იმ დღეს ამელი ნოტომს ვკითხულობდი. რაღაცებს წერდა ჩინელ და იაპონელ მონებზე, რომლებიც თმას უვარცხნიდნენ ხოლმე. ჩინელს ჩჟე ერქვა და ნოტომს ასეთი საშინელი სახელის ქონა დაუშვებლად მიაჩნდა. იმ ბიჭს, დიუმას ცენტრში რომ მუშაობს, ალბათ ის მიაჩნია დაუშვებლად, რომ მე ამას ჯერ კიდევ ვკითხულობ, რადგან მისთვის წიგნები ორი კვირის წინ უნდა დამებრუნებინა. რას ვამბობდი. სასიყვარულო საბოტაჟი - ასე ჰქვია წიგნს, რომლის მხოლოდ ორი ფურცელი წავიკითხე. მერე გავიგე, ნოტომი თურმე დღეში 4 საათს უთმობს რომანის წერას, არც მეტი, არც ნაკლები. ამაზე სულ გამიფუჭდა განწყობა, თან მისი წიგნებისთვის დამახასიათებელი პედანტიზმის მიზეზსაც მივხვდი - ამ ქალს ლიტერატურის მიმართ ისეთი დამოკიდებულება აქვს, როგორიც მე ფრანგულის გრამატიკის მიმართ - 15 წუთი დღეში (გშურდეთ ჩემი ფენომენალურობის :) ) თან მეც შემშურდა, ხანდახან პოსტის წერის განწყობაც არ მაქვს, იმას კიდევ ასე გამოზომილად ეწერინება ყოველ ცისმარე დღეს.
ჯერ ლორდს ერთი თვის შემდეგ გავუგზავნე ჩემი გესთ-პოსტი, მერე დათოს ინტერვიუს საწერად ორ კვირაზე მეტ ხანს ველოდე განწყობას. კარგია, როცა ინტერვიუერის როლს სხვას უცვლი, თუმცა წერა-საუბრის ხასიათზე მთელი თვეა არ ვარ. ნოტომის შემდეგ - არც კითხვის. სამაგიეროდ ახალი „გასართობი“ ვნახე - ხატვა. მართალია ამის ნიჭი არ მაქვს, მაგრამ მე რასაც ვხატავ, ამას დიდი მონაცემები არც სჭირდება.
მანდალა კოსმოსის დიაგრამაა, სამყაროს გამოსახულება წრეში, რომელიც კვადრატში ზის, ის კი თავის მხრივ ისევ წრეში. გარე წრე სამყაროა, შიდა - ალბათ, მე, რადგან ეჭვი მაქვს მინიატურული კოსმოგენია მე უნდა ვიყო. კვადრატის ოთხი გასასვლელი ორიენტირებულია დედამიწის ოთხ მხარეზე და თავადაც დაყოფილია ოთხ ნაწილად. (აქ რასაც ხედავთ, ტრადიციული მანდალაა, უფრო არასტანდარტულები და კრეატიულებიც არსებობს). მეხუთე ნაწილი - ეს მისი ცენტრია. ხუთივე ნაწილს თავისი ფერი გააჩნია, ასოცირდება გრძნობის ერთ-ერთ ორგანოსთან... მთავარი 'იზიუმინკა' იმაშია, რომ ფერებს და ფიგურებს თავად ირჩევ და საბოლოოდ ხატავ შენს თავს ამ სამყაროში. ალბათ ამიტომ, კარლ იუნგი მანდალას ფსიქოანალიზის საუკეთესო საშუალებად თვლიდა.
ცენტრში მინდა მე ვიყო, პატარა ბაღი, მზე ანათებდეს, ახალი მბზინავი 'ბალეტკები' მეცვას, თეთრი ღვინით სავსე ბოკალში ჟოლოს ვყრიდე და მზეზე ვათბობდე. (სანამ მე ამას დავხატავ, რაგნაროკი მოვა, ჰოდა დავწერ მაინც). ჩემთვის მთავარი რაც არის კოსმოსში, არომატი და მელოდია, მანდალაში გათვალისწინებული არაა, მაგრამ მაინც გადავწყვიტე ხუთივე ნაწილს თავისი არომატი და მუსიკა მოვუძებნო და სურნელოვან-მუსიკალური მანდალა გავაკეთო. თუმცა ყველაზე რთული აქ მანდალაზე მპ3-ის დატანა კი არა, საკუთარი თავის გააზრება მგონია, განცალკევება დროის და სივრცის ჩარჩოებისგან, რაც ჩვენი კულტურისთვის ისე უცხოა, რომ აღმოსავლეთში გაზრდილმა ნოტომმაც კი ასე ცუდად გაითავისა.
ყველაზე გენიალური მომენტი მანდალას შექმნის პროცესში, როცა მას ქვიშით აკეთებენ ბუდისტი ბერები, მისი დასასრულია. რამდენიმეთვიანი წვალების შემდეგ მას უბრალოდ, ერთი ხელის მოსმით ანგრევენ, რაც სიმბოლურად გამოხატავს ყველაფრის წარმავლობას, მარადიულის არარსებობას მატერიალურ სამყაროში.
მიყვარს შორეული აღმოსავლეთი, როდესაც მასზე ევროპელი ფსიქოპათები არ მესაუბრებიან.
ee es notomi zaan ar mogewona shen :\
ReplyDeleteai mandalas siamovnebit shevqmnidi :)
ReplyDeleteჰო :) ჩემი საყვარელი მწერალი არ არის, სხვა რაღაცებიც წამიკითხავს ))
ReplyDeleteშექმენი, იცი რა სასიამოვნოა :) რაღაცნაირი თერაპიაა :)
რა საინტერესო რამაა... ნოტომზე არც მე ვგიჟდები, მაგრამ ერთგვარად უბიძგია კიდეც შენთვის მანდალასკენ! :*
ReplyDeleteჰო, სულ მინდოდა და ახლა გადავწყვიტე გაკეთება :)
ReplyDeletemm rame specifiuri saiti ici? tu just tvitziebit davgooglo :))
ReplyDeleteნინ აქ შეიხედე http://www.exoticindiaart.com/mandala.htm
ReplyDeleteდა how to create mandala ეგ ჯობია დაგუგლო, შენი გემოვნებით ნახავ რა სტილიც უფრო მოგეწონება. ჯერ ფოტოები დაგუგლე, შთაგონებისთვის))
რა საინტერესოა,:))
ReplyDeleteრა გამოზომილად უმუშავია ნოტომს. მაგრამ მე სხვასთანაც წამიკითხავს, მწერალმა ყოველდღე რაღაც უნდა წეროს, რომ "ფორმაში" იყოსო. ქართველის სიტყვები იყო, გვარს ვერ ვიხსენებ. ჯერჯერობით, ეს მეც წარმოუდგენლად მიმაჩნია :)
ReplyDeleteაი, მანდალებს ცოტა ხნის წინ ვათვალიერებდი და ისე მომეწონა.. ახლა შენთან რომ ვნახე, დახატვაც მომინდა :)
"ენტრში მინდა მე ვიყო, პატარა ბაღი, მზე ანათებდეს, ახალი მბზინავი 'ბალეტკები' მეცვას, თეთრი ღვინით სავსე ბოკალში ჟოლოს ვყრიდე და მზეზე ვათბობდე" – ეს ისე მომეწონა...
ქეთი,
ReplyDeleteრა არის, გრამატიკაში ვარჯიშობენ? ))
თან რაღაცის წერა ერთია და ზუსტად 4 საათი მეორე )) ჩემთვის გროტესკია, რავიცი )
პ.ს. შენც ჩემნაირი ღამურა და ინსომნიაკი ყოფილხარ )))
პირველად გავიგე მანდალას შესახებ და ძალიან მომეწონა, დიდი მადლობა. განსაკუთრებით მისი ფილოსოფიური შინაარსი მომეწონა, პირდაპირ ათიანშია გარტყმული. წუხელ არატრადიციული მინი მანდალა შევქმენი ასანთის ღერებით და ბოლოს სიამოვნებით დავშალე, კარგი იყო.
ReplyDeleteნინა, მეც ეგ მიკვირს, ზუსტად 4 საათი როგორ ახერხებს– სამსახურივით აქვს წერა :)
ReplyDeleteჰო, მეც გვიან ვიძინებ და დილით ძალიან მიჭირს ადგომა :))
ჯორჯ, ასანთის ღერებით რა საინტერესოა:)
ReplyDeleteფილოსოფია თავისთავად და შექმნის პროცესიც ძალიან საინტერესოა)
ქეთი,
იცი რაზე ვიკაიფე? უცებ რომ რაღაც გენიალური იდეა მოგივა თავში, დაწერას აპირებ და საათის წიკწიკი გესმის ამ დროს, გავიდა 4 საათი, სამუშაო დამთავრებულია :DD უჰ ძაან გავასწორე მიწასთან ამელი, ეგეთი ცუდიც არაა )))
ნუ ადგები მერე დილით :)))
მანდალამ დამაინტერესეა მეც!
ReplyDeleteუჰ, რა კარგია რომ შენი ბლოგი არსებობს :) პირველ რიგში კარგია რომ შენ არსებობ, თორემ შენი ბლოგი ხომ არ იქნებოდა ისე :)) მოკლედ, წავედი, მანდალას გავეცნობი.
ნატალიაა :))) <3
ReplyDeleteასეთ შემთხვევებში ალბათ დამატებით სამუშაოს ასრულებს :))
ReplyDeleteჰო,მეც რამდენიმე თავისი წიგნი შემომაკითხა და რას ვერჩი :)
ეჰ, სამსახური... :))
gmadlob, nina, vnaxav xval aba.. :))
ReplyDelete