ამ კითხვაზე პასუხი ცალსახა იყო, სანამ ელექტრონული წიგნის კითხვა მხოლოდ კომპიუტერებში იყო შესაძლებელი. მიუხედავად ნაბეჭდი წიგნის მაღალი ფასისა მის ელექტრონულ ვერსიასთან შედარებით, მკითხველისთვის კიდევ უფრო ფასეულს მისი საკუთარი მხედველობა წარმოადგენდა. ელექტრონული წიგნების საკითხავი (e-book reader) ტექნიკის გამოგონებამ საქმე რადიკალურად შეცვალა. უახლესი ტექნოლოგიების წყალობით ისინი თვალების გადაღლას არ იწვევს, ამასთან არ აქვს გამოსხივება, როგორც კომპიუტერებს, შესაბამისად, კომფორტულობით ნამდვილ წიგნს თითქმის არ ჩამოუვარდება.
პლანშეტური კომპიუტერები წიგნის წამკითხავი ფუნქციით შორეულ 90-იანებში გამოიგონეს, თუმცა ტექნოლოგიურად ისინი არც ისე დახვეწილი იყო, საკმაოდ ძვირიც ღირდა და ამიტომ საზოგადოებაში ფართოდ არც გავრცელებულა. სულ სხვა საქმეა ახალი თაობის "რიდერები": Sony Reader, Amazon Kindle, Nook (Barnes & Noble)... მათ ისეთი მოწონება დაიმსახურეს, რომ მაღაზია ამაზონის მონაცემებით ელექტრონულმა წიგნებმა უკვე გაუსწრეს გაყიდვებით სქელყდიან წიგნებს, ხოლო ამ წლის ბოლოსთვის მოსალოდნელია, რომ რბილყდიანებსაც უკან მოიტოვებენ.
მართლაც, ელექტრონულ წიგნებს მათ ნაბეჭდ ვერსიებთან შედარებით, უამრავი უპირატესობა გააჩნიათ. პირველ რიგში, ალბათ ის, რომ მათი წარმოება ნაკლებ რესურსს მოითხოვს და უამრავ ხეს არ ანადგურებს. ამიტომ, ეკოლოგიის დაცვის თვალსაზრისით, შესაძლოა გამართლებულიც კი იყოს მათი წარმოებით ნაბეჭდი წიგნების ჩანაცვლება, მაგრამ ამაზე საუბარი ჯერ არ დაწყებულა. ელექტრონული წიგნების ექსპანსია ჯერჯერობით არააგრესიული, არასავალდებულო გზებით ვრცელდება. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ელექტრონულ წიგნს არ ძალუძს იყოს ნაბეჭდის ღირსეული კონკურენტი?
როდესაც ელექტრონული წიგნის "საკითხავის" უარყოფით მხარეზე საუბრობენ, ყოველთვის ახსენებენ ხოლმე მის ფასს. Amazon Kindle 3 - 140 ამერიკული დოლარი ღირს, სონი-ს "რიდერი" კი უფრო ძვირი - ასიოდე ერთეულით მეტი. ეს, რა თქმა უნდა, გაცილებით მაღალი ფასია 15-30 ლართან შედარებით, რომელიც წიგნის საშუალო ფასია ჩვენს მაღაზიებში. თუმცა ელექტრონული წიგნის წამკითხავში გადახდილი თანხა კარგი დაბანდებაა იმ მხრივ, რომ ეს ერთჯერადი გადასახადია, თავად ელექტრონული წიგნის ფასი კი მიზერულია ნაბეჭდის ფასთან შედარებით. უფრო მეტიც, უფასო წიგნის მოძებნა ინტერნეტის ქსელში სრულიად მარტივი საქმეა, მთავარია შეხვიდე lib.ge-სა ან სხვა მსგავს ვებ-გვერდებზე, გააკეთო ტექსტის ასლი და ელექტრონული წიგნების წამკითხავში ჩატვირთო. ასე რომ, "რიდერის" ფასი მისი ძლიერი მხარეა, თუნდაც საუბარი სონი-ს პროდუქტზე იყოს. თანაც, ასეთ თანხას მხოლოდ იმაში არ იხდი, რომ წიგნები იკითხო. მაღალი ფასი სხვა ფუნქციების არსებობითაც არის განპირობებული. მაგალითად, ელექტრონული წიგნის წამკითხავს შეიძლება ჰქონდეს თამაშები, მუსიკის mp3 ფორმატში დაკვრის, სურათების შენახვის შესაძლებლობა. თუმცა მუსიკის მოსასმენად "რიდერის" შეძენა არ ღირს, ამისთვის სხვა, ნამდვილად უფრო დახვეწილი ტექნიკაც არსებობს.
სამაგიეროდ, წიგნების წასაკითხად უკეთეს ელექტრონულ საშუალებას ვერ მოძებნით. "რიდერს" აქვს არა თხევადკრისტალური, არამედ ელექტრონული ქაღალდის ტიპის ეკრანი, რომელიც თვალებს გადაღლისგან იცავს და კითხვის პროცესს კომფორტულს ხდის. სონი-მ ის კიდევ უფრო გაათანამედროვა, როდესაც სენსორული გახადა, თუმცა, სამწუხაროდ, ეს ტექსტის ეკრანთან კონტრასტის შემცირების ხარჯზე მოხდა. სამაგიეროდ, "რიდერებს" აქვთ განათება, რომელიც შესაძლებელს ხდის წიგნის სიბნელეში წაკითხვას. თუმცა ეს მხარეები წვრილმანია იმასთან შედარებით, რის საშუალებასაც ელექტრონული წიგნის "საკითხავი" იძლევა.
თუ თქვენ კითხვის მოყვარული ხართ (სხვანაირად ალბათ ამ სტატიის კითხვასაც არ დაიწყებდით), თქვენთვის ნაცნობი იქნება სიტუაცია, როდესაც კურორტზე გამგზავრების წინ ჩემოდნიდან საყვარელ ჯინსს იღებ იმისთვის, რომ ბარგს ერთი-ორი ზედმეტი წიგნი დაამატო. ახლა წარმოიდგინეთ, ამაზონის "ქინდლი" მხოლოდ კილოგრამის მეოთხედს იწონის, მისი მეხსიერება კი სრულიად საკმარისი გახლავთ იმისათვის, რომ სამი ათას წიგნამდე დაიტიოს. მაშასადამე, "რიდერის" საშუალებით ჩვენ შეგვიძლია თან უზარმაზარი ბიბლიოთეკა ვატაროთ, რომლის წაკითხვაც არა ერთი მოგზაურობის, მთელი სიცოცხლის განმავლობაშიც კი არარეალური ამოცანაა. ამასთან, მათთვის, ვისაც უცხოური წიგნების კითხვა ორიგინალში უყვარს, "რიდერს" განსაკუთრებით სასიამოვნო ფუნქცია გააჩნია - ის უბრალოდ კი არ თარგმნის ნებისმიერ სიტყვას, არამედ გაძლევს მის განმარტებასაც. განსაკუთრებით მოვიხიბლე საძიებო სისტემით - რამდენჯერ მინატრია ნაბეჭდი წიგნის კითხვის დროს, რომ მას სიტყვის პოვნის ისეთივე ფუნქცია ჰქონოდა, როგორც კომპიუტერებს. "რიდერები" კითხვას ამ მხრივაც მოსახერხებელს ხდის - საკმარისია მხოლოდ სურვილი და წიგნის ნებისმიერ მონაკვეთს წამებში მონახავ. ამას, დამეთანხმებით, ყველაზე სრულყოფილი სარჩევიც კი ვერ შეედრება.
ინტერნეტთან კავშირი, წიგნებისა და ჟურნალ-გაზეთების გამოწერის ფუნქცია მხოლოდ დამატებით უპირატესობად შეიძლება ჩაითვალოს. აქ კი ელექტრონული წიგნის წამკითხავის ძლიერი მხარეები მთავრდება და ვაწყდებით იმ სისუსტეებსაც, რომლებსაც ტექნიკის მიღწევებით ჯერჯერობით ვერ უმკლავდებიან. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ "რიდერი" ვერ კითხულობს ელექტრონული დოკუმენტების ყველანაირ ფორმატს, მასში ძალიან მოუხერხებელია PDF-ის წაკითხვა, შესაბამისად, ტექსტების კონვერტაცია არცთუ მცირე დროს წაგართმევთ. ასევე არ არის სასიამოვნო მონაცრისფრო ფურცელზე მუქ ნაცრისფრად დაწერილი ტექსტების კითხვა და არც ფერად ილუსტრაციებს აჩვენებს ყველა "საკითხავი". ამასთან, ნაბეჭდ წიგნთან შედარებით ეს მოწყობილობა ძალიან მყიფეა, რაც სკოლებში ამ უკანასკნელის შეტანის იდეას არამიმზიდველს ხდის (ისე კი, პრობლემის ნაწილობრივ გადაჭრა სპეციალური მაგარი ყდის შეძენით შეიძლება). ადვილად მტვრევადობასთან ერთად, გახსენდება, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური მოწყობილობაა, რომელსაც ფუნქციონირებისთვის ენერგია სჭირდება და ბატარეამ სრულიად შეუფერებელ მომენტში შეიძლება გიმტყუნოს (თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ბატარეა ძალიან დიდხანს ძლებს და მკითხველს თავს ერთი თვე მაინც არ ახსენებს).
ალბათ ინტერესს მოკლებული არ იქნება ექსპერიმენტის შედეგები, რომელიც მეცნიერებმა ნაბეჭდი წიგნის და პლანშეტური კომპიუტერების შედარების მიზნით ჩაატარეს. ექსპერიმენტი უახლესი არ არის, თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მასში ჩართული ტექნიკა წიგნის წაკითხვის მხრივ არც ისე საგრძნობლად გაუმჯობესებულა, შედეგები ახლაც აქტუალური უნდა იყოს. ერთმანეთს შეადარეს Apple-ის პირველი თაობის iPad, "ქინდლი 2" და ჩვეულებრივი, ნაბეჭდი წიგნი. ექსპერიმენტში მონაწილეებს მისცეს ჰემინგუეის რომელიღაც მოთხრობა, რომლის წასაკითხად საშუალოდ 17 წუთი და 20 წამი იყო საჭირო. აღმოჩნდა, რომ ნაბეჭდ წიგნთან შედარებით, iPad-ში კითხვის სიჩქარე 6,2 პროცენტით მცირე აღმოჩნდა, როცა "ქინდლმა" მთელი 10,2 პროცენტით "წააგო". ეს შესაძლოა ჩვევის ფაქტორმაც განაპირობა - ადამიანისთვის უფრო ბუნებრივია ნაბეჭდი წიგნების კითხვა, თანაც კომპიუტერი სამუშაოსთან ასოციაციებს აღძრავს, რაც ნაკლებად იძლევა რელაქსაციის საშუალებას. ამერიკელმა მკვლევარებმა პრინსტონიდან ასევე გამოთქვეს მოსაზრება, რომ ელექტრონული "რიდერები" ადამიანებში "ზარმაცი ტვინის" ეფექტს წარმოშობს. მათი არგუმენტები გაუგებარი მომეჩვენა, რადგან ამის მიზეზად ტექსტის ზედმეტად სრულყოფილ შრიფტს და ზოგადად, გარეგნობას ასახელებენ, რაც თითქოს ტვინს აიძულებს ის ნაკლები მნიშვნელობის ინფორმაციად აღიქვას.
P.S. სანამ ამ წერილის დაწერას გადავწყვეტდი, მეგობართან აკა მორჩილაძის წიგნი, სახელად "მისტერ დიქსლის მდუმარე ყუთი" ვნახე. წარმოდგენა არ მაქვს, როგორი შინაარსისაა, თუმცა ვიზუალურმა შიგთავსმა ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა. რომანს ყუთის ფორმა აქვს, რომელშიც ოთხი საქაღალდეა წერილებით და ამისთანა რაღაცებით სავსე. რთული წარმოსადგენია, როგორი წასაკითხი იქნებოდა ეს წიგნი "ქინდლში". ისე, საქმე ფერად ვიზუალურ ეფექტებშიც არაა. ძალიან ადრეულ ბავშვობაში ჩემი საყვარელი წიგნი "ოდისეას" პროზაული ვარიანტი იყო, რომლის გაცრეცილი, ზამბახისფერი ყდის დანახვაზე არა მხოლოდ წიგნის შინაარსი, იმ პერიოდში მომხდარი ამბები და ბავშვური თავგადასავლები მახსენდება. "ტომ სოიერის" უკვე განაცრისფერებული თეთრი, მძიმეწონიანი წიგნი ცივი ზამთრის და იმ ახალი წლის ასოციაციებს აღძრავს, როდესაც პირველად მივხვდი, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობდა, სარტრის მოთხრობებში კი ამასწინათ დოჩანაშვილის ავტოგრაფი აღმოვაჩინე, რომელმაც არა მხოლოდ მწერალთან შეხვედრა გამახსენა... "რიდერი" ამდენ მოგონებას ვერ დაიტევს. ის ყველა მათგანს ერთ, დიდ ასოციაციად აქცევს, რომელიც ზოგადად წიგნის ცნებასთან იქნება დაკავშირებული. სამაგიეროდ, დაიტევს რამდენიმე ათას წიგნს, რაც ალბათ უკვე არის მიზეზი, რომ ხელფასიდან მორჩენილი თანხა გადადო და "რიდერი" შეიძინო. ვფიქრობ, ეს ძლიერი არგუმენტია არა მხოლოდ ვიზუალური, არამედ კინესთეტიკური შეგრძნებების მოყვარული ადამიანებისთვისაც კი, რომლებისთვის ფურცლის შრიალი და სტამბის სურნელი თითქმის კითხვისგან მიღებული სიამოვნების ტოლფასია.
ვადერი ჯერ არ შემოსულა??? :დდდდ
ReplyDeleteორივე.
რა თქმა უნდა, ორივე :)
ReplyDeleteაჰა.
ReplyDeleteმაგრამ მანამდე აიპოდი, რომელიც მალე ჩამომივა. :დდ
გუშინ დავრწმუნდი თუ რა საჭირო ნივთია ქინდლი
ReplyDeleteასე რომ ორივე
მაგრამ თუ კითხულობ არა გასართობად და მხატვრულ ლიტერატუირას, არამედ ცოდნის გასაღრმავებლად
მაშინ ელექტონული ვერსია ცალსახად, რადგან ბეჭდური არ არსებობს
მე კიდევ iphone მინდა და რამდენჯერაც შევაგროვე ფული იმდენი სხვა რამეში დავხარჯე :დდ არა, ეტყობა არ მინდა :/
ReplyDeleteმართალი ხარ თაა რაში გვჭირდება ნაბეჭდი სამეცნიერო ლიტერატურა :დ სერჩი არ აქვს და თან მაგით გადატვირთე ისედაც გადაღუნული წიგნის თაროები :))
ReplyDeleteუჰ, რა კარგი სტატიაა და ვრცელი, ამომწურავი.
ReplyDeleteჩემი აზრი კი იცი ამ თემაზე :)
მე კიდევ ვერ მოვაბი თავი ქინდლის გამოწერას :(
დიდი მადლობა :) ვიცი, რა თქმა უნდა :)
ReplyDeleteმე ველოდები ფერადი როდის გახდება :))))
იცი რა მაინტეესებს. ქართული ენა თუ ააქვს და ლექსიკონი :)
ReplyDeleteქართულს ქინდლი კითხულობს და ლექსიკონი.. როგორზე მეკითხები? ქართულ-ინგლისური და ა.შ?
ReplyDeleteნაბეჭდ წიგნს ჯერ კიდევ კაი ხანს ვერ შეცვლის რიდერი, თუმცა ამ უკანასკნელის არცთუ ცოტა ღირსების გათვალისწინებით, ნამდვილად მიზანშეწონილია მისი შეძენა იმჰო :))
ReplyDeleteაი ხო, დავუშვათ, ინგლისურად ვკითხულობ და რაღაც სიტყვა ვერ გავიგე და ქართულად თუ მითარგმნის?
ReplyDeletenick_el_son
ReplyDeleteიმედია საერთოდ ვერ შეცვლის და რიდერი როგორც ალტერნატივა ისე დარჩება :)
როდე, არ მგონია. ბევრი რევიუ წავიკითხე და ქართული ლექსიკონი არ ყოფილა ნახსენები. ის კი არა მე ლინგვოშიც არ მაქვს ქართული )
მეც, რომ გავიგე ფერადი გამოვაო, მომინდა :) ისეც ვერ მოვაბი თავი გამოწერას და იქნებ მანამდე გააფერადონ კიდეც :))
ReplyDeleteხო რა, ეგრე სად გვეჩქარება. aut caesar aut nihil :D შენ მითუმეტეს, წიგნებზე არ მიგიწვდება ხელი თუ რა :))
ReplyDeleteცოტა კიდევ რომ დაიხვეწება, და ფერადსაც აჩვენებს და მინუსებიც აღმოიფხვრება აუცილებლად მინდა. მაგრამ მისი ქონაც კი ვერასოდეს მათქმევინებს უარს წიგნებზე, რა ვქნა წიგნი მაინც სხვა სიამოვნებაა :)
ReplyDeleteრა კარგია, უმრავლესობა რომ ასე ვფიქრობთ :)
ReplyDeleteაჰა შემოვედი...
ReplyDeleteრამდენიმე უზუსტობაა ამ წერილში, თუმცა
ჯერ ერთი, ეპატიება ადამიანს, რომელმაც რიდერი თეორიულად იცის მხოლოდ. :)
მეორეც, პოსტის ავტორი ერთხელ უკვე დამემუქრა, არ გამაკრიტიკოო.
მესამეც, ზოგადი განწყობა რიდერისადმი პოზიტიურია, ამიტომ კრიტიკულს არაფერს დავწერ.
მეტიც, წავიღებ ამ წერილს და აი აქ http://on.fb.me/hqBGnF დავაშეარებ.
ისე, კი ფერი არაა საჭირო :)
ReplyDelete1 რომ პლანშეტს მაინც ვერ შეცვლის. სულ სხვა დივაისია.
2 რომ ფერადი წიგნი... კი ახლა ცემთან შედარებით პატარები ხართ, მაგრამ არც ეგეთი აღუები, რომ ნახატებიან წიგნებს კითხულობდეთ. :)
კარგი სტატია იყო..კიდევ უფრო მეტი გავიგე ამ არაჩვეულებრივი ნივთის შესახებ და კიდევ უფრო მომინდა :) მართლაც ძალიან,ძალაინ კარგი და საჭიროა,მაგრამ წიგნს და მისგან მონჭჩებულ სიამოვნებას, რა თქმა უნდა ,ვერ შეედრება...
ReplyDeleteლორდ,
ReplyDeleteჯერ ერთი, რატო, ხელშიც მჭერია :დდ
მეორეც, ეგ შენთვის მუქარა იყო? come on :)))
მესამეც, სამართლიანი კრიტიკა ამ ბლოგზე უხარიათ, თუ პრეტენზია ფაქტების მიმართაა და არა სტილის :)))
ეგ გვერდი შენ გააკეთე? გამოტყდი :))
რუსა,
მადლობა :) სიამოვნებაზე ევრაფერს ვიტყვი, ამისთვის რიდერის ხმარებაა საჭირო და არა მხოლოდ ხელში დაჭერა :)) ისე ალბათ უფრო ჩვევის ამბავია - წიგნი დასვენებასთან ასოცირდება, კომპიუტერი - მუშაობასთან, ამიტომ მეც თქვენნაირად ვფიქრობ
არ იყო მუქარა? :)
ReplyDeleteხელში დაჭერა არ კმარა.
უნდა აპიპინო ერთი ორი დღე მაინც. მე ევალუეიშენი სანამ დავწერე 1 კვირა მქონდა უკვე.
მე გავაკეთე. და რა მერე? :)
ქინდლისტების თავშესაყარია.
სხვათა შორის ამაზონმა ფბ-ზე ქინდლის გვერზეც დადო ჩემი მოკლე ევალუეიშენი...
იქ დავწერე, რომ ქინდლით ვკითხულობ იმდენს, რამდენსაც სკოლაში რომ ვსწავლობდი მაშინ. იმიტომ რომ ერთი რომ უფრო სწრაფად კითხულობ და თან წიგნზე მჩატე და კომპაქტურია, ამიტომ იოლად შეიძლება ყველგან თან გქონდეს - ქოფიბრეიქი გაქ. შეისვენე მუშაობისგან - აიღე და წაიკითხე.
ქინდლი მინდა თავისი განათებით
ReplyDeleteრომ ვიკიკოსთან ერთად რომ დავწვები ხოლმე ბავშვი არ შევაწუხო გადაკაშკაშებული შუქით და არც ფურცლების შრიალით
ლორდ, მე რიდერების ზოგადი მიმოხილვა გავაკეთე და არა რომელიმე ერთი პროდუქტის ევალუეიშენი
ReplyDeleteამიტომ შენი შეგრძნებები ქინდლის ხმარებიდან გამომდინარე ინდივიდუალურია და საშუალო სტატისტიკას შეიძლება არც პასუხობდეს. აი მე კვლევები რაც წავიკითხე, იქ ეწერა რომ რიდერში ცოტა უფრო ნელა იკითხება
ისე მე Nook-ის ქართულ გვერდს გავაკეთებდი სიამოვნებით, ფარულად ვარ შეყვარებული და არ ვამხელ. :) ერთი ეგაა რომ ფასის დაგდება არ უნდათ :/
თაა, სიბნელეში გადაკაშკაშებული შუქი მგონი არცერთს არ აქვს, ამ ფუნქციას ყველა Pro-ებში უთითებს
ReplyDeleteჰოდა, სრული სისულელეა.
ReplyDeleteტექნიკურად თავიდან არის მიუჩვეველი - იმიტომ რომ მეორე გვერდს ეძებს თვალი. მაგრამ მაგას მალე ეჩვევი და მორჩა. ;) ამის შემდეგ ბევრად უფრო სწრაფად კითხულობ. ეს ზოგადად ყველა რიდერს ეხება.
ელემენტარულია - წიგნი გიჭირავს ორი ხელით. პლუს გადაფურცვლაზე გეხარჯება დრო.
აქ კი ერთი ხელით გიჭირავს და ღილაკით ფურცლავ. ბევრად სწრაფია.
ნიუქი როგორც რიდერი მოძველებულია. მეორე ნიუქი საერთოდ არაა რიდერი და პირველი რიდერია, მაგრამ მოძველებული ეკრანი აქვს.
დიდი სიამოვნებით შევიძენდი რიდერს, მარა ტეხავს რომ ქართულად ვერაფერს წაიკითავ ჯერ (მგონი ეგრეა ხო?)
ReplyDeleteმეც ეგრე ვარ ნაბეჭდიც მომწონს და რიდერებიც, ორივეს თავისი +ები აქვს.
არა, მიშა, უნიკოდს აღიქვამს. სხვა საქმეა სად იშოვი ქართულ ელექტრონულ წიგნს, მაგრამ ტექსტის ჩაგდება შეგიძლია ლიბ.გე-დან. შეიძლება convert.ge-ზე კოდის გასწორებაც დაჭირდეს, ეგ უკვე არ ვიცი. მაგრამ ქართულს ნამდვილად კითხულობს
ReplyDeleteე.ი შეიძლება ჩალიჩი?
ReplyDeleteჩვენთან ჯერ არ იყიდება ხო? (რიდერები)
ალბათ ერთადერთი გზა ამაზონიდან ამ მსგავსი საიტებიდან გამოწერაა
(ვოცნბებო რა :D )
ყველა იწერს და ალბათ არა ) ან აქ ძვირია ძალიან
ReplyDeleteმე ეგრე ნუქზე ვოცნებობ :)
ჰო და ჯერჯერობით ნამდვილ ფურცლებს ვაშრიალებ :)))
ReplyDeleteისე მართალია, ფერადი რიდერი მარტო წიგნების საკითხავად საჭირო არაა.. მე მაინც მგონია, რომ უფრო მალე გამოვწერ, ვიდრე ისინი გაფერადებენ :)
აუ აქაც დაკარგულა :(
ReplyDeleteნიუქზე დავწერე.
ნიუქი -1 მოძველებულია.
ნიუქი -2 რიდერი საერთოდ არაა.
თუ მაინცადამაინც არჩევანია ან ქინდლი ან სონი 500-600 მოდელები ან ბოლო ფოქეთბუქი... მგონი ახალი ქობოც.
ამათ აქვთ ბოლო თაობის ეკრანი. დანარჩენებს - ძველი.
ეკრანის ხარისხი კი რიდერში ყველაზე მთავარი როა მგონი მეთანხმებით.
მატყუებ რაღაცას, სად დაკარგულა :(
ReplyDeleteფერადი თაჩსქრინი მოძველებულია? :O e-reader ქვია და აბა რა ჯანდაბაა. lcd ტეხავს ხო. ხოდა გააუმჯობესონ, რას მიკეთებენ :დ
მე მარტო წიგნის წასაკითხად არ მინდა, მაქსიმალურად ვუპირებ ფუნქციებს გამოყენებას)
არის ორი დივაისი.
ReplyDeleteრიდერი და პლანშეტი.
და მორჩა. ესაა და ეს.
ლსდ ეკრანი პრინციპულად სხვა ტექნოლოგიაა და კითხვისთვის არ გამოდგება.
e-ink კი ფერადია თუ უფერადო სხვაა და როგორც პლანშეტურ კომპიუტერს ვერ გამოიყენებ.
დელის პლანშეტი 400 დოლარი ღირს. HP - 500.
იმაზე არაფერს ვამბობ რომ ჩინური და მუშა პლანშეტებია 200 დოლარად მაქსიმუმ :)
რაზეა საერთოდ ბაზარი? :)
ან ვის რათ უნდა პლანშეტი
ReplyDeleteმოკლედ ჩამოვყალიბდი. ნუქი მინდა როცა ელექტრონული ქაღალდის ეკრანს გააკეთებს. დიზაინი მომწონს. ისე წიგნის გიგანტს ეგ არ უნდა შეშლოდა :/ მანამდე ლსდ ჩემს დელსაც მშვენიერი აქვს ))
აღარ გააკეთებს. პირველი იყო ეგეთი ეკრანით და მეორე არა. გავიდა სუფთა რიდერების ბაზრიდან კონკურენციის გამო.
ReplyDeleteმთ უმეტეს, რომ B&N თავი ბანკროტად გამოაცხადა ცოტა ხნის წინ. :)
გადამიწურა ყველა იმედი :(
ReplyDeleteმინიმუმ 15-20 კომპანიაა კიდე რიდერების ბაზარზე :)
ReplyDeleteვიცი მაგრამ თვალს ეგ მტაცებს :დ
ReplyDeleteსაერთოდ არ ვარ ტექნიკური პროგრესის (და საერთოდ ნებისმიერი პროგრესული რამის) წინაარმდეგი. მითუმეტს, როცა შეგვიძლია ამით უამრავი ხე გადავარჩინოთ და შესაბამისად იქ მობინადრე ცხოველთა სამყაროც, მაგრამ მაინცდამაინც წიგნი ხარჯზე ამის გაკეთება მენანება.ჰო, ძალიან ეგოისტურად ჟღერს, მაგრამ მე იქ ზემოთნახსენებ კინესთეტიკური შეგრძნებების მოყვარულ ადამიანებს მივეკუთვნები მაინც და... ნუ, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება რიდერების გამოყენება (დავთმე მაინც ბოლოს).
ReplyDeleteნიკა, თუ არ ხარ ტექნიკური პროგრესის წინააღმდეგი გირჩევ ჩემი პოსტი წაიკითხო ანდროიდებზე :)))
ReplyDeletehttp://sunlibrary.blogspot.com/2011/01/i-may-be-paranoid-but-not-android.html