Sunday, January 2, 2011

31 557 601

365,25 დღე და 86,400 წამი. ანუ სულ 31 557 600 წამი.

როდესაც ამას ერთი წამი ემატება, ძალიან უცნაური რამეები ხდება. ზოგიერთი ჩვენგანი, ესე იგი იმათგანი, რომლებიც ცენტრალურ ამერიკაში ცხოვრობენ, ღრიალს და ხმაურს იწყებენ, რომ ბოროტი სულები დააფრთხონ, ცოტა ჩრდილოეთით მცხოვრები ადამიანები ხილით სავსე ქოთნებს ამტვრევენ, მეორე ნახევარსფეროში ვიღაცები კი შუქს აქრობენ...

ჰო, ბევრი რამის გაკეთება შეიძლება თურმე ამ 31 557 601 წამზე. წარმოიდგინეთ, ფანჯრიდან წყლის გადაღვრაც მიღებული ყოფილა იმისთვის, რომ შემდეგი 31 557 599 წამი სუფთა და კამკამა იყოს.

კიდევ შეგიძლია ამ მომენტში მთელი ეს სისტემები თავის იულიუსიანად ჯანდაბაში გაუშვა. ის უცნაური ქმნილებებიც, აივანზე გაყინულები რომ დგანან და წყლის გადასხმაზე ოცნებობენ. ოცდათერთმეტ მილიონ რაღაც მეერთე წამი სრულიად არ არის საჭირო იმისთვის, რომ „ის“ მოიყვანო. Замри, გაიაზრე, რა შემთხვევაში დადგება შენთვის მართლა „ახალი წელი“, უფრო სწორად, რის გარეშე აღარ შეგიძლია ამ ახალი წლების დახვედრა. ნუ კარგავ მილიონ წამებს იმაში, რომ რაღაც უხეში და უსულო ენები ისწავლო, როცა ფიქრობ, რომ სპარსული თუ პორტუგალიური ყველაზე კეთილხმოვანია იმ სისტემაში, რომელშიც დაიბადე. დაიწყე ფულის შეგროვება მაჩუ პიკჩუზე წასასვლელად. უთხარი, რომ როცა შენთანაა, ბერქშირული ნიუ რეივიც კი ნაკლებად გაღიზიანებს. თავში ქვა იხალე, თუ ეს ისაა, რაზეც დღედაღამე ოცნებობ. 



ეს კი იყოს მაინც, იქნებ მართლა გამოჩნდნენ ბოროტი სულები:

12 comments:

  1. ჰეჰ რა ორიგინალურია. შენ გამოთვალე ამდენი ციფრები? მე დავიბნეოდი :)
    შენს ბლოგზე არ მომილოცია და აი, გილოცამ! ყველაფერი საუკეძთესო და ბევრი სტატია!!

    ReplyDelete
  2. როდე, დაბნევის საშიშროების წინაშე რომ დადგები, ვიკიპედიაში შეიხედე და ყველაფერი კარგად იქნება :)))

    მეც გილოცავ, დიდი მადლობა <3

    ReplyDelete
  3. მართალი ხარ, თუ რაღაც ძალიან გინდა, ყველაფერი უნდა გააკეთო მის მოსაპოვებლად!
    მიაღწიე შენს ამჟამინდელ მიზნებს ამ წელიწადს! :* :)

    ReplyDelete
  4. პ.ს. ახალ წელს ახალი ჰედერი :) მომწონს :)

    ReplyDelete
  5. მრავალს ახალ-ახალ გეგმების ასრულებიანად :)

    ReplyDelete
  6. ქეთი,

    აჰა :) და არ დაელოდო პირველ იანვრებს, რომელთა ათვლის წერტილიც პირობითია :)
    შენც მიაღწიე :*
    thanks :*

    ReplyDelete
  7. გაიხარე, ნასტასია <3 ბედნიერი წელი გქონოდეს :))

    ReplyDelete
  8. წარმატებული და ტკბილი წელი გქონოდეს, ნინა :))

    ReplyDelete
  9. შენც, ნინაჩკა, შენც <3

    ReplyDelete
  10. მეც გილოცავ, ნინაკა, იმ წამიდან, როცა შენთვის დაიწყება ))

    ReplyDelete