Friday, January 7, 2011

ნიცშე, ფრუსტრაცია და დაგვიანებული seazone

არადა, ყველაფერი კარგად დაიწყო. იმან მკითხა, ბათუმში ხო არ წავიდეთო. მე ვუთხარი, მცივა და მეზარება-მეთქი. აბა მაშინ, კინოში ხო არ წავიდეთო. მე ვუთხარი, ვნახოთ, თუ მოვასწრებ, წავიდეთ-მეთქი. შხაპის მიღება, შემდეგ კი ყავის დალევა უნდა მომესწრო. ორ საათში ეგ კი არა, ყავაზე ფორთოხლის მიყოლებაც მოვახერხე, თუმცა კინოში მაინც დავიგვიანე. ეს ჩემი კარმაა ასეთი, ყველგან უნდა დამაგვიანდეს, რაც არ უნდა ადრე გავიდე სახლიდან. 

ხომ გეუბნებით, ყველაფერი ნამდვილად კარგად დაიწყო-მეთქი. ის იჯდა და მხიარული გამომეტყველებით მელოდებოდა. დაგვიანებულზეც უპრობლემოდ შეგვიშვეს, დარბაზშიც საუკეთესო ადგილები შეგვხვდა (შეგვხვდა რა, ავირჩიეთ) და მხიარულებაც დაიწყო. დაცარიელებული ბათუმი, ოთხი ბიჭი, გართობის ყველანაირი საშუალება ხელმისაწვდომი - არტ ფილმის სანახავად არც წავსულვართ, მაგრამ კარგი ფანტასტიკის თუ არა, უბრალოდ მხიარული სანახაობის მოლოდინი მაინც გვქონდა. შედეგად პირველი 15 წუთის (ანუ მეორე, თხუთმეტი წუთით ჩვენ დავაგვიანეთ) განმავლობაში იმედიანად ვახრამუნებდით პოპკორნს, შემდეგი თხუთმეტი წუთი ისე მოვიწყინეთ, რომ ჩემმა მეგობარმა პოპკორნის თავში სროლა დამიწყო, მე კი შევეცადე ჩემი თმის სამაგრით მისთვის ცხვირი მეტკინა, კიდევ თხუთმეტი წუთი (ფილმში გოგოები რომ გამოჩნდნენ) იმედი მ(გვ) ქონდა, რომ სექსის ხარისხიან სცენას მაინც ვნახავდით, ამის მომდევნო თხუთმეტი წუთი ფრუსტრირებულს ახალი იმედი გამიჩნდა, რომ ვინმე მაინც მოკვდებოდა და რადგან არც ეს გვეღირსა, სასწრაფოდ დავტოვეთ დარბაზი, რადგან ჩვენს ახალ სურვილს უკვე სუიციდის სუნი ასდიოდა.

ფილმის კონცეფცია - „ადამიანი საზოგადოებრივი ცხოველია“ (ევრიკა!), ლაიტმოტივი - „ღმერთი მოკვდა, არა, კი არ მომკვდარა, ჩვენ ვიქცევით ისე, თითქოს მოკვდა". სცენარისტმა ნიცშე წაიკითხა, ან რაც უფრო სარწმუნოა, მისი ცნობილი ფრაზები დაგუგლა. გავაკეთებ ჩემი მეგობრის (რომელიც ამ ფილოსოფოსს კარგად იცნობს) ნათქვამის ციტირებას: „ფილმში „გამოყენებული“ ნიცშე ისე შეეფერებოდა მას, როგორც თავად ფილმს დარბაზში მაყურებელი“.  ვერაფერს იტყვი, დაუფარავად ენამწარეობს, თუმცა სამართლიანად - ჩვენ იქ „სხვა“ ფილმის სანახავად მივედით. მე კი, მართალია, ზარატუსტრა დღემდე არ მაქვს წაკითხული (რა ვქნა, ვერაფერს ვუდებ გულს, რაც მოსაწყენია), თუმცა სხვადასხვა ფილოსოფიური ნარკვევებიდან ნიცშეს ნააზრევზე ბევრი რამ ვიცი. ფილმის ყურების დროს განსაკუთრებით ის ამომიტივტივდა გონებაში, რომ ამბობს, სიხარულის მოსაპოვებლად, ისევე როგორც არსებობისთვის, უნდა იბრძოლო, სიხარული ეგრე უბრალოდ ადამიანთან არ მოდისო. ამან გამაძლებინა რუსთაველში თითქმის საათნახევარი, თუმცა ნანატრი სიხარულის გრძნობა მაინც არ მეწვია. სამაგიეროდ, გამიჩნდა კითხვა: როდის გადაიღებენ ქართველი რეჟისორები ისეთ ფილმებს, რომ მათი ყურების დროს განცდილი ყველაზე მძაფრი ემოცია თავში ნასროლ სიმინდის მარცვალთან არ იყოს დაკავშირებული?!

წავსულიყავით ბათუმში...



19 comments:

  1. სწორედ დრეს დავსვი ეგ შეკითხვა, ოღონდ ცოტა სხვანაირად.
    ძველი ქართული ფილმები მიყვარს, აი, "სიყვარული ყველას უნდა", "მხიარული რომანი" და მისთანები :D
    ჰოდა ახლა სეზონისნაირ სისულელეებს რატომ იღებენ, კიდევ ერთი "ლონდრე" რა გახდა-მეთქი და ყველამ კი იცოდა პასუხი, მაგრამ არავინ მიპასუხა, ხომ იცი ეს რიტორიკული შეკითხვები )))
    (ასე იცის ახალი წლის ოჯახთან ერთად შეხვედრამ წლების განმავლობაში)

    ReplyDelete
  2. ძაან ვიბოდიალე, ხო? არაუშავს, საათს დახედეთ და თავისთავად მომიტევებთ :/ :ყაწნ:

    ReplyDelete
  3. ფილმი არ მაქვს ნანახი, მაგრამ თუ არ ვცდები ტელევიზორში უნდა იყოს და როგორც ჩანს ძილსა და ფილმის ყურებას შორის მომიწევს არჩევანის გაკეთება. ქართულ კინოს კი შენსავით დაემართა, ანუ თავიდან კი კარგად დაიწყო, მაგრამ გაგრძელება აღარ ვარგა. თუმცა იმედია ზეფილმს თუ არა კარგ ფილმებს მაინც გადაიღებენ.

    ReplyDelete
  4. ზურა,

    მეც მიყვარს ზოგიერთი ძველი ფილმი )))მაგრამ ისე რომ გაეგრძელებინათ, ძველი კინოს სტილში, ეგეც არ იქნებოდა მისაღები, სტაგნაციაც ხო დეგრადაციას ნიშნავს ))))
    მე უფრო ძაან ვიბოდიალე, ნახევრად მძინარე ვწერდი :დ

    ჯორჯ,

    არ მოგიწევს, მალე მიხვდები, რომ არ ღირს ყურება და დაიძინებ )))

    'ქართულ კინოს კი შენსავით დაემართა, ანუ თავიდან კი კარგად დაიწყო, მაგრამ გაგრძელება აღარ ვარგა'
    ეს მინდოდა, ისეც ცხოვრების ხალისი მქონდა დაკარგული ამ უმზეობის გამო :(((

    ReplyDelete
  5. მთელი დღეა ძველ ქართულ ფილმებზე ვფიქრობ, რა უცნაურია. ხშირად ემთხვევა ხოლმე ჩემი განწყობა და შენი პოსტები, ნინა.
    უნდა წასულიყავით. მეც წავიდოდი ახლა ბათუმში ისე :/

    ReplyDelete
  6. მეც მასე შემთხვევით მოვხვდი მაგ ფილმზე, გარდა იმისა რომ დინამიურობა არ აქვს და მოწყენილობისგან კვდები, რაღაც მომენტებიც ვერ გავიგე, ისე გვერდით მსხდომი მეგობრების რეპლიკებით და პოპ კორნით გავერთე :D

    ReplyDelete
  7. სოფი,
    მართლა? <3
    ჰო, თან მზიანი და თბილი ამინდები ყოფილა :/

    მიშა
    დინამიურობა კი არა, საერთოდ არაფერი აქვს )))

    ReplyDelete
  8. ეგრეც ვიცოდი, ვგრძნობდი, რომ ეგრე იქნებოდა. :(
    ისე პოპკორნის ჭამა არ მიყვარს ფილმის ყურებისას და უაზრო წესად მიმაჩნია, თუნდაც ფილმი გასართობი იყოს. რაღაც ვერ მოდის ჩემთან რა :დ

    ReplyDelete
  9. რას ამბობ როდე, რაც უფრო კარგი ფილმია, მით უფრო სასიამოვნოა პოპკორნის ათვისება ))) განსაკუთრებით თრილერების დროს, ისტერიულად რომ იყრი პირში :დ

    შენ ეტყობა სულ კულტურულ ფილმებს უყურებ:) აი დომ კინოში საჭმელი არ შემაქვს. იმიტომ კი არა, რომ პეროიანების გამკიცხავი მზერის მეშინია, უბრალოდ არ მინდება არტის ყურების დროს) ისე, კარგ სასმელს კი შეიტანდა ადამიანი...

    ReplyDelete
  10. ეს ფილმი მეც არ მინახავს
    მაინც კარგია, რომ წახვედი, ბათუმიც უფრო კარგი იქნებოდა.

    მეც არ მიყვარს პოპკორნი კინოში. აი, შინ თუ ვუყურებ ფილმს, შეიძლება სასუსნავიც მოვიმარაგო :)

    ReplyDelete
  11. რამ გამაძლებინა ახლაც არ მახსოვს, მოწყენილობისგან კინაღამ მოვკვდი და ერთ-ერთ დებილურ საღამოდ იქცა ფილმში დახარჯული საათები :D გახსენებაც არ მინდა

    ReplyDelete
  12. ბოდიშს ვიხდი ზედმეტად ფილოსოფიურ-ინტელექტუალური რეცენზიისთვის :))))
    ახლახანს ტვ-ში ფინალს მოვკარი თვალი და... ))) :ყულფ:

    ReplyDelete
  13. არც ისეთი უცხოპლანეტელი ხარ :)

    გადავხედავ ახლა რამოდენიმე პოსტს და იმედს ვიტოვებ რომ "ენამწარე ის, რომელიც ნიცშეს იცნობს" მხოლოდ მოცემული პოსტის ლაითმოტივია :) (ანუ პირადი ამბებით გაჯერებულ ბლოგებს ვერ ვკითხულობ, რაგინდ საინტერესო არ უნდა იყოს)...

    ისე კი კარგი ნაწერია, მომეწონა.

    ReplyDelete
  14. არადა ეს არც ისე პირადი ამბავი იყო)) რეცენზიას მივეცი პირადი ამბის სახე

    :))

    ReplyDelete
  15. მომწონს ლურჯი ფერი ჰედერზე :)

    ReplyDelete
  16. ასეთი გემრიელი და ზუსტი რეცენზია "სიზონზე" ჯერ არ წამიკითხავს.

    ფინალი მართლა :ყულფ: იყო. ფილმის ფინალს ვგულისხმობ.

    ReplyDelete
  17. ნიცშე და სეზონი (rofl)

    ძაან კაი პოსტია :)

    ReplyDelete