დღეს შაბათია. სამუშაო მაქვს და სახლიდან გასვლას ვერ ვახერხებ, თუმცა არ ვნანობ - კვირის ნებისმიერ დღეს წავალ თბილისის რომელიმე ბარში და ზუსტად იგივე სიტუაცია დამხვდება, რაც დღეს. ქლაბერობაზე უარი დიდი ხნის წინ ვთქვი, მიუხედავად ჩემი დიდი სიყვარულისა ტექნო კულტურის მიმართ. ეს უკანასკნელი, ჯერ ერთი, ჩვენში არ არსებობს (თუ ვინმე მეგობარმა დიჯეიმ დაგპატიჟა სადმე პადვალში, მადლობა უნდა თქვა და იქაც ორიგინალურს ვერაფერს მოისმენ), ისე კი, აქაური კლუბების (?!) მუსიკა ისეთი ერთფეროვანია (მინიმალი + ხანდახან ტრანსი), შეიძლება ჰარაკირი გაიკეთო.
რჩება პეროვსკაია და მისი მიმდებარე ტერიტორია ცოცხალი მუსიკით. (შარდენის sophisticated (თარგმანში: მკვდარი) ბარები არ განიხილება). არის რამდენიმე ფავორიტი ადგილი (ნალი, CCCP, ფარენჰაიტი), სადაც ხანდახან დავდივარ, მაგრამ ამათაც მაგრად მომაბეზრეს თავი რეპერტუარით, რომელიც წლების განმავლობაში არ იცვლება - Knock Knock Knockin' on heaven's door, ზუსტად იცი, რომ იქნება ფარენჰაიტში, ნალში და დუბლინში რომ ჩახვალ, იქაც იქნება, აბა რა... Yellow lemon tree? Really? რომელი საუკუნეა? თუმცა დასაწყისი აქტუალური აქვს: I'm sitting here in the boring room, it's just another... fucking old song I guess... ფიქრობთ, რომ ეს სიმღერები არ მიყვარს? ცდებით. უბრალოდ, ბობ დილანი რეტროა, კლასიკა, რომელიც ადამიანს ყოველდღიურად არ უნდა ასმენინო. იმის მერე პანკი იყო, გრანჟი, ემო, ნეო-პანკი, ჰარდქორი, d'n'b, ნიუ რეივი, რა ვიცი, რა ჯანდაბა აღარ იყო. ფოთლებსა და შემოდგომაზე სიმღერა არ გინდა, ოკ, მაგარი ხარ, მაგრამ რამე ახალს თუ არ ქმნი, ახალი მაინც იმღერე. 2011 წელია, ინდი როკმა მაინც არ უნდა მოაღწიოს აქ?
ეს დღეებია (თუ ღამეები) მამარდაშვილის ლექციებს ვკითხულობ. პირველი ოთხი ერთი დიდი მოსაწყენი ნიცშე იყო, ახლა მეხუთეზე გავჩერდი, სადაც კირკეგორმაც ამოჰყო თავი. შეიძლება ამიტომაც ძალიან ჩამრჩა გონებაში, როცა Angst-ის ფენომენზე იყო ლაპარაკი. ეს იგივე შიშია, „ტასკა“, რომელიც ადამიანს ეძალება, როდესაც თავისუფლების, ანუ პასუხისმგებლობის წინაშე დგება, ამიტომ როცა მას გაურბის, სიცარიელეში იძირება. ქართულ კულტურაშიც (ანუ, საზოგადოებაშიც) რაღაც ასეთი ხდება, შიში კითხვის წინ „შევძლებ“? ამიტომ ჯობია ის ვაკეთო, რაც უკვე დიდი ხნის გაკეთებული და ყველას მიერ მოწონებულია. ამიტომ ვერ იქნება საქართველო ახალი ჟანრების, მიმდინარეობების პირველი კერა. ჯერ დასავლეთში გასინჯონ ინდიტრონიკა, თუ კარგი გამოდგა, 20 წლის მერე ნიკაკოიც დაგვიწერს რაღაც მიმსგავსებულს და ჩვენც ამით ეგზალტირებულები კიდევ 20 წელი ბედნიერები ვიქნებით.

I wanna tell you there's a really good reason
Why I came home wasted in the middle of the night...
აუ კირკეგორი. რა საინტერესო იყო. ჩვენ გვეშინია სიახლეების ან თუ ვაკეტებთ, ისეთი მდარე ხარისხისაა, რომ...
ReplyDeleteგაკეთებული ორიგინალური სიახლეები არ მახსენდება, ჩემო როდე :)
ReplyDeleteკალა, (ყოფილი) კაიზერი, ტუკანი...
ReplyDeleteჰოდა რავი კიდე...
ისე, მოპასანი გამახსენდა, ეიფელის კოშკის რესტორანში რომ სადილობდა - ერთადერთი ადგილია, საიდანაც ამ სიმახინჯეს ვერ ვხედავო. :)
რამე ეგეთი ადგილი უნდა იყოს - შეხვიდე და დაიკარგო.
ისე, თქვენ თვითონ გეშინიათ ცვლილებების. ჩალპით უკვე ამ ბლოგსპოტში და ვერ ხვდებით, რომ სხვა სერვერზე გადასვლის დროა. :)
ReplyDeleteკალა, (ყოფილი) კაიზერი, ტუკანი...
ReplyDeleteმანდ ჰო კლაქსონებს მოვუსმენ რა :))) იმას არ ვამბობ, რომ სასიამოვნოდ ვერ გაატარებ დროს უბრალოდ... ნაფტალინის გემო აქვს ყველაფერს..
არ მინდა ეგ ვორდპრესი :/ ვიზუალურადაც კი ეს უფრო მომწონს. შენ გადმოდი თუ კარგია (ეს რა ვთქვი. რადიო 105)
როგორც მონრო ამბობს იმ ფილმში, მთავარი ის კი არაა, რას უსმენ, მთავარია ვისთან ერთად უსმენ.
ReplyDeleteშაბათს ძირითადად იქ მივდივარ (თუ მივდივარ), სადაც მუსიკა სულ არაა და დიდი ეკრანია ფეხბურთისთვის :)
პარასკევს - კი ბატონო.
ვიყავი მე ბლოგსპოტზე უკვე. :)
მმ არა, ჩემთვის მუსიკა კამპანიაზე ნაკლებ მნიშვნელოვანი არ არის :/
ReplyDeleteოოო.... იუ არე ზი დაბლ-გურ'მან, მა შერ
ReplyDeletenumber 1–იც კლუბებში გადის.
ReplyDeleteმაგრამ სხვა დანარჩენში გეთანხმები. თბილისში ისევ yellow lemon tree და ფლოიდებია. მეტი ვერ წავეედით წინ.