Friday, November 12, 2010

Those bombing bastards

დღეს სამარშრუტო ტაქსით ვიმგზავრე.

ჩემს წინ სიმპათური ახალგაზრდა კაცი დაჯდა კიდევ უფრო სიმპათიური ბავშვით ხელში. იქნებოდა, ასე, 7-8 თვის. ბავშვზე მოგახსენებთ. ნამდვილი ბუშტი იყო. გაბერილი ლოყები და გაბუშტული ტუჩები ჰქონდა. ყურებამდე გავუღიმე. არ გამიღიმა. მანამდეც ცოტა მოღუშული იყო, მაგრამ ამ გაღიმებამ სულ მოუღო ბოლო, დაიწყო წარბების შეკვრა და სანამ შეეძლო, კრავდა და კრავდა. შევწუხდი, საერთოდ ორ წლამდე ბავშვებს ძალიან მოვწონვარ, ქუჩაში და ტრანსპორტში სულ მიღიმიან ხოლმე. ახლახანს იყო შემთხვევა, ერთი ბიჭუნა ისე გახალისდა, თვალიც კი ჩამიკრა. ეს კიდევ მიყურებდა ასე, თომას ჰობსის სკეპტიკურობით, თითქოს მეუბნებოდა, რას მიცინი ერთი ვიცოდე, მე ხომ ვიცი რაც ხართ ეს დიდები, გულგრილი სნობები, სუიციდი ტერორისტები, არამზადები, რომლებიც ბომბებს ამზადებთ, თავმომწონე ჰედონისტები...

ახლა ძალიან ინფანტილური განწყობა მაქვს. მინდა დავჯდე და ტუჩებგამოწეულმა გიბღვიროთ ყველას, სანამ არ დავიღლები. ჩემს ინფანტილიზმში ლოლიტას სინდრომის ნატამალიც არ არის. მე პატარა ასტრიდ მაგნუსენი ვარ. ასტრიდი დედის დაპატიმრების შემდეგ, როცა აღარ იცოდა ვისთვის მიებაძა და რანაირი ყოფილიყო მომავალში. დღეს რომ მეგობრებმა დამირეკონ და სადმე წასვლა შემომთავაზონ, ზუსტად ვიცი, გარდერობში ჩასაცმელს ვერაფერს ვნახავ, ვერც ამ საღამოს არომატს შევარჩევ, ავდგები, თავზე პლედს გადავიფარებ და ისეთ რამეს მოვუსმენ, რომელშიც ყველა ნოტი ნაცნობია, ყველა სიტყვა - ჩემი დაწერილი.

ფრედი კარგია. 2008-ის აგვისტოში მაისფეისზე(მაშინ ჯერ კიდევ არ გვქონდა გვერდები გაუქმებული, არც მე და არც მას) მივწერე, როგორ მომწონდა მისი გულახდილობა და დახვეწილი იუმორი. რამდენიმე დღის შემდეგ მიპასუხა: thank u, i hope the russians will soon leave your country !! kisses frederic. რა მაგარი იქნებოდა, ახლაც ვინმეს მოეწერა: You are not that bombing bastard. I hope this fucking mood will soon leave u.


11 comments:

  1. ნინა
    ეს უგუებობა თუ მიუშვებ, მალევე მოგეხსნება
    ესე ზებრის ეფექტივით, თვითონ მიდის-მოდის
    ჰოდა, მე როცა უგანწყობოდ ვარ, ესე ვფიქრობ ხოლმე," აი ხო იცი, ნინა, ეხლა ასე იქნები, მალე თვითონ წავა"
    ჰოდა მოუსმინე შენ მაგ გათავისებულ მელოდიებს და
    მერე თეთრი ზოლის განწყობებიც მოვა :)))

    ReplyDelete
  2. ნინა, ფრედი ვინაა? :)

    ReplyDelete
  3. ნინა,
    ჰო, წავა. აბა ყოველდღე ხო არ დამიბღვერენ ტრანსპორტში ბავშვები :))) უგუნებოდ არც ვარ, უცნაურ გუნებაზე ვარ :))

    დათო,
    ბეგბედერი :) ლინკიც ადევს სიტყვას. ფერი უფრო მკვეთრი უნდა გავხადო )

    ReplyDelete
  4. ხო, ვერ დავინახე ლინკი სანამ არ მითხარი, მკრთალია

    ReplyDelete
  5. იმედია, ვიდრე მე ეს პოსტი ვნახე, ამ განწყობამ ცოტათი მაინც გაგიარა :)

    ReplyDelete
  6. თავიდან როდესაც White Oleander-ს ვუყურე, საკმაოდ პატარა ვიყავი და ისე რთულად მივიღე ეს ფილმი. ხან რენე ზელვეგერთან არის ბავშვი, ხან რობინ რაიტთან. კარგი ფილმია.

    ჩაცმისას მეც ეგრე ვარ და მაგის გამო ხშირად ნერვები მეშლება ხოლმე. ეგ სიმღერა მეც ძალიან მიყვარს და მიხარია, რომ ახლა ზუსტად ეგ სიმღერა აღმოვაჩინე.

    ეჰ, ჩემი საყვარელი ფრედი, ალბათ როგორ ვებრალებით იმ ყველაფრის გამო, რაც გადავიტანეთ 2008 წლის აგვისტოში. მეც ვარ my space-ზე, მაგრამ თქვენ ორივეს გაგიუქმებიათ ანგარიშები. თავის დროზე ფრედიზე ორი პოსტი დავწერე. საყვარელი :love:
    ეს ბლოგი არის ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი. არასოდეს რომ არ მბეზრდება. :****

    ReplyDelete
  7. ქეით, ძალიან დიდი მადლობა ასეთ თბილ აურას რომ ტოვებ ბლოგზე ყოველ შემოსვლაზე :) პატარაობაში მეც ბევრს ვფიქრობდი ხოლმე ასტრიდზე )
    ახალი მაისფეისი კი მაქვს გაკეთებული და არის თავისთვის, მობეზრებული მაქვს ეგ საიტი და აღარ შევდივარ ))

    ReplyDelete
  8. ხო, მეც თითქმის არ შევდივარ.

    დიდი მადლობა შენ და შენს ბლოგს. ფბ-ზეც კი დავწერე ჩემი საყვარელი ბლოგიმეთქი.

    ReplyDelete
  9. ასტრიდ მაგნუსენი :| რამდენიმე წლის წინ დღეში რამდენჯერმე ვუყურებდი და იმ სცენაზე, დედას რომ ესაუბრება ციხეში, დღემდე მაჟრჟოლებს. ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ მგონი დედა ეუბნება, რაც უნდა შეცვალო, მაინც ჩემი შვილი იქნები და ჩვენ განსხვავებულები ვართო თუ რაღაც ამის მსგავსი, ხო?

    ოხ, რა საძაგელია ეს ბეგბედერი და რაც უნდა პაპსა იყოს, როცა ბეგბედერზე წერენ/საუბრობენ თვალწინ სულ ჟან დუჟარდანი მიდგას და ვდნები.
    მაისფეისი ამ ზაფხულს გავაუქმე მეც და გული მწყდებოდა, როგორც გაკოტრებული სამსახური მიატოვო, ისეთი გრძნობა მქონდა.

    სასწაული ბლოგი გაქვს, ისეთ შეგრძნებებს მახსენებს, მერე ტბილად მეძინება :)

    ReplyDelete
  10. ქეით, მართლა? :) მეც მიყვარხართ :)

    სოფი,
    ხო, ძაან ატერორებს საწყალ ბავშვს :/
    ეხა მე მკითხე დუჟარდანზე როგორ ვდნები))))
    რა მაგარია. მაგრად გამიხარდა. გაიხარე გოლდენ :)
    :blushing: :*

    ReplyDelete