"როდესაც შოუების მოწყობა დავიწყე, ვისწრაფოდი მეჩვენებინა ჟურნალისტებისთვის ის, რისი დანახვაც მათ სწორედ რომ არ სურდათ: შიმშილი, სისხლი, სიღატაკე. უყურებ მთელ ამ ძვირფას სამოსიან და მუქ სათვალეებში გამოწყობილ "ფეშენ" შეკრებას და ხვდები, რომ მათ არანაირი წარმოდგენა არ აქვთ, რა ხდება მსოფლიოში. მათი ინტერესები მოდის ჩარჩოებშია მოქცეული. მე ვხარჯავ ფულს შოუზე იმისთვის, რომ ამ ხალხს ცხოვრების მეორე მხარე დავანახო. დაე იგრძნონ სიძულვილი და ზიზღი - მე ეს სრულიად მაწყობს. მეცოდინება, რომ მათში რაღაც გრძნობები მაინც გავაღვიძე".
ლი ალექსანდრ მაქქუინი 1969 წელს ლონდონში, ტაქსისტის ოჯახში დაიბადა. enfant terrible - ის რეპუტაცია ჯერ კიდევ სამი წლის ასაკიდან შეექმნა, როდესაც ქალის კაბების ხატვა დაიწყო. მისი ოჯახი ამ ფაქტის მიმართ კეთილგანწყობილი ნამდვილად არ ყოფილა. მშობლებს მიაჩნდათ, რომ დიზაინი ბიჭის საქმე არ იყო. ამას გარდა, ტაქსისტობა მათ ოჯახში მემკვიდრეობით გადაიცემოდა და ლის გატაცება ხატვით ტრადიციების ნამდვილი ღალატის ტოლფასი იყო. ამიტომ, მორიგი სერიოზული ოჯახური კონფლიქტის შემდეგ, მაქქუინმა სახლი და სკოლა მიატოვა და Anderson&Shepherd-ის ატელიეში დაიწყო მუშაობა. პირველი სერიოზული პროტესტის გამოვლენაც აქ მოხდა: პრინცი ჩარლზისთვის განკუთვნილ პიჯაკზე მან წააწერა "აქ იყო ალექსანდრ მაქქუინი" და ბრიტანელებისთვის ერთ-ერთი ყველაზე შეურაცხმყოფელი სიტყვითაც შეამკო (I am a cunt). ამის შემდეგ ლი ტოვებს ატელიეს და სამსახურს სხვაგან იწყებს.
გასაოცარია ის მონდომება, რომელსაც ლი იჩენდა იმისთვის, რომ პროფესიონალი დიზაინერი გამხდარიყო. ატელიეში კერავდა შარვლებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქმიანობა მაინცდამაინც არ მოსწონდა, თუმცა ეს ძალიან დაეხმარა გაწაფულიყო თავის საქმეში. მას შემდეგ, რაც მოდის მარკეტინგში გაერკვა და ლონდონის წმინდა მარტინის დიზაინის სკოლაც დაამთავრა, მაქქუინი უკვე მზად გახლდათ თავისი სიტყვა ეთქვა ამ სფეროში. მოქმედება კი მან საკმაოდ აგრესიულად და არაორდინარულად დაიწყო. მისი შოუ მოდის დეფილეზე მეტად პოლიტიკურ მანიფესტაციებს ჰგავდა. ალექსანდრს პოდიუმებზე გამოჰყავდა შავკანიანი მოდელი ხელბორკილებით, ჭუჭყიანი სამოსით... თამამი იყო პოდიუმზე თავად ლის გამოჩენა წარწერიანი მაისურით "We love you Kate", რომლითაც მან სოლიდარობა გამოუცხადა ქეით მოსს, რომელიც მაშინ ნარკოტიკებთან დაკავშირებულ უსიამოვნო ამბებში გაეხვა. სკანდალური იყო მაქქუინის ეკლესიაში მოწყობილი ჩვენებაც, როდესაც ლიმ განაცხადა, რომ რელიგია არის ყველა ომის სათავე. ამბოხის კულმინაციის წერტილად შეიძლება ჩაითვალოს მისი შოუ, სახელწოდებით "შოტლანდიაზე ძალადობა" (Highland Rape), რომელშიც მოდელები დახეული ტანსაცმლით გამოდიოდნენ, შოტლანდიური ქვედაკაბებიდან კი დოლბანდი მოუჩანდათ. ასე გამოხატა თავისი ზიზღი მან საუკუნეების განმავლობაში ინგლისის მიერ შოტლანდიაზე განხორციელე- ბული ძალადობის მიმართ. ეს კოლექცია ზოგიერთის მიერ ინტერპრეტირებული იყო, როგორც ქალებზე ძალადობის პოპულარიზაცია. უნდა ითქვას, რომ ასეთი გროტესკი მაქქუინისთვისაც კი მეტისმეტი იყო. ის ხომ ყველაზე ფემინისტი დიზაინერია, რომელიც თავისი ნამუშევრებით ყოველთვის ცდილობდა ქალის სიძლიერისთვის გაესვა ხაზი. აკი თავადაც ამბოდა, ნუ ელოდებით, რომ ჩემი ქალი შიფონის ღრუბელში გახვეული, მიამიტი და სუსტი იქნება, იგი ძლიერია, რომ ყველანაირ ზეწოლას გაუძლოსო.
Alexander McQueen Fall-winter 2011 RTW |
ლის უკანასკნელი, 2010 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია, რომელიც პარიზის მოდის კვირეულზე იყო წარდგენილი, ნაკლებად ხულიგნური გამოვიდა. კლასიკური ხელოვნებითა და მხატვრობით შთაგონებული თექვსმეტივე კაბა ხელოვნების ნიმუშია, პოეტური, შუა საუკუნეების სილუეტებით. თითქმის წარმოუდგენელია აღიქვა ისინი, როგორც პრეტ-ა-პორტეს შემადგენელი ნაწილი, რადგან სამოსი არაპრაქტიკულია, დიდებული და მაღალი მოდის ასოციაციებს იწვევს. როდესაც კოლექციას ვათვალიერებდი, მაქქუინის ჟურნალ Elle-ისთვის ნათქვამი სიტყვები გამახსენდა - ვიცი, რომ უმრავლესობას რაც უნდა, ეს კლასიკური ჟაკეტია, მაგრამ ეს არ არის ჩემი პრობლემა. მე არ მინდა ჩავაცვა ყველას, რადგან ყველა ნამდვილად არ მომწონსო.
არ ვიცი, რამდენად ეხება ეს მისი შუა საუკუნეების სტილის კოლექციას, მაგრამ ლის შექმნილი მოდა იმსახურებდა მასების მოწონებას. მაგალითისთვის, შეგვიძლია გავიხსენოთ ძალიან დაბალწელიანი შარვალი, რომელიც სწორედ მაქქუინმა დაამკვიდრა თავისი 1996 წლის ჩვენებით "დანტე" და შემდეგი ათი წელი მოდიდან არ გადასულა. ეს, რა თქმა უნდა, არ შეედრება მაქქუინის მთავარ დანატოვარს - ამბოხს, კრეატიული თავისუფლების პრინციპს, ნონკონფორმიზმს. მან დაგვანახა, როგორი უნდა იყოს ნამდვილი ხელოვანი, რომელიც მოდის სამყაროში მიღებულ ნორმებს არ დაემორჩილება და იმის მაგივრად, რომ პუბლიკის სიმპათიის მოპოვებაზე იზრუნოს, მას ნამდვილ შოკურ თერაპიას მოუწყობს, აჩვენებს ხელოვნებას, რომელიც რეალობას ასახავს და არა ელეგანტურ კლიშეს.
Spring 2011 RTW |
ელემენტებს უკანასკნელი კოლექციიდან ნახავთ საგაზაფხულო ნამუშევრებშიც, რომელიც მაქქუინის სახლის ახალ კრეატიულ დირექტორს, სარა ბარტონს ეკუთვნის. ველოდი, რომ ახალ კოლექციაში ლი მაქქუინის იმ ტკივილზე იქნებოდა მინიშნება, რომელსაც იგი თვითმკვლელობის წინა პერიოდში გრძნობდა. ჩემი მოლოდინი არ გამართლდა. კოლექცია მშვენიერი გამოვიდა - სარამ თითქოს გაითვალისწინა მაქქუინის ყველა დეტალი, რომელიც კრიტიკოსების თუ მომხმარებლის მოწონებას აქამდე ნაკლებად იმსახურებდა და ისინი ესთეტიკური თვალსაზრისით უფრო მისაღები გახადა, სილუეტები და ხაზები - შედარებით რბილი. უცნაურია, რომ ადამიანმა, რომელიც ლისთან ბევრი წლის განმავლობაში მუშაობდა, კომერციულად ასეთი მიმზიდველი კოლექცია შექმნა. როგორც ჩანს, სწავლა მხოლოდ ხელობის შეიძლება, ხასიათი კი, ლის ხასიათი რთული გასათავისებელია. ან შესაძლოა, ბარტონი ახალ გზებს ეძებს. ამაში დასაძრახი არაფერია, მაგრამ როდესაც კოლექციას ათვალიერებ, ნოსტალგია გიჩნდება იმ ხელოვნების მიმართ, რომელიც არა მხოლოდ ვიზუალურად, კონცეპტუალურადაც მშვენიერების ეტალონი იყო.
თექვსმეტივე კაბა ხელოვნების ნიმუშია
ReplyDeleteმთელი არსებით გეთანხმები და კომპლიმენტები ჩემგან : ძალიან საინტერესოდ დაწერილი პოსტია
ისე მაკქუინის და გოტიეს სიკვდილის შემდეგ მათ სახლებს რომ არ აქვთ გაგრძელების შანსი უნდა ხვდებოდნენ ადამიანები :(
ReplyDeleteეს არ არის შანელი – რომელიც ლაგერფილდმა ნამდვილად წარმატებით წარმართა
მადლობაა :))
ReplyDeleteაი ხო, უნდა ხვდებოდნენ. თუმცა ცდა ღირს, როგორც თქვი, არსებობს წარმატებული მაგალითებიც.
წესით ბარტონს უნდა გამოსდიოდეს, ამდენი წლის მუშაობის შემდეგ მაქუინთან, მაგრამ.. რა ვიცი...
WOW!!!!
ReplyDeleteნინა, სასწაული პოსტია. არ ვიცი, მე ვარ ასეთ განწყობაზე, თუ მართლა სასწაულია :) დიდი მადლობა. მხოლოდ ლიზე კი არ იყო პოსტი, მთელ ცხოვრებაზე, ჩემი აზრით.
"ნუ ელოდებით, რომ ჩემი ქალი შიფონის ღრუბელში გახვეული, მიამიტი და სუსტი იქნება, იგი ძლიერია, რომ ყველანაირ ზეწოლას გაუძლოსო." – ასეთი სიბრძნე კაციშვილს არ უთქვამს და მაკქუინი კიდევ უფრო შემიყვარდა. ასეა, ყველა კარგი კაცი ან გეია, ან მკვდარი... ან ორივე ერთად.
დეჟა ვუ დამემართა შენი კომენტის ბოლო სტრიქონის კითხვისას :)))
ReplyDeleteსასწაული მაქქუინია და პოსტიც მასზეა :)) მიხარია, რომ მოგეწონა :*
ნინა ძალიან კარგი პოსტია მართლაც :)
ReplyDeleteლი–ს ვიცნობდი იმიტომ, რომ ბიერკთან ხშირად თანამშრომლობდა და მისთის შეკერილი კაბები ყოველთვის ისეთი იყო, როგორც თავად მომღერალი, ინდივიდუალური, უცნაური...
ნუთუ ასეთი პროვოკატორები აღარ არიან მოდაში? :)
@თაა, ალბათ, მართალი ხარ
ReplyDeleteშანელი, YSL, ჟივანში, ვალენტინო, ბალმა (ნუ კაი - ფრეიას ხათრით - ბალმანი) თავისთავადი ფასეულობაა... მაქუინის სახლი რამდენად არსებობს საკითხავია. არსებობდა მაქუინი, რომელიც აღარ არის.
აი ის პირველი ციტატი კი სრული ბულშითი და ფარისევლობაა.
მეორე მხარე დაანახოს არა, ტოროლა. სულ მაგაზე ქონდა დარდები რა.
@როდრიგო,
ReplyDeleteრას ქვია არ არიან?
ყველა დიდი დიზაინერი პროვოკატორია რაღაცა დოზით, სხვანაირად შეუძლებელია.
და საერთოდ ყველა ადამიანი, რომელიც კვალს ტოვებს, ამას აკეთებს წინაპრების წინააღმდეგ ბუნტისა და კერპების დამხობის გზით. ვინც სხვის კალაპოტს მიყვება მორჩილად - ის კვალს ვერ ტოვებს.
როდე,
ReplyDeleteგრასიას. ხო, ბიორკი :))
პროვოკატორები არიან, ნამდვილი მეამბოხეები რა ვიცი..
ლორდ,
რატოა ბულშითი. სკეპტიცისტ. კომერციაზე დახარბებული მაქქუინი არასოდეს ყოფილა, რომ მხოლოდ პიარისთვის დასჭირვებოდა მსგავსი გამოხდომები
ბუნტი ტანსაცმლის ძველი ფორმების წინააღმდეგ ერთია და საზოგადოებრივი მოვლენების წინააღმდეგ - სულ სხვა. ლის ბუნტარობა მარტო ჯინსის წელის დამოკლებაში არ გამოიხატება
კაი რა...
ReplyDeleteახლა შენ ჭკვიანი გოგო ჩანხარ და მართლა გჯერა ეგეთი რამეების? :):)
ჯერ ერთი, ყველას აწუხებს ირგვლივ რა ხდება რაღაცა დოზით. 100% გულქვა და მკიდია ტიპები რეალურად ბევრი არაა, თუ არიას საერთოდ.
მეორეც ეგ პოზიცია - რომ თქვენ ყველანი ხართ სირები და ყველაფერი გკიდიათ და მე კიდე ეგეთი მაგარი ჰუმანისტი ვარ და კაცობრიობის დარდი არ მაძინებს და ახლა უნდა გამოგაფხიზლოთი - არის ბულშითი და მეტიც - ფარისევლობა.
როგორც ჰერბერთ უელსმა თქვა მარქსზე - არ მჯერა მე ეგეთი ტიპების, უბრალო ადამიანების დარდზე რომ მესაუბრებიან და თავად ასეთი მოვლილი წვერი აქვთო. :)
ჭკვიანი რა შუაშია,მე მჯერა რომ არსებობენ ადამიანები, რომლებშიც კეთილშობილება და პროტესტი მეტია, ვიდრე უტილიტარიზმი ) + ადამიანური სისუსტეები გქონდეს და სახელიც გინდოდეს, ეგ ნორმალურია. როგორც ეშმაკის ადვოკატშია რა :))
ReplyDeleteმერე მე რა ვთქვი?
ReplyDeleteვისაც თავზე ა*ვამს - ეგენიც ეგეთივე ნორმალური ადამიანები არიან. ასევე აწუხებთ ზოგადად ყველაფერი. მაგრამ ამავე დროს არ იკლებენ სიამოვნებასა და კომფორტს იმ ფარგლებში, რისი საშუალებაც აქვთ.
ამას აკეთებდა მაქუინიც.
და სხვების დამუნათება არის ბულშითი და ფარისევლობა.
და ფარისევლებზე მეტად, მართალი გითხრა, არვინ მაღიზიანებს. გულწრფელი ნაძირალა და ფანატიკოსი მირჩევნია ტკბილ და მურაბა ფარისეველს.
ნელსონ მანდელას რომ ეთქვა ეგ ან ალბერტ შვეიცერს - ბაზარი არაა.
ნუ კაი როგორც არის.
დაიკიდე. :)
გადავიდეთ სხვა თემაზე.
ჰ...
ReplyDeleteრაღაც უნდა დამემატებინა, მაგრამ თურმე ბოლო კომენტარიც დაკარგულა :(:(
ვადერ
ReplyDeleteმეც მჯერა, რომ ლი ამ სიტყვებს ასე უბრალოდ არ იტყოდა. რავიცი, მე მეჯრა, რომ ზოგიერთებს მართლა ადარდებს ეს ყველაფერი...
პროვოკატორები დღესაც არიან, მეამბოხეები ნაკლებად... :))
ჯანდაბა...
ReplyDeleteკაი, თავიდან შევეცდები დავწერო, რაც დაიკარგა.
ფრეია, როდე და სხვებო :) მეც მაგას ვამბობ ზუსტად. ადამიანი არც ძალიან კარგია და არც ძალიან ცუდი (ლაროშფუკომ თქვა - არ მინდა მივიწერო :)) აბსოლუტირუ უმრავლესობა.
უმრავლესობას აღელვებს რა ხდება ირგვლივ, მიუხედავად ამისა, ისინი პირველ ყოვლისა ცდილობენ არ მოიკლონ სიამოვნება იმ ფარგლებში, რისი საშუალებაც აქვთ. ის ადამიანები, ვისაც ასე ამუნათებს მაქუინი ასეთები არიან და თავადაც ასეთია. ამიტომაა ეგ ფარისევლობა.
ეგ სიტყვები რომ ეთქვა მანდელას, ალბერტ შვეიცერს რავი... გასაგები იქნებოდა. მაგრამ მაქუინისგან ეს უბრალოდ პიარზე გათვლილი პროვოკაციაა, პოზაა რაც ოკ გასაგებია, მაგრა ასევე ფარისევლობის სუნი ასდის.
ჩემთვის კი ფარისეველზე უარესი არვინაა. გულწრფელი ნაძირალა მირჩევნია ტკბილ და მურაბა ფარისეველს.
ახლა კიდე თუ წაიშალა არ ვიცი :)
ლორდ,
ReplyDeleteდაწერე და დაიკარგა? მსგავსი არაფერი შემიმჩნევია აქამდე :/
ძალიან კარგი პოსტია!
ReplyDeleteამ ახალ კოლექციას ეტყობა, რომ ისეთი აღარ არის –
ანუ რასაც ლი გააკეთებდა.
მიყვარს რეალობისთვის თვალისგამსწორებელი და მეამბოხე ადამიანები.
კარგი. ერთხელაც ვცდი.
ReplyDeleteადამიანი არც ძალიან კარგია და არც ძალიან ცუდი © ლაროფფუკო.
ისინიც ეგეთები არიან, ვისაც მაქუინმა გადაუარა და თავად მაქუინიც. ყველას აღელვებს რაც ხდება ირგვლივ, მაგრამ საკუთარ სიამოვნებას მაინც წინ აყენებენ. ეს ბუნებრივია ადამიანისთვის...
შესაბამისად - ეს სიტყვები უბრალოდ პოზაა და პროვოცირება... მაგრამ ეს არაფერი, პიარია, მაგრამ პლუს ამისა ფარისევლობაა. ეს კი ცუდია...
ვერ ვიტან ფარისევლებს. ბევრად უფრო გავუგებ გულწრფელ ნაძირალას, ვიდრე ტკბილ და მურაბა ფარისეველს.
ეს არის და ეს.
***
რაც შეეხება ამბოხს - ამბოხი ყველგანაა. ბიჭოლაც კი ამბოხია, უბრალოდ უნიჭო. დეისაძეც ამბოხია. ნაკლებნიჭიერი.
ამბოხი შედეგიანი უნდა იყოს. თუმცა, მე პირადად ნებისმიერ ამბოხის მცდელობას მივესალმები.
კარგი. ერთხელაც ვცდი.
ReplyDeleteადამიანი არც ძალიან კარგია და არც ძალიან ცუდი © ლაროფფუკო.
ისინიც ეგეთები არიან, ვისაც მაქუინმა გადაუარა და თავად მაქუინიც. ყველას აღელვებს რაც ხდება ირგვლივ, მაგრამ საკუთარ სიამოვნებას მაინც წინ აყენებენ. ეს ბუნებრივია ადამიანისთვის...
შესაბამისად - ეს სიტყვები უბრალოდ პოზაა და პროვოცირება... მაგრამ ეს არაფერი, პიარია, მაგრამ პლუს ამისა ფარისევლობაა. ეს კი ცუდია...
ვერ ვიტან ფარისევლებს. ბევრად უფრო გავუგებ გულწრფელ ნაძირალას, ვიდრე ტკბილ და მურაბა ფარისეველს.
ეს არის და ეს.
***
რაც შეეხება ამბოხს - ამბოხი ყველგანაა. ბიჭოლაც კი ამბოხია, უბრალოდ უნიჭო. დეისაძეც ამბოხია. ნაკლებნიჭიერი.
ამბოხი შედეგიანი უნდა იყოს. თუმცა, მე პირადად ნებისმიერ ამბოხის მცდელობას მივესალმები.
როდრიგო, კამიუს მიეძალე... ნუ თუ ჯერ არ მიძალებიხარ. :)
ReplyDeleteაი მეამბოხე ადამიანი მაგალითად... და მერე სხვებიც.
მაინც დაამძიმე შენი ბლოგი და გეტყობა ახლა იმფერ ხასიათზე ხარ, რომ კამიუ დაგევასება.
ლორდ, მართლა არ იცი ხალხი, ვისაც მხოლოდ ის აღელვებს, რა ფერის საცურაო კოსტიუმი შეიძინოს მომავალი სეზონისთვის? :)) მითუმეტეს ფეშენ ინდუსტრიაში, სადაც ლი ტრიალებდა, ეგეთი ბუტაფორიების ბრბოა
ReplyDeleteარ ვიცი, ფარისეველი არის თუ არა. ვერ დავამტკიცებ რომ არ არის. ეგ მხოლოდ ლიმ იცოდა. მე ვიცი, რომ კომერციულად მოაზროვნე ხალხი ისეთ კოლექციებს არ ქმნის, როგორიც თუნდაც მაქუინის ბოლო იყო...ხელოვნება, რომელიც არაა გაყიდვადი.
კამიუს რაც შეეხება, მე „უცხო“-თი დავიწყებდი.
ReplyDeleteყველაზე ლაითი ეგზისტენციალისტი მწერალია ისე. რამე უფრო მძიმეც შეიძლებოდა :დ :))
ქეთი,
ახლა დავინახე კომენტარი :) გაიხარე :*
ეტყობა ხო, სამწუხაროდ...
არაა ეგრე.
ReplyDeleteკომერციულად მოაზროვნე ხალხი ყველანაირ რაღაცეებს ქმნის. და ვინ თქვა რომ ეგეთი "არაკომერციული" რამეები არ იყიდება?
და ვინ თქვა რომ "ელიტარული" და "კამერული" ხელოვნება არაა კომერციული? :)
ამბოხი - კონტექსტში ვთქვი, თორემ უცხო რა თქმა უნდა. თან ეგ ფიქშენია და უფრო გაუცხოებაზეა და ის ტრაქტატია და უფრო ამბოხზე.
მე არ მგონია, რომ ეს ყველაფერი ყველას ადარდებს. ბევრ ადამიანი ვიცი, რომელიც აზრზეც კი ვერ მოდის, რომ რაღაც "პრობლემა" პრობლემაა. (ძირითადად სოციალურ პრობლემებს ვგულისხმობ)
ReplyDeleteყველას აქვს პროტესტი, ალბათ. გააჩნია, რის მიმართ :)
ალბათ.
ჩემი საყვარლეი დიზაინერი მაინც გალიანოა :დ დეგენერატი რომაა, იმიტომ :D
და სოფის კომენტარს რაც შეეხება...
ReplyDeleteამასწინათ რაღაც ფილმს ვუყურე. თუ სწორად მახსოვს, მოქმედება ესპანეთში ხდებოდა. იქ იყო ასეთი დიალოგი:
- გეი ხარ?
- არა
- არა უშავს, ერთი ნაკლი ყველას აქვს
:D
ძაან ვიხალისე :D
საწყალი გალიანო :/ საწყალი რა, თვითონ „პასტარალსია“ :დ
ReplyDeleteუბრალოდ მე ადამიანებზე უკეთესი წარმოდგენისა ვარ, ვიდრე თქვენ.
ReplyDeleteთქვენ ყველანი ცინიკოსი მიზანთროპები ხართ.
მე კი ჰუმანისტი.
Lord :) <3
ReplyDeleteლორდ
ReplyDeleteმადლობ რჩევისთვის. კამიუს დროც დადგება! :))