ქუდები გიყვართ? მე? რედიოჰედი? ისე რა, ძალიან, ხანდახან - ჩემი პასუხებია. ანუ ქუდები - ისე რა, საკუთარი თავი - ძალიან, რედიოჰედი კი - ხანდახან. ქუდს გააჩნიაო, მეტყვით, მაგრამ ჩემთვის არ გააჩნია - საერთოდ არ მაქვს და არც... არა, მომენტებში მინდება ხოლმე რომ მქონდეს. კაუფმანის „აუტანელს“ რომ ვუყურებ, მინდება რომ ზუსტად საბინასნაირი შევიძინო, თუმცა ფილმის დამთავრებისთანავე ვხვდები, ქუდი აქ მხოლოდ სიმბოლოა კლიშეებთან, მოძველებულ მორალთან, კიჩთან ბრძოლის. ამაღამ ისევ მომინდა, რომ ქუდი მქონდეს, ოღონდ კუნდერას საბინა ახლა არაფერ შუაშია.
მთელი კვირა ვფიქრობდი, პარასკევს სერიოზული ნაით-აუთი მექნება-მეთქი, მაგრამ დღეს დილით სეირნობის დროს გადავიფიქრე. სურნელოვანი აბაზანის, შპენგლერის კითხვის და შოკოლადის თერაპიის სურვილმა გადაწონა გარეთ გართობის იდეა. ან ინტუიციურად ვიცოდი, რომ რედიოჰედის ახალი ალბომი ერთი დღით ადრე გამოვიდოდა. ყიდვას მარტის ბოლომდე ვერ შეძლებთ, თუმცა შეგიძლიათ გადმოწეროთ აქ. (მადლობა funkysouls-ის ფორუმელებს ასეთი ოპერატიულობისთვის).
სერიოზული რეცენზიის დაწერას არ ვაპირებ, ამისთვის ორ ჭიქა წითელ ღვინოს უნდა გავუკეთო undo და როგორ, ეგ აღარ ვიცი. ორი ტრეკი ძალიან მომეწონა. დანარჩენი ისეთია რა, ძველ სტილში (კრიტიკოსები უკვე ენამწარეობენ, რამე ახლის შექმნა დაეზარათო). მე რომ მასივს და თრიქის დითირამბებს ვუწერ ინოვაციურობისთვის, თქვენ წარბს მიწევთ, სტილი დაკარგეს, რა გიხარიაო და ა.შ. ჰოდა ალბათ ეს მოგეწონებათ, ახალი მართლა არაფერი არაა. არის ძალიან სექსუალური ტომ იორკი მმმ ძალიან მაგარი ქუდით და მშვენიერი სიმღერით Lotus Flower.
All I want is the moon upon a stick
Dance around a pit...
ნინასაც ტომიკას საღამო ქონია :)
ReplyDeleteჰაჰაა ნასტ ეხა დაგიწერე ბლოგზე, რა სინქრონული პოსტები გვაქვს მეთქი ამაღამ და კომენტარებიც რომ სინქრონული გამოვიდა :))))
ReplyDeleteხოო, აი, ძალიან სასაცილო იყო, გამოვაქვეყნე და რო შევხედე, ბლოგროლში შენი ახალი პოსტი გამოჩნდა :)
ReplyDeleteმე სეირნობის არა, ფილმების საღამოს ვგეგმავდი და ისე გამიტკბა,მგონი ძილიც გადამეგეგმა :დ
არ ვუსმენ რედიოს.
ReplyDeleteკლიპი მომეწონა, სიმღერა ისე რა. იქნებ ახალ ალბომსაც მოვუსმინო, რავიცი ;დ
ტომი ჰიპერაქტიულია? :დ
ჰო მე იორკი ცალკე უფრო მიყვარს
ReplyDeleteმოუსმინე რას კარგავ ))
ჰო რავი, იმედი მაქვს რომ ეგეთია :დ
მაშინ ჩემი პასუხებია:
ReplyDeleteძალიან. ხანდახან. არა.
მეც ეს სიმღერა Lotus Flower გამოვარჩიე ჯერჯერობით :)
ReplyDeleteლორდ
ReplyDeleteმეც
ქეთი, კოდექსიც მაგარია.
შენც რა?
ReplyDeleteნიკო ნერგაძის სტატუსი ვნახე დღეს ვისაც რადიოჰედი არ გევასებათ ან გამაგებინეთ რაა მანდ დასავასებელი ან ეს სტატუსი დამილაიქეთო.
მე დავულაიქე.
შენი პოსტი ნახა, ალბათ? :)
ჰო, ახალი არაფერია
ReplyDeleteმაგრამ ახალს არც ველოდი, ვიცოდი მათ სტილში იქნებოდა , მე კი მათი სტილი მაკმაყოფილებს.. თან ეს მოქანავე ტომი მომწონს
შენ მიყვარხარ. ჩემი სტილის ინდი ხარ.
ReplyDeleteქუდები ძალიან. თუმცა რათქმაუნდა ყველანაირი არა. გუშინ მიყიდა დედაჩემმა უმაგრესი ქუდი და გრძელი ხელთათმანები ჩემს სტილში და რათქმაუნდა ჩემს ფერში (ანუ ნაცრისფერი კატისა და კურდღლის), ხოდა ახლა ამ კომენტარს რომ გიწერ, სამსახურში ვზივარ და ეს ქუდი თავზე მაქვს ჩამოფხატული. რამდენს უნდა ალბათ მითხრას, მოიხსენიო, მაგრამ იმით უფრო ტკბებიან, რომ მახურავს. ხოდა იყვნენ ეგრე. მე ახლა ისევ ნარციზი ვარ ჩემი ახალი ქუდით და ისევ მინდა, რომ ეს ვიდეო ჩავრთო და ავყვე ტომს და მის ინსტრუმენტებს, მაგრამ ისევ ეს ცოფიანი სამსახური და უდინამიკებო კომპიუტერი.
ხოდა წეღან ნაასთან ვიყავი და იქაც "რადიოთავია". და იქაც ეს ვიდეო. ხოდა ასე ერთ კადრს ვარ მიჩერებული და გონებაში ვტკბები მომავლით. ოდესმე ხომ ვნახავ და მოვუსმენ არა?! სად წავალ :))
ლოლ
ReplyDeleteრა საკაიფოა, საბინა რომ გაგახსენდა... პრაღაში რომ ვიყავი და ვინმე ქუდიან კაცს, ან ქალს რომ დავინახავდი, სულ საბინა და ტომაში მახსენდებოდნენ... ო, მაინ გოთ! =))
ქუდები – ხანდახან; რედიო და საკუთარი head – ისე, რა! :)
ReplyDeleteქუდები მიყვარს
ReplyDeleteძალიან – ბევრი, სხვადასხვანაირი, ლამაზები, თბილები, პრაქტიკულები ან უბრალოდ აქსესუარები
რედიოჰედი არ მიყვარს :)
ან ძალიან ცუდად ვიცნობ და ვერ მოვასწარი შეყვარება
ტომი რა საყვარელია. ამ ალბომს რაც შეეხება, დავიწყე მოსმენა, რამდენიმე სიმღერას მოვუსმინე, არ მომეწონა და თავი დავანებე :|
ReplyDelete