულად აღვნიშნავთ ხოლმე. ჰოდა, ამ დამთხვევის გამო არის, ერთნაირი თავნება და gloomy-doomy რომ ვართ. ერთხელ მითხრა, ლოს ანჯელესში რომ ჩავდივარ, გარშემო ყველაფერი ისეთი ვარდისფერი და მხიარულია, თავი ყველაზე პირქუში ადამიანი მგონია. უკან რომ მოვდივარ, შვედეთში, სადაც ყველა ჩემნაირია, მხოლოდ მაშინ ვგრძნობ ჩემში არსებულ სიმსუბუქესო. რა ვიცი, ჩემი აზრით, საკმაოდ სიცოცხლის მოყვარე ნატურაა. თუმცა მე არ დამეჯერება, მეც ხომ ეგეთი ვარ, პირქუში სკანდინავიელი.





ეს სიმსუბუქე ჩვენნაირებისთვის ცოტა აუტანელიც კი არის. ამას ლენა პრაღაში ცხოვრების დროს მიხვდა, როცა ერთი ექიმი, სახელად ტომაში შეუყვარდა. ეს ტომაში ცოტა მოგვიანებით ერთ უფერულ არსებაზე დაქორწინდა, თუმცა დედაჩემისნაირი free-spirit-ისთვის ოჯახური უღელი ისეც არ იყო დიდად სასურველი.


მოგვიანებით მაინც გათხოვდა, კუბელ რევოლუციონერ არტუროზე. მერე ჰავანაში ისეთი ამბები დატრიალდა, მტერს. ალბათ სწორედ მაშინ აღმოჩნდა პოლიტიკაში ჩართული, რადგან გავიდა ხანი და უკვე ჯაშუშური თამაშების მონაწილე გახდა, სახელიც შეიცვალა და ირინა დერევკო დაირქვა. ამ ამბების მოყოლა არ მგონია საჭირო იყოს, უკვე იმდენი დაიწერა და ითქვა.

         

რას გააკეთებს მომავალში, სულ ერთია. ჩემთვის მაინც ყველაზე საყვარელი, ყველაზე ახლობელი ადამიანი იქნება. ჩემი სიყვარულის მიზეზები სუბიექტურია. ობიექტურს რაც შეეხება - ლენა ულინი ყველაზე ნიჭიერი, ყველაზე საშიში, ყველაზე სექსუალური ქალია მთელს პლანეტაზე. სიყვარული სულაც არ მალაპარაკებს, შეგიძლია ინგმარ ბერგმანს ჰკითხო იმქვეყნად რომ მოხვდები. მოცდა თუ არ გინდა შენი ნებაა, ჩემს ნათქვამს მამაჩემიც მშვენივრად დაადასტურებს. 



მამაჩემი ლენასგან განსხვავებული პიროვნებაა, არც ისე კარგ წყვილს ქმნიან ერთად. მშვიდი ადამიანია, დედაჩემთან ყოფნა კი გამუდმებულ ადრენალინს, ფერომონებს და სიგიჟეებს ნიშნავს, ამიტომ ერთად არ არიან.

თუ გაახსენდათ ცხელ კავკასიაში მიგდებული შვილი და ვეტრნეტრზე ჩამომაკითხეს, ზამთრის მზეს ერთად შევხვდებით, მე და ლენა ცეცხლთან ვიცეკვებთ და მერე სამივენი ძველი ღმერთების ხსოვნას მივაგებთ პატივს.


თუ არა და, ისევ მე და ბიორკს მოგვიწევს ერთად დავხვდეთ უმზეობას.

15 comments:

  1. ოოო მაგარი ქალია უდაოდ :*
    გული მწყდება, რომ მეორეხარისხოვან მსახიობად მოიაზრება, მაგრამ ჩვენ ხო გვიყვარს და ჯანდაბას მსოფლიოს ;დ

    ბიორკთან შენც დადიხარ ხოლმე ?

    ReplyDelete
  2. ჰო, სთარი არ არის :) ნუ ეს ხო არც არის კრიტერიუმი :ლინდსილოჰანისსმაილი:

    გუდმუნდის ქალიშვილი თვითონ დადის ხოლმე ჩემთან ცივ და პირქუშ ამინდში ;)

    P.S.კოლაჟი უნდა გავაკეთო „იპოვეთ 5 განსხვავება ჩემი და როდეს გატაცებებს შორის“ :D

    ReplyDelete
  3. ლინდსილოჰანი;დდდ
    კარგ ამინდებშიც იცის მაგან სიარული ;))
    ჰაჰაა, მონათესავე სულები ვართ :დდ

    ReplyDelete
  4. ლორდ, what the holy is freya არ იცი? :დ
    http://folkler.ru/skazki/freyja ასგარდში ცხოვრობს და ბრძოლის ველზე დაღუპულ მეომრებს ფოლკვანგში ერეკება

    უხსოვარი დროიდან ჩემი ნიკნეიმია :)


    როდე, კარგ ამინდში ვცდილობ სახლში არ დავხვდე :დ

    :მწვანემაკარონი: :დ

    ReplyDelete
  5. შენი მჯერა, მაგრამ ბერგმანსაც ვკითხავ. :)

    ReplyDelete
  6. ჯორჯ,
    http://en.wikipedia.org/wiki/After_the_Rehearsal
    ინგმარის ფანი და ალექსანდრეშიც აქვს პატარა როლი
    და მეფე ლირში კორდელიას თამაშობდა, თეატრის სცენაზე

    და ფილიპ კაუფმანსაც ჰკითხე, აუცილებლად :)

    ReplyDelete
  7. უყურე შენ... არ ვიცოდი. სკანდინავიური მითოლოგიიდან მარტო ოდინი ვიცი ისიც ფილმებიდან :)

    მოკლედ ფრეია სკანდინავიურია, გორეცკი პოლონური და ნინა რუსული.
    მაგრამ მაინც ქართველო ბლოგერი ხარ.

    ReplyDelete
  8. როგორ ჩაგრავს ოდინი თავის ცოლს :(
    აი პოლონეთშიც რომ გამოსცემენ 24 საათს, მერე სულ პოლონურად დავწერ :D

    ReplyDelete
  9. შენ არ გეწყინოს და 24 საათს მგონი აქაც ძლივს უდგია სული, არათუ პოლონეთში გამოიცეს. :)

    იცი პოლონური /

    ისე, მე ეგეც ნიკის ნაწილი მეგონა. ;)

    ReplyDelete
  10. დიდად შემჩნეული არ მყავდა ადრე. მაგრამ ახლა გადავხედე რა თურმე რამდენ ცნობილ ფილმში თამაშობს დედაშენი.

    ReplyDelete
  11. Lord Vader
    მთლად ეგეთი გაჭირვებაც არაა, მაგრამ პოლონეთზე გადავაჭარბე :))) ტოესწ ვიხუმრე :შექსპირი:

    Kate
    აბა რა, my mom is a celebrity! :))))

    ReplyDelete
  12. არადა კარგი ენაა.
    ჩემი მეგობრის ცოლი და ჩემი მეგობარია პოლონელი. ძალიან მომწონს პოლონურად როცა ლაპარაკობს ხოლმე.
    შვედურს ნაღდად სჯობს :)

    ReplyDelete
  13. ძალიან მაგარია.

    ReplyDelete
  14. არაჩვეულებრივი ვინმეა, რაც მინახავს, იმის მიხედვით სხვა როგორ ვთქვა :)

    ReplyDelete