Friday, March 25, 2011

ცხვრები, საოცნებო პისტოლეტი და ფრეიას wishlist

გუშინ რა დამემართა, რომ იცოდეთ. ყველაფერი თვითონ უნდა მახსოვდეს, თუ რამე დამავიწყდა, მორჩა, არავის იმედი აღარ მაქვს. რეებს მივედმოვედები, ამას კარლსონი ამბობდა და არა მე. მთელი ამსიგრძე დღე ჩემი დღეობა ყოფილა და არავინ მომილოცაო.

ყოველთვის ვიცოდი, რომ მე და კარლსონს ბევრი არაფერი გვქონდა საერთო. ჯერ ერთი, მე იმდენმა ადამიანმა მომილოცა, რომ დავიძინე, სიზმარშიც ის ვნახე, რომ მადლობას ვამბობდი. საერთოდ, ამ დროს მსუბუქი სიმორცხვის შემოტევა მაქვს ხოლმე, მაგრამ ახლა ძალიან გამიხარდა, რომ ისეთ ხალხსაც კი გავახსენდი, თითქმის ურთიერთობაც კი რომ არ მაქვს. კიდევ ის იყო, რომ კარლსონმა თავისი დაბადების დღე გამოიგონა, რვა ივნისს, როდესაც სინამდვილეში აპრილში იყო დაბადებული. რატომ გამოიგონა, ხო  გახსოვთ, ბიჭუნას პისტოლეტი უნდოდა დაესაკუთრებინა. საყვარელმა ბიჭუნამაც ხათრი ვერ გაუტეხა და აჩუქა, რა თქმა უნდა. ახლა არ იკითხავთ, რაში უნდოდა კარლსონს პისტოლეტი? უძილობის გამო. რომ არ ეძინებოდა, ასეთი რამ მოიფიქრა: წარმოიდგენდა ხოლმე ცხვრებს, რომლებიც ღობეზე ხტებოდნენ. ეს თუ გადათვლიდა, დაეძინებოდა, მაგრამ ფარაში ერთი საძაგელი ცხვარი გამოერია, რომელსაც ცოცხალი თავით არ უნდოდა გადახტომა. ჰოდა პისტოლეტი რომ მქონდეს, ხომ გადავახტუნებდიო, ამბობდა კარლსონი. რა ბედი ეწია ურჩ ცხვარს, ეგ კი აღარ მახსოვს. კარლსონმა ალბათ მაინც გადაახტუნა.

მშვენიერი საჩუქრები მივიღე, მაგრამ პისტოლეტის ჩუქება აზრადაც არავის მოსვლია. არადა გამომადგებოდა. ინსომნიაკი მეც ვარ, მაგრამ ცხვრის დასაშინებლად არ მინდა. ამ ზამთარს გადავახტუნებდი, ვერაფრით რომ ვერ აიკრა გუდანაბადი. აღარ მინდა გრანჟი, სიმუქე, ქარი, უნაყინობა, უმზეობა, ზამთარი. რას აღარ გავაკეთებდი, მზე რომ გამოაჭყიტებდეს და ტემპერატურა ხუთი გრადუსით მაინც აიწევდეს:

უბრალოდ გავისეირნებდი ქუჩებში. თბილისი მომენატრა, თავისი ბაღებით, ვიწრო ქუჩებით, ღია კაფეებით, სასაცილოდ ჩაცმული ბავშვებით, ბამბის ნაყინის გამყიდველებით... ოთხ თვეზე მეტია, რაც ეს ყველაფერი მაკლია. მოვინახულებდი ბუკინისტებს, წიგნებს ჩამოვუვლიდი, ახლებს დაყნოსავდი, დიდი დიდი ხანი ვიდგებოდი და ბოლოს რამდენიმეს შევარჩევდი. არ მიყვარს წიგნის მაღაზიები. არ მიყვარს რიდერები, მიუხედავად იმისა, რომ მჭირდება. სად ამაზონის კალათაში ჩაგდებული წიგნი და სად ქუჩაში რომ ჩამოდგები დახლთან, შეეხები, გადაფურცლავ, ალაგ-ალაგ გადაიკითხავ... მაგრამ ამისთვის ერთი-ორი საათი მაინცაა საჭირო. ამ ამინდებში ამდენი ხნით გარეთ დგომას მირჩევნია ისიც დავივიწყო, რაც აქამდე წამიკითხავს.



სადმე მთაში, თუნდაც აქვე, არმაზზე ავიდოდი. იქ რომ ახვალ, სულ მწვერვალზე, მოკალათდები და მთელ ხეობას გადმოხედავ, აღარც ყოველდღიური წვრილმანები შეგაწუხებს, აღარც ჰომოფობები, სტიქიური უბედურებები, ზაზა ბურჭულაძეები და სრულიად ფეისბუქის კედელი გახდება საინტერესო.   


განვაახლებდი გარდერობს. მაღაზიებში სიარულს არ უნდა ამინდი, მაგრამ ჭირდება განწყობა. ან სად წავიღო ახალი ტანსაცმელი, როცა გარდერობი თბილი სვიტერებით მაქვს სავსე? თუმცა wishlist უკვე სავსეა: Zara- ს ფერადი ჩანთებით, Jewelry a la Louis Vuitton, Dior Addict-ის ხაზით... 



ახალი არომატები მინდა. უკვე წარმოვიდგინე თქვენი „ნოუ კომენტი“ ამ თემაზე. ) მაგრამ რა ვქნა, მინდა. ისეთი, ამ ფოტოს რომ ჰგავდეს. თბილი, პასტელის ფერებით, ჟასმინის, ვარდის, ციტრუსების და ამბრის თავბრუდამხვევი სურნელით. ჯერ ზუსტად ასეთი არ აღმომიჩენია და სანამ ამას გავაკეთებდე, უფრო მცირედზეც თანახმა ვარ. მაგალითად, აკაციის, ალუბლის ხეების სურნელზე.


არასოდეს მდომებია ასე ძალიან კონსტანტინოპოლის ნახვა. ამას თუ დავუმატებთ ჩემს სიყვარულს სუფიზმისა და თურქული ტკბილეულობის მიმართ, უკვე ბარგს უნდა ვალაგებდე, მაგრამ ჯერ თვითმფრინავის ბილეთის დაჯავშნასაც კი ვერ მოვაბი თავი. არადა, ბოსფორი გაზაფხულზე... ბაზილიკა ცისტერნა და ვინ იცის, იქნებ ტროაც <3


გავაკეთებდი რამე სულელურს, აზრს მოკლებულს, ცოტა ექსტრემალურსაც. ეს ხანდახან გაცილებით სასარგებლოა, ვიდრე ლოგიკურად გააზრებული, ნაფიქრი და რაციონალური ქმედებები. არ იყო გონივრული, ეს ჭკვიანურია, იმიტომ რომ:


9 comments:

  1. მე ვიცი პისტოლეტი რად გინდა :დ

    ბამბის ნაყინი <3
    ჩასაკბეჩი პოსტია:))

    ReplyDelete
  2. ისეთი პოსტია, რომ მოგინდება, შენიც იყოს :) ანუ ჩემი – ვიშლისტიანად :)
    ყველა სურვილის ასრულებას გისურვებ! :*

    ReplyDelete
  3. ქეთი <3 გმადლობ, შენც იმავეს :)

    ქეით, :jump: <3

    ReplyDelete
  4. მე არ მომილოცია.
    რომ მცოდნოდა მოგილოცავდი. პისტოლეტსაც გაჩუქებდი.
    ნუ თუ პისტოლეტს არა - ბაწარსა და საპონს მაინც.
    სეიფგარდს (ანტიბაქტერიული ეფექტით).

    ReplyDelete
  5. ბაწარი და საპონი :) რა საყვარელი ხარ :) დიდი მადლობა :დ

    ReplyDelete
  6. ანტიბაქტერიული (NB!)

    ReplyDelete
  7. ჩემი ცხვრები ჭუჭყიანები სულაც არ არიან :/ ურჩები კი :)

    ReplyDelete