Unkle-ის ბოლო ალბომს ვუსმენ, როცა მოულოდნელად თავს მატყდება. მუქი წითელი სვიტერი აცვია და სულაც არ გამოიყურება ისე, როგორც ყველაზე ლამაზი გოგო, რომელსაც კი ოდესმე შევხვედრივარ. იწყებს მოყოლას იმაზე, რომ ვიღაცას უთქვამს, თითქოს ელფის თვალები ჰქონდეს, იცინის და მოულოდნელად თემას ცვლის - ფერწერაზე გადადის. მოულოდნელად-მეთქი, პირობითად ვამბობ, თქვენთვის, თორემ დარიას ძალიან უყვარს მხატვრებსა და მუზეუმებზე საუბარი და ხანდახან თავადაც კი ხატავს რაღაცებს.
დარია კანადელია, წარმოშობით უკრაინელი. შესაბამისად უყვარს ბორშჩის და პელმენების დამზადება. მსოფლიოში ყველა გოგოზე მეტად უხდება ყვითელი ფერი და ბალმენის მილიტარი პიჯაკები. ერთმანეთთან ბევრ საერთოს ვპოულობთ, მაგალითად, ის ნამდვილი უკრაინოფილია, მე კი ძალიან მომწონს უკრაინული ენა, ბიჭები და ბორშჩი. ერთი საერთო კიდევ გვექნებოდა, ოთხ-ხუთ კილოგრამს რომ მოიმატებდეს, მაგრამ ამას ვერ იზამს, რადგან ცნობილი მოდელია. მე შემიძლია თუნდაც ოცი მოვიმატო, რადგან ჩემი ამჟამინდელი პროფესია ადამიანებს სასწორზე არ წონის, მაგრამ ვეუბნები, რომ ამას არ ვიზამ, რადგან ზედმეტად მიყვარს ჩემი ჯინსის შარვალი და ჩემი თავი მასში. ამის შემდეგ ენას ვუყოფ და მპ3 არქივში ახალი მუსიკის ძებნას ვიწყებ. ისიც ენას მიყოფს და ჩემს სუნამოების მაგიდასთან მიძვრება, თუმცა მის მიერ რეკლამირებულ ლანკომის ჰიპნოზს იქ ვერასოდეს აღმოაჩენს. საშინლად არ გიხდება ეგ აფთიაქის არომატი-მეთქი, სულ ვეუბნები. ვიცი და ყოველ წუთას ნუ მახსენებო, ისიც სულ მეუბნება.
უხარია ჩემი ბლოგის ჰედერზე თავის ფოტოს რომ ხედავს. ეს რა არის-მეთქი და ერთ მეზობელ ბლოგზე შემყავს, რომლის ავტორიც ძალიანაა შეყვარებული დარიაზე. ბიჭი რომ არის, იმიტომ მოვწონვარ ასეო. მე დელიკატურად ვჩუმდები: დარია ერთადერთი გოგოა მსოფლიოში, რომელიც მაეჭვებს იმაში, ნატურალი ვარ თუ არა, თუმცა მხოლოდ მაეჭვებს და ჩემნაირი ჰეტეროს შემთხვევაში ესეც დიდი მიღწევაა. დარია ჩემთვის ყოველთვის იმაზე მეტი იქნება, ვიდრე ვინმე ბიჭი - მხოლოდ მას შეუძლია მითხრას, როგორ უნდა გამოვიყურებოდე იმ ვინმესთვის. როგორც she who is weak or who is wild in a pleasant ways, as an alien or a citizen…
ნამდვილად არაა გასაკვირი, რომ გაფიქრებს :))))
ReplyDeleteმეც ასე მგონია, ზურ :))
ReplyDeleteuuh, shemayvaret shen da tornikem Daria :)) tumca, es ar iyo dzalian rtuli, mis garegnobas tu gavitvaliswinebt :) :P
ReplyDeleteისე ყვებოდი, ვხედავდი, როგორ მივიდა შენს სუნამოების მაგიდასთან...
ReplyDeleteკარგი გოგოა, ჰედერზე ძალიან მომწონს :)
ნატალია,
ReplyDeleteგარეგნობის გარდა, ისეც კარგი გოგოა :) ჭკვიანია და მხიარული, ვიდეო ინტერვიუებში ჩანს ხოლმე
ნუ მე რაში მინდა ინტერვიუები, ღამე არ მძინავს დარიას გარეშე, ეს ისე... :D:D
ქეთი,
ხო დაინახე? :))) <3
ვიდეო ნახეთ, რიდლი სკოტია ბოლოსდაბოლოს :))))
ReplyDeleteდარია შეიძლება სულაც არაა ასეთი ლამაზი და მშვენიერი, მაგრამ შენ რომ ვინმეზე დაწერ, იმას აუცილებლად შეაყვარებ სხვასაც :))
ReplyDeleteდა ჰედერი მეც მომწონს და ისიც მომწონს, რომ ხშირად ცვლი
ReplyDeleteაი მე კი ევრ დავამუღამე, სულ ზომებს ურევს და სად შემიძლია მე ამდენი კორექტირებები და დაწვრილმანება :)
ნინო,
ReplyDeleteლამაზი შეიძლება მართლა არაა, მშვენიერი უფრო კი )) ენივეი, კომპლიმენტად მივიღე, მადლობა <3
მე დავამუღამე ;) რამის გაკეთება თუ მოგინდა და faq-ში არ იყო, მითხარი )
კარგია დარია გარეთ :)
ReplyDeleteნინა, შენ უნკლეს ალბომის ლინკიც მოგეძევება სადმე, აბა მოლნკე ;)
:)
ReplyDeletehttp://electropeople.org/electronic/1146717541-unkle-where-did-the-night-fall-2010.html
and
http://electropeople.org/electronic/1146745212-unkle-the-answer.html
სპ სპ :*
ReplyDeleteმგონი, ერთადერთი მოდელია, რომელიც მომწონს. ყველა ფერის ტანსაცმელი უხდება, მე თუ მკითხავ და დატანჯული გამომეტყველებაც არა აქვს, როგორც სხვა დამშეულ გოგოებს.
ReplyDeleteუკრაინა კიდევ მეც მიყვარს, ენაც და ხალხიც, თავიანთი სპეციფიკური რუსული აქცენტით.
რა მაგარია, ჩემი და გოლდენის გემოვნება დაემთხვა და რაში - მოდელებში :)))
ReplyDeleteსოფი, მგონი მუქი წითელი არც ისე უხდება, სხივს უკარგავს და შუა ხნის ქალს ამსგავსებს იმჰო
ისა ბლმას ბუტიკი რომ გაიხსნა თბილისში ნამყოფი ხარ შემთხვევით? რა ხდება ვინ იცის? :)
ReplyDeleteრამე ხომ არ დამეწერა პიერ ბალმაზე? მმმმმ :}
ReplyDeleteვინ ბალმა? რა ბუტიკი?
ReplyDeleteვინ და ვისი მილითარი პიჯაკიც უხდებაო ამბობ.
ReplyDeleteპიერ ბალმა. ფრანგი დიზაინერი. თუ სხვას გულისხმობდი?
ბუტიკი გაიხსნა ქარვასლაში (თუ არ ვცდები).
კარდენი ვინც გახსნა იმათია.
კარდენის ბუტიკის ფასებს თუ გავითვალისწინებთ, ნამუსიანი ფასები უნდა იყოს მანდაც.
ისე, კარდენიც კარდაა მამენტ :):)
ეგ არ გამიგია )
ReplyDeleteბალმენი ხო? Balmain. ამოკლებ? :))
დაწერე, აბა რა უნდა ქნა :)
იძულებული ვარ, შევამოკლო :)
ReplyDeleteქართველისთვის "ნ" არის აი ეგეთი ნნნნნ! :) მანდ კი ხომ ძალიან ყრუ ნ-ა. სუსტად ისმის. რომ არ დაწერ უფრო ახლოა. -balmah-
თუ პოსტი დავწერე ასე დავწერ ბალმა(ნ) :):)
http://www.balmain.com/boutique/d-caban-double-balmain/
ReplyDelete:)
ნოუ ეგ არ ქნა) რუსებიც ინარჩუნებენ ნ-ს, ამასთან ბალმა(ჰ) სულ არ შეიძლება. ai ერთად ფრანგულში ე-ს ქმნის, ა-ს არა
ReplyDeleteნნნნნ არაა, მაგრამ ნ-ს 2/3 არის ))
კაბერნე სოვინიოს ხო არ ამბობ, სოვინიონ
კი ვიცი რომ ე-ა მაგრამ ამ შემთხვევაში ა- არის. :)
ReplyDeleteარ ვიცი რატომ, მაგრამ ნამდვილად ბალმა(ნ)ია :)
ინტუიციას არ ენდო, ეგ ქალების პრეროგატივაა ))
ReplyDeleteფაქტები დაიდოს.
მე სადაც მომისმენია ბალმენია
ბევრგანაა http://lifestyle.in.msn.com/gallery.aspx?cp-documentid=3733537&page=3
ReplyDeletehttp://thechicspy.com/?p=433
just Google it :)
ყველგან ა არის.
ბოლოში ნ-ზე ვარიანტები განსხვავდება - სულ ნ-ის გარეშედან დაწყებული - ჰნ და ნ-თი.
ადრე დამჭირდა და იქედან მახსოვს.
მერე როგორც ალეიჰანდრო და ჟივონში არ უწერიათ სწორად ისე ბალმენია შეცდომა
ReplyDeleteომგ კომ დეი გარსუნ კომ დე გარსონის მაგივრად:( ნუ კითხულობ ამ საიტებს)
100 საიტია ეგეთი :) და ყველგან ა-არის ვაჰმ :)
ReplyDeleteერთიც ვერ ვნახე, სადაც ე იქნებოდა :):)
აჰა, აუდიოც http://www.forvo.com/word/pierre_balmain/
რომ მოვკვდები, თუ ვნახე იქ აუცილებლად ვკითხავ როგორაა შენი გვარი-თქო და ახლა სხვა წყარო არ მაქვს. :)
:))))
ReplyDeleteსულ უაზრობები წერია და რაღა ეგ დავუჯერო )
ამ ფორვო-ზე არ შევიდა
დაწერე ბალმაჰზე, რა ვქნა მე :დ იმქვეყნად გავაგრძელოთ ;)
უნდა დამეწერა, შენს გარდა თორნიკეც გიჟდება მასზე–მეთქი და თურმე თორნიკეს ბლოგი დაგილინკავს.
ReplyDeleteმე არ მომწონს. ჩვეულებრივი, არადასამახსოვრებელი სახე აქვს. თან ქერები არ მევასებიან ხოლმე. (as usual)
დარია არაა ქერა) ჰედერზე აიხედე. ხანდახან კი არის ხოლმე და მართალი ხარ, ნაკლებად უხდება :/
ReplyDeleteუაიმე <3 მადლობა ნინა
ReplyDeletelove u both ^^
ReplyDelete